ავტორი:

ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას შესაძლოა, ადგილზევე შემოწმდეს

ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას შესაძლოა, ადგილზევე შემოწმდეს

ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას შესაძლოა, ადგილზევე შემოწმდეს. ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გამონაბოლქვზე ავტომობილების ქუჩებში შემოწმებასთან დაკავშირებით წინადადება მოქალაქეებისგან მიღებული ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

კერძოდ, საუბარია, გამონაბოლქვის საზომი მცირე ზომის პორტაბელური აპარატების შეძენაზე (რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), რითაც ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ავტოსატრანპორტო საშუალება ადგილზევე შემოწმდება.

კომიტეტის შეფასებით, ეს საკითხი უფრო მეტ დისკუსიას საჭიროებს. წაიკითხეთ სრულად

"ფეისბუქმა" საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც კუნძულ მადეირაზე ულამაზესი ბაღი გააშენა - "აქ პოპულარულია ტკბილი კარტოფილი..."

"მშივრები ვიყავით, წამალი რომ დაგველია, წყალი არ იყო, წვიმას ველოდით" - რას ჰყვებიან ლიბიიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები