"რეიტინგი" იმ ცნობილი ადამიანების ოჯახის წევრების შესახებ გიამბობთ, რომლებიც უცაბედად დაიღუპნენ და ტრაგედიებს შეეწირნენ:
ჯანეტ ქერდიყოშვილი საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა, მშვენიერი მოდელის წარმატებას სამ დღეში უდიდესი ტრაგედია მოჰყვა, მისი პატარა დაიკო ანეტა ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
ანეტა ქერდიყოშვილი შემთხვევის დროს სახლში ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მაღაზიაში ტკბილეულის საყიდლად იყო ჩასული, რა დროსაც კარზე უცხო ადამიანმა დააკაკუნა, პატარამ კი ფანჯრიდან ძმას დაუძახა, წონასწორობა ვერ დაიცვა და გადავარდა.
ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ბრჭყვიალა და მუდამ ხალისიანი დალი ჩიტალაძის უკან უდიდესი ტკივილი იმალება. მას და-ძმა ჰყავს გარდაცვლილი. დალის წლების წინ 31 წლის ძმა დათო გარდაეცვალა, რომელიც თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ბიჭი იყო. დალი ჩიტალაძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა და ძმის გარდაცვალება დაუმალეს, დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ გარდაცვლილი ძმა არ ჰყავს ნანახი.
რაც შეეხება მეორე ტრაგედიას, სამი წლის წინ გარდაიცვალა დალის და დიანა ჩიტალაძე.
"იმ პერიოდში რაღაც სანერვიულო შეხვდა. ვეხვეწებოდი, ჩემთან მოსულიყო, ზუსტად ვიცოდი, რომ დავამშვიდებდი. დილით კი დამირეკეს, დიანა ცუდად არის და მოდიო. დილის ძილი ძალიან მიყვარს და, როცა მაღვიძებენ, ვბრაზობ. იმ დილითაც ასე იყო, სულ ჩხუბ-ჩხუბით მივედი მის სახლში და დამხვდა საშინელება… ამ შოკიდან დღემდე არ გამოვსულვარ. სამი დედმამიშვილი ვიყავით და მარტო დავრჩი. ამ ყველაფრის გადატანაში ძალიან დამეხმარა ჩემი მოძღვარი მამა გიორგი. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზიც რომ არ ვიცი, ესეც არ მასვენებს. სულ ჩემს თავს ვაბრალებ, რომ სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, ზრუნვა დავაკელი... დიანას გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირს. ყველამ იცოდა, რომ ჩემთვის მეორე შვილივით იყო. მისი სკოლის დამთავრება, უნივერსიტეტში ჩაბარება – სულ მე დავყვებოდი ყველგან" - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ჩიტალაძე.
ტრაგედია იმალება ცნობილი და მუდამ ხალისიანი მსახიობის, ია ფარულავას უკან. რამდენიმე წლის წინ, მას ძმა დათო ფარულავა დაეღუპა. დათო ფარულავა ხელოვანი იყო და საკმაოდ წარმატებული მამაკაცი გახლდათ. ის მეგობართან ერთად სამოგზაუროდ იმყოფებოდა ინდოეთში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა. ია ფარულავამ საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ ძმა ნარკოტიკების მიღების შედეგად დაეღუპა...წაიკითხეთ სრულად