მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული" - რაზე ისაუბრა დღეს გიორგი ქობულიამ პარლამენტში
მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული" - რაზე ისაუბრა დღეს გიორგი ქობულიამ პარლამენტში

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან? - ეს არ იყო ერთი ან ორი სა­კი­თხი, ეს სა­კი­თხე­ბის კრე­ბუ­ლი იყო, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბას მე ჩემი მხრი­დან და­ჟი­ნე­ბით ვი­თხოვ­დი, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მყოფ­მა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ დე­პუ­ტა­ტე­ბის კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ა­კე­თა.

„ალ­ბათ ეს სა­კი­თხე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­ში არ იყო. მი­ახ­ლო­ე­ბით რომ გა­სა­გე­ბი იყოს, ეს ეხე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მოყ­ვა­ნა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ის არ­სე­ბო­ბას სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რებ­ში. იგი­ვე, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შეს­ყიდ­ვი­სა და იმ­პორ­ტის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ეს ის სა­კი­თხე­ბი იყო, რა­ზეც სა­ერ­თო ენა ვერ ვი­პო­ვეთ. ალ­ბათ მე რა­ღაც სა­კი­თხებ­ში მძი­მე და პრინ­ცი­პუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი. არ მჩვე­ვია და თა­ვი­დან­ვე გა­სა­გე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ მე მხარს არ ვუ­ჭერ ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რაც ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რად არ მეს­მის და რა­საც არ ვე­თან­ხმე­ბი. ეს იყო დიდი პრო­ცე­სი - არ იყო ისე, რომ ვმუ­შა­ობ­დით და უცებ რვა თვის თავ­ზე რა­ღაც უთან­ხმო­ბა მოხ­და. ეს იყო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი. ამა­ზე მე­ტის თქმა მი­ჭირს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ.

გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა:

„სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი აღ­ქმა მაქვს - და­მერ­წმუ­ნეთ, ბევ­რზე უკე­თე­სად მეს­მის, რა არა­ფორ­მა­ლუ­რი თა­მა­შის წე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს... არა­ფორ­მა­ლუ­რი თა­მა­შის წე­სებ­ზე მე მქონ­და ძა­ლი­ან ღია მო­ლა­პა­რა­კე­ბა, სა­ნამ მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ვი­კა­ვებ­დი. მქონ­და სრუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რომ ჩვენ არ ვი­მუ­შა­ვებ­დით სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა წე­სე­ბით, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გა­მარ­თლდა. რა­ღაც გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი მოხ­და, სამ­წუ­ხა­როდ”.

ქო­ბუ­ლი­ას თქმით, მმარ­თველ გუნდში დის­კუ­სი­ი­სას მას "უცხო სხე­უ­ლი" უწო­დეს. კი­თხვა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ უწო­და მას უცხო სხე­უ­ლი, გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ერ­თმა.

„არ მინ­დო­და ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ვერ შე­ვი­კა­ვებ თავს. ქალ­ბა­ტო­ნო ნატო, მემ­გო­ნი თქვენ მი­თხა­რით, რომ თქვე­ნი აზ­რე­ბით უცხო ნა­წი­ლი ბრძან­დე­ბო­დი­თო. მე ერთხელ ამ დის­კუ­სი­ებ­ში მარ­თლაც მი­წო­დეს უცხო სხე­უ­ლი,“ - მი­მარ­თა ქო­ბუ­ლი­ამ დე­პუ­ტატ ნატო ჩხე­ი­ძეს.

უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას­თან ღია ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რას ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი, ბი­ძი­ნა გე­გი­ძე და შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ. გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას უს­მენ­დნენ უმ­რავლმე­სო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი და სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მომ­დგენ­ლე­ბი. პარ­ლამ­დნ­ტში ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მო­სას­მე­ნად იმ­ყო­ფე­ბო­და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული" - რაზე ისაუბრა დღეს გიორგი ქობულიამ პარლამენტში

მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული" - რაზე ისაუბრა დღეს გიორგი ქობულიამ პარლამენტში

კითხვაზე, რატომ გამათავისუფლეს თანამდებობიდან? - ეს არ იყო ერთი ან ორი საკითხი, ეს საკითხების კრებული იყო, რომელთა შესრულებას მე ჩემი მხრიდან დაჟინებით ვითხოვდი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დეპუტატების კითხვის პასუხად გააკეთა.

„ალბათ ეს საკითხები სრულ თანხვედრაში არ იყო. მიახლოებით რომ გასაგები იყოს, ეს ეხება ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობას სხვადასხვა სექტორებში. იგივე, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვისა და იმპორტის სისტემის ჩამოყალიბება. ეს ის საკითხები იყო, რაზეც საერთო ენა ვერ ვიპოვეთ. ალბათ მე რაღაც საკითხებში მძიმე და პრინციპული აღმოვჩნდი. არ მჩვევია და თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მე მხარს არ ვუჭერ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ფუნდამენტალურად არ მესმის და რასაც არ ვეთანხმები. ეს იყო დიდი პროცესი - არ იყო ისე, რომ ვმუშაობდით და უცებ რვა თვის თავზე რაღაც უთანხმობა მოხდა. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ამაზე მეტის თქმა მიჭირს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულიამ არაფორმალური მმართველობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა:

„საქართველოს რეალობის ძალიან კარგი აღქმა მაქვს - დამერწმუნეთ, ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს... არაფორმალური თამაშის წესებზე მე მქონდა ძალიან ღია მოლაპარაკება, სანამ მინისტრის თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა. რაღაც გამონაკლისები მოხდა, სამწუხაროდ”.

ქობულიას თქმით, მმართველ გუნდში დისკუსიისას მას "უცხო სხეული" უწოდეს. კითხვაზე, კონკრეტულად ვინ უწოდა მას უცხო სხეული, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ არაერთმა.

„არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ვერ შევიკავებ თავს. ქალბატონო ნატო, მემგონი თქვენ მითხარით, რომ თქვენი აზრებით უცხო ნაწილი ბრძანდებოდითო. მე ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს უცხო სხეული,“ - მიმართა ქობულიამ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.

უმრავლესობიდან გიორგი ქობულიასთან ღია ფორმატში შეხვედრას ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი ესწრებოდნენ. გიორგი ქობულიას უსმენდნენ უმრავლმესობის ყოფილი წევრები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომდგენლები. პარლამდნტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად იმყოფებოდა დავით უსუფაშვილიც.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები