პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა
აირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა

და­ი­ვი­წყეთ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ტა­როს კარ­ტის შე­სა­ხებ გა­გაჩ­ნი­ათ, ცოტა ხანს უყუ­რეთ მათ და აირ­ჩი­ეთ ერთი მათ­გა­ნი, რომ­ლის მი­მარ­თაც ყვე­ლა­ზე მძაფ­რი სა­ხის ემო­ცია გიჩ­ნდე­ბათ, ან სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, უბ­რა­ლოდ ინ­ტუ­ცი­ას ენ­დეთ.

ნა­ხეთ პა­სუ­ხე­ბი კარ­ტე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის შე­სა­ბა­მი­სად:

პირ­ვე­ლი კარ­ტი

თქვენ შიში გიშ­ლით ხელს იმის მიღ­წე­ვა­ში, რაც გსურთ. წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლე­ბი, კომ­პლექ­სე­ბად ქცე­უ­ლი ბავ­შვო­ბის ტრავ­მე­ბი, შეც­დო­მე­ბის შე­დე­გე­ბი ამ­ჟა­მად უამ­რავ დაბ­რკო­ლე­ბას გიქ­მნით. თქვენ გე­ში­ნი­ათ. ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც ის შიში არ არის, გული წინ­დებ­ში რომ გა­გირ­ბით, ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ზე ფეხი რომ გი­კან­კა­ლებთ. შიში მრა­ვალ­გვა­რია. აი, მა­გა­ლი­თი – თქვენ გა­და­წყვი­ტეთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოთ, დი­ლით ადრე ად­გეთ და ირ­ბი­ნოთ. დი­ლით მაღ­ვი­ძა­რა რე­კავს, თქვენ სა­წოლ­ზე წა­მოჯ­დე­ბით და მერე ისევ ლო­გინ­ში ბრუნ­დე­ბით - და­პი­რე­ბით, რომ ხვა­ლი­დან გა­ა­კე­თებთ ამას. ეს სი­ზარ­მა­ცე გგო­ნი­ათ? არა, ეს ში­შია, შიში იმი­სა, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხებთ.

პი­როვ­ნე­ბა ძა­ლი­ან მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნია. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი მე გვაქვს და თქვენ რომ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოთ, ძვე­ლი მე უნდა მოკ­ლათ, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხა­ნია კვე­ბავ­დით. იგი კვდე­ბა (ჩვენ ვიც­ვლე­ბით), მაგ­რამ მისი აჩ­რდი­ლი რჩე­ბა, მოჩ­ვე­ნე­ბა, რომ­ლი­საც ისე გვე­ში­ნია, რო­გორც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის კუ­ბო­დან წა­მოდ­გო­მის. ეს არის სწო­რედ ჩვე­ნი კომ­პლექ­სე­ბი, ში­შე­ბი. თქვენ ამ აჩ­რდი­ლე­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა უნდა შეძ­ლოთ. თქვენ სა­კუ­თარ ში­შებ­თან შეხ­ვედ­რა მო­გი­წევთ. ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რი უამ­რავ ასეთ აჩ­რდილს ინა­ხავს, პი­როვ­ნე­ბებს, რომ­ლი­თაც ოდეს­ღაც და­ვი­ბა­დეთ. აქ ბევრ ნა­გავ­თან ერ­თად, ბევ­რი გან­ძი­ცაა და ამ გან­ძის გა­მო­ყე­ნე­ბას მხო­ლოდ ის მო­ა­ხერ­ხებს, ვი­საც ნაგ­ვის და­ნახ­ვის არ ეში­ნია. ვი­საც წარ­სუ­ლის აჩ­რდი­ლებ­თან შეხ­ვედ­რის არ ეში­ნია.

თქვენ ცვლი­ლე­ბე­ბის შიში უნდა დაძ­ლი­ოთ. ამის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­თო­დია, აკე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რი­სიც გე­ში­ნი­ათ. შეხ­ვდეთ სტრესს, რომ და­ინ­გრეს ბა­რი­ე­რი ქვეც­ნო­ბი­ერ­სა და ცნო­ბი­ერს შო­რის, რათა იქე­დან იმ პი­როვ­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხოთ, რო­მე­ლიც ამ შიშ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას შეძ­ლებს. თქვენ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მუდ­მე­ბით შიშ­ში ჩაგ­დე­ბა უნდა და­ი­წყოთ. კი­დევ ვი­მე­ო­რებთ, არ ვგუ­ლის­ხმობთ ფი­ზი­კურ შიშს. მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თით გე­ტყვით, თქვენ უს­მენთ მუ­სი­კას, რო­მე­ლიც გა­გო­ნებთ წარ­სულს, სა­სი­ა­მოვ­ნო წარ­სულს და ამით ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნიც­დით? თქვენ ხვდე­ბით წარ­სულ "მეს" და იმე­ო­რებთ მის შეგ­რძნე­ბებს. სხვაგ­ვა­რად ნოს­ტალ­გი­ას ვუ­წო­დებთ ამ გან­ცდას. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, უბ­რა­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­სულ შე­ში­ნე­ბულ, სტრეს­ში მყოფ თა­ვებს უნდა შეხ­ვდეთ.

მო­წყდით რუ­ტი­ნას, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, ყუ­რა­დღე­ბის გამ­ფან­ტავ სა­შუ­ა­ლე­ბებს და დარ­ჩით სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო, ჩა­უღ­რმავ­დით თქვენს ქვეც­ნო­ბი­ერს და ეცა­დეთ ცივი გო­ნე­ბით გა­ა­ნა­ლი­ზოთ - სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი. გა­ი­ა­რეთ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და ეცა­დეთ მიხ­ვდეთ - რა ის­წავ­ლეთ აქე­დან, რო­მე­ლი მოვ­ლე­ნი­დან რა ის­წავ­ლეთ. აი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, სა­კუ­თარ წარ­სულ­ზე, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალ­ზე. სამ­ყა­როს­თვის სუ­ლერ­თია თქვე­ნი გან­ცდე­ბი, ის მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ითხოვს თქვენ­გან. ასე, რომ თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოთ ბედ­ნი­ე­რი ის­წავ­ლით მის გაკ­ვე­თი­ლებს, თუ ცრემ­ლე­ბის ღვარ­ღვა­რით. მთა­ვა­რია, ის­წავ­ლოთ. სწავ­ლით კი ცივი გო­ნე­ბით ყვე­ლა­ზე უკეთ სწავ­ლობს ადა­მი­ა­ნი. ნა­ხეთ სრუ­ლად

უფალო შეგვიწყალენ
11

ჩვეულებრივი კარტის გამოსახულებები აგებულია ქრისტიანული სიმბოლოების ფარულ შეურაცხყოფაზე და ამიტომ მართლმადიდებელი ადამიანისათვის კარტის თამაში დაუშვებელია,ხოლო ამ სტატიაში ნაჩვენებ ბანქოზე პირდაპირ რქებიანი არსება,ანუ ეშმაკია გამოსახული.. ვის და რას უკეთებთ რეკლამას? ცეცხლს ეთამაშებით.

ავტორი:

აირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა

აირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა

დაივიწყეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ტაროს კარტის შესახებ გაგაჩნიათ, ცოტა ხანს უყურეთ მათ და აირჩიეთ ერთი მათგანი, რომლის მიმართაც ყველაზე მძაფრი სახის ემოცია გიჩნდებათ, ან საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ ინტუციას ენდეთ.

ნახეთ პასუხები კარტების თანმიმდევრობის შესაბამისად:

პირველი კარტი

თქვენ შიში გიშლით ხელს იმის მიღწევაში, რაც გსურთ. წარსულის აჩრდილები, კომპლექსებად ქცეული ბავშვობის ტრავმები, შეცდომების შედეგები ამჟამად უამრავ დაბრკოლებას გიქმნით. თქვენ გეშინიათ. ეს მაინცდამაინც ის შიში არ არის, გული წინდებში რომ გაგირბით, ნაბიჯის გადადგმაზე ფეხი რომ გიკანკალებთ. შიში მრავალგვარია. აი, მაგალითი – თქვენ გადაწყვიტეთ ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოთ, დილით ადრე ადგეთ და ირბინოთ. დილით მაღვიძარა რეკავს, თქვენ საწოლზე წამოჯდებით და მერე ისევ ლოგინში ბრუნდებით - დაპირებით, რომ ხვალიდან გააკეთებთ ამას. ეს სიზარმაცე გგონიათ? არა, ეს შიშია, შიში იმისა, რომ ვერ მოახერხებთ.

პიროვნება ძალიან მრავალწახნაგოვანია. ჩვენ ძალიან ბევრი მე გვაქვს და თქვენ რომ ახალი ცხოვრება დაიწყოთ, ძველი მე უნდა მოკლათ, რომელსაც ამდენი ხანია კვებავდით. იგი კვდება (ჩვენ ვიცვლებით), მაგრამ მისი აჩრდილი რჩება, მოჩვენება, რომლისაც ისე გვეშინია, როგორც მიცვალებულის კუბოდან წამოდგომის. ეს არის სწორედ ჩვენი კომპლექსები, შიშები. თქვენ ამ აჩრდილებისთვის თვალის გასწორება უნდა შეძლოთ. თქვენ საკუთარ შიშებთან შეხვედრა მოგიწევთ. ჩვენი ქვეცნობიერი უამრავ ასეთ აჩრდილს ინახავს, პიროვნებებს, რომლითაც ოდესღაც დავიბადეთ. აქ ბევრ ნაგავთან ერთად, ბევრი განძიცაა და ამ განძის გამოყენებას მხოლოდ ის მოახერხებს, ვისაც ნაგვის დანახვის არ ეშინია. ვისაც წარსულის აჩრდილებთან შეხვედრის არ ეშინია.

თქვენ ცვლილებების შიში უნდა დაძლიოთ. ამისთვის შესანიშნავი მეთოდია, აკეთოთ ყველაფერი, რისიც გეშინიათ. შეხვდეთ სტრესს, რომ დაინგრეს ბარიერი ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის, რათა იქედან იმ პიროვნების გამოყვანა მოახერხოთ, რომელიც ამ შიშზე გამარჯვებას შეძლებს. თქვენ საკუთარი თავის გამუდმებით შიშში ჩაგდება უნდა დაიწყოთ. კიდევ ვიმეორებთ, არ ვგულისხმობთ ფიზიკურ შიშს. მარტივი მაგალითით გეტყვით, თქვენ უსმენთ მუსიკას, რომელიც გაგონებთ წარსულს, სასიამოვნო წარსულს და ამით ბედნიერებას განიცდით? თქვენ ხვდებით წარსულ "მეს" და იმეორებთ მის შეგრძნებებს. სხვაგვარად ნოსტალგიას ვუწოდებთ ამ განცდას. დაახლოებით იგივეა, უბრალოდ ამ შემთხვევაში წარსულ შეშინებულ, სტრესში მყოფ თავებს უნდა შეხვდეთ.

მოწყდით რუტინას, ყოველდღიურობას, ყურადღების გამფანტავ საშუალებებს და დარჩით საკუთარ თავთან მარტო, ჩაუღრმავდით თქვენს ქვეცნობიერს და ეცადეთ ცივი გონებით გაანალიზოთ - საიდან იღებს სათავეს თქვენი პრობლემები. გაიარეთ მთელი ცხოვრება ქრონოლოგიურად და ეცადეთ მიხვდეთ - რა ისწავლეთ აქედან, რომელი მოვლენიდან რა ისწავლეთ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. სამყაროსთვის სულერთია თქვენი განცდები, ის მოცემული დავალების შესრულებას ითხოვს თქვენგან. ასე, რომ თავად უნდა გადაწყვიტოთ ბედნიერი ისწავლით მის გაკვეთილებს, თუ ცრემლების ღვარღვარით. მთავარია, ისწავლოთ. სწავლით კი ცივი გონებით ყველაზე უკეთ სწავლობს ადამიანი. ნახეთ სრულად

"როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით" - სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

რა ღირს ანუკი არეშიძის ქურთუკი, რომელშიც თბილისის მერის მეუღლე ბოლო დღეებში გამოჩნდა - სამოსი MONCLER-ის კოლექციიდანაა

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა