სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ წელს მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში
„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ წელს მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში

ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა პი­ა­ნის­ტმა შო­რე­ნა ცინ­ცა­ბა­ძემ 2015 წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია“ და­ა­არ­სა. ასო­ცი­ა­ცი­ის ძი­რი­თა­დი პრო­ექ­ტია - „მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზა­ფხუ­ლო აკა­დე­მია“(MISA), რო­მე­ლიც წელს უკვე მე­ხუ­თედ ჩა­ტარ­დე­ბა თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში.

მიმ­დი­ნა­რე წლის 7 ივ­ლისს, 19:00 სთ-ზე თბი­ლის­ში კონ­ცერტს უმას­პინ­ძლებს ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდი დარ­ბა­ზი (დი­რი­ჟო­რი გი­ორ­გი ჟორ­და­ნია).

წლე­ვან­დელ სა­ზე­ი­მო მა­რა­თონ­ზე უკვე მე­ო­რედ წარ­სდგე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოს­მე­ნე­ბის შე­დე­გად. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, შე­ირ­ჩა 14-28 წლამ­დე ასა­კის 40 ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

ბა­თუ­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა (MISA GRAND PRIX 2019) 2019 წლის 20 ივ­ლისს სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რში, ბა­თუმ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს უხელ­მძღვა­ნე­ლებს დი­რი­ჟო­რი-გი­ორ­გი რე­ვიშ­ვი­ლი. თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის გარ­და ღო­ნის­ძი­ე­ბებს უმას­პინ­ძლებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბიც მათ შო­რის რუს­თა­ვი(3 ივ­ლი­სი), მცხე­თა(12 ივ­ლი­სი), ქუ­თა­ი­სი(17 ივ­ლი­სი), ჩო­ხა­ტა­უ­რი(18 ივ­ლი­სი).

ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან თბი­ლი­სის მე­რია და აჭა­რის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა არის თა­ვი­სუ­ფა­ლი.

MISA-ს ფარ­გლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და მუ­სი­კო­სე­ბის მიერ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ჩა­ტარ­დე­ბა ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი, ორ­კესტრის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და მას­ტერკლა­სე­ბი - „ნანა იაშ­ვი­ლი (ვი­ო­ლი­ნო, გერ­მა­ნია), სვეტ­ლა­ნა უსა­ჩო­ვა (რუ­სე­თი, ჰო­ბოი), ან­დრეი შა­მი­ლა­ნო­ვი (რუ­სე­თი, ფა­გო­ტი) მა­ლი­კა მუ­ხიტ­დი­ნო­ვა (ყა­ზა­ხე­თი, ფლე­ი­ტა), მა­ესტრო ჟან - პიერ შმი­ტი (აშშ-საფ­რან­გე­თი), ხა­ვი­ერ ოვი­ე­დო (საქ­სა­ფო­ნი, აშშ) და ან­დრეი კო­რო­ბე­ი­ნი­კო­ვის ლექ­ცია-კონ­ცერ­ტი „სკრი­ა­ბი­ნის სა­ფორ­ტე­ბი­ა­ნო სო­ნა­ტე­ბი“. აქ ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მუ­სი­კა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას.MISA-ს მი­ზა­ნია, დღე­ვან­დელ მუ­სი­კა­ლურ სცე­ნა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნოს ნი­ჭი­ე­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, დახ­ვე­წოს მათი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი და და­ეხ­მა­როს კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში.

MISA-ს უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებ­ში კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. MISA-ს ახალ­გაზ­რდუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის სიმ­ფო­ნი­უ­რი და კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრე­ბის­თვის ახა­ლი კად­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და ღირ­სე­უ­ლად შე­ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი ელ­ჩის მი­სი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ წელს მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ წელს მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა შორენა ცინცაბაძემ 2015 წელს "საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააარსა. ასოციაციის ძირითადი პროექტია - „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“(MISA), რომელიც წელს უკვე მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში.

მიმდინარე წლის 7 ივლისს, 19:00 სთ-ზე თბილისში კონცერტს უმასპინძლებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი (დირიჟორი გიორგი ჟორდანია).

წლევანდელ საზეიმო მარათონზე უკვე მეორედ წარსდგება საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ჩამოყალიბდა 2017 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მოსმენების შედეგად. მთელი საქართველოს მასშტაბით, შეირჩა 14-28 წლამდე ასაკის 40 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი.

ბათუმის ღონისძიება (MISA GRAND PRIX 2019) 2019 წლის 20 ივლისს საღამოს 19:00 საათზე ჩატარდება საზაფხულო თეატრში, ბათუმში. საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიურ ორკესტრს უხელმძღვანელებს დირიჟორი-გიორგი რევიშვილი. თბილისისა და ბათუმის გარდა ღონისძიებებს უმასპინძლებს საქართველოს სხვა ქალაქებიც მათ შორის რუსთავი(3 ივლისი), მცხეთა(12 ივლისი), ქუთაისი(17 ივლისი), ჩოხატაური(18 ივლისი).

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და აჭარის კულტურის სამინისტრო. ღონისძიებებზე დასწრება არის თავისუფალი.

MISA-ს ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი პროფესორებისა და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ლექცია-სემინარები, ორკესტრის რეპეტიციები და მასტერკლასები - „ნანა იაშვილი (ვიოლინო, გერმანია), სვეტლანა უსაჩოვა (რუსეთი, ჰობოი), ანდრეი შამილანოვი (რუსეთი, ფაგოტი) მალიკა მუხიტდინოვა (ყაზახეთი, ფლეიტა), მაესტრო ჟან - პიერ შმიტი (აშშ-საფრანგეთი), ხავიერ ოვიედო (საქსაფონი, აშშ) და ანდრეი კორობეინიკოვის ლექცია-კონცერტი „სკრიაბინის საფორტებიანო სონატები“. აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების მუსიკალურ გამოცდილებას.MISA-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.

MISA-ს უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით. MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის ახალი კადრების აღმოჩენას და ღირსეულად შეასრულებს საქართველოს კულტურული ელჩის მისიას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება