პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" "ანტი მიშას" გათამაშებას ვეღარ შეძლებს და ეს დასასრულის დასაწყისი იქნება" - რას ელიან ექსპერტები შუალედურ არჩევნებზე?
"ოცნება" "ანტი მიშას" გათამაშებას ვეღარ შეძლებს და ეს დასასრულის დასაწყისი იქნება" - რას ელიან ექსპერტები შუალედურ არჩევნებზე?

19 მა­ი­სის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი მზა­დე­ბაა 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, ერ­თგვა­რი გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია.

პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად, რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას მე­რე­ბის რიგ­გა­რე­შე და საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ში მო­უ­წევთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე დაგ­ვა­ნა­ხებს ამომ­რჩევ­ლის გან­წყო­ბას.

პო­ლი­ტო­ლოგ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის თქმით, თი­თო­ე­ულ ოლ­ქში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან და­მარ­ცხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამან შე­იძ­ლე­ბა დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით ჩა­მო­შა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"ეს იქ­ნე­ბა 2020 წლის არ­ჩე­ვე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია. არა მარ­ტო „ოც­ნე­ბის­თვის“ არა­მედ „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვი­საც". და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს. ზუგ­დიდ­ში სან­დრა რუ­ლოვ­სის მო­გე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას­თან იგივ­დე­ბა, ამი­ტომ „ოც­ნე­ბა“ სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბა.

მე­ო­რეს მხრივ „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვი­საც“ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტია იმი­ტომ, რომ თუ გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, ეს იქ­ნე­ბა 2012 წლის შემ­დეგ მათი პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა. ამას კი ალ­ბათ მოჰ­ყვე­ბა დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლა, ისე­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლისფლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლა 1 წლით ადრე. ამი­ტომ „ოც­ნე­ბა“ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ზუგ­დი­დი არ წა­ა­გოს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი მა­ღა­ლია, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა გა­ყალ­ბე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას ეც­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ლა­გა­ზი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მთაწ­მინ­დას, ექ­სპერ­ტის თქმით, ეს არის ტეს­ტი ოპო­ზი­ცი­ის­თვის და ლა­გა­ზი­ძე აქ მე­ო­რე ტუ­რის და­ნიშ­ვნას ვა­რა­უ­დობს.

"მე თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დი, რომ ოპო­ზი­ცია უნდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და უნდა შე­ჯე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ ერთ კან­დი­დატ­ზე. ეს არ მოხ­და სამ­წუ­ხა­როდ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვინ გავა მე­ო­რე ტურ­ში და რამ­დე­ნად მო­ხერ­ხდე­ბა მე­ო­რე ტურ­ში გა­სუ­ლი კან­დი­და­ტის გარ­შე­მო ოპო­ზი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა. წე­სით უნდა შეძ­ლონ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და მთელ­მა ოპო­ზი­ცი­ამ და­ა­მარ­ცხოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამის თე­ო­რი­უ­ლი შან­სი არის, რამ­დე­ნად ისურ­ვებს ამას ოპო­ზი­ცია, ეს სულ სხვა თე­მაა.

მნიშ­ვნე­ლო­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზეა მარ­ნე­უ­ლი, სა­დაც ძა­ლი­ან დი­დია საპ­რო­ტეს­ტო ელექ­ტო­რა­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. არის შან­სი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იქაც წა­ა­გოს

ეს არის უზარ­მა­ზა­რი გა­მოწ­ვე­ვა, იმი­ტომ რომ ყო­ველ­თვის, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის ხმე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "ედო ჯი­ბე­ში". ეს თუ მო­ერ­ღვათ, 2020 წელს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ" - გვი­თხრა ლა­გა­ზი­ძემ.

ანა­ლი­ტი­კო­სი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­ნოზს, ძა­ბი­რა­ძე თით­ქმის ყვე­ლა ოლ­ქში მე­ო­რე ტურს ვა­რა­უ­დობს.

"ეს არ­ჩევ­ნე­ბი ცალ­სა­ხად იქ­ნე­ბა ტეს­ტი იმი­სა, თუ რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი. უფრო მე­ტიც, ეს არის ფარ­თო დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ამომ­რჩევ­ლის გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბი­სა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. შე­მოდ­გო­მი­დან უკვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყე­ბა. ეს არის დღეს ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი ტეს­ტი იმის სა­ნა­ხა­ვად, რა გან­წყო­ბაა ხალ­ხში.

ამ არ­ჩევ­ნებს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო რამ ხდე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­შიც, გა­დაჯ­გუ­ფე­ბებს ვგუ­ლის­ხმობ. სან­დრა რუ­ლოვსს მხარს უჭერს არა­მარ­ტო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, არა­მედ მის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი სხვა ძა­ლე­ბიც. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა გვაქვს მთაწ­მინ­და­ზე, რო­დე­საც შავ­გუ­ლი­ძეს თით­ქმის მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი უჭერს მხარს.

ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს პო­ლი­ტი­კო­სებ­საც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც ივა­რა­უ­დონ, თუ რო­გო­რი კონ­ფი­გუ­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის

ზო­გა­დად, მე­ო­რე ტურს ვე­ლო­დე­ბი, ასე იქ­ნე­ბა ზუგ­დიდ­ში. გა­დამ­წყვე­ტი ამ არ­ჩევ­ნებ­ში იქ­ნე­ბა ამომ­რჩევ­ლის ნე­იტ­რა­ლუ­რი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და არც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ უჭერს მხარს. ვნა­ხოთ, რო­მე­ლი პარ­ტია შეძ­ლებს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიყ­ვა­ნას არ­ჩევ­ნებ­ზე" - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვილს კი იმე­დი აქვს, რომ 2020 წლის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გა­მოჩ­ნდე­ბა, ამი­ტომ არ ფიქ­რობს, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცი­აა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სა.

"პროგ­ნო­ზე­ბის­გან ახლა თავს შე­ვი­კა­ვებ­დი, რად­გან სრულ­ფა­სო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი არ არის. ზო­გა­დად კი მო­სახ­ლე­ო­ბას არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ისევ ორ პო­ლუს­ზე უწევს ცუდ­სა და უა­რესს შო­რის. ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­სურ­სე­ბის ჭი­დილ­თან უფრო გვაქვს საქ­მე, ვიდ­რე თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებ­თან.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ზუგ­დიდ­ში სან­დრა რუ­ლოვ­სის და­მარ­ცხე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამი­ტომ ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სან­დრა რუ­ლოვსმა გა­ი­მარ­ჯვა, „ოც­ნე­ბა“ ან­ტი­მი­შას გა­თა­მა­შე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს, ეს კი მათი და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­აფ­თრე­ბუ­ლად იბ­რძო­ლე­ბენ, რომ არ და­უშ­ვან სან­დრა რუ­ლოვ­სის გა­მარ­ჯვე­ბა.

არა მგო­ნია ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა გა­მოჩ­ნდეს, იმი­ტომ, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცეტ­რის რე­სურ­სი კი­დევ არის. ამ არ­ჩევ­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა გვაჩ­ვე­ნოს „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შო­რის თა­ნა­ფარ­დო­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა 19 მა­ი­სის არ­ჩევ­ნებს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტში მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მან­და­ტის შე­სავ­სე­ბად, რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტი იბ­რძო­ლებს, მათ შო­რის: "ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ლადო კა­ხი­ძე და ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის კან­დი­და­ტი შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე.

უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტის გამო, 19 მა­ისს მე­რებს ირ­ჩე­ვენ მარ­ნე­ულ­ში, ზეს­ტა­ფონ­ში, ჭი­ა­თუ­რა­ში, ზუგ­დიდ­ში და ხუ­ლო­ში. 8 დე­პუ­ტა­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა რამ­დე­ნი­მე საკ­რე­ბუ­ლო­შიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ოცნება" "ანტი მიშას" გათამაშებას ვეღარ შეძლებს და ეს დასასრულის დასაწყისი იქნება" - რას ელიან ექსპერტები შუალედურ არჩევნებზე?

"ოცნება" "ანტი მიშას" გათამაშებას ვეღარ შეძლებს და ეს დასასრულის დასაწყისი იქნება" - რას ელიან ექსპერტები შუალედურ არჩევნებზე?

19 მაისის შუალედური არჩევნები მზადებაა 2020 წლის არჩევნებისთვის, ერთგვარი გენერალური რეპეტიცია.

პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან ერთად, რეგიონების მოსახლეობას მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მოუწევთ მონაწილეობის მიღება. ექსპერტების შეფასებით, ამ არჩევნების შედეგები სოციოლოგიური კვლევების გარეშე დაგვანახებს ამომრჩევლის განწყობას.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, თითოეულ ოლქში ხელისუფლების კანდიდატის გამარჯვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან დამარცხების შემთხვევაში ამან შეიძლება დომინოს პრინციპით ჩამოშალოს ხელისუფლება.

"ეს იქნება 2020 წლის არჩევების გენერალური რეპეტიცია. არა მარტო „ოცნებისთვის“ არამედ „ნაციონალებისთვისაც". დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც საპარლამენტო არჩევნებს. ზუგდიდში სანდრა რულოვსის მოგება, სააკაშვილის დაბრუნებასთან იგივდება, ამიტომ „ოცნება“ სერიოზულად ემზადება.

მეორეს მხრივ „ნაციონალებისთვისაც“ ფსიქოლოგიურად გარდამტეხი მომენტია იმიტომ, რომ თუ გაიმარჯვებენ, ეს იქნება 2012 წლის შემდეგ მათი პირველი გამარჯვება. ამას კი ალბათ მოჰყვება დომინოს პრინციპით ხელისუფლების ჩამოშლა, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძის ხელისფლება ჩამოიშალა 1 წლით ადრე. ამიტომ „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ზუგდიდი არ წააგოს.

"ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შანსი მაღალია, რადგან არჩევნების დღეს, დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობის გამო, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება გაყალბება. ხელისუფლება ყველა რესურსის გამოყენებას ეცდება არჩევნებამდე“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.

რაც შეეხება მთაწმინდას, ექსპერტის თქმით, ეს არის ტესტი ოპოზიციისთვის და ლაგაზიძე აქ მეორე ტურის დანიშვნას ვარაუდობს.

"მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო და უნდა შეჯერებულიყვნენ ერთ კანდიდატზე. ეს არ მოხდა სამწუხაროდ. მნიშვნელოვანია ვინ გავა მეორე ტურში და რამდენად მოხერხდება მეორე ტურში გასული კანდიდატის გარშემო ოპოზიციის მობილიზება. წესით უნდა შეძლონ გაერთიანება და მთელმა ოპოზიციამ დაამარცხოს ხელისუფლება. ამის თეორიული შანსი არის, რამდენად ისურვებს ამას ოპოზიცია, ეს სულ სხვა თემაა.

მნიშვნელობით მეორე ადგილზეა მარნეული, სადაც ძალიან დიდია საპროტესტო ელექტორატი ხელისუფლების წინააღმდეგ. არის შანსი, რომ ხელისუფლებამ იქაც წააგოს

ეს არის უზარმაზარი გამოწვევა, იმიტომ რომ ყოველთვის, ეთნიკური უმცირესობის ხმები ხელისუფლებას "ედო ჯიბეში". ეს თუ მოერღვათ, 2020 წელს ძალიან გაუჭირდებათ" - გვითხრა ლაგაზიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შუალედური არჩევნები იქნება საზოგადოების განწყობის გამოვლენის საშუალება. რაც შეეხება პროგნოზს, ძაბირაძე თითქმის ყველა ოლქში მეორე ტურს ვარაუდობს.

"ეს არჩევნები ცალსახად იქნება ტესტი იმისა, თუ როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. უფრო მეტიც, ეს არის ფართო დათვალიერება ამომრჩევლის გუნება-განწყობილებისა საპარლამენტო არჩევნებისთვის. შემოდგომიდან უკვე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. ეს არის დღეს ყველაზე უტყუარი ტესტი იმის სანახავად, რა განწყობაა ხალხში.

ამ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პოლიტიკური ძალები. საკმაოდ საინტერესო რამ ხდება ოპოზიციაშიც, გადაჯგუფებებს ვგულისხმობ. სანდრა რულოვსს მხარს უჭერს არამარტო გაერთიანებული ოპოზიცია, არამედ მის მიღმა დარჩენილი სხვა ძალებიც. ანალოგიური ვითარება გვაქვს მთაწმინდაზე, როდესაც შავგულიძეს თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი უჭერს მხარს.

ეს საშუალებას მისცემს პოლიტიკოსებსაც და ხელისუფლებასაც ივარაუდონ, თუ როგორი კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეთ საარჩევნო სუბიექტებს 2020 წლის არჩევნებისთვის

ზოგადად, მეორე ტურს ველოდები, ასე იქნება ზუგდიდში. გადამწყვეტი ამ არჩევნებში იქნება ამომრჩევლის ნეიტრალური ნაწილი, რომელიც არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. ვნახოთ, რომელი პარტია შეძლებს ამ ადამიანების მიყვანას არჩევნებზე" - გვითხრა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს კი იმედი აქვს, რომ 2020 წლისთვის ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, ამიტომ არ ფიქრობს, რომ ეს არჩევნები გენერალური რეპეტიციაა საპარლამენტო არჩევნებისა.

"პროგნოზებისგან ახლა თავს შევიკავებდი, რადგან სრულფასოვანი არჩევნები არ არის. ზოგადად კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ისევ ორ პოლუსზე უწევს ცუდსა და უარესს შორის. ამ შემთხვევაში რესურსების ჭიდილთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე თავისუფალ არჩევნებთან.

ხელისუფლებისთვის ზუგდიდში სანდრა რულოვსის დამარცხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ალბათ გარკვეული დაძაბულობა იქნება. იმ შემთხვევაში თუ სანდრა რულოვსმა გაიმარჯვა, „ოცნება“ ანტიმიშას გათამაშებას ვეღარ შეძლებს, ეს კი მათი დასასრულის დასაწყისი იქნება. აქედან გამომდინარე ისინი განსაკუთრებული გააფთრებულად იბრძოლებენ, რომ არ დაუშვან სანდრა რულოვსის გამარჯვება.

არა მგონია ამ არჩევნებზე მოსახლეობის განწყობა გამოჩნდეს, იმიტომ, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცეტრის რესურსი კიდევ არის. ამ არჩევნებმა შეიძლება გვაჩვენოს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თანაფარდობა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

რაც შეეხება 19 მაისის არჩევნებს, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის გამოთავისუფლებული მანდატის შესავსებად, რამდენიმე კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის: "ოცნების" კანდიდატი ლადო კახიძე და ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე.

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, 19 მაისს მერებს ირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში და ხულოში. 8 დეპუტატის შუალედური არჩევნები გაიმართება რამდენიმე საკრებულოშიც.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები