პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 34 გრადუსამდე დაცხება - სინოპტიკოსები განმარტავენ, არის თუ არა მაისში მოსული წვიმა და სეტყვა ანომალური
საქართველოში 34 გრადუსამდე დაცხება - სინოპტიკოსები განმარტავენ, არის თუ არა მაისში მოსული წვიმა და სეტყვა ანომალური

16-18 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16-18 მა­ისს, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში +29, +34, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +27, +32 გრა­დუ­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

ამას­თან, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სის თვე ხა­სი­ათ­დე­ბა ხში­რი, ელ­ჭე­ქის ხა­სი­ა­თის ნე­ლე­ქე­ბით, ზო­გან სე­ტყვით, რაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­მა­ტურ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ლე­ქე­ბის და სე­ტყვის მაქ­სი­მუ­მი მო­დის სწო­რედ მა­ი­სის თვე­ზე. სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ქსე­ლი­დან შე­მო­სუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ ლა­გო­დეხ­ში 4-5 მა­ისს 24 სა­ათ­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 125 მმ. მსგავ­სი სიძ­ლი­ე­რის წვი­მა აღი­ნიშ­ნა 2006 წელს, რო­დე­საც 24 სა­ათ­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 14 მა­ისს შე­ად­გი­ნა 128 მმ და 2011 წ. - 100 მმ.

"თე­ლავ­ში წელს პირ­ვე­ლად დღე-ღა­მე­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 93 მმ. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ასე­თი სიძ­ლი­ე­რის წვი­მა თე­ლავ­ში მა­ი­სის თვე­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. თე­ლავ­ში 1981 წ. 15 მა­ისს და­ფიქ­სირ­და 62 მმ, ხოლო 2005 წ.-58 მმ. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია კავ­კა­სი­ის ჩრდი­ლო­ე­თი­დან გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბით.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ი­სის თვე­ში სე­ტყვის შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია. ბოლო 5 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ძლი­ე­რი სე­ტყვა აღი­ნიშ­ნა სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის კა­ხეთ­ში. 2014 წელი: წი­ნან­და­ლი, ქვე­მო ხო­და­შე­ნი, ბე­შე­თი, თე­ლა­ვი, დე­დოფ­ლის­წყა­რო, სიღ­ნა­ღი, გურ­ჯა­ა­ნი. 2015 წელი: თე­ლა­ვი, სა­გა­რე­ჯო, კურ­დღე­ლა­უ­რი, შიბ­ლი­ა­ნი, ყან­და­უ­რა, კა­კა­ბე­თი, კი­სის­ხე­ვი. 2016 წელს მა­ი­სის თვე­ში და­ი­სე­ტყვა კა­ხე­თის 16 სო­ფე­ლი, 2017 წელს-38 სო­ფე­ლი, 2018 წელს კი 5 სო­ფე­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, მა­ი­სის და ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში ხა­სი­ათ­დე­ბა სე­ტყვის ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბით, რაც ძი­რი­თა­დად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, 2019 წ. 12 მა­ისს 20 წუთ­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 22 მმ, რაც თბი­ლი­სის­თვის არ წარ­მო­ად­გენს რა­ი­მე ანო­მა­ლი­ას. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2012 წ. 19 მა­ისს თბი­ლის­ში 12 სა­ათ­ში მო­ვი­და 94 მმ. ნა­ლე­ქი.

ავტორი:

საქართველოში 34 გრადუსამდე დაცხება - სინოპტიკოსები განმარტავენ, არის თუ არა მაისში მოსული წვიმა და სეტყვა ანომალური

საქართველოში 34 გრადუსამდე დაცხება - სინოპტიკოსები განმარტავენ, არის თუ არა მაისში მოსული წვიმა და სეტყვა ანომალური

16-18 მაისს, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 16-18 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე გაიზრდება.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვე ხასიათდება ხშირი, ელჭექის ხასიათის ნელექებით, ზოგან სეტყვით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კლიმატურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში ნალექების და სეტყვის მაქსიმუმი მოდის სწორედ მაისის თვეზე. სადამკვირვებლო ქსელიდან შემოსული მონაცემების საფუძველზე, გასული დღეების განმავლობაში კახეთის რეგიონში, კერძოდ ლაგოდეხში 4-5 მაისს 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 125 მმ. მსგავსი სიძლიერის წვიმა აღინიშნა 2006 წელს, როდესაც 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 14 მაისს შეადგინა 128 მმ და 2011 წ. - 100 მმ.

"თელავში წელს პირველად დღე-ღამეში მოსული ნალექის რაოდენობამ შეადგინა 93 მმ. სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, ასეთი სიძლიერის წვიმა თელავში მაისის თვეში არ დაფიქსირებულა. თელავში 1981 წ. 15 მაისს დაფიქსირდა 62 მმ, ხოლო 2005 წ.-58 მმ. აღმოსავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექი განპირობებულია კავკასიის ჩრდილოეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით.

სტატისტიკური მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოში მაისის თვეში სეტყვის შემთხვევები ხშირია. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ძლიერი სეტყვა აღინიშნა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთში. 2014 წელი: წინანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბეშეთი, თელავი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი. 2015 წელი: თელავი, საგარეჯო, კურდღელაური, შიბლიანი, ყანდაურა, კაკაბეთი, კისისხევი. 2016 წელს მაისის თვეში დაისეტყვა კახეთის 16 სოფელი, 2017 წელს-38 სოფელი, 2018 წელს კი 5 სოფელი. სპეციალისტების განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, მაისის და ზაფხულის თვეებში ხასიათდება სეტყვის ხშირი შემთხვევებით, რაც ძირითადად განპირობებულია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით.

რაც შეეხება თბილისს, 2019 წ. 12 მაისს 20 წუთში მოსული ნალექის რაოდენობამ შეადგინა 22 მმ, რაც თბილისისთვის არ წარმოადგენს რაიმე ანომალიას. სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წ. 19 მაისს თბილისში 12 საათში მოვიდა 94 მმ. ნალექი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი