საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება - გაეცანით სიას რაიონების მიხედვით
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება - გაეცანით სიას რაიონების მიხედვით

თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი „სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ღე­ბი“ 2019 წელ­საც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ივ­ლი­სის თვე­ში დე­და­ქა­ლაქ­ში 40 სა­ზა­ფხუ­ლო ბაღი იმუ­შა­ვებს, სა­დაც ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა 13 000 აღ­საზ­რდელს ექ­ნე­ბა.

„რე­გის­ტრა­ცია სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ღებ­ში 2019 წლის 15 მა­ისს, 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა ელექტრო­ნუ­ლად თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე www.kids.org.ge რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბის დღეს, ვებგ­ვერ­დზე იმუ­შა­ვებს მხო­ლოდ სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ღე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის ფორ­მა, სა­დაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ვე­ლე­ბის შევ­სე­ბა რა­ი­ო­ნის, სა­ბავ­შვო ბა­ღის, ჯგუ­ფის, ასე­ვე, აღ­საზ­რდე­ლი­სა და მშობ­ლის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ. რე­გის­ტრა­ცია ად­გი­ლე­ბის შევ­სე­ბამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ.

მისი თქმით, სა­ზა­ფხუ­ლო ბაგა-ბა­ღებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აღ­საზ­რდე­ლე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცია არ ეხე­ბა 2019-2020 სა­აღ­მზრდე­ლო წელს. ამას­თან, სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ღე­ბის სერ­ვი­სი ხელ­მი­საწ­ვდო­მია არა მხო­ლოდ ბა­ღებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აღ­საზ­რდე­ლე­ბის­თვის, არა­მედ 2-დან 6 წლამ­დე ასა­კის ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვი­სათ­ვის.

კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ღე­ბის სი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბაა, კერ­ძოდ, N170 ბა­ღის ნაც­ვლად, მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში ივ­ლის­ში იმუ­შა­ვებს N3 ბაგა-ბაღი, ის­ნის რა­ი­ონ­ში N26 ბაღს ჩა­ა­ნაც­ვლებს N66 ბაღი, ხოლო სა­ბურ­თა­ლო­ზე, N171 ბა­ღის ნაც­ვლად იმუ­შა­ვებს N74 ბაგა-ბაღი.

სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ღე­ბი რა­ი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით შემ­დეგ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს:

გლ­და­ნის რა­ი­ო­ნი - N153, N48 N205, N216, N186

დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნი - N11, N92, N23, N15.

ვა­კის რა­ი­ო­ნი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩი­ო­რა“.

ის­ნის რა­ი­ო­ნი - N202 , N29, N66, N215, N182.

კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნი -N51, N206.

მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნი - N3, N152, N162

ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი - N9, N79, N60, N143, N80.

სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნი - N197, N74, N112.

სამ­გო­რის რა­ი­ო­ნი - N128, N12, N210, N45. N196, N72.

ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნი - N34, N5.

00:00 / 00:00
ავტორი:

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება - გაეცანით სიას რაიონების მიხედვით

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება - გაეცანით სიას რაიონების მიხედვით

თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ 2019 წელსაც განხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.

„რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

მისი თქმით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2019-2020 სააღმზრდელო წელს. ამასთან, საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისათვის.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, საზაფხულო ბაღების სიაში რამდენიმე ცვლილებაა, კერძოდ, N170 ბაღის ნაცვლად, მთაწმინდის რაიონში ივლისში იმუშავებს N3 ბაგა-ბაღი, ისნის რაიონში N26 ბაღს ჩაანაცვლებს N66 ბაღი, ხოლო საბურთალოზე, N171 ბაღის ნაცვლად იმუშავებს N74 ბაგა-ბაღი.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს:

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186

დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.

ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.

ისნის რაიონი - N202 , N29, N66, N215, N182.

კრწანისის რაიონი -N51, N206.

მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162

ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.

საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112.

სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72.

ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი