ავტორი:

ნენსკრა ჰესის გვირაბების გასაყვანად უახლესი ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული

ნენსკრა ჰესის გვირაბების გასაყვანად უახლესი ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული

ნენსკრა ჰესის გვირაბების გასაყვანად უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, ორი გვირაბგამყვანი მანქანა Double Shield TBM იქნება გამოყენებული, რომელიც საგენგებოდ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ გერმანულმა კომპანია Herrenknecht-მა დაამზადა.

მანქანების სიგრძე - შესაბამისად 190 და 250 მეტრი, ხოლო დიამეტრი 4.3 მ და 5.3 მეტრია. ორივეს ტრანსპორტირება საქართველოში უკვე განხორციელდა და ამჟამად დანადგარები ფოთშია დასაწყობებული.

ნენსკრა ჰესის ინფრასტრუქტურაში ორი გვირაბი შევა. ნაკრას სატრანსფერო გვირაბი, რომელიც ნაკრასა და ნენსკრას ხეობებს დააკავშირებს, დაახლოებით 12.5 კმ სიგრძისა და 3.5 მ დიამეტრის იქნება. გვირაბი წყალს ნაკრას წყალსაცავიდან ნენკსრას წყალსაცავში გადააგდებს. ნენსკრას სადაწნევო გვირაბის სიგრძე - 15.1 კმ, ხოლო დიამეტრი 4.5 მ-ია. იგი ნენსკრას ხეობის მარცხენა სანაპიროზე გავა და წყალსაცავს ჰიდროელექტროსადგურთან დააკავშირებს.

„TBM-ის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს, პირველ რიგში - უსაფრთხოება და გარემოზე ზემოქმედების შემცირება. ჩვენს მიერ შეძენილი მანქანები გვირაბების გაყვანის პარალელურად, მათ ბეტონით მოპირკეთებას უზრუნველყოფს, რაც როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე გვირაბების უსაფრთხოდ და ეფექტურად ოპერირების გარანტიაა“, - აღნიშნავს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.

გვირაბების გაყვანა 2020 წლიდან არის დაგეგმილი, მანამდე კი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას გულისხმობს.

NS

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის