პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხილი მიიღეთ ჩვეულებრივი სახით და არა დაწურული წვენი" - რა საფრთხეებს უქმნის ორგანიზმს შაქრიანი სასმელები
"ხილი მიიღეთ ჩვეულებრივი სახით და არა დაწურული წვენი" - რა საფრთხეებს უქმნის ორგანიზმს შაქრიანი სასმელები

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა საკ­ვებს გა­რეთ მი­ვი­ღებთ თუ სახ­ლში, ჭა­მის დროს და მის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით გვინ­დე­ბა სასმლის მი­ღე­ბა, თუმ­ცა, ამა­ში ქე­ი­ფის ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­სა და ალ­კოჰო­ლურ სას­მელს არ ვგუ­ლის­ხმობ - ამ­ჯე­რად, თქვენს ყუ­რა­დღე­ბას გა­მაგ­რი­ლე­ბელ სას­მე­ლებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჭა­მის დროს და ჭა­მი­დან ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს წყა­ლიც კი იწ­ვევს, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ შაქ­რის შემ­ცველ გა­მაგ­რი­ლე­ბელ სას­მე­ლებ­ზე.

მო­დით, ეტა­პობ­რი­ვად მივ­ყვეთ და გა­ვი­გოთ, რა არის იმის მი­ზე­ზი, რომ დი­ე­ტე­ო­ლო­გე­ბი და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი ჭა­მი­დან 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის მი­ღე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას არ გვაძ­ლე­ვენ, გა­მაგ­რი­ლე­ბელ სას­მე­ლებს კი უპი­რო­ბოდ კრძა­ლა­ვენ.

"ზო­გა­დად, პა­ცი­ენ­ტებს ვუკ­რძა­ლავ სი­თხის მი­ღე­ბას კვე­ბის დროს და ვე­უბ­ნე­ბი, რომ გა­აჩ­ნია რა საკ­ვებს იღე­ბენ. თუ მარ­ტო ხილს ჭა­მენ, შე­უძ­ლი­ათ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში და­ლი­ონ წყა­ლი, მაგ­რამ არის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კუჭ­ში სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი და ორი სა­ა­თი ჩერ­დე­ბა და ამი­ტომ ძი­რი­თა­დად ვურ­ჩევ, წყა­ლი და­ლი­ონ ჭა­მი­დან 2 სა­ა­თის შემ­დეგ. თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წყურ­ვი­ლის გრძნო­ბაა ან პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა უწევთ, შე­უძ­ლი­ათ, ერთი ორი ყლუ­პი წყა­ლი მი­ი­ღონ და არა მთე­ლი ჭიქა.

წყლის მი­ღე­ბა ჭა­მის დროს წო­ნას­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია და ჯან­მრთე­ლო­ბას­თა­ნაც. საკ­ვებ­თან ერ­თად მისი მი­ღე­ბი­სას, კუ­ჭის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სი­თხე გა­ნელ­დე­ბა წყლით და შე­სა­ბა­მი­სად, საკ­ვე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­და­მუ­შა­ვე­ბა არ ხდე­ბა. შაქ­რის შემ­ცვე­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი კი მეტი ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას უწყობს ხელს და შე­დე­გად, საკ­ვე­ბი უფრო მე­ტად ცხიმ­ში მი­დის" - გან­მარ­ტავს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნაია ლა­ტა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მაგ­რი­ლე­ბელ სას­მე­ლებს, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას არც ე.წ. ნა­ტუ­რა­ლურ წვე­ნებს არ უწე­ვენ და უფრო მე­ტიც, ამ­ბო­ბენ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო არც ახ­ლად­და­წუ­რუ­ლი წვე­ნე­ბია.

"ყო­ველ­თვის ვურ­ჩევ პა­ცი­ენტს, რომ ხილი მი­ი­ღოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხით თა­ვი­სი უჯრე­დი­სით, ვიდ­რე იყოს ეს მხო­ლოდ და­წუ­რუ­ლი წვე­ნი, რად­გან მას­ში ფრუქ­ტო­ზის დიდი რა­ო­დე­ნო­ბაა. ხილ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა ნუტ­რი­ენ­ტე­ბი და­წურ­ვის შე­დე­გად გა­მოც­ლი­ლია. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ხილი მი­ი­ღოთ და არა ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი, ე.წ ფრე­ში.

თუმ­ცა, თუ ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა რა­ღაც წვე­ნის მი­ღე­ბა, რა თქმა უნდა, ახალ­და­წუ­რუ­ლი სჯობს და არა და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ხი­ლის წვე­ნე­ბი" - ამ­ბობს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი.

გარ­და იმი­სა, რომ შაქ­რის შემ­ცვე­ლი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს, ისი­ნი საკ­მა­ოდ მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლია და ერთ დღე­ში მი­სა­ღე­ბი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, შე­საძ­ლოა ერთ ჯერ­ზე, 200 მი­ლიგ­რა­მი­ა­ნი კოქ­ტე­ი­ლით მი­ვი­ღოთ. კა­ლო­რი­ე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა კი ჩვენს წო­ნა­ზე აი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ კი­დევ რაში შე­იძ­ლე­ბა, შეგ­ვი­შა­ლოს ხელი ზედ­მეტ­მა კა­ლო­რი­ებ­მა?

„დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შაქ­რის მი­ღე­ბის შე­დე­გად, ღვიძ­ლში ხდე­ბა ცხი­მის ჩა­ლა­გე­ბა, რად­გან ორ­გა­ნიზ­მი ვერ ახერ­ხებს მი­ღე­ბუ­ლი შაქ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბას. ღვიძ­ლი ორ­გა­ნიზ­მის პირ­ვე­ლი გამ­წმენ­დია, ყვე­ლა­ნა­ი­რი ტოქ­სი­ნე­ბის­გან გვი­ცავს და რო­დე­საც ამ ორ­გა­ნო­ში ჩა­ლა­გე­ბუ­ლია ცხი­მე­ბი, ეს იწ­ვევს მისი ფუნ­ქცი­ის მოშ­ლას და ორ­გა­ნიზ­მი სა­თა­ნა­დოდ ვერ იწ­მინ­დე­ბა. ეს კი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ხით იჩენს თავს, რო­გო­რიც არის გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნის მა­ტე­ბა და ა.შ" - ამ­ბობს ნაია ლა­ტა­რია.

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და პო­დაგ­რის, მე­ო­რე ტი­პის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ქო­ლეს­ტე­რის დო­ნის მა­ტე­ბის გარ­და, მა­გა­ლი­თად, ფორ­თოხ­ლის წვე­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ღე­ბა, შე­საძ­ლოა დე­მენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს.

რო­გორ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შაქ­რის შემ­ცვე­ლი სას­მე­ლე­ბი გო­ნებ­რივ ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბას­თან?! - სის­ხლძარ­ღვე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შაქ­რის მოხ­ვედ­რის შე­დე­გად ვიწ­როვ­დე­ბა, რაც ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას აფერ­ხებს, რა­მაც შე­საძ­ლოა გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი მშობ­ლებს ურ­ჩევს, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ა­რი­დონ ბავ­შვე­ბი მსგავს პრო­დუქ­ტებს.

"რა­საც ბავ­შვი 6 წლამ­დე არ მი­ი­ღებს, შემ­დეგ მას­ზე დიდი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა. მო­თხოვ­ნი­ლე­ბა კვე­ბი­თი ჩვე­ვაა - ორ­გა­ნიზ­მი გვთხოვს იმას, რა­საც მი­ვაჩ­ვევთ. თუ ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, რომ საჭ­მლის მი­ღე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად სი­თხე უნდა და­ვა­ყო­ლოთ, რა თქმა უნდა, ამას ორ­გა­ნიზ­მი მოგვ­თხოვს ზრდას­რულ ასაკ­შიც. პირ­ველ ეტაპ­ზე ჩვე­ვა გა­და­სა­ლა­ხი იქ­ნე­ბა მოთ­მე­ნის ხარ­ჯზე - არ უნდა დავ­ლი­ოთ რო­გორც არ უნდა გვინ­დო­დეს" - ამ­ბობს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნაია ლა­ტა­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ზო­გი­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში და აშშ-ში, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბის შე­საც­ვლე­ლად ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი შე­მო­აქვთ, ისე­თი რო­გო­რიც შაქ­რის შემ­ცვე­ლი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის გაძ­ვი­რე­ბა ან რეკ­ლა­მი­რე­ბის აკ­რძალ­ვაა.

ავტორი:

"ხილი მიიღეთ ჩვეულებრივი სახით და არა დაწურული წვენი" - რა საფრთხეებს უქმნის ორგანიზმს შაქრიანი სასმელები

"ხილი მიიღეთ ჩვეულებრივი სახით და არა დაწურული წვენი" - რა საფრთხეებს უქმნის ორგანიზმს შაქრიანი სასმელები

არ აქვს მნიშვნელობა საკვებს გარეთ მივიღებთ თუ სახლში, ჭამის დროს და მის შემდეგ, განსაკუთრებით გვინდება სასმლის მიღება, თუმცა, ამაში ქეიფის ქართულ ტრადიციებსა და ალკოჰოლურ სასმელს არ ვგულისხმობ - ამჯერად, თქვენს ყურადღებას გამაგრილებელ სასმელებზე გავამახვილებთ.

როგორც აღმოჩნდა, ჭამის დროს და ჭამიდან ორი საათის განმავლობაში, ჯანმრთელობის პრობლემებს წყალიც კი იწვევს, რომ აღარაფერი ვთქვათ შაქრის შემცველ გამაგრილებელ სასმელებზე.

მოდით, ეტაპობრივად მივყვეთ და გავიგოთ, რა არის იმის მიზეზი, რომ დიეტეოლოგები და ენდოკრინოლოგები ჭამიდან 2 საათის განმავლობაში წყლის მიღების რეკომენდაციას არ გვაძლევენ, გამაგრილებელ სასმელებს კი უპირობოდ კრძალავენ.

"ზოგადად, პაციენტებს ვუკრძალავ სითხის მიღებას კვების დროს და ვეუბნები, რომ გააჩნია რა საკვებს იღებენ. თუ მარტო ხილს ჭამენ, შეუძლიათ ნახევარ საათში დალიონ წყალი, მაგრამ არის პროდუქტები, რომლებიც კუჭში საათნახევარი და ორი საათი ჩერდება და ამიტომ ძირითადად ვურჩევ, წყალი დალიონ ჭამიდან 2 საათის შემდეგ. თუ განსაკუთრებული წყურვილის გრძნობაა ან პრეპარატის მიღება უწევთ, შეუძლიათ, ერთი ორი ყლუპი წყალი მიიღონ და არა მთელი ჭიქა.

წყლის მიღება ჭამის დროს წონასთანაც დაკავშირებულია და ჯანმრთელობასთანაც. საკვებთან ერთად მისი მიღებისას, კუჭის მომნელებელი სითხე განელდება წყლით და შესაბამისად, საკვების ეფექტურად გადამუშავება არ ხდება. შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები კი მეტი ინსულინის გამომუშავებას უწყობს ხელს და შედეგად, საკვები უფრო მეტად ცხიმში მიდის" - განმარტავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ექიმი-ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია.

რაც შეეხება გამაგრილებელ სასმელებს, გაგიკვირდებათ და ენდოკრინოლოგები რეკომენდაციას არც ე.წ. ნატურალურ წვენებს არ უწევენ და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არც ახლადდაწურული წვენებია.

"ყოველთვის ვურჩევ პაციენტს, რომ ხილი მიიღოს ჩვეულებრივი სახით თავისი უჯრედისით, ვიდრე იყოს ეს მხოლოდ დაწურული წვენი, რადგან მასში ფრუქტოზის დიდი რაოდენობაა. ხილში არსებული სასარგებლო ნივთიერებები, სხვადასხვა ნუტრიენტები დაწურვის შედეგად გამოცლილია. ამიტომ უმჯობესია ხილი მიიღოთ და არა ნატურალური წვენი, ე.წ ფრეში.

თუმცა, თუ ადამიანს აუცილებლად უნდა რაღაც წვენის მიღება, რა თქმა უნდა, ახალდაწურული სჯობს და არა დაფასოებული ხილის წვენები" - ამბობს ენდოკრინოლოგი.

გარდა იმისა, რომ შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელები ადამიანებში დამოკიდებულებას იწვევს, ისინი საკმაოდ მაღალკალორიულია და ერთ დღეში მისაღები კალორიების რაოდენობა, შესაძლოა ერთ ჯერზე, 200 მილიგრამიანი კოქტეილით მივიღოთ. კალორიების გადაჭარბებული რაოდენობა კი ჩვენს წონაზე აისახება, მაგრამ კიდევ რაში შეიძლება, შეგვიშალოს ხელი ზედმეტმა კალორიებმა?

„დიდი რაოდენობით შაქრის მიღების შედეგად, ღვიძლში ხდება ცხიმის ჩალაგება, რადგან ორგანიზმი ვერ ახერხებს მიღებული შაქრის გადამუშავებას. ღვიძლი ორგანიზმის პირველი გამწმენდია, ყველანაირი ტოქსინებისგან გვიცავს და როდესაც ამ ორგანოში ჩალაგებულია ცხიმები, ეს იწვევს მისი ფუნქციის მოშლას და ორგანიზმი სათანადოდ ვერ იწმინდება. ეს კი სხვადასხვა დაავადებების სახით იჩენს თავს, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სისხლში ქოლესტერინის დონის მატება და ა.შ" - ამბობს ნაია ლატარია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და პოდაგრის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებისა და ქოლესტერის დონის მატების გარდა, მაგალითად, ფორთოხლის წვენის ყოველდღიური მიღება, შესაძლოა დემენციის განვითარების მიზეზიც გახდეს.

როგორ არის დაკავშირებული შაქრის შემცველი სასმელები გონებრივ ჩამორჩენილობასთან?! - სისხლძარღვები დიდი რაოდენობით შაქრის მოხვედრის შედეგად ვიწროვდება, რაც ტვინში სისხლის მიმოქცევას აფერხებს, რამაც შესაძლოა გონებრივი ჩამორჩენილობა გამოიწვიოს. ამიტომ ენდოკრინოლოგი მშობლებს ურჩევს, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მოარიდონ ბავშვები მსგავს პროდუქტებს.

"რასაც ბავშვი 6 წლამდე არ მიიღებს, შემდეგ მასზე დიდი მოთხოვნილება არ ექნება. მოთხოვნილება კვებითი ჩვევაა - ორგანიზმი გვთხოვს იმას, რასაც მივაჩვევთ. თუ ბავშვობიდან მიჩვეულები ვართ, რომ საჭმლის მიღებისას აუცილებლად სითხე უნდა დავაყოლოთ, რა თქმა უნდა, ამას ორგანიზმი მოგვთხოვს ზრდასრულ ასაკშიც. პირველ ეტაპზე ჩვევა გადასალახი იქნება მოთმენის ხარჯზე - არ უნდა დავლიოთ როგორც არ უნდა გვინდოდეს" - ამბობს ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია.

აღსანიშნავია რომ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ში, მომხმარებლისთვის კვებითი ჩვევების შესაცვლელად ხელოვნური ბარიერები შემოაქვთ, ისეთი როგორიც შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელების გაძვირება ან რეკლამირების აკრძალვაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ