კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Tbilisi Newcomers დასკვნით ფაზაშია - რა გველოდება 26 მაისის ღონისძიებაზე?
Tbilisi Newcomers დასკვნით ფაზაშია - რა გველოდება 26 მაისის ღონისძიებაზე?

თუ მუ­სი­კა გიყ­ვართ და კარ­გი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში ხართ, Tbilisi Newcomers სწო­რედ თქვენ­თვი­საა. პრო­ექ­ტის ის­ტო­რია უკვე მე-10 წელს ით­ვლის და ახა­ლი ბენ­დე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

წელს Tbilisi Newcomers-ის პირ­ვე­ლი ეტა­პი 77-მა პრო­ექ­ტმა გა­ი­ა­რა და გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ი­ტა­ნა, სა­ი­და­ნაც ჟი­უ­რიმ შო­უ­ქე­ი­სის 21 მო­ნა­წი­ლე შე­არ­ჩია. რო­გორც Tbilisi Newcomers 2019-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და პლატ­ფორ­მა „სარ­და­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა ქუ­თა­თე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, წლე­ვან­დე­ლი წელი პრო­ექ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი იყო.

„Tbilisi Newcomers 10 წლის წინ Tbilisi Open Air-თან ერ­თად და­ი­ბა­და და შე­იქ­მნა. გა­სუ­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი იდეა, რაც Tbilisi Newcomers-ს აქვს, არის ერთი - ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, ახა­ლი ბენ­დე­ბი, ახა­ლი მუ­სი­კო­სე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნოს წინა პლან­ზე და მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დიდ სცე­ნებ­ზე და­უკ­რან. ასე­თი სცე­ნა კი, პირ­ველ რიგ­ში, Tbilisi Open Air-ია. ასე­ვე, Tbilisi Newcomers-ის მი­ზა­ნია, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა ქუ­თა­თე­ლა­ძემ.

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და Tbilisi Newcomers-ის 2019 წლის პრო­ექ­ტი?

21 პრო­ექ­ტის გა­დარ­ჩე­ვის შემ­დეგ, 8-9 მა­ისს Show Case-ები კლუბ­ში KHIDI გა­ი­მარ­თა. პრო­ექ­ტი თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 77-დან 21 გა­და­ვარ­ჩი­ეთ, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ა­ნი შემ­სუ­ლე­ბე­ლი იყო და კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა პრო­დუ­სე­რებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ.

წლე­ვან­დე­ლი ნა­კა­დი წინა წლის ნა­კა­დებ­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი პრო­ექ­ტებ­თან გვაქვს საქ­მე. მუ­სი­კის ხა­რის­ხი გაზ­რდი­ლია და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტია. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, იმ­დე­ნად ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. აქვე მინ­და ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ჰიბ­რი­დუ­ლი და სინ­თე­ზუ­რი ჟან­რი წარ­მო­იშ­ვა. სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს, ჩნდე­ბა, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ჟან­რის სინ­თეზს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ჰიბ­რი­დუ­ლი ჟან­რი გა­მოჰ­ყავთ. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა ქუ­თა­თე­ლა­ძემ.

Showcase-ების შემ­დეგ კი 26 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, Tbilisi Newcomers-ის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­ზე დას­წრე­ბაც უფა­სოა. კონ­ცერ­ტზე 12 ფი­ნა­ლის­ტის მოს­მე­ნას შეძ­ლებთ: Beqa, Dudey, Enforcement, Explorers’ Vibe, Forest Rain, Four Dimensional Monster Lobsters, LashaPertsuliani, Leif S, Mush One, Ontheroad, Pitter J, TornikeGagoshvili.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე 12 პრო­ექ­ტი წარ­დგე­ბა და სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას გა­აც­ნობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან კი ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რო­მელ­საც მშვე­ნი­ე­რი პრი­ზე­ბი ელის.

მუ­სი­კა­ლუ­რი მა­ღა­ზია AVB და­ა­სა­ხე­ლებს თა­ვის რჩე­უ­ლებს და ვა­უ­ჩე­რე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რებს.

რო­გორც გა­სულ წლებ­ში, ისე წელ­საც Tbilisi Newcomers-ის წო­დე­ბა ენი­ჭე­ბა ერთ პრო­ექტს, რო­მე­ლიც უკ­რავს Franz Ferdinand-ის დღეს, 21 ივ­ნისს, Tbilisi Open Air-ის სცე­ნა­ზე იმ­ღე­რებს.

„ჩემი აზ­რით ე სძა­ლი­ან მსუ­ყე სა­ჩუ­ქა­რია, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ, ბიძგს აძ­ლევს დამ­წყებ პრო­ექ­ტებ­სა და მუ­სი­კო­სებს, რომ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ონ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფეს­ტი­ვალ­ზე არის 4 სცე­ნა, ერთ-ერთი არის Singer Stage, რო­მელ­ზეც Newcomers-ის ორი მო­ნა­წი­ლე და­უკ­რავს. თვი­თონ Singer Stage თა­ვის რჩე­ულს და­ა­სა­ხე­ლებს და ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ველ დღეს თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს“, -აღ­ნიშ­ნა ნიკა ქუ­თა­თე­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა Tbilisi Open Air 2019-ს, მისი Lineup უკვე ცნო­ბი­ლია და ფეს­ტი­ვალ­ზე და­სას­წრე­ბი აბო­ნი­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ფეს­ტი­ვა­ლის ჰედ­ლა­ი­ნე­რე­ბი არი­ან Mogwai, UNKLE, Franz Ferdinand, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms და ჯგუ­ფი „მწვა­ნე ოთა­ხი“.

რაც შე­ე­ხე­ბა აბო­ნე­მენ­ტე­ბის ფა­სებს, 31 მა­ი­სის ჩათ­ვლით, 3 დღი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტი 145 ლარი და ხოლო, დღი­უ­რი ბი­ლე­თი 60 ლარი ღირს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

Tbilisi Newcomers დასკვნით ფაზაშია - რა გველოდება 26 მაისის ღონისძიებაზე?

Tbilisi Newcomers დასკვნით ფაზაშია - რა გველოდება 26 მაისის ღონისძიებაზე?

თუ მუსიკა გიყვართ და კარგი შემსრულებლების ძიებაში ხართ, Tbilisi Newcomers სწორედ თქვენთვისაა. პროექტის ისტორია უკვე მე-10 წელს ითვლის და ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება.

წელს Tbilisi Newcomers-ის პირველი ეტაპი 77-მა პროექტმა გაიარა და განაცხადი შემოიტანა, საიდანაც ჟიურიმ შოუქეისის 21 მონაწილე შეარჩია. როგორც Tbilisi Newcomers 2019-ის ორგანიზატორი და პლატფორმა „სარდაფის“ დამფუძნებელი ნიკა ქუთათელაძე აღნიშნავს, წლევანდელი წელი პროექტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.

„Tbilisi Newcomers 10 წლის წინ Tbilisi Open Air-თან ერთად დაიბადა და შეიქმნა. გასული 10 წლის განმავლობაში მთავარი იდეა, რაც Tbilisi Newcomers-ს აქვს, არის ერთი - ახალი პროექტები, ახალი ბენდები, ახალი მუსიკოსები გამოიყვანოს წინა პლანზე და მისცეს შესაძლებლობა, დიდ სცენებზე დაუკრან. ასეთი სცენა კი, პირველ რიგში, Tbilisi Open Air-ია. ასევე, Tbilisi Newcomers-ის მიზანია, ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს“, - აღნიშნა ნიკა ქუთათელაძემ.

როგორ მიმდინარეობდა Tbilisi Newcomers-ის 2019 წლის პროექტი?

21 პროექტის გადარჩევის შემდეგ, 8-9 მაისს Show Case-ები კლუბში KHIDI გაიმართა. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

„მიუხედავად იმისა, რომ 77-დან 21 გადავარჩიეთ, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი საკმაოდ ხარისხიანი შემსულებელი იყო და კონკურსანტების შერჩევა პროდუსერებს ძალიან გაუჭირდათ.

წლევანდელი ნაკადი წინა წლის ნაკადებთან შედარებით, ძალიან მაღალი ხარისხის ნამუშევრებით გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროექტებთან გვაქვს საქმე. მუსიკის ხარისხი გაზრდილია და ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია. აღფრთოვანებულები ვიყავით, იმდენად ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ჰიბრიდული და სინთეზური ჟანრი წარმოიშვა. საფუძველი ეყრება ამ ყველაფერს, ჩნდება, ახალი პროექტები, რომლებიც სხვადასხვა ჟანრის სინთეზს ახორციელებენ და ჰიბრიდული ჟანრი გამოჰყავთ. ეს ძალიან საინტერესო პროცესია“, - აღნიშნა ნიკა ქუთათელაძემ.

Showcase-ების შემდეგ კი 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Newcomers-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რომელზე დასწრებაც უფასოა. კონცერტზე 12 ფინალისტის მოსმენას შეძლებთ: Beqa, Dudey, Enforcement, Explorers’ Vibe, Forest Rain, Four Dimensional Monster Lobsters, LashaPertsuliani, Leif S, Mush One, Ontheroad, Pitter J, TornikeGagoshvili.

ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე 12 პროექტი წარდგება და საკუთარ ნამუშევრებს ფართო აუდიტორიას გააცნობს. აღნიშნული პროექტებიდან კი ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც მშვენიერი პრიზები ელის.

მუსიკალური მაღაზია AVB დაასახელებს თავის რჩეულებს და ვაუჩერებით დაასაჩუქრებს.

როგორც გასულ წლებში, ისე წელსაც Tbilisi Newcomers-ის წოდება ენიჭება ერთ პროექტს, რომელიც უკრავს Franz Ferdinand-ის დღეს, 21 ივნისს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე იმღერებს.

„ჩემი აზრით ე სძალიან მსუყე საჩუქარია, რომელიც სამომავლოდ, ბიძგს აძლევს დამწყებ პროექტებსა და მუსიკოსებს, რომ წარმატებებს მიაღწიონ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე არის 4 სცენა, ერთ-ერთი არის Singer Stage, რომელზეც Newcomers-ის ორი მონაწილე დაუკრავს. თვითონ Singer Stage თავის რჩეულს დაასახელებს და ფესტივალის პირველ დღეს თავისი ნამუშევრის შესრულების საშუალებას მისცემს“, -აღნიშნა ნიკა ქუთათელაძემ.

რაც შეეხება Tbilisi Open Air 2019-ს, მისი Lineup უკვე ცნობილია და ფესტივალზე დასასწრები აბონიმენტების შეძენაც შესაძლებელია. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Mogwai, UNKLE, Franz Ferdinand, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms და ჯგუფი „მწვანე ოთახი“.

რაც შეეხება აბონემენტების ფასებს, 31 მაისის ჩათვლით, 3 დღიანი აბონემენტი 145 ლარი და ხოლო, დღიური ბილეთი 60 ლარი ღირს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება