პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი გიდი ტურისტებს უყვებოდა, როგორ განდევნეს მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა ძირძველი ქართველები" - აფხაზეთში  რუსი და აფხაზი "გიდების ომი" დაიწყო
"რუსი გიდი ტურისტებს უყვებოდა, როგორ განდევნეს მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა ძირძველი ქართველები" - აფხაზეთში  რუსი და აფხაზი "გიდების ომი" დაიწყო

"აფხა­ზე­თის ტე­ტო­რი­ა­ზე ექ­სკურ­სი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ეროვ­ნე­ბით აფხა­ზებს ექ­ნე­ბათ, რათა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სულ­მა ტუ­რის­ტებ­მა ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა უფრო კარ­გად გა­იც­ნონ", - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ას­ლან ბარ­ციც­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, აფხა­ზეთ­ში უკვე სამი წე­ლია მოქ­მე­დებს ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლე­ბის ატეს­ტა­ცია. მა­ი­სი­დან კი, გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი გი­დე­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყე­ბა - ყვე­ლა მათ­განს თან უნდა ჰქონ­დეს ბე­ი­ჯი, ექ­სკურ­სის მარშტრუ­ტი და სპე­ცი­ა­ლუ­რი საგ­ზუ­რი, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი გას­ცე­მენ. ბარ­ცი­ცის თქმით, ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლებს მუდ­მი­ვად გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ, რათა ვინ­მემ არა­ლე­გა­ლუ­რად არ იმუ­შა­ოს.

"რო­გორ­ღაც მი­ვა­ღი­წეთ იმას, რომ აფხა­ზე­თის ტუ­რის­ტუ­ლი ბაზ­რის მი­მართ რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლებს დიდი ინ­ტე­რე­სი აქვთ, მაგ­რამ ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ აქ ჩა­მო­სუ­ლი გი­დე­ბი ად­გი­ლობ­რივ ნორ­მა­ტი­ვებს არ ეც­ნო­ბი­ან და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ამა თუ იმ ძეგლს შე­სა­ხებ მათ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით უყ­ვე­ბი­ან ტუ­რის­ტებს და შეც­დო­მა­შიც შეჰ­ყავთ, ან სუ­ლაც ერთხელ ნახ­ვის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში­ვე აგ­რო­ვე­ბენ მსურ­ვე­ლებს, ჩა­მოჰ­ყავთ და თა­ვად უამ­ბო­ბენ მათ ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ.

ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ აფხა­ზეთ­ში ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლად იმუ­შა­ვებს მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი ექ­ნე­ბა. ამ­ჟა­მად 700-ზე მეტი ატეს­ტა­ცი­ა­გავ­ლი­ლი გიდი გვყავს და მათ მუ­შა­ო­ბას საფრ­თხე არ უნდა შე­ექ­მნას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია არა­ლე­გალ გი­დებს აღ­მო­ა­ჩენს, ისი­ნი ფი­ნან­სუ­რად და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან", - აცხა­დებს ბარ­ცი­ცი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ბარ­ცი­ცის ინი­ცი­ა­ტი­ვას იწო­ნებს და ამ­ბობს, რომ რე­გი­ონ­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე ისე­დაც უკი­დუ­რე­სად მა­ღა­ლია, ამი­ტომ კონ­კუ­რენ­ტე­ბი არ სჭრი­დე­ბათ. სხვე­ბის თქმით, ბარ­ცი­ცი, უდა­ვოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას ახ­მო­ვა­ნებს, რად­გან არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც "რუს­მა გი­დებ­მა აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ კულ­ტუ­რა­ში ქარ­თვე­ლე­ბის წვლილ­ზეც ისა­უბ­რეს, რა­მაც ისი­ნი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა".

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც რუსი ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლი ქალი ტუ­რის­ტებს უყ­ვე­ბო­და, რო­გორ გან­დევ­ნეს მთი­დან ჩა­მო­სულ­მა აფხა­ზებ­მა ძი­რძვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან.

"25 წე­ლია რუსი, სო­მე­ხი და ბერ­ძე­ნი ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ჯგუ­ფე­ბით და­დი­ან აფხა­ზეთ­ში და ახლა გა­ახ­სენ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ისი­ნი ჩვენ გვარ­თმე­ვენ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. გა­სა­გე­ბიც არის, 21 ივ­ლისს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია და ხომ უნდა მო­ი­გონ მო­სახ­ლე­ო­ბის გული", - წერს სო­ხუ­მე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იზი­და გუ­ლია.

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი ekhokavkaza.com-ის­თვის მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში წერს, რომ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ტუ­რიზ­მი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, ასე ხდე­ბა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­გორც თა­ვი­სი, ასე­ვე თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან ჩაჰ­ყავს ტუ­რის­ტე­ბი და ეს ბიზ­ნე­სი ასე ვი­თარ­დე­ბა. აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ "ეკო­ნომ-კლა­სის" ტუ­რის­ტებს ებ­რძვი­ან.

მისი თქმით, სა­უ­ბა­რია, სო­ჭი­დან ჩა­მო­სულ ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში მა­ი­სი­დან აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხაზ გი­დებს და­უნ­დო­ბელ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწე­ვენ.

"მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ჩი­ნოვ­ნი­კი ასეთ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, ყვე­ლამ ხომ იცის, რომ ეს სო­ჭელ ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლებს ეხე­ბათ. კარ­გი იქ­ნე­ბა, რუ­სეთ­მა რომ გა­ნა­ცხა­დოს, რუ­სეთ­ში მხო­ლოდ რუს­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნდა იმუ­შა­ო­ნო?! თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ რუ­სებს აფხა­ზეთ­ში ატეს­ტა­ცი­ა­გავ­ლილ გი­დებ­ზე და­ბა­ლი დო­ნის მომ­ზა­დე­ბა აქვთ?

აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, გა­სულ წელს, რე­გი­ონ­ში 500 000-ზე მეტი ტუ­რის­ტი ჩა­ვი­და და მათი ნა­ხე­ვა­რი "ერ­თდღი­ა­ნი" ტუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ, "თა­ვი­ან­თი ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლე­ბით".

რუსი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თქმით, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ახ­სოვთ, რო­დე­საც აფხა­ზი ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლი ჰყო­ლი­ათ, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი არ იცო­და და მისი სა­უბ­რი­დან ნა­ხე­ვა­რი ვერ გა­ი­გეს. "ყო­ჩაღ აფხა­ზე­ბო, თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ის­კენ სრუ­ლი სვლით მი­დი­ხართ", - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი სერ­გეი ალ­ჩი­ბო­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რუსი გიდი ტურისტებს უყვებოდა, როგორ განდევნეს მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა ძირძველი ქართველები" - აფხაზეთში  რუსი და აფხაზი "გიდების ომი" დაიწყო

"რუსი გიდი ტურისტებს უყვებოდა, როგორ განდევნეს მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა ძირძველი ქართველები" - აფხაზეთში  რუსი და აფხაზი "გიდების ომი" დაიწყო

"აფხაზეთის ტეტორიაზე ექსკურსიების ჩატარების უფლება მხოლოდ ეროვნებით აფხაზებს ექნებათ, რათა ქვეყანაში შემოსულმა ტურისტებმა ისტორია და კულტურა უფრო კარგად გაიცნონ", - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმისა და კურორტების მინისტრის მოადგილე ასლან ბარციცმა განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთში უკვე სამი წელია მოქმედებს ექსკურსიამძღოლების ატესტაცია. მაისიდან კი, გადამზადებული გიდების კონტროლი დაიწყება - ყველა მათგანს თან უნდა ჰქონდეს ბეიჯი, ექსკურსის მარშტრუტი და სპეციალური საგზური, რომელსაც შესაბამისი უწყებები გასცემენ. ბარციცის თქმით, ექსკურსიამძღოლებს მუდმივად გააკონტროლებენ, რათა ვინმემ არალეგალურად არ იმუშაოს.

"როგორღაც მივაღიწეთ იმას, რომ აფხაზეთის ტურისტული ბაზრის მიმართ რუსეთიდან ჩამოსულებს დიდი ინტერესი აქვთ, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ აქ ჩამოსული გიდები ადგილობრივ ნორმატივებს არ ეცნობიან და კულტურული მემკვიდრეობის ამა თუ იმ ძეგლს შესახებ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით უყვებიან ტურისტებს და შეცდომაშიც შეჰყავთ, ან სულაც ერთხელ ნახვის შემდეგ, რუსეთშივე აგროვებენ მსურველებს, ჩამოჰყავთ და თავად უამბობენ მათ ადგილობრივი კულტურის შესახებ.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზეთში ექსკურსიამძღოლად იმუშავებს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც აფხაზური პასპორტი ექნება. ამჟამად 700-ზე მეტი ატესტაციაგავლილი გიდი გვყავს და მათ მუშაობას საფრთხე არ უნდა შეექმნას. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კომისია არალეგალ გიდებს აღმოაჩენს, ისინი ფინანსურად დაჯარიმდებიან", - აცხადებს ბარციცი.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ბარციცის ინიციატივას იწონებს და ამბობს, რომ რეგიონში უმუშევრობის დონე ისედაც უკიდურესად მაღალია, ამიტომ კონკურენტები არ სჭრიდებათ. სხვების თქმით, ბარციცი, უდავოდ, ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, რადგან არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც "რუსმა გიდებმა აფხაზეთში არსებულ კულტურაში ქართველების წვლილზეც ისაუბრეს, რამაც ისინი გააღიზიანა".

არსებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც რუსი ექსკურსიამძღოლი ქალი ტურისტებს უყვებოდა, როგორ განდევნეს მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა ძირძველი ქართველები აფხაზეთიდან.

"25 წელია რუსი, სომეხი და ბერძენი ექსკურსიამძღოლები თავიანთი ჯგუფებით დადიან აფხაზეთში და ახლა გაახსენდა ხელისუფლებას, რომ ისინი ჩვენ გვართმევენ სამუშაო ადგილებს. გასაგებიც არის, 21 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნებია და ხომ უნდა მოიგონ მოსახლეობის გული", - წერს სოხუმელი მასწავლებელი იზიდა გულია.

აფხაზი ჟურნალისტი ekhokavkaza.com-ისთვის მომზადებულ პუბლიკაციაში წერს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი განვითარებულია, ასე ხდება, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როგორც თავისი, ასევე თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩაჰყავს ტურისტები და ეს ბიზნესი ასე ვითარდება. აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოსულ "ეკონომ-კლასის" ტურისტებს ებრძვიან.

მისი თქმით, საუბარია, სოჭიდან ჩამოსულ ექსკურსიამძღოლებზე, რომლებიც აფხაზეთში მაისიდან აქტიურდებიან და მთელი ზაფხულის განმავლობაში აფხაზ გიდებს დაუნდობელ კონკურენციას უწევენ.

"მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო ჩინოვნიკი ასეთ განცხადებას აკეთებს, ყველამ ხომ იცის, რომ ეს სოჭელ ექსკურსიამძღოლებს ეხებათ. კარგი იქნება, რუსეთმა რომ განაცხადოს, რუსეთში მხოლოდ რუსმა სპეციალისტებმა უნდა იმუშაონო?! თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსებს აფხაზეთში ატესტაციაგავლილ გიდებზე დაბალი დონის მომზადება აქვთ?

აფხაზური გამოცემების ცნობით, გასულ წელს, რეგიონში 500 000-ზე მეტი ტურისტი ჩავიდა და მათი ნახევარი "ერთდღიანი" ტურისტები იყვნენ, "თავიანთი ექსკურსიამძღოლებით".

რუსი ინტერნეტ-მომხმარებლების თქმით, არაერთი შემთხვევა ახსოვთ, როდესაც აფხაზი ექსკურსიამძღოლი ჰყოლიათ, რომელმაც რუსული არ იცოდა და მისი საუბრიდან ნახევარი ვერ გაიგეს. "ყოჩაღ აფხაზებო, თვითლიკვიდაციისკენ სრული სვლით მიდიხართ", - წერს რუსი ინტერნეტ-მომხმარებელი სერგეი ალჩიბოვი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი