კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოზე ფიქრისას, პირველად ბებო და სამტრედია მახსენდება" - 26 წლის ქართველი გოგონა, შესაძლოა ევროპარლამენტის დეპუტატი გახდეს
"საქართველოზე ფიქრისას, პირველად ბებო და სამტრედია მახსენდება" - 26 წლის ქართველი გოგონა, შესაძლოა ევროპარლამენტის დეპუტატი გახდეს

ოთხი წლის იყო, როცა მისი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და. 22 წლის წინ და­წყე­ბუ­ლი ემიგ­რა­ცია დიდი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა წიკ­ლა­უ­რე­ბის­თვის. დღეს 26 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა - ნინი წიკ­ლა­უ­რი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტია.

სა­ნამ აქამ­დე მო­ვი­დო­და, იყო მუ­სი­კა­ლუ­რი და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხე­ლოვ­ნე­ბი­დან პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და 26 მა­ისს, შე­საძ­ლოა, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გახ­დეს, რო­მელ­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი ექ­ნე­ბა.

რო­გო­რი იყო გზა სა­ქარ­თვე­ლო­დან - ავ­სტრი­ამ­დე და ხე­ლოვ­ნე­ბი­დან პო­ლი­ტი­კამ­დე - ამა­ზე ნინი წიკ­ლა­უ­რი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

„ბავ­შვო­ბა­ში, სამ­ტრე­დი­ა­ში, თა­მა­ში გვქონ­და, ოც­ნე­ბა უნდა ჩა­გე­ფიქ­რე­ბი­ნა და აგიხ­დე­ბო­და... მე ჩა­ვი­ფიქ­რე, გერ­მა­ნუ­ლი მეს­წავ­ლა და მალე წავ­სუ­ლი­ყა­ვი გერ­მა­ნი­ა­ში. მა­შინ არ ვი­ცო­დი, ასე მალე თუ ამიხ­დე­ბო­და ოც­ნე­ბა. თუმ­ცა, რო­დე­საც ოჯახ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, გა­მი­ჭირ­და.

ერ­თის მხრივ, გული მწყდე­ბო­და, მაგ­რამ, ეს იყო ახა­ლი შან­სი, რო­მე­ლიც უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით ძნე­ლი პირ­ვე­ლი წელი იყო. მე­ნატ­რე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ინ­ტე­სი­უ­რად და­ვი­წყე ენის სწავ­ლა. მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, რომ თე­ატ­რში უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი, აქე­დან ად­ვი­ლად მო­ვახ­დენ­დი ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ასეც მოხ­და, მალე მომ­ცეს პირ­ვე­ლი როლი და და­ი­წყო ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი" - გა­ნა­ცხა­და ნინი წიკ­ლა­ურ­მა.

11 წლი­სას გერ­მა­ნი­ა­ში პირ­ვე­ლი ტე­ლე­გა­მოს­ვლა ქონ­და. მღე­რო­და და თან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ეს ოც­ნე­ბაც მალე აუხ­და - კი­ნო­ფილ­მის „ვე­ლურ ბი­ჭე­ბი“ მე­სა­მე ნა­წილ­ზე ქას­თინ­გი გა­მო­ცხად­და. ნი­ნიმ ვი­დე­ორ­გო­ლებ­თან ერ­თად, მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პიც გა­აგ­ზავ­ნა. თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ როლ­ზე სწო­რედ ის და­ამ­ტკი­ცეს.

ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მალე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მას­ზე გერ­მა­ნუ­ლი პრე­სა აქ­ტი­უ­რად წერ­და. შემ­დეგ იყო კი­დევ ერთი ტე­ლე­სე­რი­ა­ლი „აინშტა­ი­ნის სა­სახ­ლე“ და მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბა - მას წარ­მა­ტე­ბულ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. თუმ­ცა, ნი­ნიმ რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და.

2008 წლის მარ­ტში ტი­უ­რინ­გე­ნის მო­მავ­ლის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კელს შეხ­ვდა:

„2008 წელს ოჯახს ვუ­თხა­რი, რომ ან­გე­ლა მერ­კელს უნდა შევ­ხვედ­რო­დი. ეს მათ­თვის სი­ურპრი­ზი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. არ ელოდ­ნენ, თუ პო­ლი­ტი­კით და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი. მე ვფიქ­რობ­დი, ახლა თუ მოხ­დე­ბა, თო­რემ ასე­თი შან­სი არ იქ­ნე­ბა და ეს შან­სი გა­მო­ვი­ყე­ნე. პრო­ტო­კო­ლი და­ვარ­ღვიე და გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­კან­ცლერს ვთხო­ვე, ბუ­ქა­რეს­ტის ნა­ტოს სა­მიტ­ზე მხა­რი და­ე­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", - იხ­სე­ნებს ნინი.

გერ­მა­ნი­ა­ში ევ­რო­პის სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნა სა­ცხოვ­რებ­ლად ავ­სტრი­ა­ში გა­და­ვი­და და სწავ­ლა ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პო­ლი­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რძო. ის ავ­სტრი­ა­ში სა­თა­ვე­ში უდ­გას მოძ­რა­ო­ბას „ევ­რო­პის პულ­სი“, ავ­სტრი­ის და ევ­რო­პის ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან და დიპ­ლო­მა­ტებ­თან ერ­თად მე­დი­ა­ში თუ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს ევ­რო­კავ­ში­რის გა­მოწ­ვე­ვებს, პრობ­ლე­მებს და ევ­რო­კავ­ში­რის მო­მა­ვალს.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 2019 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ავ­სტრი­ი­დან პარ­ტია “ახა­ლი ავ­სტრია და ლი­ბე­რა­ლუ­რი ფო­რუ­მი" (NEOS) სა­ხე­ლით იყ­რის კენ­ჭს. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა პრო­ევ­რო­პუ­ლი პარ­ტი­ის სიის ხუ­თე­ულ­შია. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი 26 მა­ისს არის და­ნიშ­ნუ­ლი.

ნინი ამ­ბობს, რომ მის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომმა ითა­მა­შა. ის იმ დროს ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ომის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და.

"აგ­ვის­ტოს ომის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. თბი­ლი­სი­დან მოვ­დი­ო­დით. მახ­სოვს, გორ­ში მან­ქა­ნით გა­ვი­ა­რეთ და უკან გზა და­ი­კე­ტა. მა­შინ უფრო მე­ტად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მშვი­დო­ბა.

გერ­მა­ნი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას ვუყ­ვე­ბო­დი, რომ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი და­ი­წყო, რის გა­მოც ტე­ლე­სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რე­ბისგნ საყ­ვე­დუ­რი და­ვიმ­სა­ხუ­რე. 2008 წელს ევ­რო­პა­ში არა­ვინ აცხა­დებ­და, რომ რუ­სე­თი სა­ში­ში და სა­ხი­ფა­თოა, მაგ­რამ ახლა ევ­რო­პა­ში ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სე­თი არის მტე­რი, რომ რუ­სეთს ომის გა­რე­შეც სხვა­დას­ხვა პრო­პა­გან­დუ­ლი გზე­ბით შე­უძ­ლია და­ა­ზა­რა­ლოს ევ­რო­პა.

სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­პას ერთი გზა აქვს. 2012 წელს რომ ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, იმ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად მო­ვი­ა­რე თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. გა­ვე­ცა­ნი, რა პრო­ექ­ტე­ბი იყო. შემ­დეგ 2015 წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად დავ­ბრუნ­დი. მინ­დო­და, მათ გა­ეც­ნოთ ჩვე­ნი რე­ფორ­მე­ბი, ენა­ხათ რომ შორს არ ვართ ევ­რო­პის­გან.

ჩემი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო გახ­დეს და ამის­თვის ჩემი მხრი­დან ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ. სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი - უნდა გან­ვი­თა­რე­ბა თუ წარ­სულ­ში დარ­ჩე­ნა. ჩემს გეგ­მებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო შან­სია, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და­ვეხ­მა­რო" - ამ­ბობს ნინი წიკ­ლა­უ­რი.

კი­თხვა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ფიქ­რი­სას, პირ­ვე­ლი რა ახ­სენ­დე­ბა, გვპა­სუ­ხობს:

„ბებო და სამ­ტრე­დია. ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მე­ნატ­რე­ბა! წლე­ბი ბე­ბოს­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი სამ­ტრე­დი­ა­ში. ახლა რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უს ვწერთ, და­ემ­თხვა, რომ ბე­ბოს და­ბა­დე­ბის დღეა. მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო ამ შემ­თხვე­ვით და მი­ვუ­ლო­ცო, ჯან­მრთე­ლო­ბა და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე ვუ­სურ­ვო. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხუ­ცებს ღირ­სე­უ­ლი სი­ბე­რე ქონ­დეთ და იყ­ვნენ ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბი, რო­გო­რიც ევ­რო­კავ­შირ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ხუ­ცე­ბი არი­ან".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საქართველოზე ფიქრისას, პირველად ბებო და სამტრედია მახსენდება" - 26 წლის ქართველი გოგონა, შესაძლოა ევროპარლამენტის დეპუტატი გახდეს

"საქართველოზე ფიქრისას, პირველად ბებო და სამტრედია მახსენდება" - 26 წლის ქართველი გოგონა, შესაძლოა ევროპარლამენტის დეპუტატი გახდეს

ოთხი წლის იყო, როცა მისი ოჯახი საქართველოდან წავიდა. 22 წლის წინ დაწყებული ემიგრაცია დიდი გამოწვევა აღმოჩნდა წიკლაურებისთვის. დღეს 26 წლის ქართველი გოგონა - ნინი წიკლაური, ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატია.

სანამ აქამდე მოვიდოდა, იყო მუსიკალური და სამსახიობო კარიერა, თუმცა მოულოდნელად ხელოვნებიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და 26 მაისს, შესაძლოა, პირველი ქართველი გახდეს, რომელსაც ევროპარლამენტის დეპუტატის მანდატი ექნება.

როგორი იყო გზა საქართველოდან - ავსტრიამდე და ხელოვნებიდან პოლიტიკამდე - ამაზე ნინი წიკლაური AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

„ბავშვობაში, სამტრედიაში, თამაში გვქონდა, ოცნება უნდა ჩაგეფიქრებინა და აგიხდებოდა... მე ჩავიფიქრე, გერმანული მესწავლა და მალე წავსულიყავი გერმანიაში. მაშინ არ ვიცოდი, ასე მალე თუ ამიხდებოდა ოცნება. თუმცა, როდესაც ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება და ფაქტის წინაშე დავდექი, გამიჭირდა.

ერთის მხრივ, გული მწყდებოდა, მაგრამ, ეს იყო ახალი შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. განსაკუთრებით ძნელი პირველი წელი იყო. მენატრებოდა ყველაფერი საქართველოში. ჩასვლისთანავე ინტესიურად დავიწყე ენის სწავლა. მასწავლებელმა მითხრა, რომ თეატრში უნდა მივსულიყავი, აქედან ადვილად მოვახდენდი ინტეგრაციას. ასეც მოხდა, მალე მომცეს პირველი როლი და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი" - განაცხადა ნინი წიკლაურმა.

11 წლისას გერმანიაში პირველი ტელეგამოსვლა ქონდა. მღეროდა და თან მსახიობობაზე ოცნებობდა. ეს ოცნებაც მალე აუხდა - კინოფილმის „ველურ ბიჭები“ მესამე ნაწილზე ქასთინგი გამოცხადდა. ნინიმ ვიდეორგოლებთან ერთად, მისი მუსიკალური კლიპიც გააგზავნა. თავის დაბადების დღეზე დაურეკეს და უთხრეს, რომ როლზე სწორედ ის დაამტკიცეს.

ქართველი გოგონა მალე გახდა პოპულარული. მასზე გერმანული პრესა აქტიურად წერდა. შემდეგ იყო კიდევ ერთი ტელესერიალი „აინშტაინის სასახლე“ და მზარდი პოპულარობა - მას წარმატებულ სამსახიობო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, ნინიმ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკით დაინტერესდა.

2008 წლის მარტში ტიურინგენის მომავლის კონფერენციაზე გერმანიის ბუნდესკანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა:

„2008 წელს ოჯახს ვუთხარი, რომ ანგელა მერკელს უნდა შევხვედროდი. ეს მათთვის სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო. არ ელოდნენ, თუ პოლიტიკით დავინტერესდებოდი. მე ვფიქრობდი, ახლა თუ მოხდება, თორემ ასეთი შანსი არ იქნება და ეს შანსი გამოვიყენე. პროტოკოლი დავარღვიე და გერმანიის ბუნდესკანცლერს ვთხოვე, ბუქარესტის ნატოს სამიტზე მხარი დაეჭირა საქართველოსთვის", - იხსენებს ნინი.

გერმანიაში ევროპის სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონა საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა და სწავლა ვენის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. ის ავსტრიაში სათავეში უდგას მოძრაობას „ევროპის პულსი“, ავსტრიის და ევროპის ცნობილ პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან ერთად მედიაში თუ კონფერენციებზე, აქტიურად განიხილავს ევროკავშირის გამოწვევებს, პრობლემებს და ევროკავშირის მომავალს.

ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებში ავსტრიიდან პარტია “ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი" (NEOS) სახელით იყრის კენჭს. ქართველი გოგონა პროევროპული პარტიის სიის ხუთეულშია. ევროპარლამენტის არჩევნები 26 მაისს არის დანიშნული.

ნინი ამბობს, რომ მის პოლიტიკურ საქმიანობაში გადამწყვეტი როლი 2008 წლის აგვისტოს ომმა ითამაშა. ის იმ დროს ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა და ომის თვითმხილველი გახდა.

"აგვისტოს ომის დროს საქართველოში ახალი ჩამოსულები ვიყავით. თბილისიდან მოვდიოდით. მახსოვს, გორში მანქანით გავიარეთ და უკან გზა დაიკეტა. მაშინ უფრო მეტად გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა.

გერმანიაში დაბრუნების შემდეგ მედიას ვუყვებოდი, რომ რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო, რის გამოც ტელესერიალის პროდიუსერებისგნ საყვედური დავიმსახურე. 2008 წელს ევროპაში არავინ აცხადებდა, რომ რუსეთი საშიში და სახიფათოა, მაგრამ ახლა ევროპაში ამბობენ, რომ რუსეთი არის მტერი, რომ რუსეთს ომის გარეშეც სხვადასხვა პროპაგანდული გზებით შეუძლია დააზარალოს ევროპა.

საქართველოს და ევროპას ერთი გზა აქვს. 2012 წელს რომ ჩამოვედი საქართველოში, იმჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად მოვიარე თითქმის მთელი საქართველო. გავეცანი, რა პროექტები იყო. შემდეგ 2015 წელს მეგობრებთან ერთად დავბრუნდი. მინდოდა, მათ გაეცნოთ ჩვენი რეფორმები, ენახათ რომ შორს არ ვართ ევროპისგან.

ჩემი მიზანია, საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს და ამისთვის ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ. საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი - უნდა განვითარება თუ წარსულში დარჩენა. ჩემს გეგმებში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ევროპარლამენტის წევრობა ერთ-ერთი საუკეთესო შანსია, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დავეხმარო" - ამბობს ნინი წიკლაური.

კითხვაზე, საქართველოზე ფიქრისას, პირველი რა ახსენდება, გვპასუხობს:

„ბებო და სამტრედია. ორივე ძალიან მიყვარს და მენატრება! წლები ბებოსთან ერთად ვცხოვრობდი სამტრედიაში. ახლა როდესაც ინტერვიუს ვწერთ, დაემთხვა, რომ ბებოს დაბადების დღეა. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივულოცო, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში, განსაკუთრებით მოხუცებს ღირსეული სიბერე ქონდეთ და იყვნენ ისეთი ბედნიერები, როგორიც ევროკავშირში მცხოვრები მოხუცები არიან".

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს

მოიხსნება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი - რა რეკომენდაციას გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

"ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები" - ვლადიმერ პოზნერი