პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოსკაროსანი" მსახიობი საქართველოში! - ჯარედ ლეტო Thirty Seconds to Mars-თან ერთად "ბლექ სი არენაზე" იმღერებს
"ოსკაროსანი" მსახიობი საქართველოში! - ჯარედ ლეტო Thirty Seconds to Mars-თან ერთად "ბლექ სი არენაზე" იმღერებს

13 აგ­ვის­ტოს, „ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას“ ფარ­გლებ­ში, „ბლექ სი არე­ნა“ ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლავს უმას­პინ­ძლებს!

„ოს­კა­რო­სა­ნი“ ჯა­რედ ლეტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რო­გორც არა მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი, არა­მედ მუ­სი­კო­სიც. ის ძმას­თან ერ­თად ამე­რი­კუ­ლი როკ-ბენ­დის, Thirty Seconds to Mars დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ჯგუ­ფის ის­ტო­რია 1998 წლი­დან იწყე­ბა, ხოლო მისი კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა 2005 წელს უკავ­შირ­დე­ბა.

Thirty Seconds to Mars ამე­რი­კუ­ლი როკპ­რო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 1998 წელს ძმებ­მა ჯა­რედ და შე­ნონ ლე­ტო­ებ­მა (Jared Leto, Shannon Leto) შექ­მნეს. ბენ­დს პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა 2005 წელს გა­მო­სულ­მა ალ­ბომ­მა A Beautiful Lie მო­უ­ტა­ნა ჰი­ტე­ბით: "Attack","The Kill","From Yesterday" და "A Beautiful Lie“.

კრი­ტი­კო­სე­ბის და მსმენ­ლის მხრი­დან ალ­ბო­მის აღი­ა­რე­ბამ ჯგუ­ფის პო­პუ­ლა­რო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და, რის შემ­დე­გაც ამე­რი­კულ­მა რო­კბენდმა კი­დევ 3 წარ­მა­ტე­ბუ­ლი ალ­ბო­მი გა­მოს­ცა, რომ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად Thirty Seconds to Mars მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დიდ ფეს­ტი­ვალ­სა და სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე­ში გა­მოს­ვლებს გა­ნაგ­რძობ­და.

2013 წელს, ალ­ბო­მის Love, Lust, Faith and Dreams შემ­დეგ, ბენდმა 5-წლი­ა­ნი პა­უ­ზა აიღო, რა­საც მოყ­ვა არტპოპ და ელექტრო­ნულ ჟღე­რა­დო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ალ­ბო­მი America. სწო­რედ ამ ჩა­ნა­წე­რის გა­მო­ცე­მის შემ­დგომ შედ­გა ჯგუ­ფის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ტურ­ნე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც Thirty Seconds to Mars სა­ქარ­თვე­ლო­საც ეწ­ვე­ვა.

ფი­ლო­სო­ფი­უ­რი თე­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­სა და ენერ­გი­უ­ლი ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბე­ბის წყა­ლო­ბით, Thirty Seconds to Mars თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი სივ­რცის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტია.

„ბლექ სი არე­ნა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­კონ­ცერ­ტო არე­ნა და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცეა, რო­მე­ლიც შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა 2008 წელს ფონდ „ქარ­თუს“ ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო და ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2016 წელს კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა.

უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი სცე­ნის ვარ­სკვლა­ვებს, მათ შო­რის Aerosmith, The Scorpi-ons, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Vanesa Mae, CeeLo Green და Eric Benet-ს უმას­პინ­ძლა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად „ბლექ სი არე­ნა“ სცე­ნას ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც აქ­ტი­უ­რად უთ­მობს და ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შოს.

30 000 კვად­რა­ტულ მეტრზე გა­შე­ნე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი არე­ნა 10 000-მდე სტუ­მარს იტევს და მისი ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამ­ფი­თე­ატ­რის ტი­პის ღია სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი სა­უ­კე­თე­სო ტექ­ნი­კით, მოძ­რა­ვი მნა­თო­ბი კედ­ლე­ბი­თა და მოძ­რა­ვი სა­ხუ­რა­ვი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. მოძ­რა­ვი სცე­ნა 638 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია (36m X 18m) და დარ­ბა­ზის ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან სრულ­ყო­ფი­ლად ჩანს. დარ­ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლია მცი­რე ზო­მის კი­ნო­თე­ატ­რი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ოსკაროსანი" მსახიობი საქართველოში! - ჯარედ ლეტო Thirty Seconds to Mars-თან ერთად "ბლექ სი არენაზე" იმღერებს

"ოსკაროსანი" მსახიობი საქართველოში! - ჯარედ ლეტო Thirty Seconds to Mars-თან ერთად "ბლექ სი არენაზე" იმღერებს

13 აგვისტოს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს უმასპინძლებს!

„ოსკაროსანი“ ჯარედ ლეტო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მუსიკოსიც. ის ძმასთან ერთად ამერიკული როკ-ბენდის, Thirty Seconds to Mars დამფუძნებელია. ჯგუფის ისტორია 1998 წლიდან იწყება, ხოლო მისი კომერციული წარმატება 2005 წელს უკავშირდება.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკპროექტია, რომელიც 1998 წელს ძმებმა ჯარედ და შენონ ლეტოებმა (Jared Leto, Shannon Leto) შექმნეს. ბენდს პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულმა ალბომმა A Beautiful Lie მოუტანა ჰიტებით: "Attack","The Kill","From Yesterday" და "A Beautiful Lie“.

კრიტიკოსების და მსმენლის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგაც ამერიკულმა როკბენდმა კიდევ 3 წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალსა და საკონცერტო სივრცეში გამოსვლებს განაგრძობდა.

2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5-წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოყვა არტპოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერის გამოცემის შემდგომ შედგა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომლის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა.

ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერებისა და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით, Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.

„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpi-ons, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Vanesa Mae, CeeLo Green და Eric Benet-ს უმასპინძლა.

ამის პარალელურად „ბლექ სი არენა“ სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს და ცდილობს ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს და მისი ტექნიკური მონაცემები სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. მოძრავი სცენა 638 კვადრატული მეტრია (36m X 18m) და დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს