პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისს 50 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მოემსახურება
თბილისს 50 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მოემსახურება

კომ­პა­ნია „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბას“-მა 50 ერ­თე­უ­ლი MAN-ის მარ­კის, ახა­ლი 10-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი გა­დას­ცა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას. ავ­ტო­ბუ­სე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ წა­რუდ­გი­ნეს.

2018 წლის ივ­ლის­ში თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ ავ­ტოტ­რან­სპორტზე ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­და, რო­მელ­შიც თე­გე­ტა მო­ტორ­სის შვი­ლო­ბილ­მა კომ­პა­ნია „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბას“-მა გა­ი­მარ­ჯვა. კომ­პა­ნია გახ­ლავთ „Man Truck and Bus AG“-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„MAN Truck and Bus AG“ ერთ-ერთი ლი­დე­რი კომ­პა­ნია გახ­ლავთ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე და მის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და ავ­ტო­ბუ­სე­ბი ცნო­ბი­ლია რო­გორც ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, უსაფრ­თხო, კომ­ფორ­ტუ­ლი და ეკო­ნო­მი­უ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

„თე­გე­ტა თრაქ ენდ ბას“-სა და თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, დე­და­ქა­ლაქს ჯამ­ში შე­ე­მა­ტე­ბა 90 ერ­თე­უ­ლი, დი­ზე­ლის ძრავ­ზე მო­მუ­შა­ვე euro 6 ემი­სი­ის სტან­დარ­ტის ახა­ლი „MAN Lion's City A47“ ავ­ტო­ბუ­სი.

ახა­ლი, მწვა­ნე ავ­ტო­ბუ­სე­ბი გათ­ვლი­ლია 82 მგზავრზე, ისი­ნი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პირ­თათ­ვის, მათ­თვის სა­ლონ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე და ავ­ტო­ბუსს გა­აჩ­ნია სპე­ცი­ა­ლუ­რი გად­მო­საშ­ლე­ლი პან­დუ­სი ეტ­ლით ას­ვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ავ­ტო­ბუს­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის გათ­ბო­ბის, კონ­დი­ცი­რე­ბის და ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად გათ­ვლი­ლია თბი­ლი­სის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე. ავ­ტო­ბუ­სებს გა­აჩ­ნი­ათ სა­ინ­ფორ­მა­ციო ხმო­ვა­ნი სის­ტე­მა, ან­ტი­ვან­და­ლუ­რი ვი­დეო მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, ასე­ვე USB-დამ­ტე­ნე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის უახ­ლეს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს.

MAN Lion’s City M ტი­პის ავ­ტო­ბუ­სე­ბი, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის გარ­და, გა­მო­ირ­ჩე­ვა სამი ექ­სტრა­გა­ნი­ე­რი უსა­ფე­ხუ­რო ასას­ვლე­ლის მქო­ნე კა­რით და და­ბა­ლი ია­ტა­კით. კა­რის ასე­თი კონ­ცეფ­ცია გა­ჩე­რე­ბებ­ზე და­ყოვ­ნე­ბის დროს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს და თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის გან­ტვირ­თვა­ში შე­ი­ტანს წვლილს.

თე­გე­ტა თრაქ & ბასი და­არ­სდა 2006 წელს, კომ­პა­ნია სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის, ავ­ტო­ბუ­სე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და სხვა სა­ხის სპეც-ტექ­ნი­კის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დგო­მი სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში. დღე­ი­სათ­ვის თე­გე­ტა თრაქ & ბასი ასე­ვე გახ­ლავთ მძი­მე ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა SCHMITZ CARGOBULL, Meiller Kipper, CIFA და სხვა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

თბილისს 50 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მოემსახურება

თბილისს 50 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მოემსახურება

კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-მა 50 ერთეული MAN-ის მარკის, ახალი 10-მეტრიანი ავტობუსები გადასცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. ავტობუსები მოსახლეობას თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინეს.

2018 წლის ივლისში თბილისის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც თეგეტა მოტორსის შვილობილმა კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-მა გაიმარჯვა. კომპანია გახლავთ „Man Truck and Bus AG“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

„MAN Truck and Bus AG“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახლავთ მსოფლიო ბაზარზე და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.

„თეგეტა თრაქ ენდ ბას“-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დედაქალაქს ჯამში შეემატება 90 ერთეული, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი „MAN Lion's City A47“ ავტობუსი.

ახალი, მწვანე ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მათთვის სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად.

ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსებს გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე USB-დამტენები. აღნიშნული ავტობუსები შეესაბამება უსაფრთხოების უახლეს ევროპულ სტანდარტებს.

MAN Lion’s City M ტიპის ავტობუსები, სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გარდა, გამოირჩევა სამი ექსტრაგანიერი უსაფეხურო ასასვლელის მქონე კარით და დაბალი იატაკით. კარის ასეთი კონცეფცია გაჩერებებზე დაყოვნების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს და თბილისის ქუჩების განტვირთვაში შეიტანს წვლილს.

თეგეტა თრაქ & ბასი დაარსდა 2006 წელს, კომპანია სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში. დღეისათვის თეგეტა თრაქ & ბასი ასევე გახლავთ მძიმე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში, როგორებიცაა SCHMITZ CARGOBULL, Meiller Kipper, CIFA და სხვა.

NS

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის