პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბავშვებს რომ ეკითხებოდნენ  რა ამოგიტანოთო ხმას არავინ იღებდა, სად იციან  მთის ბავშვებმა წუწუნი. აქ მთაში ბავშვობაც სხვანაირია“
„ბავშვებს რომ ეკითხებოდნენ  რა ამოგიტანოთო ხმას არავინ იღებდა, სად იციან  მთის ბავშვებმა წუწუნი. აქ მთაში ბავშვობაც სხვანაირია“

სო­ფე­ლი ბა­რი­სა­ხო... თბი­ლი­სი­დან 110 კი­ლო­მეტ­რი, რომ­ლის გავ­ლა­საც 3 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა... წლი­დან წლამ­დე შემ­ცი­რე­ბუ­ლი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა... სკო­ლის, პან­სი­ო­ნის, ბა­ღი­სა და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ერთი ძვე­ლი შე­ნო­ბა... ზა­ფხუ­ლო­ბით ტუ­რის­ტე­ბი და კა­ფე­ე­ბი, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი... ეს ხევ­სუ­რე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვა­ლი და აქ­ტი­უ­რი სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და სულ 150-მდე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს...

16 წლის თა­თია ლი­ქო­კე­ლი და-ძმას­თან ერ­თად ბა­რი­სა­ხოს სა­ჯა­რო სკო­ლა პან­სი­ონ­ში სწავ­ლობს და ცხოვ­რობს. პან­სი­ონ­ში სულ 9 ბავ­შვია, რომ­ლე­ბიც 4 სხვა­დას­ხვა სოფ­ლი­დან და­დი­ან. თა­თია ჭა­ლის­ცი­ხი­და­ნაა, მა­ი­სის და­სა­წყის­ში იქ ჯერ კი­დევ თოვ­და, პა­რას­კევს გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლში ბრუნ­დე­ბა, ორ­შა­ბათს დი­ლით უკვე ბა­რი­სა­ხო­ში სკო­ლა­ში. სწავ­ლა უნდა, პრო­ფე­სი­აც არ­ჩე­უ­ლი აქვს- ვე­ტე­რი­ნა­რია. მერე ისევ სო­ფელ­ში რომ დაბ­რუნ­დეს სახ­ლსაც გა­მო­ად­გეს, თავ­საც და სო­ფელ­საც.

„ბა­რი­სა­ხოს პან­სი­ონ­ში მე­ო­რე კლა­სი­დან ვსწავ­ლობ. ახლა მე­ა­თე კლას­ში ვარ. ჩემი სო­ფე­ლი სკო­ლი­დან 9 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბი­თაა. თა­ვი­დან პან­სი­ონ­ში ცხოვ­რე­ბა ცოტა გა­მი­ჭირ­და, ახლა კი კარ­გად ვარ. შა­ბათ-კვი­რას სახ­ლში რომ მივ­დი­ვარ, მშობ­ლებს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ვეხ­მა­რე­ბი. სკო­ლა­ში კი რამ­დე­ნი­მე სა­გა­ნი მა­ინ­ტე­რე­სებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. ესე­ნია ქარ­თუ­ლი, ბი­ო­ლო­გია და ინ­გლი­სუ­რი. თა­ვი­სუ­ფალ დროს ვკი­თხუ­ლობ ან ვქარ­გავ. ქარ­გვა სკო­ლა­ში ვის­წავ­ლე, ქარ­გვის წრე­ზე. ხატ­ვაც წრე­ზე ვის­წავ­ლე. ჩემს ნა­მუ­შევ­რებს ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს ვჩუქ­ნი ხოლ­მე. ეს საქ­მე ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ მინ­და ვე­ტე­რი­ნა­რი გა­მო­ვი­დე. ცხო­ვე­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მათი მოვ­ლა მსი­ა­მოვ­ნებს. ამ საქ­მით ჩემს სო­ფელს უფრო და­ვეხ­მა­რე­ბი. მინ­და, რომ გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლის­ში მი­ვი­ღო და შემ­დეგ სო­ფელ­ში დავ­ბრუნ­დე. აქა­უ­რო­ბას­თან სა­მუ­და­მოდ მო­შო­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ სო­ფე­ლი ნელ-ნელა იც­ლე­ბა და იმე­დი მაქვს, ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­დე­ბა. ჩემი აზ­რით, ყვე­ლას იმი­ტომ უნდა წას­ვლა, რომ აქ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არაა, ახალ­გაზ­რდებს არ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მო­მა­ვა­ლი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით და­გეგ­მონ. ისე, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი, სკო­ლა-პან­სი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბით რამ­დე­ნი­მე თვის წინ ერთი კომ­პა­ნია, „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი“ და­ინ­ტე­რეს­და. ყვე­ლას გვკი­თხეს, რა გვა­ინ­ტე­რე­სებ­და და რა იყო ჩვე­ნი ჰობი. ჰოდა, ახ­ლა­ხანს ამ ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს. გან­სა­კუთ­რე­ბით წიგ­ნებ­მა გა­მა­ხა­რა. კომ­პი­უ­ტე­რე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, წიგ­ნი მა­ინც შე­უც­ვლე­ლია,“ -ასე ახა­სი­ა­თებს სა­კუ­თარ და სკო­ლა-პან­სი­ო­ნის ცხოვ­რე­ბას თა­თია.

ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა-პან­სი­ო­ნის კი­დევ ერთი მოს­წავ­ლე, 18 წლის გიგი არა­ბუ­ლი უკვე აბი­ტუ­რი­ენ­ტია და სო­ფელს მალე და­ტო­ვებს. ახლა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. უნდა მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნე­რი გა­მო­ვი­დეს. თუმ­ცა ჯერ არ იცის, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მშობ­ლი­ურ სო­ფელს და­უბ­რუნ­დე­ბა თუ არა.

„მე სო­ფელ სა­ხი­ლე­დან ვარ, მაგ­რამ ჩემს სო­ფელ­ში სკო­ლა არაა და მე­ო­თხე კლა­სი­დან ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა-პან­სი­ონ­ში ვცხოვ­რობ. აქ ყოფ­ნა ძა­ლი­ან მომ­წონს, მიყ­ვარს ჩემი სკო­ლა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის­ტო­რია, მა­თე­მა­ტი­კა, ინ­გლი­სუ­რი მა­ინ­ტე­რე­სებს. ჯერ არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, სად ვი­ცხოვ­რებ მო­მა­ვალ­ში. გა­აჩ­ნია, სამ­სა­ხუ­რი რო­გორ შე­მი­წყობს ხელს, თორე მირ­ჩევ­ნია აქ დავ­რჩე. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მინ­და, რომ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩემს მხა­რეს მივ­ხე­დო. ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მინ­და ჩა­ბა­რე­ბა. გა­მოც­დე­ბის­თვის სკო­ლა­ში ვმე­ცა­დი­ნე­ობ, მას­წავ­ლე­ბელ­თან მხო­ლოდ ინ­გლი­სურ­ში ვემ­ზა­დე­ბი. გა­მოც­დე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა­ში სკო­ლა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. ვცდი­ლობ, ჩე­მი­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ვი­მე­ცა­დი­ნო. ვფიქ­რობ, სტუ­დენ­ტო­ბი­სას თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი, მაგ­რამ არც აქ ცხოვ­რე­ბაა ად­ვი­ლი. ბევრ რამ გვაკ­ლია აქ. ახალ­გაზ­რდებს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა გვჭირ­დე­ბა. დღეს ყვე­ლა­ფე­რი კომ­პი­უ­ტე­რით კეთ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და GIG-ის სა­ჩუ­ქა­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და სხვა სა­ხის ტექ­ნი­კა, წიგ­ნე­ბი გვა­ჩუ­ქა, სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი. ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ უკე­თე­სად ვის­წავ­ლოთ, მეტი გა­ვი­გოთ და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მე­ტად და­ვეხ­მა­როთ ჩვენს მხა­რეს. ასე­თი მხარ­და­ჭე­რით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ სო­ფე­ლი არ და­ი­ცა­ლოს, რაც ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს სა­ზღვრის­პი­რა სო­ფე­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ის უპატ­რო­ნოდ არ დარ­ჩეს,“ - ყვე­ბა გიგი არა­ბუ­ლი.

თა­თი­ა­სა და გი­გის გარ­და, ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა-პან­სი­ონ­ში კი­დევ 7 ბავ­შვი ცხოვ­რობს. სულ სკო­ლა­ში კი 51 ბავ­შვია. რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ლელა არა­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, მთის სოფ­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მონ­დო­მე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან. სწო­რედ ამი­ტომ თვი­თო­ნაც, სა­ხელ­მწი­ფო­სა თუ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზოს ბავ­შვებს და გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ში, რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­როს. ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის.

„ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ძა­ლი­ან კარგ შე­დე­გებს იღე­ბენ ხოლ­მე. ქა­ლაქ­ში კლა­სებ­ში სა­შუ­ა­ლოდ 30-40 ბავ­შვია, ჩვენ­თან კი მაქ­სი­მუმ 9. სწო­რედ ამი­ტომ სკო­ლას ხში­რად მო­სამ­ზა­დე­ბელ ცენ­ტრს ვუ­წო­დებ ხოლ­მე. შე­დე­გიც კარ­გი გვაქვს. ვცდი­ლობთ, სა­მა­გა­ლი­თო პე­და­გო­გე­ბი ვი­ყოთ, თუმ­ცა გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ახალ­გაზ­რდებს მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ უნ­დათ. მათი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და ჩვენც ვცდი­ლობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ყვე­ლას და­ვეხ­მა­როთ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რიზ­მი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ჩვე­ნი მხა­რის გან­ვი­თა­რე­ბა უნ­დათ. ბავ­შვე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში გვეხ­მა­რე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი“, რო­მელ­მაც ტექ­ნი­კით, წიგ­ნე­ბი­თა და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით დაგ­ვა­სა­ჩუქ­რა. ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი მსგავ­სი სა­ჩუქ­რე­ბი­თა და ყუ­რა­დღე­ბით არ არი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი და გვი­ხა­რია, რომ გა­მოჩ­ნდა კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ზრუ­ნავს. მათ მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­თა და წიგ­ნე­ბით შე­იქ­მნე­ბა სივ­რცე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ტი­პის ბიბ­ლი­ო­თე­კა, არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო სივ­რცე, სა­დაც პა­ნი­ოს­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მო­ე­წყო­ბა ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა, გა­ი­მარ­თე­ბა დის­კუ­სი­ე­ბი და ახალ­გაზ­რდებს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­უ­ფარ­თოვ­დე­ბათ. ჩვენც, ჩვე­ნი მხრი­დან, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხა­სი­ა­თის კლუ­ბე­ბის, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი, ასე­ვე ხელ­გარ­ჯი­ლო­ბის კლუ­ბის შექ­მნა ვგეგ­მავთ. გვინ­და სპორტდარ­ბა­ზის გა­კე­თე­ბაც, რად­გან ბავ­შვებს უტარ­დე­ბათ ჭად­რა­კის, ძი­უ­დოს, ფა­რი­კა­ო­ბი­სა და ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მო­უ­წე­სირ­გე­ბე­ლი სივ­რცე გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი,“ - გან­მარ­ტავს ლელა არა­ბუ­ლი.

„როცა ზამ­თარ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი“ პირ­ვე­ლად ამო­ვიდ­ნენ და ბავ­შვებ­სე­კი­თხე­ბოდ­ნენ ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გჭირ­დე­ბათ, რა ამო­გი­ტა­ნო­თო, ხმა თა­ვი­დან არა­ვინ ამო­ი­ღო. სად იცი­ან მთის ბავ­შვებ­მა პრე­ტენ­ზი­ე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა ან წუ­წუ­ნი. აქ მთა­ში ბავ­შვო­ბაც სხვა­ნა­ი­რი იცის,“ - და­ა­მა­ტა მან.

რე­გი­ონ­ში კი­დევ ერთი სკო­ლა-პან­სი­ო­ნი სო­ფელ მა­ღა­როს­კარსში მდე­ბა­რე­ობს. სო­ფე­ლი თბი­ლის­თან უფრო ახ­ლო­საა, თუმ­ცა შე­ნო­ბა ბევ­რად უფრო მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია, ვიდ­რე ბა­რი­სა­ხო­ში. პან­სი­ონს და მა­ღა­როს­კა­რის ცნო­ბილ სკო­ლას, სა­დაც რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბი ას­წავ­ლიდ­ნენ ერთი კე­დე­ლი ყოფს. დღეს ორი­ვე შე­ნო­ბა სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ერთი სას­წრა­ფო რე­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს, მე­ო­რე კი - რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი აღ­დგე­ნას. სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ზა­ფხულ­ში სკო­ლა-პან­სი­ო­ნის შე­ნო­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა. ზამ­თარ­ში პან­სი­ონს ავე­ჯი: სა­წო­ლე­ბი კა­რა­დე­ბი, ტუმ­ბო­ე­ბი„სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­ულ­მა ჯგუფ­მა“ გა­დას­ცა. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ამ პან­სი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ბა­რი­სა­ხოს პან­სი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბის მსგავ­სად, მათი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ტექ­ნი­კით, წიგ­ნე­ბით და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რა.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის თა­მარ თან­დი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სკო­ლა-პან­სი­ო­ნი 12 სო­ფელს ემ­სა­ხუ­რე­ბა და სა­ერ­თო ჯამ­ში 60 ბავ­შვი სწავ­ლობს.

„პან­სი­ონ­ში 10 ბავ­შვი გვყავს. შე­ნო­ბა ძა­ლი­ან ძვე­ლია, 1987 წელ­საა აშე­ნე­ბუ­ლი და გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია, ბავ­შვებს სწავ­ლის­თვის შე­სა­ფე­რი­სი კო­მო­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­უქ­მნა, თუმ­ცა ჩვენ მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებთ. ამ ეტაპ­ზე კი სკო­ლა­ში არა­ერ­თი კლუ­ბია, მა­გა­ლი­თად, სიმ­ღე­რის, ცეკ­ვის, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის. GIG-ის დახ­მა­რე­ბით ახა­ლი ავე­ჯი გვაქვს, ბავ­შვებს ტექ­ნი­კაც აჩუ­ქეს. ვი­მე­დოვ­ნებ, მალე სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით უკე­თეს პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი. სამ­ზა­რე­უ­ლოს ტექ­ნი­კა: მიქ­სე­რი, კომ­ბა­ი­ნი, ახა­ლი გა­ზ­ქუ­რა და სამ­ზა­რე­უ­ლოს წიგ­ნე­ბი ცალ­კე გა­და­დეს. ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად თა­მუ­ნას­თვის მო­ი­ტა­ნეს, რო­მელ­მაც გა­ან­დო კი­დეც რომ კუ­ლი­ნა­რო­ბა უნ­დო­და და ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ამო­უ­ტა­ნეს. ორ­შა­ბათს რომ ამო­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­ხარ­დე­ბა,“ - გან­მარ­ტავს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

„უჯ­რა­ში ერთი ცალი გამ­ხმა­რი სა­ღე­ბა­ვის კომ­პლექ­ტი და ფუნ­ჯი დევს, აქამ­დე ყვე­ლა ამით სა­რეგბ­ლო­ბა და ახლა ყვე­ლას თა­ვი­სი სა­ხა­ტა­ვე­ბი, ფან­ქრე­ბი, აკავ­რე­ლე­ბი, ფუნ­ჯე­ბი ექ­ნე­ბათ, ისე­ვე რო­გორც წიგ­ნე­ბი, ჭად­რა­კი და სპორ­ტი­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რი. ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - და­ა­მა­ტა მან.

მთე­ლი კვი­რა პან­სი­ონ­ში და შა­ბათ-კვი­რა სახ­ლში - ასე­თია მთის ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა. ხან­და­ხან პან­სი­ონ­ში ყოფ­ნა ურჩვე­ნი­თა, სახ­ლში მი­სუ­ლებს ბევ­რი საქ­მე ხვდე­ბათ ისე­თი სა­ბავ­შვო რომ არ არის, მაგ­რამ მთა­ში დი­დის და პა­ტა­რას სა­კე­თე­ბე­ლი არ იცი­ან, ყევ­ლა ერ­თნა­ი­რად შრო­მობს, სა­ქო­ნელს და­ა­ბი­ნა­ვე­ბენ, მოწ­ვე­ლი­ან, მერე ან თო­ხის ან ბა­რის საქ­მე, ვი­ღა­ცას ფუტ­კა­რი ყავს, წყა­ლია მო­სა­ტა­ნი... საქ­მეს რა გა­მო­ლევს, ხოდა ბავ­შვებ­საც პან­სი­ონ­ში თა­ნა­ტო­ლებ­თან გარ­თო­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ...

ბა­რი­სა­ხო­სა და მა­ღა­როს­კა­რის სკო­ლებ­ში GIG-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად მის სა­ქარ­თვე­ლო ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლიც ჩა­ვი­და. მის სა­ქარ­თვე­ლო ახალ­გაზ­რდებს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა და რჩე­ვე­ბი მის­ცა. ბა­რი­სა­ხო­ში ბავ­შვებ­თან ერ­თად ჭად­რა­კიც ითა­მა­შა, ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ბავ­შვებ­საც გა­უ­ზი­ა­რა.

„მის სა­ქარ­თვე­ლოს რან­გის ფარ­გლებ­ში ეს ჩემ­თვის მე­ო­რე საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტია. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო კომ­პა­ნიაGIG-ის, რომ ამ სი­კე­თის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გამ­ხა­და და პრო­ექ­ტში მეც ჩამ­რთო. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლე­ბი არ და­ვი­ვი­წყოთ და მათ ახალ­გაზ­რდო­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ. მათ ყვე­ლა ის პი­რო­ბა უნდა ჰქონ­დეთ, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ. GIG-ის დახ­მა­რე­ბა კი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ სოფ­ლებ­ში­ა­რი­ა­ნა­ხალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­თაც სჭირ­დე­ბათ წვდო­მა წიგ­ნებ­თან, კომ­პი­უ­ტე­რებ­თან, რათა სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა უკეთ შეძ­ლონ,“ - აღ­ნიშ­ნავს ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

რო­გორც GIG-ში გან­მარ­ტა­ვენ­კომ­პა­ნი­ის 25 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მას წელს უს­რულ­დე­ბა, სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტე­ბი იგეგ­მე­ბა.„შეგ­ვეძ­ლო მხი­ა­რუ­ლი სტუმ­რო­ბა მოგ­ვე­წყო, დიდი და გრან­დი­ო­ზუ­ლი მი­ღე­ბა გაგ­ვე­მარ­თა, მაგ­რამ­გა­დავ­წყვი­ტეთ ეს თან­ხე­ბი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი­ყო, მთე­ლი წელი ისე დავ­გეგ­მეთ, რომ სხვებს მო­ვუ­წყოთ დღე­სას­წა­უ­ლე­ბი,“ - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

ავტორი:

„ბავშვებს რომ ეკითხებოდნენ  რა ამოგიტანოთო ხმას არავინ იღებდა, სად იციან  მთის ბავშვებმა წუწუნი. აქ მთაში ბავშვობაც სხვანაირია“

„ბავშვებს რომ ეკითხებოდნენ  რა ამოგიტანოთო ხმას არავინ იღებდა, სად იციან  მთის ბავშვებმა წუწუნი. აქ მთაში ბავშვობაც სხვანაირია“

სოფელი ბარისახო... თბილისიდან 110 კილომეტრი, რომლის გავლასაც 3 საათი სჭირდება... წლიდან წლამდე შემცირებული სოფლის მოსახლეობა... სკოლის, პანსიონის, ბაღისა და ამბულატორიისთვის გამოყოფილი ერთი ძველი შენობა... ზაფხულობით ტურისტები და კაფეები, საოჯახო სასტუმროები... ეს ხევსურეთის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და აქტიური სოფელია, რომელიც სინამდვილეში ძალიან პატარაა და სულ 150-მდე ადამიანი ცხოვრობს...

16 წლის თათია ლიქოკელი და-ძმასთან ერთად ბარისახოს საჯარო სკოლა პანსიონში სწავლობს და ცხოვრობს. პანსიონში სულ 9 ბავშვია, რომლებიც 4 სხვადასხვა სოფლიდან დადიან. თათია ჭალისციხიდანაა, მაისის დასაწყისში იქ ჯერ კიდევ თოვდა, პარასკევს გაკვეთილების შემდეგ სახლში ბრუნდება, ორშაბათს დილით უკვე ბარისახოში სკოლაში. სწავლა უნდა, პროფესიაც არჩეული აქვს- ვეტერინარია. მერე ისევ სოფელში რომ დაბრუნდეს სახლსაც გამოადგეს, თავსაც და სოფელსაც.

„ბარისახოს პანსიონში მეორე კლასიდან ვსწავლობ. ახლა მეათე კლასში ვარ. ჩემი სოფელი სკოლიდან 9 კილომეტრის დაშორებითაა. თავიდან პანსიონში ცხოვრება ცოტა გამიჭირდა, ახლა კი კარგად ვარ. შაბათ-კვირას სახლში რომ მივდივარ, მშობლებს საოჯახო საქმეებში ვეხმარები. სკოლაში კი რამდენიმე საგანი მაინტერესებს განსაკუთრებულად. ესენია ქართული, ბიოლოგია და ინგლისური. თავისუფალ დროს ვკითხულობ ან ვქარგავ. ქარგვა სკოლაში ვისწავლე, ქარგვის წრეზე. ხატვაც წრეზე ვისწავლე. ჩემს ნამუშევრებს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვჩუქნი ხოლმე. ეს საქმე ძალიან მომწონს, მაგრამ მინდა ვეტერინარი გამოვიდე. ცხოველებიც ძალიან მიყვარს და მათი მოვლა მსიამოვნებს. ამ საქმით ჩემს სოფელს უფრო დავეხმარები. მინდა, რომ განათლება თბილისში მივიღო და შემდეგ სოფელში დავბრუნდე. აქაურობასთან სამუდამოდ მოშორება ვერ წარმომიდგენია. ძალიან მწყდება გული, რომ სოფელი ნელ-ნელა იცლება და იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება. ჩემი აზრით, ყველას იმიტომ უნდა წასვლა, რომ აქ სამუშაო ადგილები არაა, ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ მომავალი საკუთარი ინტერესების მიხედვით დაგეგმონ. ისე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი, სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ინტერესებით რამდენიმე თვის წინ ერთი კომპანია, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ დაინტერესდა. ყველას გვკითხეს, რა გვაინტერესებდა და რა იყო ჩვენი ჰობი. ჰოდა, ახლახანს ამ ინტერესების შესაბამისად საჩუქრები ჩამოგვიტანეს. განსაკუთრებით წიგნებმა გამახარა. კომპიუტერებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ჩემი აზრით, წიგნი მაინც შეუცვლელია,“ -ასე ახასიათებს საკუთარ და სკოლა-პანსიონის ცხოვრებას თათია.

ბარისახოს სკოლა-პანსიონის კიდევ ერთი მოსწავლე, 18 წლის გიგი არაბული უკვე აბიტურიენტია და სოფელს მალე დატოვებს. ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. უნდა მშენებელ-ინჟინერი გამოვიდეს. თუმცა ჯერ არ იცის, სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელს დაუბრუნდება თუ არა.

„მე სოფელ სახილედან ვარ, მაგრამ ჩემს სოფელში სკოლა არაა და მეოთხე კლასიდან ბარისახოს სკოლა-პანსიონში ვცხოვრობ. აქ ყოფნა ძალიან მომწონს, მიყვარს ჩემი სკოლა. ყველაზე მეტად ისტორია, მათემატიკა, ინგლისური მაინტერესებს. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სად ვიცხოვრებ მომავალში. გააჩნია, სამსახური როგორ შემიწყობს ხელს, თორე მირჩევნია აქ დავრჩე. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ჩემს მხარეს მივხედო. ტექნიკური უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება. გამოცდებისთვის სკოლაში ვმეცადინეობ, მასწავლებელთან მხოლოდ ინგლისურში ვემზადები. გამოცდებისთვის მომზადებაში სკოლა ძალიან მეხმარება. ვცდილობ, ჩემითაც მაქსიმალურად ბევრი ვიმეცადინო. ვფიქრობ, სტუდენტობისას თბილისში ცხოვრება არ იქნება მარტივი, მაგრამ არც აქ ცხოვრებაა ადვილი. ბევრ რამ გვაკლია აქ. ახალგაზრდებს განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის ტექნოლოგიური მხარდაჭერა გვჭირდება. დღეს ყველაფერი კომპიუტერით კეთდება. სწორედ ამიტომ, ძალიან გამიხარდა GIG-ის საჩუქარი კომპიუტერები და სხვა სახის ტექნიკა, წიგნები გვაჩუქა, სპორტული ინვენტარი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ უკეთესად ვისწავლოთ, მეტი გავიგოთ და საბოლოო ჯამში მეტად დავეხმაროთ ჩვენს მხარეს. ასეთი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდება, რომ სოფელი არ დაიცალოს, რაც ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს საზღვრისპირა სოფელია და აუცილებელია, რომ ის უპატრონოდ არ დარჩეს,“ - ყვება გიგი არაბული.

თათიასა და გიგის გარდა, ბარისახოს სკოლა-პანსიონში კიდევ 7 ბავშვი ცხოვრობს. სულ სკოლაში კი 51 ბავშვია. როგორც სკოლის დირექტორი ლელა არაბული აღნიშნავს, მთის სოფლებში განსაკუთრებულად მონდომებული და მოტივირებული ბავშვები არიან. სწორედ ამიტომ თვითონაც, სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიების დახმარებით, ცდილობს მაქსიმალურად ბევრი შესაძლებლობა შესთავაზოს ბავშვებს და გააქტიურებაში, რეალიზაციაში დაეხმაროს. ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის.

„ჩვენი ბავშვები ეროვნულ გამოცდებზე ძალიან კარგ შედეგებს იღებენ ხოლმე. ქალაქში კლასებში საშუალოდ 30-40 ბავშვია, ჩვენთან კი მაქსიმუმ 9. სწორედ ამიტომ სკოლას ხშირად მოსამზადებელ ცენტრს ვუწოდებ ხოლმე. შედეგიც კარგი გვაქვს. ვცდილობთ, სამაგალითო პედაგოგები ვიყოთ, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდებს მასწავლებლობა არ უნდათ. მათი ინტერესების სფერო მრავალფეროვანია და ჩვენც ვცდილობთ ინდივიდუალურად ყველას დავეხმაროთ განვითარებაში. ძალიან ბევრი ტურიზმითაა დაინტერესებული და ჩვენი მხარის განვითარება უნდათ. ბავშვების მხარდაჭერაში გვეხმარება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც ტექნიკით, წიგნებითა და სხვა საჭირო ნივთებით დაგვასაჩუქრა. ჩვენი ბავშვები მსგავსი საჩუქრებითა და ყურადღებით არ არიან განებივრებული და გვიხარია, რომ გამოჩნდა კომპანია, რომელიც მათი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს. მათ მიერ გადმოცემული კომპიუტერებითა და წიგნებით შეიქმნება სივრცე, რომელიც იქნება თავისუფალი ტიპის ბიბლიოთეკა, არასაგაკვეთილო სივრცე, სადაც პანიოსნის მოსწავლეებისთვის მოეწყობა ფილმების ჩვენება, გაიმართება დისკუსიები და ახალგაზრდებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა გაუფართოვდებათ. ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ. საგანმანათლებლო ხასიათის კლუბების, ეთნოგრაფიული, ასევე ხელგარჯილობის კლუბის შექმნა ვგეგმავთ. გვინდა სპორტდარბაზის გაკეთებაც, რადგან ბავშვებს უტარდებათ ჭადრაკის, ძიუდოს, ფარიკაობისა და ცეკვის გაკვეთილები, რისთვისაც ძალიან მოუწესირგებელი სივრცე გვაქვს გამოყოფილი,“ - განმარტავს ლელა არაბული.

„როცა ზამთარში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლები“ პირველად ამოვიდნენ და ბავშვებსეკითხებოდნენ ყველაზე მეტად რა გჭირდებათ, რა ამოგიტანოთო, ხმა თავიდან არავინ ამოიღო. სად იციან მთის ბავშვებმა პრეტენზიების წამოყენება ან წუწუნი. აქ მთაში ბავშვობაც სხვანაირი იცის,“ - დაამატა მან.

რეგიონში კიდევ ერთი სკოლა-პანსიონი სოფელ მაღაროსკარსში მდებარეობს. სოფელი თბილისთან უფრო ახლოსაა, თუმცა შენობა ბევრად უფრო მოუწესრიგებელია, ვიდრე ბარისახოში. პანსიონს და მაღაროსკარის ცნობილ სკოლას, სადაც რაზიკაშვილები ასწავლიდნენ ერთი კედელი ყოფს. დღეს ორივე შენობა სავალალო მდგომარეობაშია.

ერთი სასწრაფო რებილიტაციას საჭიროებს, მეორე კი - როგორც ისტორიული ძეგლი აღდგენას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზაფხულში სკოლა-პანსიონის შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ზამთარში პანსიონს ავეჯი: საწოლები კარადები, ტუმბოები„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ გადასცა. გარდა ამისა, კომპანიამ პანსიონის მოსწავლეები, ბარისახოს პანსიონის მოსწავლეების მსგავსად, მათი ინტერესების შესაბამისად ტექნიკით, წიგნებით და სხვა საჭირო ნივთებით დაასაჩუქრა.

სკოლის დირექტორის თამარ თანდილაშვილის განმარტებით, სკოლა-პანსიონი 12 სოფელს ემსახურება და საერთო ჯამში 60 ბავშვი სწავლობს.

„პანსიონში 10 ბავშვი გვყავს. შენობა ძალიან ძველია, 1987 წელსაა აშენებული და განახლება სჭირდება. ამ პირობებში ძალიან რთულია, ბავშვებს სწავლისთვის შესაფერისი კომოფორტული გარემო შეუქმნა, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ამ ეტაპზე კი სკოლაში არაერთი კლუბია, მაგალითად, სიმღერის, ცეკვის, საბრძოლო ხელოვნების. GIG-ის დახმარებით ახალი ავეჯი გვაქვს, ბავშვებს ტექნიკაც აჩუქეს. ვიმედოვნებ, მალე საერთო ძალისხმევით უკეთეს პირობებში იქნებიან ჩვენი ბავშვები. სამზარეულოს ტექნიკა: მიქსერი, კომბაინი, ახალი გაზქურა და სამზარეულოს წიგნები ცალკე გადადეს. ისინი სპეციალურად თამუნასთვის მოიტანეს, რომელმაც გაანდო კიდეც რომ კულინარობა უნდოდა და ამისთვის ყველაფერი ამოუტანეს. ორშაბათს რომ ამოვა ყველაზე მეტად გაუხარდება,“ - განმარტავს სკოლის დირექტორი.

„უჯრაში ერთი ცალი გამხმარი საღებავის კომპლექტი და ფუნჯი დევს, აქამდე ყველა ამით სარეგბლობა და ახლა ყველას თავისი სახატავები, ფანქრები, აკავრელები, ფუნჯები ექნებათ, ისევე როგორც წიგნები, ჭადრაკი და სპორტიული ინვენტარი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - დაამატა მან.

მთელი კვირა პანსიონში და შაბათ-კვირა სახლში - ასეთია მთის ბავშვების ცხოვრება. ხანდახან პანსიონში ყოფნა ურჩვენითა, სახლში მისულებს ბევრი საქმე ხვდებათ ისეთი საბავშვო რომ არ არის, მაგრამ მთაში დიდის და პატარას საკეთებელი არ იციან, ყევლა ერთნაირად შრომობს, საქონელს დააბინავებენ, მოწველიან, მერე ან თოხის ან ბარის საქმე, ვიღაცას ფუტკარი ყავს, წყალია მოსატანი... საქმეს რა გამოლევს, ხოდა ბავშვებსაც პანსიონში თანატოლებთან გართობა ურჩევნიათ...

ბარისახოსა და მაღაროსკარის სკოლებში GIG-ის წარმომადგენლებთან ერთად მის საქართველო ნინი გოგიჩაიშვილიც ჩავიდა. მის საქართველო ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრა და რჩევები მისცა. ბარისახოში ბავშვებთან ერთად ჭადრაკიც ითამაშა, ჭადრაკის ფედერაციაში მიღებული ცოდნა ბავშვებსაც გაუზიარა.

„მის საქართველოს რანგის ფარგლებში ეს ჩემთვის მეორე საქველმოქმედო პროექტია. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიაGIG-ის, რომ ამ სიკეთის თანამონაწილე გამხადა და პროექტში მეც ჩამრთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიანი სოფლები არ დავივიწყოთ და მათ ახალგაზრდობაზე ვიზრუნოთ. მათ ყველა ის პირობა უნდა ჰქონდეთ, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ. GIG-ის დახმარება კი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ სოფლებშიარიანახალგაზრდები, რომლებთაც სჭირდებათ წვდომა წიგნებთან, კომპიუტერებთან, რათა საკუთარი თავის რეალიზება უკეთ შეძლონ,“ - აღნიშნავს ნინი გოგიჩაიშვილი.

როგორც GIG-ში განმარტავენკომპანიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც მას წელს უსრულდება, სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტები იგეგმება.„შეგვეძლო მხიარული სტუმრობა მოგვეწყო, დიდი და გრანდიოზული მიღება გაგვემართა, მაგრამგადავწყვიტეთ ეს თანხები სხვა მიმართულებით აკუმულირებულიყო, მთელი წელი ისე დავგეგმეთ, რომ სხვებს მოვუწყოთ დღესასწაულები,“ - აცხადებენ კომპანიაში.

5 მეთოდი, როგორ შეინახოთ ფოტოები, რომ არასოდეს წაგეშალოთ

როგორ მოვაწყოთ ეზო და ბაღი ზაფხულისთვის - დიზაინერის რჩევები

დაცვის კომპანია მაგისტრი - No1 ოქროს ბრენდი