მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი აღ­კვე­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ ბრი­ფინგზე გან­ცხა­და.

რო­გორც ბორ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ ბრძო­ლას ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის და გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

„ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის არა­ერ­თი ფაქ­ტი გახ­სნეს და დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ამო­ი­ღეს.

გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის­თვის, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნის­თვის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 14 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ჩა­მო­ვი­და. ასე­ვე, დად­გინ­და, რომ ის ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბებს თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ათავ­სებ­და, ფო­ტო­ებს უღებ­და და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ნიშ­ვნე­ბით და კო­ორ­დი­ნა­ტე­ბით, შემ­დგო­მი გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით ორ­გა­ნი­ზა­ტორს უგ­ზავ­ნი­და.

და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი და სას­ტუმ­როს ნომ­რის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე თბი­ლის­ში 10 სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია 15 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი 122,96 გრა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 19-260-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 262 პირ­ვე­ლი პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გა­სა­ღე­ბას და ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს ერთი პირი.

ბრალ­დე­ბუ­ლი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კი­დან ჩა­მოფ­რინ­და და ცდი­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის - 265 აბი „სუ­ბუ­ტექ­სის“ შე­მო­ტა­ნას.

მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260–ე მუხ­ლის მე–6 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით, 261-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 262-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­ვე, გაც­ნო­ბებთ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის კი­დევ ერთი გახ­სნი­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ.

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, პო­ლი­ცი­ამ 1 პირი იმ დროს და­ა­კა­ვა, როცა ის თბი­ლი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. პო­ლი­ცი­ამ მისი ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას 392 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „სუ­ბუ­ტექ­სი“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა.

ჯამ­ში, 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 13 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია: 13.5 კი­ლოგ­რა­მი "ჰე­რო­ი­ნი", 1 800 აბი "სუ­ბუ­ტექ­სი" და "სუ­ბოქ­სი­ნი", 2500 აბზე მეტი "ექ­სტა­ზი", 6.5 კი­ლოგ­რა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, 1 კილო და 400 გრა­მი კო­კა­ი­ნი და 400 გრა­მი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია 60 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი”, - გა­ნა­ცხა­და ბორ­ცვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ნარკოდანაშაულის ფაქტებზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან

ნარკოდანაშაულის ფაქტებზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე ფაქტი აღკვეთა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განცხადა.

როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენიმე ფაქტის შესახებ, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებას უკავშირდება.

სამართალდამცველებმა, თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოტანისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით ორგანიზატორს უგზავნიდა.

დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ასევე თბილისში 10 სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262 პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღებას და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ერთი პირი.

ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოფრინდა და ცდილობდა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - 265 აბი „სუბუტექსის“ შემოტანას.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, გაცნობებთ ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი გახსნილი ფაქტის შესახებ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი იმ დროს დააკავა, როცა ის თბილისის შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 392 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ჯამში, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 13.5 კილოგრამი "ჰეროინი", 1 800 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2500 აბზე მეტი "ექსტაზი", 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

ამავე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი”, - განაცხადა ბორცვაძემ.

"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"ფურცხვანიძეზე ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"თუ საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ, მაშინ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა" - თეონა თამაზაშვილი