მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარელში, იმ სახლის ადგილას, რომელიც "ბოროტი ძალების" გამო დაანგრიეს, ეკლესიის საძირკველი ეკურთხა
ქარელში, იმ სახლის ადგილას, რომელიც "ბოროტი ძალების" გამო დაანგრიეს, ეკლესიის საძირკველი ეკურთხა

სო­ფელ სა­ღო­ლა­შენ­ში, სა­დაც ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა ნა­ტაძ­რალ ად­გილ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი სახ­ლი და­ან­გრია, ურ­ბნი­სი­სა და რუ­ი­სის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე იობ­მა ეკ­ლე­სი­ის სა­ძირ­კვე­ლი აკურ­თხა.

ნა­სახ­ლარ­ზე ტა­ძა­რი აშენ­დე­ბა, რო­მე­ლიც წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის იქ­ნე­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი წმინ­და­ნი ეცხა­დე­ბო­დათ მათ პე­რი­ო­დუ­ლად და ნა­ტაძ­რალ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლის და­ტო­ვე­ბას სთხოვ­და.

"უფ­ლის შე­წევ­ნით, ამ ად­გილ­ზე, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბით ად­რეც ტა­ძა­რი ყო­ფი­ლა, ეკ­ლე­სია კვლავ აშენ­დე­ბა. მე­უ­ფე იობ­მა აკურ­თხა სა­ძირ­კვე­ლი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს ხატს, რო­მელ­შიც ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლია წმინ­და­ნის ძვლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ღო­ლა­შე­ნის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ღვარ­მა მამა ია­კობ­მა.

სახ­ლი, რო­მე­ლიც ხა­რა­ზიშ­ვი­ლებ­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლის­გან 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით მას შემ­დეგ და­ან­გრი­ეს, რაც ოჯახ­ში უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი და­ი­წყო.

"ძა­ლი­ან რთუ­ლია, მი­ი­ღო სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის დან­გრე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, ჩემი შვი­ლიც და მე­უღ­ლეც ძალ­ზე ცუ­დად იყ­ვნენ. ჩვე­ნი სახ­ლი ეკ­ლე­სი­ი­ის ად­გილ­ზე იყო აშე­ნე­ბუ­ლი და ამ ად­გილ­ზე ისევ ტა­ძა­რი აი­გე­ბა“, - ამ­ბობს რაჯი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი.

"მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ბო­რო­ტი ძალა მე­სა­უბ­რე­ბო­და - ეშ­მა­კი, სა­ში­ნელ დღე­ში მაგ­დებ­და, სან­თე­ლი, ეკ­ლე­სია, ლოც­ვა შემ­ძულ­და, მა­ში­ნებ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მინ­დო­და, ხა­ტე­ბი და­მე­ლე­წა, მა­მა­ოს ვუყ­ვი­რო­დი და ვა­ი­ძუ­ლებ­დი, რომ ლოც­ვა შე­ე­წყვი­ტა, პა­რა­ლე­ლუ­რად, ხილ­ვე­ბი მქონ­და - წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე მე­ცხა­დე­ბო­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს სახ­ლი უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, მის­თვის უნდა დაგ­ვეთ­მო.

ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და, მას შემ­დეგ, რაც სახ­ლი და­ვან­გრი­ეთ, ტე­რი­ტო­რია ეპარ­ქი­ას გა­და­ვე­ცით და ახა­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ძირ­კვე­ლი ეკურ­თხა, ბრძო­ლე­ბიც გაქ­რა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია მექ­ნე­ბო­და მე­უ­ფის და­ნახ­ვა­ზე“, - ამ­ბობს ლალი მღებ­რიშ­ვი­ლი.

ძვე­ლი ტაძ­რის ოთხკუ­თხა ქვებს, სვე­ტებს და თა­ღო­ვა­ნი სარ­კმლის ფრაგ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სახ­ლის ნგრე­ვი­სას კედ­ლებ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ახა­ლი ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ავ­ტო­რი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ქარელში, იმ სახლის ადგილას, რომელიც "ბოროტი ძალების" გამო დაანგრიეს, ეკლესიის საძირკველი ეკურთხა

ქარელში, იმ სახლის ადგილას, რომელიც "ბოროტი ძალების" გამო დაანგრიეს, ეკლესიის საძირკველი ეკურთხა

სოფელ საღოლაშენში, სადაც ხარაზიშვილების ოჯახმა ნატაძრალ ადგილზე აშენებული საკუთარი სახლი დაანგრია, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ეკლესიის საძირკველი აკურთხა.

ნასახლარზე ტაძარი აშენდება, რომელიც წმინდა ეკატერინეს სახელობის იქნება. ოჯახის წევრების თქმით, სწორედ აღნიშნული წმინდანი ეცხადებოდათ მათ პერიოდულად და ნატაძრალზე აშენებული სახლის დატოვებას სთხოვდა.

"უფლის შეწევნით, ამ ადგილზე, სადაც არსებული ისტორიული ცნობებით ადრეც ტაძარი ყოფილა, ეკლესია კვლავ აშენდება. მეუფე იობმა აკურთხა საძირკველი, რამდენიმე დღეში კი, უკრაინიდან ჩამოაბრძანებენ წმინდა ეკატერინეს ხატს, რომელშიც ჩაბრძანებულია წმინდანის ძვლის წმინდა ნაწილები“, - განაცხადა საღოლაშენის ეკლესიის წინამღვარმა მამა იაკობმა.

სახლი, რომელიც ხარაზიშვილებმა თანასოფლელისგან 1991 წელს შეიძინეს, საკუთარი ხელით მას შემდეგ დაანგრიეს, რაც ოჯახში უჩვეულო მოვლენები დაიწყო.

"ძალიან რთულია, მიიღო საკუთარი საცხოვრებელი სახლის დანგრევის გადაწყვეტილება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ჩემი შვილიც და მეუღლეც ძალზე ცუდად იყვნენ. ჩვენი სახლი ეკლესიიის ადგილზე იყო აშენებული და ამ ადგილზე ისევ ტაძარი აიგება“, - ამბობს რაჯი ხარაზიშვილი.

"მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ბოროტი ძალა მესაუბრებოდა - ეშმაკი, საშინელ დღეში მაგდებდა, სანთელი, ეკლესია, ლოცვა შემძულდა, მაშინებდა ეს ყველაფერი. მინდოდა, ხატები დამელეწა, მამაოს ვუყვიროდი და ვაიძულებდი, რომ ლოცვა შეეწყვიტა, პარალელურად, ხილვები მქონდა - წმინდა ეკატერინე მეცხადებოდა და მეუბნებოდა, რომ ეს სახლი უნდა დაგვეტოვებინა, მისთვის უნდა დაგვეთმო.

ახლა ყველაფერი კარგადაა, ოჯახში ყველაფერი დალაგდა, მას შემდეგ, რაც სახლი დავანგრიეთ, ტერიტორია ეპარქიას გადავეცით და ახალი ეკლესიის საძირკველი ეკურთხა, ბრძოლებიც გაქრა, სხვა შემთხვევაში, საშინელი რეაქცია მექნებოდა მეუფის დანახვაზე“, - ამბობს ლალი მღებრიშვილი.

ძველი ტაძრის ოთხკუთხა ქვებს, სვეტებს და თაღოვანი სარკმლის ფრაგმენტებს, რომლებიც სახლის ნგრევისას კედლებში ჩატანებული აღმოაჩინეს, ახალი ეკლესიის მშენებლობისას გამოიყენებენ.

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ