მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მასტერშეფი” - მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუ ქართულ ტელესივრცეში იწყება!
“მასტერშეფი” - მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუ ქართულ ტელესივრცეში იწყება!

„მას­ტერ­შე­ფი“ - მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი, რე­ი­ტინ­გუ­ლი, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შოუ ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში, „პირ­ველ არხზე“ 18 მა­ი­სი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა.

„მას­ტერ­შე­ფი“ ყვე­ლა­ზე ცე­ცხლო­ვა­ნი და დი­ნა­მი­კუ­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­და­ცე­მაა, რაც კი ოდეს­მე გი­ნა­ხავთ. ის აშშ-ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის რე­ი­ტინ­გებ­ში ყო­ველ­თვის სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს და მა­ყუ­რე­ბე­ლიც არ­ცერთ სე­ზონს არ ღა­ლა­ტობს.

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მზა­რე­უ­ლე­ბი „მას­ტერ­შე­ფის“ ტი­ტუ­ლის­თვის არამ­ხო­ლოდ იმ პრი­ზის გამო იბ­რძვი­ან, რაც ფი­ნა­ლურ ტურ­ში ელით, არა­მედ სა­ხე­ლი­სა და დი­დე­ბის­თვი­საც, რა­საც გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტანთ.

ავ­სტრა­ლი­ა­სა და აშშ-ში არ­სე­ბობს მა­გა­ლი­თე­ბი, როცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რა აა­წყეს და სა­კუ­თა­რი რეს­ტორ­ნე­ბიც გახ­სნეს, რო­მე­ლიც სტუმ­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არას­დროს არ გა­ნიც­დის.

"მას­ტერ­შე­ფი“ უმაღ­ლეს სტან­დარტს ითხოვს, რო­მე­ლიც მოყ­ვა­რულ­მა მზა­რე­ულ­მაც კი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­ნა­წი­ლე დღი­თი­დღე ვი­თარ­დე­ბა, ახალ უნა­რებს იძენს და სა­კუ­თარ თავ­ში კი­დევ უფრო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღ­მო­ა­ჩენს. "მას­ტერ­შე­ფი" კი სწო­რედ ის გახ­დე­ბა, ვინც ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას გა­და­ლა­ხავს, გა­უძ­ლებს ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის კრი­ტი­კას, მო­ამ­ზა­დებს ვი­ზუ­ა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ველ, გემ­რი­ელ კერ­ძებს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აღი­ა­რე­ბენ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­ულს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გა­და­ცე­მის პრო­დუ­სერ­მა გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ამ გა­ნუ­მარ­ტა, "მას­ტერ­შე­ფის" ტი­ტუ­ლის მსურ­ვე­ლი იმ­დე­ნად ბევ­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, პირ­ველ ეტაპ­ზე 70 მო­ნა­წი­ლე მოხ­ვდა, როცა აშშ-ში გა­და­ცე­მა 100 კონ­კურ­სან­ტით იწყე­ბა. მისი შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კუ­ლი­ნა­რია ვი­თარ­დე­ბა, რა­საც ხელი ღვი­ნის ქვეყ­ნად აღი­ა­რე­ბამ და ტუ­რი­ტე­ბის ინ­ტე­რეს­მაც შე­უ­წყო. ამ პრო­ცეს­ში კი „მას­ტერ­შე­ფი“ თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს.

„ამ გა­და­ცე­მის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა სწო­რედ სი­მარ­ტი­ვე­შია. ჩახ­ლარ­თუ­ლი წე­სე­ბი არ აქვს და მა­ყუ­რე­ბე­ლი რა­საც ხე­დავს, პირ­და­პირ ის არის. გა­და­ცე­მა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კონ­კურ­სან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბაა, რაც არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია, რად­გან ყვე­ლა კუ­თხი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ვი­და. გა­და­ვარ­ჩი­ეთ ასო­ბით კონ­კურ­სან­ტი, რის შემ­დე­გაც 70 დარ­ჩა და ისი­ნი 3-კა­ცი­ა­ნი ჟი­უ­რის წი­ნა­შე წარ­სდგე­ი­ან.

„მას­ტერ­შე­ფის“ წე­სე­ბის თა­ნახ­მად, ჟი­უ­რის 3 წევ­რი­დან თუ ორი ან სა­მი­ვე მო­ნა­წი­ლეს ეუბ­ნე­ბა, რომ კერ­ძი მოს­წონს, კონ­კურ­სანტს ეძ­ლე­ვა წინ­სა­ფა­რი და შემ­დეგ ტურ­ში გა­და­დის. იმის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნიც გა­და­ვა მე­ო­რე ტურ­ში, ეძ­ლე­ვათ შემ­დე­გი და­ვა­ლე­ბა, სა­ი­და­ნაც ჟი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ათე­ულს ამო­არ­ჩევს. სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა გა­და­ცე­მის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი - თითო გა­და­ცე­მა­ში 2-2 და­ვა­ლე­ბაა, რა­საც ათე­ულ­მა უნდა გა­უძ­ლოს, წა­გე­ბუ­ლი კი შოუს ტო­ვებს. ვინ და­ტო­ვებს შოუს, ამას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟი­უ­რი წყვეტს!" - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია.

ჟი­უ­რის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის უკან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა დგას. კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი სა­რეს­ტორ­ნო სფე­რო­ში 2005 წლი­და­ნაა და მას ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი კო­ცეპტ-სივ­რცე­ე­ბი გა­მო­არ­ჩევს.

კონ­სტან­ტი­ნემ ცნო­ბი­ლი რეს­ტო­რა­ნი „შე­ფის ბე­ბია“ და­არ­სა. 2014 წლი­დან ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიწ­ვე­უ­ლი შეფი იყო, 2018 წელს კი Gault&Millau-ს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტი“ გა­ი­მარ­ჯვა.

რო­გორც თე­დე­ლუ­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, „მას­ტერ­შეფ­მა“ მის­ცა შან­სი, და­არ­ღვი­ოს მზა­რე­უ­ლის სტე­რე­ო­ტი­პი, შექ­მნას ახა­ლი სტან­დარ­ტი ქარ­თულ გას­ტრო-სივ­რცე­ში და ხმა­მაღ­ლა თქვას, რომ კუ­ლი­ნა­რია ხე­ლოვ­ნე­ბაა.

„მას­ტერ­შე­ფი მზა­რე­უ­ლებ­სა და და რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლებს მის­ცემს სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას, თუ რო­გორ გა­ნა­ვი­თა­რონ ხედ­ვა, ურ­თი­ერ­თნ­დო­ბა და მიდ­გო­მა საქ­მი­სად­მი. პრო­ექ­ტი მზა­რე­უ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სწო­რად და­ა­ნა­ხონ მათ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ჩარ­ჩო­ე­ბი მოხ­სნან "ნა­ხა­ტებს", შთა­გო­ნე­ბით შექ­მნან კერ­ძე­ბი და აქ­ცი­ონ ის ხე­ლოვ­ნე­ბად“, - აღ­ნიშ­ნა მან.

„მას­ტერ­შე­ფის“ მო­ნა­წი­ლე­ებს ჟი­უ­რი­ში კი­დევ ერთი კომ­პე­ტენ­ტუ­რი და გა­მოც­დი­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი - ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი ელო­დე­ბათ. ის სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მო­ლე­კუ­ლუ­რი გას­ტრო­ნო­მი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტია.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს სა­რეს­ტორ­ნო სფე­რო­ში 26-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 2009 წლი­დან არის ლექ­ტო­რი კუ­ლი­ნა­რი­ულ კო­ლე­ჯში „იკა­რუ­სი“, 2013-2016 წლებ­ში კი აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ა­ში ქარ­თულ და მსოფ­ლიო სამ­ზა­რე­უ­ლოს ას­წავ­ლი­და. გარ­და ამი­სა, ის წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნე­ბის ბრენდ-შეფი იყო.

შე­კი­თხვა­ზე, რო­გო­რია მის­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლი, ლე­ვა­ნი პა­სუ­ხობს, რომ ამ ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბას ბევ­რი ეტა­პი გა­ნა­პი­რო­ბებს.

"პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­უ­ლად აღი­ა­რე­ბას ბევ­რი ეტა­პი გა­ნა­პი­რო­ბებს. ელო­დე­ბით, რომ გა­მარ­ჯვე­ბულს ჰქონ­დეს თა­ვი­სი ხედ­ვა და ცოტა ვი­ზუ­ა­ლუ­რი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბაც გა­აჩ­ნდეს. რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, კერ­ძი გემ­რი­ე­ლი უნდა იყოს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს ოჯა­ხის კერ­ძი იქ­ნე­ბა, ბე­ბი­ის რე­ცეპ­ტი თუ ა.შ.

საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. გემ­რი­ელ და სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცებს გვთა­ვა­ზობ­დნენ, მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლი და კუ­ლი­ნა­რი­ის სფე­როს ექ­სპერ­ტი, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო შოუს პირ­დე­ბა. „პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, გა­მო­ავ­ლი­ნოს კრე­ა­ტი­უ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უყ­ვართ სამ­ზა­რე­უ­ლო, კერ­ძებს ხში­რად ამ­ზა­დე­ბენ სახ­ლში. მე გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მოყ­ვა­რუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ისე­თი კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი, ისე­თი უნა­რე­ბით, რომ მეც და ყვე­ლას გაგ­ვა­ო­ცე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

მე­სა­მე და ჟი­უ­რის ერთი-ერთი ყვე­ლა­ზე მკაც­რი წევ­რი ლუკა ნა­ჭყე­ბი­აა, რო­მელ­მაც „მას­ტერ­შე­ფის“ პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მე­ბის ჩა­წე­რის დროს კონ­კურ­სან­ტთა ნა­წი­ლის მი­მართ კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რა.

ლუკა პრო­ფე­სი­ით სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გია. ის სურ­სა­თის ინ­დუსტრი­ა­ში 2010 წლი­დან, სა­რეს­ტორ­ნო სფე­რო­ში კი 2012 წლი­დან ჩა­ე­ბა. ლუ­კას კონ­სულ­ტა­ცი­ით 25-ზე მეტი კვე­ბის ობი­ექ­ტი ამუ­შავ­და. 2014 წლი­დან დღემ­დე აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ აკა­დე­მი­ა­ში ას­წავ­ლის, ლექ­ცი­ებს ატა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი­თაც.

მისი თქმით, შე­ფა­სე­ბი­სას საკ­მა­ოდ ხის­ტია, „წრე­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი“ არ უყ­ვარს და სათ­ქმელს ყო­ველ­თვის პირ­და­პირ ამ­ბობს. სათ­ქმე­ლი კი მხო­ლოდ ერთ რა­მეს - მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„მე ასე ვუ­ყუ­რებ - სა­რეს­ტორ­ნო ინსდუსტრია საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ფსი­ქი­კუ­რა­დაც რთუ­ლად და­საძ­ლე­ვია და თუ ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ტყვა შენ­ზე ისე იმოქ­მე­დებს, რომ გაგ­ტე­ხავს, არას­წორ ინ­დუსტრი­ა­ში მოხ­ვდი. ამი­ტომ იმე­დი მაქვს, რომ ჩემს ნე­გა­ტი­ურ შე­ფა­სე­ბას ადა­მი­ა­ნი გა­მოწ­ვე­ვად მი­ი­ღებს და ჩემს „ჯიბ­რზე“ რა­ღაც კარ­გს გა­ა­კე­თებს - ასე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს მე“, - აღ­ნიშ­ნავს ლუკა.

რო­გორც ის AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, „მას­ტრშე­ფით“ სურს, ყვე­ლას აჩ­ვე­ნოს, რომ კუ­ლი­ნა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნე­ბა ხდე­ბა.

„ამას ყვე­ლა და­ი­ნა­ხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა კუ­ლი­ნა­რი­ა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ივ­სე­ბა. იმე­დია, რომ ბევ­რის­თვის ეს დარ­გი ინ­სპი­რა­ცია გახ­დე­ბა და სხვე­ბიც გა­ბე­და­ვენ, რომ მას­ში ჩა­ერ­თონ. კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბამ მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში „მას­ტერ­შე­ფის“ ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და­ფა­სე­ბა და მგო­ნი, მას­ტერ­შე­ფი კარ­გი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს სჭირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

რაც შე­ე­ხე­ბა შოუს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ჯილ­დოს, ეს "მას­ტერ­შე­ფის" პარტნი­ო­რის m2-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ბი­ნაა. ამას­თან ერ­თად კი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჯილ­დოდ მი­ი­ღებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლის ტი­ტულს და რაც მთა­ვა­რია - ხალ­ხის სიყ­ვა­რულს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

“მასტერშეფი” - მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუ ქართულ ტელესივრცეში იწყება!

“მასტერშეფი” - მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუ ქართულ ტელესივრცეში იწყება!

„მასტერშეფი“ - მსოფლიოში პოპულარული, რეიტინგული, ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი და შემოქმედებითი შოუ ქართულ ტელესივრცეში, „პირველ არხზე“ 18 მაისიდან გამოჩნდება.

„მასტერშეფი“ ყველაზე ცეცხლოვანი და დინამიკური კულინარიული გადაცემაა, რაც კი ოდესმე გინახავთ. ის აშშ-ში პოპულარული პროგრამების რეიტინგებში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს და მაყურებელიც არცერთ სეზონს არ ღალატობს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მზარეულები „მასტერშეფის“ ტიტულისთვის არამხოლოდ იმ პრიზის გამო იბრძვიან, რაც ფინალურ ტურში ელით, არამედ სახელისა და დიდებისთვისაც, რასაც გამარჯვება მოუტანთ.

ავსტრალიასა და აშშ-ში არსებობს მაგალითები, როცა გამარჯვებულებმა ბრწყინვალე კარიერა ააწყეს და საკუთარი რესტორნებიც გახსნეს, რომელიც სტუმრების ნაკლებობას არასდროს არ განიცდის.

"მასტერშეფი“ უმაღლეს სტანდარტს ითხოვს, რომელიც მოყვარულმა მზარეულმაც კი უნდა დააკმაყოფილოს, შესაბამისად, კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილე დღითიდღე ვითარდება, ახალ უნარებს იძენს და საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აღმოაჩენს. "მასტერშეფი" კი სწორედ ის გახდება, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, გაუძლებს ყველაზე კომპეტენტური ჟიურის კრიტიკას, მოამზადებს ვიზუალურად მიმზიდველ, გემრიელ კერძებს და საბოლოო ჯამში, აღიარებენ, როგორც პროფესიონალ მზარეულს.

როგორც AMBEBI.GE-ს გადაცემის პროდუსერმა გიორგი ხაბურზანიამ განუმარტა, "მასტერშეფის" ტიტულის მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ შერჩევის შემდეგ, პირველ ეტაპზე 70 მონაწილე მოხვდა, როცა აშშ-ში გადაცემა 100 კონკურსანტით იწყება. მისი შეფასებით, საქართველოში კულინარია ვითარდება, რასაც ხელი ღვინის ქვეყნად აღიარებამ და ტურიტების ინტერესმაც შეუწყო. ამ პროცესში კი „მასტერშეფი“ თავის წვლილს შეიტანს.

„ამ გადაცემის მომხიბვლელობა სწორედ სიმარტივეშია. ჩახლართული წესები არ აქვს და მაყურებელი რასაც ხედავს, პირდაპირ ის არის. გადაცემა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი, საქართველოს მასშტაბით კონკურსანტების მოძიებაა, რაც არ გაგვჭირვებია, რადგან ყველა კუთხიდან ძალიან ბევრი განაცხადი შემოვიდა. გადავარჩიეთ ასობით კონკურსანტი, რის შემდეგაც 70 დარჩა და ისინი 3-კაციანი ჟიურის წინაშე წარსდგეიან.

„მასტერშეფის“ წესების თანახმად, ჟიურის 3 წევრიდან თუ ორი ან სამივე მონაწილეს ეუბნება, რომ კერძი მოსწონს, კონკურსანტს ეძლევა წინსაფარი და შემდეგ ტურში გადადის. იმის მიხედვით, რამდენიც გადავა მეორე ტურში, ეძლევათ შემდეგი დავალება, საიდანაც ჟიური საუკეთესო ათეულს ამოარჩევს. სწორედ აქედან იწყება გადაცემის მთავარი ნაწილი - თითო გადაცემაში 2-2 დავალებაა, რასაც ათეულმა უნდა გაუძლოს, წაგებული კი შოუს ტოვებს. ვინ დატოვებს შოუს, ამას პროფესიონალი ჟიური წყვეტს!" - აღნიშნავს გიორგი ხაბურზანია.

ჟიურის თითოეული წევრის უკან დიდი გამოცდილება და ცოდნა დგას. კონსტანტინე თედელური სარესტორნო სფეროში 2005 წლიდანაა და მას ექსტრავაგანტული კოცეპტ-სივრცეები გამოარჩევს.

კონსტანტინემ ცნობილი რესტორანი „შეფის ბებია“ დაარსა. 2014 წლიდან ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვეული შეფი იყო, 2018 წელს კი Gault&Millau-ს ნომინაციაში „ახალგაზრდა ტალანტი“ გაიმარჯვა.

როგორც თედელური AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, „მასტერშეფმა“ მისცა შანსი, დაარღვიოს მზარეულის სტერეოტიპი, შექმნას ახალი სტანდარტი ქართულ გასტრო-სივრცეში და ხმამაღლა თქვას, რომ კულინარია ხელოვნებაა.

„მასტერშეფი მზარეულებსა და და რესტორნის მფლობელებს მისცემს სწორ მიმართულებას, თუ როგორ განავითარონ ხედვა, ურთიერთნდობა და მიდგომა საქმისადმი. პროექტი მზარეულებს საშუალებას მისცემს სწორად დაანახონ მათ საკუთარი შესაძლებლობები და ჩარჩოები მოხსნან "ნახატებს", შთაგონებით შექმნან კერძები და აქციონ ის ხელოვნებად“, - აღნიშნა მან.

„მასტერშეფის“ მონაწილეებს ჟიურიში კიდევ ერთი კომპეტენტური და გამოცდილი შემფასებელი - ლევან კობიაშვილი ელოდებათ. ის საქართველოს კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი და მოლეკულური გასტრონომიის სპეციალისტია.

ლევან კობიაშვილს სარესტორნო სფეროში 26-წლიანი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან არის ლექტორი კულინარიულ კოლეჯში „იკარუსი“, 2013-2016 წლებში კი აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიის აკადემიაში ქართულ და მსოფლიო სამზარეულოს ასწავლიდა. გარდა ამისა, ის წლების მანძილზე საქართველოს საუკეთესო რესტორნების ბრენდ-შეფი იყო.

შეკითხვაზე, როგორია მისთვის პროფესიონალი მზარეული, ლევანი პასუხობს, რომ ამ ტიტულის მოპოვებას ბევრი ეტაპი განაპირობებს.

"პროფესიონალ მზარეულად აღიარებას ბევრი ეტაპი განაპირობებს. ელოდებით, რომ გამარჯვებულს ჰქონდეს თავისი ხედვა და ცოტა ვიზუალური კრეატიულობაც გააჩნდეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კერძი გემრიელი უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ოჯახის კერძი იქნება, ბებიის რეცეპტი თუ ა.შ.

საკმაოდ საინტერესო ადამიანები აღმოვაჩინეთ. გემრიელ და საინტერესო რაღაცებს გვთავაზობდნენ, მე კმაყოფილი ვარ“, - აღნიშნავს ის.

როგორც პროფესიონალი მზარეული და კულინარიის სფეროს ექსპერტი, ლევან კობიაშვილი მაყურებელს საინტერესო შოუს პირდება. „პროექტის მიზანია, გამოავლინოს კრეატიული და ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც უყვართ სამზარეულო, კერძებს ხშირად ამზადებენ სახლში. მე გამიხარდება, თუ მოყვარულები აღმოჩნდებიან ისეთი კრეატიულები, ისეთი უნარებით, რომ მეც და ყველას გაგვაოცებენ“, - აღნიშნავს ის.

მესამე და ჟიურის ერთი-ერთი ყველაზე მკაცრი წევრი ლუკა ნაჭყებიაა, რომელმაც „მასტერშეფის“ პირველი გადაცემების ჩაწერის დროს კონკურსანტთა ნაწილის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.

ლუკა პროფესიით სურსათის ტექნოლოგია. ის სურსათის ინდუსტრიაში 2010 წლიდან, სარესტორნო სფეროში კი 2012 წლიდან ჩაება. ლუკას კონსულტაციით 25-ზე მეტი კვების ობიექტი ამუშავდა. 2014 წლიდან დღემდე აგრარულ უნივერსიტეტსა და კულინარიულ აკადემიაში ასწავლის, ლექციებს ატარებს საერთაშორისო მასშტაბითაც.

მისი თქმით, შეფასებისას საკმაოდ ხისტია, „წრეებზე სიარული“ არ უყვარს და სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს. სათქმელი კი მხოლოდ ერთ რამეს - მონაწილეების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

„მე ასე ვუყურებ - სარესტორნო ინსდუსტრია საკმაოდ რთულია, ფსიქიკურადაც რთულად დასაძლევია და თუ ერთი ადამიანის სიტყვა შენზე ისე იმოქმედებს, რომ გაგტეხავს, არასწორ ინდუსტრიაში მოხვდი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩემს ნეგატიურ შეფასებას ადამიანი გამოწვევად მიიღებს და ჩემს „ჯიბრზე“ რაღაც კარგს გააკეთებს - ასეთი შეგრძნება მაქვს მე“, - აღნიშნავს ლუკა.

როგორც ის AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, „მასტრშეფით“ სურს, ყველას აჩვენოს, რომ კულინარია საქართველოში ხელოვნება ხდება.

„ამას ყველა დაინახავს, რომ საქართველო ნელ-ნელა კულინარიაში დახელოვნებული ადამიანებით ივსება. იმედია, რომ ბევრისთვის ეს დარგი ინსპირაცია გახდება და სხვებიც გაბედავენ, რომ მასში ჩაერთონ. კულინარიის განვითარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველოში „მასტერშეფის“ ჩატარება შესაძლებელია. გარდა ამისა, აუცილებელია პროფესიონალების დაფასება და მგონი, მასტერშეფი კარგი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ეს სჭირდება“, - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება შოუს გამარჯვებულის ჯილდოს, ეს "მასტერშეფის" პარტნიორის m2-ის მიერ დაწესებული ბინაა. ამასთან ერთად კი, გამარჯვებული ჯილდოდ მიიღებს პროფესიონალი მზარეულის ტიტულს და რაც მთავარია - ხალხის სიყვარულს!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს