ავტორი:

ყვარელში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარს ქათმის წვნიანით ინტოქსიკაციას უკავშირებს

ყვარელში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარს ქათმის წვნიანით ინტოქსიკაციას უკავშირებს

ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მანამდე ბავშვმა ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანი მიიღო, რის შემდეგაც ინტოქსიკაცია დაეწყო.

გამყრელიძეები მომხდარს ერთ-ერთი წარმოების ქათმის მიღებას უკავშირებენ, რომელიც თბილისიდან ნათესავმა გაუგზავნა. ბავშვი ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

საკვების მიღების შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მშობლებსაც, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. გამყრელიძეები განმარტავენ, რომ მომზადებამდე პროდუქტის ვარგისიანობა შეამოწმეს, თუმცა წარწერის მიუხედავად, ქათამი ძველი იყო და მოწამვლაც სწორედ ამან გამოიწვია.

"საკვების მომზადებამდე ქათმის შეფუთვაზე ვარგისიანობა შევამოწმე და როგორც ყველა დედამ, მეც ისე მოვამზადე წვნიანი. ჯერ ბავშვმა ჭამა და შემდეგ ჩვენ. უცებ ბავშვი გალურჯდა და კრუნჩხვაში ჩავარდა. სასწრაფოს არ დაველოდეთ და საავადმყოფოში ნათესავის მანქანით გადავიყვანეთ, მიყვანიდან 2 საათში გარდაცვლილა ჩემი ბიჭი. მეც ცუდად ვიყავი და არ მახსოვს არაფერი. რატომ ყიდიან ასეთ საწამლავს, ჩემმა მეორე ბავშვმა არ ჭამა, მადლობა ღმერთს. ჩემი ქმარიც ცუდად გახდა. აიღეს ყველანაირი სინჯი და ველოდებით პასუხს, არ მინდა სხვებიც ამ მდგომარეობაში ჩავარდნენ", - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბრისას გარდაცვლილის დედამ ელზა გამყრელიძემ.

VIDEO: "როგორც კი ჭამა, გალურჯდა" - ყვარელში 11 თვის ჩვილის გარდაცვალებას ოჯახი ქათმის წვნიანით მოწამვლას უკავშირებს

"საღამოს მეუღლემ ქათმის წვნიანი მოამზადა. საჭმლის მიღებამდე ბავშვი კარგ ხასიათზე იყო, მიცინოდა მეთამაშებოდა... მხიარული ბავშვი იყო. ჩემმა მეუღლემ საჭმელი აჭამა და მერე ჩვენც ვჭამეთ. ჯერ ბავშვი გახდა ცუდად, მოითენთა და ფერი დაკარგა. მაშინვე წავიყვანეთ სავადმყოფოში, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. რა ვქნათ, ვის მოვთხოვოთ პასუხი, ჩემს შვილს არაფერი აღარ ეშველება და მინდა, სხვების შვილები გადავარჩინო. ასეთ საწამლავებს როგორ უშვებენ. ვინც ვჭამეთ, ყველა მოვიწამლეთ. 3 წლის გოგო გვყავს, მხოლოდ მას არ უჭამია და არც ცუდათ გამხდარა. პოლიციაც ჩართულია საქმეში და ექსპერტიზისთვის სინჯებიც აიღებს. ველოდებით პასუხს", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილი ჩვილის მამამ, ზურაბ გამყრელიძემ.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ყვარლის კლინიკის მენეჯერმა:

"საღამოს 20:35 წუთზე ბავშვი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს, შემოყვანიდან 5 წუთში კლინიკური სიკვდილი განვითარდა. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად 45 წუთში ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. სიმპტომები იყო მწვავე მოწამვლის, თუმცა რისგან იყო ეს გამოწვეული, არ ვიცით. როგორც მშობლები ამბობენ, კვებითი, ამას გამოძიება დადგენს. ასევე მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მშობლები რომლებიც თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს. გარდაცცლილი ბავშვის დედა არის ორსული და ის დამატებით მკურნალობას საჭიროებდა" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ყვარლის კლინიკის მენეჯერმა ზურაბ გაუარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ