საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ - რას ითვალისწინებს რეფორმის მომდევნო ეტაპი
მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ - რას ითვალისწინებს რეფორმის მომდევნო ეტაპი

პე­და­გო­გებს ანა­ზღა­უ­რე­ბა ეზ­რდე­ბათ, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მაპ­რეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მი­ნის­ტრმა უწყე­ბის მიერ კომ­პლექ­სუ­რი რე­ფორ­მის მომ­დევ­ნო ეტა­პის და­წყე­ბა და­ა­ნონ­სა.

„რე­ფორ­მის მი­ზა­ნია სკო­ლებ­ში ისე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს XXI სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნა­რებს შეს­ძენს. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი, ძლი­ე­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბათ. რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, 2019 წლის სექ­ტემ­ბრი­დან უფ­რო­სის, წამ­ყვა­ნის ან მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ანა­ზღა­უ­რე­ბა 150 ლა­რით და მე­ტით გა­ეზ­რდე­ბა. ხელ­ფა­სის ზრდა ყო­ველ­წლი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა და 2022 წლის­თვის პე­და­გო­გის სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა 1500 ლარს და მეტს გა­უ­ტოლ­დე­ბა. სა­ხელ­ფა­სო ზრდა ასე­ვე შე­ე­ხე­ბათ რე­სურსცენ­ტრე­ბის, სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს.პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2019 წლის ზა­ფხულ­ში და­ა­დას­ტუ­რე­ბენ მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას და აი­მაღ­ლე­ბენ სტა­ტუსს, ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ გაზ­რდილ ანა­ზღა­უ­რე­ბას ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დად­გო­მი­სას, 2019 წლის სექ­ტემ­ბრი­დან. პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მი­საღ­წე­ვად მო­თხოვ­ნე­ბი ნა­წი­ლობ­რივ აქვთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აი­მაღ­ლონ სტა­ტუ­სი და­მა­ტე­ბი­თი კრე­დი­ტ­ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბით 2019 წლის ბო­ლომ­დე. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ი­ღე­ბენ გაზ­რდილ და მზარდ ანა­ზღა­უ­რე­ბას,“- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მას­წავ­ლებ­ლის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პე­და­გო­გე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფო იზ­რუ­ნებს პრაქ­ტი­კო­სი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბით და ამის შემ­დგომ, გან­მე­ო­რე­ბით მის­ცემს მათ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე.

„სა­პენ­სიო ასა­კის ღვაწლ­მო­სილ პე­და­გო­გებს, რო­მელ­თაც არ ექ­ნე­ბათ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი, ეძ­ლე­ვათ პრი­ვი­ლე­გია მათი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე 2019 წელს სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ი­ღონ ერთჯე­რა­დი ფუ­ლა­დი ჯილ­დო - ორი წლის ჯა­მუ­რი ხელ­ფა­სი; ამას­თან, შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის პა­კე­ტი მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში (სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­და­ზღვე­ვო ვა­უ­ჩე­რის პი­რო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით).

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ სა­პენ­სიო ასა­კის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს სა­ხელ­წი­ფოს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბა:

· თუ მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის სურ­ვი­ლი, ამის შე­სა­ხებ უნდა გა­ნა­ცხა­დოს 2019 წლის მა­ი­სის ბო­ლომ­დე;

· თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას, ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ უნდა გვაც­ნო­ბოს 2019 წლის ბო­ლომ­დე;

· თუ მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს სურ­ვი­ლი ან ვერ და­ა­დას­ტუ­რებს მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას გან­მე­ო­რე­ბი­თი მცდე­ლო­ბი­სას, ან თუ მას­წავ­ლე­ბელს აქვს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ სურს, რომ აი­მაღ­ლოს სტა­ტუ­სი - ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ 2019 წლის ბო­ლომ­დე უნდა გა­ნა­ცხა­დოს.

· სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოს გა­ცე­მა და­ი­წყე­ბა არა­უგ­ვი­ა­ნეს 2019 წლის სექ­ტემ­ბრი­სა.

ყვე­ლა ის პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც 2019 წლის ბო­ლომ­დე ვერც ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ვერ და­ა­დას­ტუ­რებს მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას და ვერ აი­მაღ­ლებს სტა­ტუსს, შეძ­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - დრო­ე­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხელ­ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ სი­ახ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო და სა­ბი­უ­ჯე­ტო ცვლი­ლე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მას­წავ­ლე­ბელ­თა რე­გის­ტრა­ცია კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად 2019 წლის 13 მა­ისს და­ი­წყე­ბა და 24 მა­ისს, 18:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა. პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და და­რე­გის­ტრი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ შემ­დეგ ვებგ­ვერ­დებ­ზე: www.naec.ge და online.naec.ge.

ავტორი:

მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ - რას ითვალისწინებს რეფორმის მომდევნო ეტაპი

მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ - რას ითვალისწინებს რეფორმის მომდევნო ეტაპი

პედაგოგებს ანაზღაურება ეზრდებათ, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაპრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრმა უწყების მიერ კომპლექსური რეფორმის მომდევნო ეტაპის დაწყება დაანონსა.

„რეფორმის მიზანია სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, ძლიერი მასწავლებლები, რომელთაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ. რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება. სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან. პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას,“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, პედაგოგების საჭიროებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.

„საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

· თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;

· თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;

· თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.

· სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით. ზემოთ ჩამოთვლილ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები“, - აღნიშნა მინისტრმა.

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისს დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დარეგისტრირების საშუალება ექნებათ შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ