საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგანმა და ჰარიმ ბავშვს სამეფო ოჯახისთვის არატრადიციული სახელი დაარქვეს - რას ნიშნავს არჩი ჰარისონი
მეგანმა და ჰარიმ ბავშვს სამეფო ოჯახისთვის არატრადიციული სახელი დაარქვეს - რას ნიშნავს არჩი ჰარისონი

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა და ჰერ­ცო­გი­ნი­ამ შვილს არჩი ჰა­რი­სონ მა­უნტბა­ტენ-უინ­ძო­რი და­არ­ქვეს. BBC წერს, რომ სა­ხე­ლის არ­ჩე­ვა­ნი ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო - სა­მე­ფო ოჯახ­ში არც არჩი და არც ჰა­რი­სო­ნი არა­სო­დეს და­ურ­ქმე­ვი­ათ ბავ­შვის­თვის.

არჩი „ნამ­დვილს“, „ჭეშ­მა­რიტს“, „გა­ბე­დულს“ ნიშ­ნავს და ბრი­ტა­ნეთ­ში უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლია, ვიდ­რე აშშ-ში. თავ­და­პირ­ვე­ლად არ­ჩი­ბალ­დის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია იყო, თუმ­ცა ამ­ჟა­მად არჩი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლა­დაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰა­რი­სონს, ეს სა­ხე­ლიც ინ­გლის­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლია, ვიდ­რე მე­გა­ნის სამ­შობ­ლო­ში და თავ­და­პირ­ვე­ლად გვა­რის სა­ხით გვხვდე­ბო­და. ჰა­რი­სო­ნი „ჰა­რის შვილს“ ნიშ­ნავ­და.

ამას­თან, მშობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არჩი არ მი­ი­ღებს სა­პა­ტიო სა­მე­ფო ტი­ტულს. რო­გორც ჰერ­ცო­გის შვილს შე­ე­ფე­რე­ბა, ბავ­შვს გრა­ფის წო­დე­ბა უნდა მი­ნი­ჭე­ბო­და, თუმ­ცა მე­გან­მა და ჰა­რიმ უარი გა­ნა­ცხა­დეს.

სა­მე­ფო კა­რის მი­მომ­ხილ­ვე­ლი რი­ჩარდ ფიც­ვი­ლი­ამ­სი ამ­ბობს, რომ ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ერ­ქმი­ათ შვი­ლის­თვის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც არ არის სა­მე­ფო ოჯა­ხის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი, „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია“ და მო­ნარ­ქი­ას „გა­ა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვებს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

მეგანმა და ჰარიმ ბავშვს სამეფო ოჯახისთვის არატრადიციული სახელი დაარქვეს - რას ნიშნავს არჩი ჰარისონი

მეგანმა და ჰარიმ ბავშვს სამეფო ოჯახისთვის არატრადიციული სახელი დაარქვეს - რას ნიშნავს არჩი ჰარისონი

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ შვილს არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი დაარქვეს. BBC წერს, რომ სახელის არჩევანი ყველასთვის მოულოდნელი იყო - სამეფო ოჯახში არც არჩი და არც ჰარისონი არასოდეს დაურქმევიათ ბავშვისთვის.

არჩი „ნამდვილს“, „ჭეშმარიტს“, „გაბედულს“ ნიშნავს და ბრიტანეთში უფრო პოპულარულია, ვიდრე აშშ-ში. თავდაპირველად არჩიბალდის შემოკლებული ვერსია იყო, თუმცა ამჟამად არჩი დამოუკიდებელ სახელადაც გამოიყენება.

რაც შეეხება ჰარისონს, ეს სახელიც ინგლისში მეტად პოპულარულია, ვიდრე მეგანის სამშობლოში და თავდაპირველად გვარის სახით გვხვდებოდა. ჰარისონი „ჰარის შვილს“ ნიშნავდა.

ამასთან, მშობლების გადაწყვეტილებით, არჩი არ მიიღებს საპატიო სამეფო ტიტულს. როგორც ჰერცოგის შვილს შეეფერება, ბავშვს გრაფის წოდება უნდა მინიჭებოდა, თუმცა მეგანმა და ჰარიმ უარი განაცხადეს.

სამეფო კარის მიმომხილველი რიჩარდ ფიცვილიამსი ამბობს, რომ ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილება, დაერქმიათ შვილისთვის სახელი, რომელიც არ არის სამეფო ოჯახისთვის ტრადიციული, „არაჩვეულებრივია“ და მონარქიას „გააახალგაზრდავებს“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე