ავტორი:

თბილისის ძველ უბნებში ავტომობილებით მოძრაობა შესაძლოა, აიკრძალოს

თბილისის ძველ უბნებში ავტომობილებით მოძრაობა შესაძლოა, აიკრძალოს

თბილისის ძველ უბნებში, ავტომობილებით მოძრაობა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.

„თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომელიც გამოირჩევა ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან, ტურისტულად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.

გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტი.

ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ქალაქის ცენტრში, არამედ გამოათავისუფლებს ავტოსადგომის ტერიტორიებს. შედეგად, გაფართოვდება საფეხმავლო ადგილები, მეტად განვითარდება კაფე-რესტორნების ქსელი და, შესაბამისად, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი,“ - ვკითხულობთ ანგარიშში. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ