Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 27 წლის ქართველი ექიმი, რომელიც ჰოლივუდის ცნობილი სახეების პლასტიკურ ქირურგთან მუშაობდა და რას საქმიანობს ის ამჟამად საქართველოში?
ვინ არის 27 წლის ქართველი ექიმი, რომელიც ჰოლივუდის ცნობილი სახეების პლასტიკურ ქირურგთან მუშაობდა და რას საქმიანობს ის ამჟამად საქართველოში?

მა­რი­ამ თო­ფუ­რია 27 წლი­საა, ამ­ჟა­მად ის კლი­ნი­კა „მა­ჟეს“ დი­რექ­ტო­რია და ამავდრო­უ­ლად, კუ­ზა­ნო­ვის კლი­ნი­კა­ში პლას­ტი­კურ ქი­რურ­გად მუ­შა­ობს.

ახალ­გაზ­რდა პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა ოც­ნე­ბე­ბის დევ­ნა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის ძი­ე­ბა­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნის წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან იმუ­შა­ვა, მათ შო­რის: აშშ-ში, ის­რა­ელ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, რუ­სეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში.

ქარ­თველ­მა ქი­რურ­გმა მა­რი­ამ თო­ფუ­რი­ამ AMBEBI.GE-ს სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი უამ­ბო და საყ­ვა­რელ პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხედ­ვაც გა­აც­ნო.

- რო­გო­რია თქვე­ნი, რო­გორც პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის მთა­ვა­რი სა­მუ­შაო პრინ­ცი­პი?

- უნდა და­ვან­გრი­ოთ სტე­რე­ო­ტი­პი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რო­გორც წესი, ადა­მი­ა­ნებს ეტყო­ბათ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის კვა­ლი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ბუ­ნებ­რივ, ნა­ტუ­რა­ლურ ვი­ზუ­ალ­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში მყო­ფი შე­დე­გის მიღ­წე­ვის გარ­და, ვმუ­შა­ობ პრინ­ცი­პით, რო­მე­ლიც რუ­ტი­ნას ემიჯ­ნე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და იმ­სა­ხუ­რებს, რომ ეს იგ­რძნოს.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა და რო­გორ და­ი­წყეთ ამ მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ზრუნ­ვა?

- 7 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, ტე­ლე­ვი­ზორ­თან მჯდო­მი, როცა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის ტრანსლი­რე­ბას ვუ­ყუ­რებ­დი და ნა­ნა­ხით და­ვინ­ტე­რეს­დი. მშობ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ექი­მე­ბი არი­ან, ჩემს შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხეს. ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი მი­ტა­ცებ­და და მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ, რომ სხვა, შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი პრო­ფე­სია ამერ­ჩია, თუმ­ცა ერთხელ გა­ჩე­ნი­ლი სურ­ვი­ლი არა­სო­დეს გამ­ნე­ლე­ბია და ცხა­დია, მე­დი­ცი­ნა ავირ­ჩიე. მო­რიგ მიზ­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა და­ვი­სა­ხე და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, სა­ზღვრებს გა­რეთ სა­უ­კე­თე­სო ეს­თე­ტი­კურ კლი­ნი­კებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. თა­ვად ვარ­ჩევ­დი იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის სა­ნი­მუ­შო აღ­მოჩ­ნდნენ და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თან მუ­შა­ო­ბამ გამ­ზარ­და.

- რო­მელ ქვეყ­ნებ­ში გა­და­წყვი­ტეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რო­გორ აი­სა­ხა ეს თქვენს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე?

- რე­ზი­დენ­ტუ­რის პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა ის­რა­ელ­ში რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის შე­სას­წავ­ლად წა­ვე­დი. მინ­დო­და ჯერ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ამეთ­ვი­სე­ბი­ნა და შემ­დეგ ეს­თე­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მეზ­რუ­ნა. ის­რა­ელ­ში, ლი­ბა­ნის სა­ზღვარ­თან, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­ვი­ა­რე პრაქ­ტი­კა და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. შემ­დეგ იყო ბრა­ზი­ლია − სან-პა­უ­ლუ და რიო დე ჟა­ნე­ი­რო, მოს­კო­ვი და სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გებ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი 6 თვე; საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში გავ­ლი­ლი პრაქ­ტი­კა და ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ემო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრში ვნა­ხე ის, რა­საც ამ­დე­ნი ხანი ვე­ძებ­დი. ვი­ყა­ვი ფად ნა­ჰა­ი­სა და მარკ კოდ­ნერ­თან − ატ­ლან­ტის სა­უ­კე­თე­სო პლას­ტი­კურ ქი­რურ­გებ­თან. მარ­კი­სა და ემო­რის ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მი­ვი­ღე, რომ მათ­თან დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა ეს ჩემს დღის წეს­რიგ­ში არ დგას. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ჩას­ვლი­სას რი­ნოპ­ლას­ტი­კის წამ­ყვან ქი­რურ­გებ­თან − აა­რონ კო­სი­ნის­თან და ჯეი კალ­ვერტთან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. მათ ამე­რი­კა­ში „რი­ნოპ­ლას­ტი­კის ან­გე­ლო­ზე­ბად“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ამ მარ­თლაც სა­ო­ცარ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ცოდ­ნის კარი გა­მი­ღეს. ხან­და­ხან არც მჯე­რო­და, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ნამ­დვი­ლად ხდე­ბო­და.

- თქვენ მუ­შა­ობ­დით ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის წამ­ყვან ქი­რურგთან - ბენ ტა­ლე­ის­თან, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბილ სა­ხე­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. რა გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ცათ ასეთ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან მუ­შა­ო­ბამ?

- მრა­ვალ­გზის მოგ­ზა­უ­რო­ბის, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლის გაც­ნო­ბის შემ­დე­გაც აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა წინ მქონ­და − გა­მი­მარ­თლა და შევ­ხვდი ბენ ტა­ლე­ის, რო­მელ­საც შო­რი­დან დიდი ხა­ნია ვე­თაყ­ვა­ნე­ბი. ბენი ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის წამ­ყვა­ნი ქი­რურ­გია, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბილ სა­ხე­ებს, მათ შო­რის კარ­და­ში­ა­ნებ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. მას­თან მოხ­ვედ­რა­ზე არც მი­ოც­ნე­ბია, რად­გან ბენ ტა­ლე­ის­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლებ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და ამე­რი­კა­ში გა­ვი­ცა­ნი გა­და­ცე­მა „ექი­მე­ბის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი − ენ­დრიუ ორ­დო­ნი. დავ­მე­გობ­რდით, სწო­რედ მის­მა რე­კო­მენ­და­ცი­ამ და ერ­თმა ზარ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ბენ­თან ჩემი მოხ­ვედ­რა. ასე აღ­მოვ­ჩნდი ბენ ტა­ლე­ის ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის კლი­ნი­კა­ში − სა­ოც­ნე­ბო და სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლას, სა­დაც ოდეს­მე მოვ­ხვედ­რი­ვარ, რად­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის უმაღ­ლე­სი დონე, რო­მე­ლიც იქ ვი­ხი­ლე, მა­ნამ­დე არ­სად მქონ­და ნა­ნა­ხი.

- უცხო­ეთ­ში პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დით და გა­და­წყვი­ტეთ, თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­გე­ყე­ნე­ბი­ნათ. ამ­ჟა­მად რითი ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ პლას­ტი­კურ ქი­რურ­გად კუ­ზა­ნო­ვის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გა­ვი­ა­რე რე­ზი­დენ­ტუ­რა. ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის − ივა და ალექ­სან­დრე კუ­ზა­ნო­ვე­ბის წვლი­ლი სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში გა­ნუ­ზო­მე­ლია. სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, გავმხდა­რი­ყა­ვი მათი გუნ­დის წევ­რი.

ამ ეტაპ­ზე, ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რაც ბენ­თან მუ­შა­ო­ბი­სას ვის­წავ­ლე − რი­ნოპ­ლას­ტი­კა, სა­ხი­სა და ტუ­ჩის ლიფ­ტინ­გი (აწე­ვა) მი­სე­უ­ლი მე­თო­დით. ტექ­ნი­კა, რო­მელ­საც და­ვე­უფ­ლე, გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რია. მე, რო­გორც ბე­ნის მოს­წავ­ლე, მისი მე­თო­დის და­ნერგვას ვა­პი­რებ ჩემს პრაქ­ტი­კა­ში.

- რო­გო­რი გან­ცდა და­გე­უფ­ლათ პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­სას?

- თით­ქოს წაშ­ლი­ლია დროს­თან ის სა­ზღვა­რი, როცა პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას არ ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი. იმ დრო­ი­სათ­ვის, როცა პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია გა­ვა­კე­თე, ყო­ველ­მხრივ შეჩ­ვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან კონ­ტაქ­ტი შედ­გა; მა­ში­ნაც კი, როცა ობ­ზერ­ვე­რის ამ­პლუ­ა­ში ათე­უ­ლო­ბით ოპე­რა­ცი­ას ვეს­წრე­ბო­დი, ნათ­ლად წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თა­ვად რო­გორ ვი­მოქ­მე­დებ­დი, წა­ვუ­ძღვე­ბო­დი ოპე­რა­ცი­ას. ხოლო როცა ეს დრო დად­გა, არც რე­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლა უცხო, რად­გან ჯერ კი­დევ რე­ზი­დენ­ტო­ბი­სას თი­თო­ე­ულ ოპე­რა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბას სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხად აღ­ვიქ­ვამ­დი.

- პლას­ტი­კურ ქი­რურ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სურ­ვი­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში დიდი ას­პა­რე­ზია − მათ შე­უძ­ლი­ათ დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლონ სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კა და წარ­მა­ტე­ბით და­ე­უფ­ლონ ხე­ლო­ბას, თუმ­ცა ის, რაც არ ის­წავ­ლე­ბა, გე­მოვ­ნე­ბაა. რო­გორ ხელ­მძღვა­ნე­ლობთ სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით?

- ჩემი თვა­ლე­ბი გა­მუდ­მე­ბით ეძებს და პო­უ­ლობს სხვა­დას­ხვა "პა­ცი­ენტს" - ზოგ­ჯერ ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად, ზოგ­ჯერ კი და­ჟი­ნე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბი სა­ხე­ებს და სხვა­დას­ხვა ნაკ­ვთს, დე­ტალს ვარ­გებ; შე­საძ­ლოა მი­ნი­მა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. ჩემი გე­მოვ­ნე­ბა ჩემი ხელ­წე­რაა, რო­მე­ლიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სტან­დარ­ტუ­ლად ერ­თგვა­რო­ვა­ნი მიდ­გო­მა არ გა­ხა­სი­ა­თებს, ქი­რურგს ყვე­ლას­გან გა­მო­გარ­ჩევს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ 27 წლის ასაკ­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხეთ და იმის გამო, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობთ და სწავ­ლობთ, არა­სო­დეს გიგ­რძნი­ათ, რომ რა­ი­მეს აკ­ლდე­ბით?

- ერ­თა­დერ­თი, რაც ყო­ველ­თვის მე­ნა­ნე­ბა, დროა. მას არა­სო­დეს ვაც­დენ. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ რა­ი­მეს ვაკ­ლდე­ბი, რად­გან ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი დღე მა­ში­ნაა, როცა ყვე­ლა­ზე მეტი საქ­მე მაქვს. პა­რა­დოქ­სია, თუმ­ცა ასეთ დროს, კი­დევ უფრო მე­ტის მოს­წრე­ბას ვა­ხერ­ხებ და სა­ღა­მოს, კლი­ნი­კი­დან გა­მოს­ვლი­სას, მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა, გან­ტვირ­თვა ჩემ­თვის უფრო მე­ტად ღი­რე­ბუ­ლია.

- ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გაქვთ. ყო­ველ­დღი­უ­რად ცდი­ლობთ, ფეხი აუ­წყოთ სი­ახ­ლე­ებს. რო­გორ ახერ­ხებთ ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბას?

- ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რია მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით. ვუს­მი­ნო მათი სი­ტყვე­ბით აღ­წე­რილ შეგ­რძნე­ბებს, თუ რო­გორ ტრანსფორ­მა­ცი­ას ახ­დენს მი­ნი­მა­ლუ­რი და ზუს­ტად გათ­ვლი­ლი გა­რეგ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის ხა­ლის­ზე. სი­ლა­მა­ზე დიდი ძა­ლაა, რომ­ლის­კე­ნაც ბევ­რი მი­ილ­ტვის, მეც ეს­თე­ტი­კის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ, სწო­რედ ამი­ტომ ვუ­ძღვნი ჩემს ცხოვ­რე­ბას სწავ­ლას, მოგ­ზა­უ­რო­ბას და გა­მუდ­მე­ბულ გან­ვით­რე­ბას, რათა ჩემს პა­ცი­ენ­ტებს შევ­თა­ვა­ზო 21 სა­უ­კუ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მათი მო­თხოვ­ნე­ბი და გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემი ხედ­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

მაკო
7

სასწაული გოგოა მარიამი + პროფესიონალი თავისი საქმის ❤️

ავტორი:

ვინ არის 27 წლის ქართველი ექიმი, რომელიც ჰოლივუდის ცნობილი სახეების პლასტიკურ ქირურგთან მუშაობდა და რას საქმიანობს ის ამჟამად საქართველოში?

ვინ არის 27 წლის ქართველი ექიმი, რომელიც ჰოლივუდის ცნობილი სახეების პლასტიკურ ქირურგთან მუშაობდა და რას საქმიანობს ის ამჟამად საქართველოში?

მარიამ თოფურია 27 წლისაა, ამჟამად ის კლინიკა „მაჟეს“ დირექტორია და ამავდროულად, კუზანოვის კლინიკაში პლასტიკურ ქირურგად მუშაობს.

ახალგაზრდა პლასტიკურმა ქირურგმა ოცნებების დევნასა და თანამედროვე ტენდენციების ძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის წამყვან სპეციალისტებთან იმუშავა, მათ შორის: აშშ-ში, ისრაელში, ბრაზილიაში, ესპანეთში, რუსეთში, საფრანგეთსა და იტალიაში.

ქართველმა ქირურგმა მარიამ თოფურიამ AMBEBI.GE-ს საინტერესო ცხოვრებისეული თავგადასავლები უამბო და საყვარელ პროფესიასთან დაკავშირებული ხედვაც გააცნო.

- როგორია თქვენი, როგორც პლასტიკური ქირურგის მთავარი სამუშაო პრინციპი?

- უნდა დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, როგორც წესი, ადამიანებს ეტყობათ პლასტიკური ქირურგიის კვალი. მაქსიმალურად ბუნებრივ, ნატურალურ ვიზუალთან ჰარმონიაში მყოფი შედეგის მიღწევის გარდა, ვმუშაობ პრინციპით, რომელიც რუტინას ემიჯნება. თითოეული პაციენტი განსაკუთრებული შემთხვევაა და იმსახურებს, რომ ეს იგრძნოს.

- რატომ გადაწყვიტეთ პლასტიკური ქირურგის პროფესიის არჩევა და როგორ დაიწყეთ ამ მიზნის განხორციელებისთვის ზრუნვა?

- 7 წლის ვიქნებოდი, ტელევიზორთან მჯდომი, როცა პლასტიკური ოპერაციის ტრანსლირებას ვუყურებდი და ნანახით დავინტერესდი. მშობლებმა, რომლებიც ექიმები არიან, ჩემს შეკითხვებს უპასუხეს. ტექნიკური საგნები მიტაცებდა და მგულშემატკივრობდნენ, რომ სხვა, შედარებით მსუბუქი პროფესია ამერჩია, თუმცა ერთხელ გაჩენილი სურვილი არასოდეს გამნელებია და ცხადია, მედიცინა ავირჩიე. მორიგ მიზნად საქართველოში უნივერსიტეტის დამთავრება დავისახე და პარალელურ რეჟიმში, საზღვრებს გარეთ საუკეთესო ესთეტიკურ კლინიკებში პრაქტიკული გამოცდილების მიღება გადავწყვიტე. თავად ვარჩევდი იმ პროფესიონალებს, რომლებიც ჩემთვის სანიმუშო აღმოჩნდნენ და წლების განმავლობაში მათთან მუშაობამ გამზარდა.

- რომელ ქვეყნებში გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება, გამოცდილების მიღება და საბოლოო ჯამში, როგორ აისახა ეს თქვენს პროფესიონალიზმზე?

- რეზიდენტურის პირველ კურსზე ვიყავი, როცა ისრაელში რეკონსტრუქციული ქირურგიის შესასწავლად წავედი. მინდოდა ჯერ აღნიშნული მიმართულება ამეთვისებინა და შემდეგ ესთეტიკურ ქირურგიაში განვითარებაზე მეზრუნა. ისრაელში, ლიბანის საზღვართან, სამხედრო ჰოსპიტალში გავიარე პრაქტიკა და დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ იყო ბრაზილია − სან-პაულუ და რიო დე ჟანეირო, მოსკოვი და საუკეთესო ქირურგებთან გატარებული 6 თვე; საფრანგეთსა და იტალიაში გავლილი პრაქტიკა და ოპერაციებში მონაწილეობა.

ემორის უნივერსიტეტში, ესთეტიკის ცენტრში ვნახე ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. ვიყავი ფად ნაჰაისა და მარკ კოდნერთან − ატლანტის საუკეთესო პლასტიკურ ქირურგებთან. მარკისა და ემორის ესთეტიკის ცენტრისგან შემოთავაზებაც მივიღე, რომ მათთან დავრჩენილიყავი, თუმცა ეს ჩემს დღის წესრიგში არ დგას. ლოს-ანჯელესში ჩასვლისას რინოპლასტიკის წამყვან ქირურგებთან − აარონ კოსინისთან და ჯეი კალვერტთან მუშაობის საშუალება მომეცა. მათ ამერიკაში „რინოპლასტიკის ანგელოზებად“ მოიხსენიებენ. ამ მართლაც საოცარმა პროფესიონალებმა ახალი შესაძლებლობებისა და ცოდნის კარი გამიღეს. ხანდახან არც მჯეროდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ნამდვილად ხდებოდა.

- თქვენ მუშაობდით ბევერლი ჰილზის წამყვან ქირურგთან - ბენ ტალეისთან, რომელიც ჰოლივუდის ცნობილ სახეებს ემსახურება. რა გამოცდილება მოგცათ ასეთ პროფესიონალთან მუშაობამ?

- მრავალგზის მოგზაურობის, ბევრი საინტერესო სიახლის გაცნობის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ყველაზე მთავარი შთაბეჭდილება წინ მქონდა − გამიმართლა და შევხვდი ბენ ტალეის, რომელსაც შორიდან დიდი ხანია ვეთაყვანები. ბენი ბევერლი ჰილზის წამყვანი ქირურგია, რომელიც ჰოლივუდის ცნობილ სახეებს, მათ შორის კარდაშიანებსაც ემსახურება. მასთან მოხვედრაზე არც მიოცნებია, რადგან ბენ ტალეისთან კომუნიკაციის დამყარება ფაქტობრივად შეუძლებლად მეჩვენებოდა. ძალიან გამიმართლა და ამერიკაში გავიცანი გადაცემა „ექიმების“ ერთ-ერთი წამყვანი − ენდრიუ ორდონი. დავმეგობრდით, სწორედ მისმა რეკომენდაციამ და ერთმა ზარმა განაპირობა ბენთან ჩემი მოხვედრა. ასე აღმოვჩნდი ბენ ტალეის ბევერლი ჰილზის კლინიკაში − საოცნებო და საუკეთესო ადგილას, სადაც ოდესმე მოვხვედრივარ, რადგან პროფესიონალიზმისა და მომსახურების უმაღლესი დონე, რომელიც იქ ვიხილე, მანამდე არსად მქონდა ნანახი.

- უცხოეთში პრაქტიკული ცოდნის მიღების შემდეგ დაბრუნდით და გადაწყვიტეთ, თქვენი გამოცდილება საქართველოში გამოგეყენებინათ. ამჟამად რითი ხართ დაკავებული?

- ამჟამად ვმუშაობ პლასტიკურ ქირურგად კუზანოვის კლინიკაში, სადაც გავიარე რეზიდენტურა. ჩემი ხელმძღვანელების − ივა და ალექსანდრე კუზანოვების წვლილი საკუთარ პროფესიულ ზრდაში განუზომელია. სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას, გავმხდარიყავი მათი გუნდის წევრი.

ამ ეტაპზე, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რაც ბენთან მუშაობისას ვისწავლე − რინოპლასტიკა, სახისა და ტუჩის ლიფტინგი (აწევა) მისეული მეთოდით. ტექნიკა, რომელსაც დავეუფლე, გამორჩეული და უნიკალურია. მე, როგორც ბენის მოსწავლე, მისი მეთოდის დანერგვას ვაპირებ ჩემს პრაქტიკაში.

- როგორი განცდა დაგეუფლათ პირველი ოპერაციის ჩატარებისას?

- თითქოს წაშლილია დროსთან ის საზღვარი, როცა პლასტიკურ ქირურგიას არ ვემსახურებოდი. იმ დროისათვის, როცა პირველი ოპერაცია გავაკეთე, ყოველმხრივ შეჩვეულ საქმიანობასთან კონტაქტი შედგა; მაშინაც კი, როცა ობზერვერის ამპლუაში ათეულობით ოპერაციას ვესწრებოდი, ნათლად წარმოვიდგენდი, თავად როგორ ვიმოქმედებდი, წავუძღვებოდი ოპერაციას. ხოლო როცა ეს დრო დადგა, არც რეალური პასუხისმგებლობა აღმოჩენილა უცხო, რადგან ჯერ კიდევ რეზიდენტობისას თითოეულ ოპერაციაზე დასწრებას საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხად აღვიქვამდი.

- პლასტიკურ ქირურგად ჩამოყალიბების სურვილის მქონე ადამიანისთვის თანამედროვეობაში დიდი ასპარეზია − მათ შეუძლიათ დეტალურად შეისწავლონ სხვადასხვა ტექნიკა და წარმატებით დაეუფლონ ხელობას, თუმცა ის, რაც არ ისწავლება, გემოვნებაა. როგორ ხელმძღვანელობთ საკუთარი გემოვნებით?

- ჩემი თვალები გამუდმებით ეძებს და პოულობს სხვადასხვა "პაციენტს" - ზოგჯერ ანგარიშმიუცემლად, ზოგჯერ კი დაჟინებით ვაკვირდები სახეებს და სხვადასხვა ნაკვთს, დეტალს ვარგებ; შესაძლოა მინიმალური ცვლილებებით, რომელიც განსაკუთრებით რთული შესასრულებელია. ჩემი გემოვნება ჩემი ხელწერაა, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტულად ერთგვაროვანი მიდგომა არ გახასიათებს, ქირურგს ყველასგან გამოგარჩევს.

- როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა, რომ 27 წლის ასაკში დიდი გამოცდილების დაგროვება მოახერხეთ და იმის გამო, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ და სწავლობთ, არასოდეს გიგრძნიათ, რომ რაიმეს აკლდებით?

- ერთადერთი, რაც ყოველთვის მენანება, დროა. მას არასოდეს ვაცდენ. არასოდეს მიფიქრია, რომ რაიმეს ვაკლდები, რადგან ჩემთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი დღე მაშინაა, როცა ყველაზე მეტი საქმე მაქვს. პარადოქსია, თუმცა ასეთ დროს, კიდევ უფრო მეტის მოსწრებას ვახერხებ და საღამოს, კლინიკიდან გამოსვლისას, მეგობრებთან შეხვედრა, განტვირთვა ჩემთვის უფრო მეტად ღირებულია.

- ძალიან გადატვირთული რეჟიმი გაქვთ. ყოველდღიურად ცდილობთ, ფეხი აუწყოთ სიახლეებს. როგორ ახერხებთ ყოველთვის სასურველი შედეგების მიღებას?

- ყველაზე დიდი ბედნიერებაა როდესაც პაციენტი კმაყოფილი და ბედნიერია მიღწეული შედეგით. ვუსმინო მათი სიტყვებით აღწერილ შეგრძნებებს, თუ როგორ ტრანსფორმაციას ახდენს მინიმალური და ზუსტად გათვლილი გარეგნული ცვლილება ცხოვრების ხალისზე. სილამაზე დიდი ძალაა, რომლისკენაც ბევრი მიილტვის, მეც ესთეტიკის თაყვანისმცემელი ვარ, სწორედ ამიტომ ვუძღვნი ჩემს ცხოვრებას სწავლას, მოგზაურობას და გამუდმებულ განვითრებას, რათა ჩემს პაციენტებს შევთავაზო 21 საუკუნის თანამედროვე მიდგომები, გავითვალისწინო მათი მოთხოვნები და გავუზიარო ჩემი ხედვა მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგის მისაღწევად.