ავტორი:

რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს - ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს - ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის (29.10.1994) გარდაცვალების გამო. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.

ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ვალოდი მახათაძე სოფელ შუამთაში ცხოვრობდა. ახლობლების ინფორმაციით, ის ჯარში რამდენიმე თვეა, რაც მსახურობდა.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს დღეს შეატყობინეს, რომ ჯარისკაცმა თავი მოიკლა. ახლობლებს და მეზობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ. ჯარისკაცს ოჯახში, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?