პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს? - ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ, ადგილობრივ კლანებს შორის ბრძოლა გამწვავდა
აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს? - ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ, ადგილობრივ კლანებს შორის ბრძოლა გამწვავდა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში 21 ივ­ლისს და­გეგ­მი­ლი "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის" წინ, ად­გი­ლობ­რივ კლა­ნებს შო­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა ისევ გამ­წვავ­და. "ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი", ჯან­მრთე­ლო­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, მოს­კო­ვის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას უეც­რად მე­ტყვე­ლე­ბა წა­ერ­თვა, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს ინ­სულ­ტის ნიშ­ნებს არ ჰგავ­და. სო­ხუმ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ას­ლან ბჟა­ნია მო­წამ­ლეს და ამის უკან, რაულ ხა­ჯიმ­ბა და მისი კლა­ნი დგას. ისი­ნი ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის კლა­ნის "ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით", ას­ლან ბჟა­ნი­ას მოს­კოვ­ში ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კოსს ინ­სულ­ტი ჰქონ­და, რის გა­მოც, მოს­კოვ­ში ნევ­რო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კი, ას­ლან ბჟა­ნია, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობ­და, მო­წამ­ლეს. ბჟა­ნი­ას­თან ერ­თად, ზუს­ტად იმა­ვე სიმპტო­მე­ბით, მოს­კო­ვის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მისი დაც­ვის ორი წევ­რიც. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ბჟა­ნი­ას ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია ჰქონ­და, იგი­ვე ვერ ექ­ნე­ბო­დათ მის დაც­ვის წევ­რებს", - წერს ekhokavkaza.com.

თუმ­ცა, მოს­კოვ­ში აფხა­ზი ექი­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­ა­კე­თა გა­ცხა­დე­ბა, რომ ბჟა­ნი­ას ვირუ­სი აქვს და მეტი არა­ფე­რი. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ამ გან­ცხა­დე­ბამ ეჭვი კი­დევ უფრო გა­უმ­ყა­რა - მათი თქმით, რაულ ხა­ჯიმ­ბამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, ექი­მებს პირ­და­პირ მოს­თხო­ვა მსგავ­სი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა.

აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი შამ­ბა აცხა­დებს, რომ ამ ფაქ­ტის გარ­შე­მო უამ­რა­ვი კი­თხვა არ­სე­ბობს და ოდეს­მე ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ლუ­ლი ცხა­დი ხდე­ბა, მთა­ვა­რია, გვი­ა­ნი არ იყოს.

"ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ეჩ­ვია იმას, რომ ამა თუ იმ ლი­დერს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს სხვა­დას­ხვა გზე­ბით ჩა­მო­ა­შო­რე­ბენ ხოლ­მე", - აღ­ნიშ­ნა მან.

შამ­ბას გან­ცხა­დე­ბამ აფხა­ზი ექი­მე­ბი აღაშ­ფო­თა. მათი თქმით, თუ მას კონ­კრე­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს, შე­უძ­ლია პირ­და­პირ ილა­პა­რა­კოს. რო­გორც აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს-მდი­ვა­ნი, რუს­თამ ზან­თა­რია აცხა­დებს, ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, რად­გან ცნო­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა, "რუსი ექი­მე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვთ".

eadaily.com-ის ცნო­ბით, ას­ლან ბჟა­ნია პირ­ველ დღე­ებ­ში­ვე მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, მისი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სებს აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აკონ­ტრო­ლებ­და.

რუს ექი­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ას­ლან ბჟა­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. "ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, ისე­ვე, რო­გორც მისი მკურ­ნა­ლო­ბის დი­ნა­მი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა", - ნათ­ქვა­მია "ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს" გან­ცხა­დე­ბა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მათ წლე­ბის წი­ნან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­ახ­სენ­დათ, რო­დე­საც უეც­რად ცუ­დად გამ­ხდა­რი "პრე­ზი­დენ­ტი" სერ­გეი ბა­ღაფ­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე მოს­კოვ­ში წა­იყ­ვა­ნეს, უკან მკვდა­რი ჩა­მო­ას­ვე­ნეს.

"21 ივ­ლი­სამ­დე ას­ლან ბჟა­ნია ფეხ­ზე ვერ დად­გე­ბა, ოპო­ზი­ცი­ა­ში კი ახა­ლი ლი­დე­რის ძი­ე­ბას და­ი­წყე­ბენ, რაც მათ დაქ­საქ­სავს და ის შე­დე­გი დად­გე­ბა, რაც ხა­ჯიმ­ბას სურს... ბჟა­ნია ან გა­დარ­ჩე­ბა ან ვერ - ყა­ვით ჰყავთ მო­წამ­ლუ­ლი, - რო­გორც ამ­ბო­ბენ, კაც­მა არ იცის რა ჩა­უ­ყა­რეს, თუ გა­მოძ­ვრა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა მო­უ­წევს და დიდი ალ­ბა­თო­ბით პო­ლი­ტი­კის თავი არ ექ­ნე­ბა. დაც­ვის ორი წევ­რიც მი­ა­ყო­ლეს... ეს არის დღე­ვან­დე­ლი აფხა­ზე­თი", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ირაკ­ლი სუ­ხუმსკი".

"იცოდ­ნენ, რომ ბჟა­ნი­ას მო­სახ­ლე­ო­ბა მხარს უჭერ­და და ხა­ჯიმ­ბას მას­თან დიდი ბრძო­ლა მო­უ­წევ­და. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ას­ლან ბჟა­ნია პრე­ზი­დენ­ტად იყ­რი­და კენ­ჭს, ხა­ჯიმ­ბას გა­მარ­ჯვე­ბის­თვის სულ ცოტა შან­სი რჩე­ბო­და, რად­გან ბოლო წლე­ბია აფხა­ზეთ­ში სა­სი­კე­თოდ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. დიდი ალ­ბა­თო­ბით ჭა­ო­ბი გაგ­რძელ­დე­ბა", - მი­აჩ­ნია მი­რან­და ბგან­ბას.

ავტორი:

აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს? - ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ, ადგილობრივ კლანებს შორის ბრძოლა გამწვავდა

აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს? - ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ, ადგილობრივ კლანებს შორის ბრძოლა გამწვავდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს დაგეგმილი "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ, ადგილობრივ კლანებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა ისევ გამწვავდა. "ოპოზიციის ლიდერი", ჯანმრთელობის მოულოდნელად გაუარესების გამო, მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს. მას უეცრად მეტყველება წაერთვა, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ეს ინსულტის ნიშნებს არ ჰგავდა. სოხუმში ამბობენ, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს და ამის უკან, რაულ ხაჯიმბა და მისი კლანი დგას. ისინი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

ე.წ. პრეზიდენტის კლანის "ოფიციალური ვერსიით", ასლან ბჟანიას მოსკოვში ვირუსული პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსს ინსულტი ჰქონდა, რის გამოც, მოსკოვში ნევროლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

"არაოფიციალურად კი, ასლან ბჟანია, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდა, მოწამლეს. ბჟანიასთან ერთად, ზუსტად იმავე სიმპტომებით, მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს მისი დაცვის ორი წევრიც. შესაბამისად, თუ ბჟანიას ვირუსული პნევმონია ჰქონდა, იგივე ვერ ექნებოდათ მის დაცვის წევრებს", - წერს ekhokavkaza.com.

თუმცა, მოსკოვში აფხაზი ექიმების ასოციაციამ გააკეთა გაცხადება, რომ ბჟანიას ვირუსი აქვს და მეტი არაფერი. ადგილობრივ მოსახლეობას ამ განცხადებამ ეჭვი კიდევ უფრო გაუმყარა - მათი თქმით, რაულ ხაჯიმბამ სიტუაციის გასანეიტრალებლად, ექიმებს პირდაპირ მოსთხოვა მსგავსი განმარტების გაკეთება.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ამ ფაქტის გარშემო უამრავი კითხვა არსებობს და ოდესმე ყველაფერი დამალული ცხადი ხდება, მთავარია, გვიანი არ იყოს.

"ჩვენი საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ ამა თუ იმ ლიდერს პოლიტიკურ პროცესებს სხვადასხვა გზებით ჩამოაშორებენ ხოლმე", - აღნიშნა მან.

შამბას განცხადებამ აფხაზი ექიმები აღაშფოთა. მათი თქმით, თუ მას კონკრეტული არგუმენტები აქვს, შეუძლია პირდაპირ ილაპარაკოს. როგორც აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი, რუსთამ ზანთარია აცხადებს, ჯერჯერობით ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან ცნობების შეგროვება გრძელდება, თუმცა, "რუსი ექიმების მიმართ უნდობლობის საფუძველი არ აქვთ".

eadaily.com-ის ცნობით, ასლან ბჟანია პირველ დღეებშივე მოსკოვში გადაიყვანეს, თუმცა, მისი მკურნალობის პროცესებს აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებდა.

რუს ექიმებზე დაყრდნობით, ისინი აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. "ბოლო მონაცემებით, მკურნალობა გრძელდება, ისევე, როგორც მისი მკურნალობის დინამიკაზე დაკვირვება", - ნათქვამია "ჯანდაცვის სამინისტროს" განცხადებაში.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ წლების წინანდელი სიტუაცია გაახსენდათ, როდესაც უეცრად ცუდად გამხდარი "პრეზიდენტი" სერგეი ბაღაფში, რომელიც ასევე მოსკოვში წაიყვანეს, უკან მკვდარი ჩამოასვენეს.

"21 ივლისამდე ასლან ბჟანია ფეხზე ვერ დადგება, ოპოზიციაში კი ახალი ლიდერის ძიებას დაიწყებენ, რაც მათ დაქსაქსავს და ის შედეგი დადგება, რაც ხაჯიმბას სურს... ბჟანია ან გადარჩება ან ვერ - ყავით ჰყავთ მოწამლული, - როგორც ამბობენ, კაცმა არ იცის რა ჩაუყარეს, თუ გამოძვრა, მთელი ცხოვრება მკურნალობა მოუწევს და დიდი ალბათობით პოლიტიკის თავი არ ექნება. დაცვის ორი წევრიც მიაყოლეს... ეს არის დღევანდელი აფხაზეთი", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ირაკლი სუხუმსკი".

"იცოდნენ, რომ ბჟანიას მოსახლეობა მხარს უჭერდა და ხაჯიმბას მასთან დიდი ბრძოლა მოუწევდა. იმ შემთხვევაში, თუ ასლან ბჟანია პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, ხაჯიმბას გამარჯვებისთვის სულ ცოტა შანსი რჩებოდა, რადგან ბოლო წლებია აფხაზეთში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. დიდი ალბათობით ჭაობი გაგრძელდება", - მიაჩნია მირანდა ბგანბას.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი