ავტორი:

რატომ არ შეუშვეს კვიპროსში საქართველოს 4 მოქალაქე და რა ბედი ელით მათ - საელჩოს კომენტარი

რატომ არ შეუშვეს კვიპროსში საქართველოს 4 მოქალაქე და რა ბედი ელით მათ - საელჩოს კომენტარი

კვიპროსში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე უარი ეთქვათ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს.

“საქართველოს საელჩოში კვიპროსის რესპუბლიკაში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი ეთქვათ კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სასაზღვრო სამსახურს. სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები არ ფლობდნენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას. ისინი იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგილია სამშაბათს“, - აცხადებენ კვიპრისში, საქართველოს საელჩოში.

კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა 11 მაისს მოხდა. “ინტერპრესნიუსი“ ერთ-ერთ დაკავებულ შალვა სპიროვს ესაუბრა, რომელიც საქართველოს საელჩოსგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვს და განმარტავს, რომ მესაზღვრეები მათი დაკავების “აბსურდულ მიზეზებს“ ასახელებენ.

“ლარნაკაში 11 მაისს ქუთაისიდან ჩამოვფრინდით. ამჟამად აეროპორტის დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიმყოფებით. დაკავების აბსურდულ მიზეზებს გვეუნებიან. მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც ხუმრობით მითხრეს, რომ ადვოკატები თვითონ არიან. ჩემს ნათესავებს უთხრეს, თითქოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ მაქვს ნაყიდი, მაშინ როცა ბილეთიც მაქვს და თანხაც. სხვა დაკავებულებს ეუნებიან, რომ თითქოს სასტუმრო არა აქვთ დაჯავშნული. ამ დროს, როცა სასტუმროში რეკავენ, იქ ამბობენ, რომ დაჯავშნულია და თანხა გადახდილია. ჩემი ვარაუდით, წელავენ დროს, რათა სამშაბათს თვითმფრინავში ჩაგვსვან და უკან გამოგვიშვან. მაწუხებს დიაბეტი - მჭირდება წამალი და საკვები, მაგრამ ყველაფერს უგულვებელყოფენ. არ გვაქვს სასმელი წყალი, საკვები. გუშინ ერთი ნაჭერი პიცა მოგვიტანეს - ეს ყოფილა განსაზღვრული ნორმა. შემოაქვთ თითო ჭიქა ყავა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ შალვა სპიროვმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ გარდაეცვალა ბიძა და კვიპროსში ოჯახისთვის მისამძიმრების მიზნით ჩავიდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ