ავტორი:

20 ნიშანი იმისა, რომ სულიერად განვითარებული და ჯანსაღი ადამიანი ხართ

20 ნიშანი იმისა, რომ სულიერად განვითარებული და ჯანსაღი ადამიანი ხართ

სულიერების მაღალ დონეზე მდგარი ადამიანები სიცოცხლეს, სიკეთეს და ბედნიერებას ასხივებენ. როცა სულიერად ჯანსაღ ადამიანს ხვდები, ამას მაშინვე გრძნობ, მის მიმართ კეთილგანწყობა გეუფლება, მოგწონს მის გვერდით ყოფნა. ეს ადამიანები ბედნიერების მაგნატები არიან, კეთილშობილი და თავისუფალი სულით, რომელთაც აწმყოთი ტკბობა და სიცოცხლით სიხარული შეუძლიათ.

თქვენს ღმერთს ვერავინ შეეხება თქვენ გარდა, იმიტომ რომ გულში გყავთ, ამიტომ საკუთარ გულს უნდა მოუფრთხილდეთ ყველაზე მეტად, მისი იქ ყოფნით უნდა იხაროთ და რაც მთავარია გული არ უნდა დაისვაროთ.

თქვენ გინდათ სულიერად ჯანმრთელი ადამიანი იყოთ? აქ სულიერი სიჯანსაღის 20 ნიშანია:

1. თქვენ გიყვართ სიცოცხლე, რადგან თქვენს სულიერ მიზნებს მიჰყვებით.

2. თქვენ გრძნობთ, რომ რასაც აკეთებთ, აკეთებთ სიყვარულით.

3. თქვენ გამოხვედით მსხვერპლის როლიდან, აღარ გეცოდებათ თქვენი თავი და გადაწყვიტეთ თავად გახდეთ საკუთარი ცხოვრების ბედისწერის მწერალი.

4. თქვენ გათავისუფლდით მძაფრი ემოციებისგან, ჭექა ქუხილი და შტორმი დამთავრდა და ახლა რბილი და სასიამოვნო ტალღები გეთამაშებიან მოწმენდილი ცის ქვეშ. ეს სულიერი სიმშვიდეა. როგორც კი სხვის განსჯას იწყებთ მაშინვე აცნობიერებთ, რომ ეს განსჯა თქვენი საკუთარი თავიდან არის განპირობებული.

5. თქვენ არ გეშინიათ არასწორი გადაწყვეტილების მიღების, რადგან იცით, რომ რაც უნდა მოხდეს, ეს თქვენი სულიერი გაკვეთილი იქნება.

6. თქვენ ხვდებით, რომ ბედნიერება და თავისუფლება გარემო პირობებზე დამოკიდებული განყენებული ცნებები კი არა ხასიათის თვისებებია, რომელიც უნდა განივითარო. წაიკითხეთ სრულად