პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში იაფად? - რჩევები მათთვის, ვინც ნიდერლანდებისა და იტალიის მონახულებას გეგმავს
როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში იაფად? - რჩევები მათთვის, ვინც ნიდერლანდებისა და იტალიის მონახულებას გეგმავს

"აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბა" ათი წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირს, მის წევრ ქვეყ­ნებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის. ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის წყა­ლო­ბით, 300 000-მდე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ იმოგ­ზა­უ­რა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ვი­ზის გა­რე­შე და ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.


მათ­თვის, ვინც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას გეგ­მავს, სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბი გვაქვს, თა­ნაც ახალ­გაზ­რდა ევ­რო­პე­ლი ელ­ჩე­ბის­გან - მა­რი­ამ მორ­ჩა­ძე, გენო ქუ­ტაშ­ვი­ლი და გაგა გვე­ნე­ტა­ძე ნი­დერ­ლან­დე­ბის, იტა­ლი­ი­სა და უნ­გრე­თის ქა­ლა­ქებ­ში ია­ფად მოგ­ზა­უ­რო­ბის ხერ­ხებს გა­გი­ზი­ა­რე­ბენ და გირ­ჩე­ვენ აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხავ ად­გი­ლებს.



რჩე­ვე­ბი ნი­დერ­ლან­დებ­ში მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის

ქა­რის წის­ქვი­ლე­ბის, ყვე­ლის, ტი­ტე­ბის, მუ­ზე­უ­მე­ბის, ვე­ლო­სი­პე­დე­ბის, არ­ხე­ბი­სა და ლი­ბე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბის ქვე­ყა­ნა - ეს ნი­დერ­ლან­დე­ბია. იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ამ სა­ო­ცარ ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ხვდეთ, თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი­სა და სა­ცხოვ­რებ­ლის ჯავ­შა­ნის დო­კუ­მენ­ტე­ბი გვჭირ­დე­ბა. თუკი უკვე იმ­ყო­ფე­ბით შენ­გე­ნის ზო­ნის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში, მა­შინ გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად და მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ზა­უ­რო­ბა.


  • რო­გორ დავ­გეგ­მოთ მარ­შრუ­ტი და დავ­ზო­გოთ თან­ხა?

თბი­ლი­სი­დან ამ­სტერ­და­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით უამ­რა­ვი ფრე­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. 2019 წლის 1 აგ­ვის­ტო­დან კი ქუ­თა­ი­სი­და­ნაც შეგ­ვეძ­ლე­ბა პირ­და­პი­რი რე­ი­სით ეინდჰო­ვენ­ში ჩაფ­რე­ნა. მთა­ვა­რია ნი­დერ­ლან­დე­ბის რო­მე­ლი­მე ქა­ლა­ქის სად­გურ­ში მოხ­ვდეთ და შემ­დეგ სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის წყა­ლო­ბით, ქა­ლა­ქებს უპ­რობ­ლე­მოდ მო­ი­ნა­ხუ­ლებთ. გირ­ჩევთ შე­ი­ძი­ნოთ OV Chipkaart - ქარ­თუ­ლი მეტ­რო­მა­ნის ანა­ლო­გი და თან­ხა მას­ზე და­რი­ცხოთ. მისი ყიდ­ვა ნე­ბის­მი­ერ რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე შე­გიძ­ლი­ათ. ამ ბა­რა­თით შეძ­ლებთ მა­ტა­რებ­ლის სად­გუ­რებ­ზე შეს­ვლას, გა­მოს­ვლის დროს კი ისევ გა­ა­ტა­რებთ, რათა მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დეს და ჩა­მო­იჭ­რას შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა.



არ შე­ი­ძი­ნოთ ერთჯე­რა­თი ბი­ლე­თე­ბი, გა­ცი­ლე­ბით ძვი­რია და მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი!


გა­მო­ი­ყე­ნეთ აპ­ლი­კა­ცია „9292“, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ ქა­ლა­ქე­ბის სად­გუ­რე­ბი და პროგ­რა­მა გიჩ­ვე­ნებთ დროს, პლატ­ფორ­მის ნო­მერ­სა და მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ ჯგუ­ფუ­რი ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნოთ, მი­ნი­მუმ 4 ადა­მი­ა­ნი­სა­გან შემ­დგა­რი და და­ზო­გოთ მგზავ­რო­ბის თან­ხა. მა­გა­ლი­თად, ამ­სტერ­და­მი­დან რო­ტერ­დამ­ში წა­სას­ვლე­ლად OV Chipkaart-ზე მი­ნი­მუმ 16 ევრო გჭირ­დე­ბათ, 4-წევ­რი­ა­ნი ჯგუ­ფუ­რი ბი­ლე­თის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში 8 ევ­როს გა­და­იხ­დით, 7 წევ­რზე კი 5 ევ­როს. მათი შე­ძე­ნა ელექტრო­ნუ­ლად შე­გიძ­ლი­ათ ვებგ­ვერ­დზე- www.ns.nl.



  • აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხა­ვი ად­გი­ლე­ბი

ნი­დერ­ლან­დე­ბი მხო­ლოდ ამ­სტერ­და­მი არ არის. კომ­ფორ­ტუ­ლი მა­ტა­რებ­ლით გა­ემ­გზავ­რეთ უტ­რეხ­ტში, ჰა­ა­გა­ში, რო­ტერ­დამ­ში, მა­ას­ტრიხ­ტში... უტ­რეხ­ტი პა­ტა­რა ამ­სტერ­და­მია, თუმ­ცა, ნაკ­ლე­ბად ქა­ო­ტუ­რია. ამ ქა­ლაქ­ში, გირ­ჩევთ, უბ­რა­ლოდ, და­ი­ვი­წყოთ დრო­ი­სა და რუ­კის არ­სე­ბო­ბა და და­ი­კარ­გოთ. და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ არ­ქი­ტექ­ტუ­რა, და­აკ­ვირ­დით უფარ­დო ფან­ჯრებს და მო­უს­მი­ნეთ ქუ­ჩის ხე­ლო­ვა­ნებს...



აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვი­ეთ ამ­სტერ­და­მი­სა და ჰა­ა­გის მუ­ზე­უ­მებს. ბი­ლე­თე­ბის ფასი საკ­მა­ოდ ძვი­რია და სამ­წუ­ხა­როდ, არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თი არ ვრცელ­დე­ბა. გირ­ჩევთ, გად­მო­წე­როთ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გი­დის ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლე­ბენ, თი­თო­ე­ულ მუ­ზე­უმს თა­ვი­სი აპ­ლი­კა­ცია აქვს. აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხეთ მუ­ზე­უ­მე­ბი - Rijksmuseum, Van Gogh, Heineken Experience და მა­დამ ტუსოს სა­ლო­ნი.



წი­თე­ლი ფარ­ნე­ბის კვარ­ტა­ლი - ის ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ამ­სტერ­დამს მსოფ­ლი­ოს სხვა ქა­ლა­ქე­ბის­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­არ­ჩევს, ე.წ. ქო­ფი­შო­ფე­ბი­თა და წით­ლად გა­ნა­თე­ბულ ფან­ჯა­რა­ში მდგო­მი სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლე­ბით სავ­სე ქუჩა. და­ა­გე­მოვ­ნეთ Vlaams Friteshuis-ის ფრი, 1.5 ევრო ღირს და უგემ­რი­ე­ლე­სია! სა­ღა­მო კი Hills Street Blues ბარ­ში გა­ა­ტა­რეთ, რო­მე­ლიც არხზე დგას და ულა­მა­ზე­სი ხედი აქვს.




  • სად შე­გიძ­ლი­ათ ღა­მის გა­თე­ვა?

თუ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხართ, Airbnb სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, ბი­ნე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც ცენ­ტრში, ასე­ვე გა­რე­უბ­ნებ­ში. სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­შიც შე­გიძ­ლი­ათ დარ­ჩეთ, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე და­ჯავ­შვნა.


თუ მარ­ტო მოგ­ზა­უ­რობთ ან მხო­ლოდ ორნი, შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ სა­ი­ტით - couchsurfing. არა­ერ­თხელ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია და ვურ­ჩევ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში არი­ან და ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რის შეგ­რძნე­ბა ბო­ლომ­დე სურთ.


ამ აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­გიძ­ლი­ათ მო­ძებ­ნოთ ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი ან ნი­დერ­ლან­დებ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც გი­მას­პინ­ძლე­ბენ რამ­დე­ნი­მე ღა­მით და არა­ნა­ი­რი თან­ხის გა­დახ­დას არ გთხო­ვენ. ამის­თვის უბ­რა­ლოდ, გად­მო­წე­რეთ აპ­ლი­კა­ცია, შექ­მე­ნით თქვე­ნი პრო­ფი­ლი და მო­ძებ­ნეთ კე­თი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი.



  • სად უნდა იყი­დოთ პრო­დუქ­ტე­ბი?

ნი­დერ­ლან­დებ­ში არ­სე­ბობს ერთი გერ­მა­ნუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტი -LiDL, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ია­ფია და გირ­ჩევთ უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვოთ ყვი­თელ წრე­ში ამოტვიფ­რუ­ლი ლურ­ჯი ასო­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი იქ შე­ი­ძი­ნოთ.


ასე რომ, ჩა­ა­ლა­გეთ ბარ­გი და ეწ­ვი­ეთ ამ მა­გი­ურ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი ენერ­გია აქვს და დიდი ხნით შე­უძ­ლია თქვენ­ში სა­ო­ცა­რი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა!



რჩე­ვე­ბი იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის

აპუ­ლი­ის რე­გი­ო­ნი იტა­ლი­ის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში მდე­ბა­რე­ობს. აღ­მო­სავ­ლე­თით ესა­ზღვრე­ბა ად­რი­ა­ტი­კის ზღვა, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით კი იო­ნი­ის ზღვა. შე­სა­ბა­მი­სად, ზა­ფხუ­ლი ძა­ლი­ან კარ­გი დროა იმის­თვის, რომ აპუ­ლი­ას და მის ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებს ეს­ტუმ­როთ. თა­ნაც, სა­ქარ­თვე­ლო­დან იტა­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აგ­ვის­ტო­ში Wizz Air ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით (ქუ­თა­ი­სი-ბარი) რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბას იწყებს.



  • აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხა­ვი ად­გი­ლე­ბი

აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხა­ვი ქა­ლა­ქე­ბია - ბარი, ლეჩე, პო­ლი­ნი­ა­ნო ა მარე და ალ­ბე­რო­ბე­ლი. ბარი აპუ­ლი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც ბოლო ოცი წე­ლია გან­ვი­თარ­და და ტუ­რის­ტე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და, მა­ნამ­დე რე­გი­ო­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ქა­ლა­ქი, იტა­ლი­ის მა­ფი­ას ჰყავ­და "შე­პყრო­ბი­ლი" და ქუ­ჩებ­ში სი­ა­რუ­ლიც კი სა­ში­ში იყო.


ბარ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ ძვე­ლი ქა­ლა­ქი, გა­ი­სე­ირ­ნოთ ზღვის­პი­რას და სა­ღა­მოს დრო გა­ა­ტა­როთ ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე, სა­დაც შეხ­ვდე­ბით უამ­რავ ახალ­გაზ­რდას და და­ა­გე­მოვ­ნებთ ად­გი­ლობ­რივ კერ­ძებს. ბა­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ტა­რებ­ლით წახ­ვი­დეთ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში, რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­ვუ­წევ­დი პო­ლი­ნი­ა­ნო ა მა­რეს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ზღვის პი­რა­საა გა­შე­ნე­ბუ­ლი და ზა­ფხულ­ში გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.



  • რა უნდა გა­სინ­ჯოთ

აპუ­ლი­ა­ში შე­გიძ­ლი­ათ ჭა­მოთ უგემ­რი­ე­ლე­სი საჭ­მე­ლი, თა­ნაც იტა­ლი­ის სხვა რე­გი­ო­ნებ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად ია­ფად. აუ­ცი­ლებ­ლად გა­სინ­ჯეთ ნა­ყი­ნი (ჯე­ლა­ტო) ნე­ბის­მი­ერ სა­ნა­ყი­ნე­ში ძა­ლი­ან კარგ ნა­ყინს შე­მო­თა­ვა­ზე­ბენ! და­ა­გე­მოვ­ნეთ ორა­გუ­ლის ბურ­გე­რი ფის­ტით, ასე­ვე პას­ტა orecchiette, ფო­კა­ჩა და და­ხუ­რუ­ლი პიცა (Panzerotti).



  • სად შე­გიძ­ლი­ათ ღა­მის გა­თე­ვა?

წი­ნას­წარ და­ჯავ­შნის შემ­თხვე­ვა­ში ჰოს­ტე­ლე­ბი ძვი­რი არ არის, მაგ­რამ გირ­ჩევთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ couchsurfing, რო­მე­ლიც ფუ­ლის და­ზოგ­ვის და ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბის შე­ძე­ნის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. აპუ­ლი­ე­ლე­ბი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ამი­ტომ თუ ამ სერ­ვისს აირ­ჩევთ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღებთ. უბ­რა­ლოდ გად­მო­წე­რეთ აპ­ლი­კა­ცია, შექ­მე­ნით თქვე­ნი პრო­ფი­ლი და მო­ძებ­ნეთ კე­თი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი!



  • რო­გორ დავ­გეგ­მოთ მარ­შრუ­ტი და დავ­ზო­გოთ თან­ხა?

იტა­ლი­ა­ში რაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ არის ის, რომ ყო­ველ­თვის გქონ­დეთ ონ­ლა­ინ ბი­ლე­თი. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­იხ­დით ნაკ­ლებს, პლუს არ მო­გი­წევთ სად­გურ­ზე მათი გა­ტა­რე­ბა, რაც ად­გილ­ზე ბი­ლე­თის ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია და შე­იძ­ლე­ბა სიჩ­ქა­რე­ში და­გა­ვი­წყდეთ, რა­ზეც საკ­მა­ოდ დიდი ჯა­რი­მე­ბია.


იტა­ლი­ა­ში არის სხვა­დას­ხვა სა­ხის მა­ტა­რებ­ლე­ბი:


  • Regionale Veloce - რო­დე­საც გექ­ნე­ბათ ამ მა­ტა­რებ­ლის ონ­ლა­ინ ბი­ლე­თი, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ. თუ ბი­ლე­თი მაქვს 13:00-ზე, შე­მიძ­ლია 17:00-ზე მი­მა­ვალ მა­ტა­რე­ბელს გავ­ყვე.
  • ინ­ტერ­სი­თი - შე­და­რე­ბით სწრა­ფია და მას­ზეც იგი­ვე წესი მოქ­მე­დებს. მაგ­რამ თუ გაქვთ Regionale-ს ბი­ლე­თი, ვერ იმ­გზავ­რებთ ინ­ტერ­სი­თით. ბი­ლე­თე­ბის ფასი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს და იმ დღის ბი­ლე­თი გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირ­დეს, ვიდ­რე ერთი კვი­რით ადრე ნა­ყი­დი.
  • frecciabianca; frecciarossa; frecciargento - მა­ღა­ლი კლა­სის და სწრა­ფი მა­ტა­რებ­ლე­ბია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ზუს­ტად თქვენს დროს უნდა გა­მო­ცხად­დეთ სად­გურ­ზე. ამ მა­ტა­რებ­ლე­ბის ბი­ლე­თე­ბის ფასი მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა. მაგ: თუ 1 თვით ადრე ბი­ლეთს 15 ევ­როდ იყი­დით, 1 დღით ადრე 50 ევრო ან მეტი და­გიჯ­დე­ბათ.


გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: იტა­ლი­ა­ში, სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მე­ბი ყო­ვე­ლი თვის პირ­ველ კვი­რას არის უფა­სო. მაგ, თუ 3 აგ­ვის­ტო არის კვი­რა, შე­სა­ბა­მი­სად ის თვის პირ­ვე­ლი კვი­რაა და ამ დროს შე­გიძ­ლი­ათ სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მე­ბი უფა­სოდ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ.


რჩე­ვე­ბი უნ­გრეთ­ში, ბუ­და­პეშ­ტში მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის


ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი და იაფი ქა­ლა­ქი, იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სი­ა­შია შე­სუ­ლი.



ბუ­და­პეშ­ტი მდი­ნა­რე დუ­ნა­ით გა­ყო­ფი­ლი ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ხიბ­ლავთ ევ­რო­პუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. პეშ­ტი უფრო ახა­ლია და ხმა­უ­რი­ა­ნი, რო­გორც ამ­ბო­ბენ უფრო ცო­ცხა­ლი, მაგ­რამ თუ სიძ­ვე­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ, ბუ­დას მხა­რე თქვე­ნი ად­გი­ლია. ძვე­ლი ევ­რო­პუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და თვა­ლის­მომჭრე­ლი ხე­დე­ბი გან­წყო­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას!


სამ­სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ, აე­რო­პორ­ტი­დან ბუ­და­პეშ­ტის ცენ­ტრში გა­მოს­ვლა, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და ორი გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი: ერთი სწრა­ფი და შე­და­რე­ბით ძვი­რი, მე­ო­რე - იაფი და ნელი.


ავ­ტო­ბუ­სი #100E, რომ­ლის გა­ჩე­რე­ბაც ჩა­მოფ­რე­ნის გე­ი­თის გა­მო­სას­ვლელ­შია, სულ რა­ღაც 4 გა­ჩე­რე­ბა­ში მი­გიყ­ვანთ ცენ­ტრში. სამ­გზავ­რო ბი­ლეთს გა­ჩე­რე­ბის წინ მდგარ კი­ოსკში ყი­დუ­ლობთ, რომ­ლის ფა­სიც 900 ფო­რინ­ტია (9 ლარი), ხოლო ავ­ტო­ბუ­სი #200E, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩა­მოფ­რე­ნის გე­ი­თის წინ გა­ჩე­რე­ბი­დან გა­მო­დის, და­ახ­ლო­ე­ბით 3,50 ლა­რად მი­გიყ­ვანთ ცენ­ტრში.


ჩაფ­რე­ნის­თა­ნა­ვე, ფულს ნუ და­ა­ხურ­და­ვებთ აე­რო­პორ­ტში! კურ­სი და­ბა­ლია, და უმ­ჯო­ბე­სია, ცენ­ტრში მდე­ბა­რე ვა­ლუ­ტის ჯი­ხუ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ. ხოლო თუ ბი­ლე­თე­ბის სა­ყი­დე­ლი ფული გჭირ­დე­ბათ, მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა და­ა­ხურ­და­ვეთ აე­რო­პორ­ტში ან შე­გიძ­ლი­ათ ბი­ლე­თე­ბის კი­ოსკში გა­და­ი­ხა­დოთ ბა­რა­თით.



  • აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხა­ვი ად­გი­ლე­ბი

მო­ემ­ზა­დეთ და თქვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყეთ ბუ­დას ციხე-ქა­ლა­ქი­დან. ამ უბან­ში მდე­ბა­რე­ობს სა­მე­ფო სა­სახ­ლე, ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, წმ. მა­ტი­ა­შის ტა­ძა­რი, მე­თევ­ზე­თა ბას­ტი­ო­ნი და ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი.


მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი კომ­პლექ­სი, ის­ტო­რი­უ­ლი ციხე-ქა­ლა­ქია და იქ მი­სას­ვლე­ლად ორი გზა შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ - ფე­ხით მიხ­ვი­დეთ, ან დეაკ ფე­რენს ტე­რეს გა­ჩე­რე­ბი­დან (ცენ­ტრა­ლუ­რი გა­ჩე­რე­ბა) გა­მო­ი­ყე­ნოთ #16 ავ­ტო­ბუ­სი. ქა­ლა­ქის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლო­საა და ფე­ხი­თაც შე­გიძ­ლი­ათ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ, თუ ტრან­პორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ, არ და­გა­ვი­წყდეთ ბი­ლე­თის შე­ძე­ნა, რად­გან კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი მუდ­მი­ვად ამოწ­მე­ბენ და ჯა­რი­მა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.



ბუ­დას ციხე-ქა­ლა­ქის ნახ­ვი­სა და ბუ­და­პეშ­ტის ზედა ხე­დით დატ­კბო­ბის შემ­დეგ, შე­გიძ­ლი­ათ იქვე მდე­ბა­რე ჯაჭ­ვის ხიდი ნა­ხოთ, რო­მე­ლიც 1849 წელს აშენ­და და პირ­ვე­ლი ხი­დია, რო­მელ­მაც ქა­ლა­ქის ორი მხა­რე ერ­თმა­ნეთს და­ა­კავ­ში­რა.


გარ­და ამი­სა, გთავ­ზობთ TOP ად­გი­ლებს, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოთ ევ­რო­პის ამ ულა­მა­ზეს ქა­ლაქ­ში:


  1. წმინ­და სტე­ფა­ნეს ბა­ზი­ლი­კა
  2. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა
  3. ფეხ­საც­მე­ლე­ბის მე­მო­რი­ა­ლი
  4. ჯაჭ­ვის ხიდი
  5. ბუ­დას ციხე-ქა­ლა­ქი;
  6. ცი­ტა­დე­ლა
  7. ბა­ზა­რი
  8. ზიმპლა კერ­ტი
  9. რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი
  10. მარ­გა­რე­ტის კუნ­ძუ­ლი
  11. და რა თქმა უნდა, გმირ­თა მო­ე­და­ნი!

ზე­მოთ ჩა­მოთ­ლი­ლი ად­გი­ლე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, ალ­ბათ მოგ­შივ­დე­ბათ კი­დეც, ბუ­და­პეშ­ტის გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს კერ­ძე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:


ხორ­ცის წვნი­ა­ნი, გულ(ი)აში - გან­სა­კუთ­რე­ბით მათ მო­ე­წო­ნე­ბათ ვინც ხორ­ცის მოყ­ვა­რუ­ლია. ხორ­ცის წვნი­ანს ცხა­რე წი­წა­კი­სა და პო­მიდვ­რის სო­უ­სით თუ გა­სინ­ჯავთ, უკეთ გა­ი­გებთ მის შე­სა­ნიშ­ნავ გე­მოს. ის ქა­ლა­ქის არა­ერთ ად­გილ­ზე შე­გიძ­ლი­ათ და­ა­გე­მოვ­ნოთ.


წვნი­ა­ნის შემ­დეგ, თუ დე­სერ­ტის გა­სინ­ჯვაც მო­გინ­დე­ბათ, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ უნ­გრე­თი გან­თქმუ­ლია Kurtoskalacs დამ­ზა­დე­ბით და ის ქა­ლა­ქის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში შე­გიძ­ლი­ათ იპოვ­ნოთ.



თუ უცხო სამ­ზა­რე­უ­ლოს და­გე­მოვ­ნე­ბა არ გიყ­ვართ და ტრა­დი­ცი­უ­ლის ან ნაც­ნო­ბი საკ­ვე­ბის გა­სინ­ჯვა გირ­ჩევ­ნი­ათ, მა­შინ შე­გიძ­ლი­ათ მა­რი­კა ბე­ბოს (ნე­ი­ნის) ბურ­გე­რე­ბის კა­ფეს ეწ­ვი­ოთ. პეშ­ტის მხა­რეს მდე­ბა­რე მა­რი­კა ნე­ი­ნის ბურ­გე­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლია და მას ყო­ველ­დღე არა­ერ­თი სტუ­მა­რი სტუმ­რობს. რა გა­მო­არ­ჩევს მის ბურ­გე­რებს სხვე­ბის­გან? რო­გორც მა­რი­კა ნე­ი­ნი ამ­ბობს, მისი ბურ­გე­რე­ბი ად­გილ­ზე მზად­დე­ბა და ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ახა­ლია, რად­გან ის თვი­თონ ყი­დუ­ლობს ყო­ვე­დღი­უ­რად ინ­გრე­დი­ენ­ტებს ბა­ზარ­ში.


ბუ­და­პეშ­ტი ასე­ვე ცნო­ბი­ლი ღა­მის ცხოვ­რე­ბით და არა­ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კლუ­ბი შე­გიძ­ლი­ათ აღ­მო­ა­ჩი­ნოთ პეშ­ტის მხა­რეს, ცნო­ბილ „Ruin Pubs” უბან­ში, სა­დაც დროს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ა­ტა­რებთ - და ბო­ლოს, კე­თი­ლი იყოს შენი მობ­რძა­ნე­ბა უნ­გრეთ­ში/ Isten hozott Magyarországon!



ავ­ტო­რე­ბი: მა­რი­ამ მორ­ჩა­ძე; გაგა გვე­ნე­ტა­ძე; გენო ქუ­ტაშ­ვი­ლი


ავტორი:

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში იაფად? - რჩევები მათთვის, ვინც ნიდერლანდებისა და იტალიის მონახულებას გეგმავს

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში იაფად? - რჩევები მათთვის, ვინც ნიდერლანდებისა და იტალიის მონახულებას გეგმავს

"აღმოსავლეთ პარტნიორობა" ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს თანამშრომლობა ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქეებისათვის. ვიზალიბერალიზაციის წყალობით, 300 000-მდე საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე და ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობები აღმოაჩინა.


მათთვის, ვინც უახლოეს მომავალში ევროპის ქალაქებში მოგზაურობას გეგმავს, საინტერესო რჩევები გვაქვს, თანაც ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისგან - მარიამ მორჩაძე, გენო ქუტაშვილი და გაგა გვენეტაძე ნიდერლანდების, იტალიისა და უნგრეთის ქალაქებში იაფად მოგზაურობის ხერხებს გაგიზიარებენ და გირჩევენ აუცილებლად სანახავ ადგილებს.



რჩევები ნიდერლანდებში მოგზაურებისთვის

ქარის წისქვილების, ყველის, ტიტების, მუზეუმების, ველოსიპედების, არხებისა და ლიბერალური კანონების ქვეყანა - ეს ნიდერლანდებია. იმისათვის, რომ საქართველოდან ამ საოცარ ქვეყანაში მოვხვდეთ, თვითმფრინავის ბილეთებისა და საცხოვრებლის ჯავშანის დოკუმენტები გვჭირდება. თუკი უკვე იმყოფებით შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში, მაშინ გაცილებით სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მოგზაურობა.


  • როგორ დავგეგმოთ მარშრუტი და დავზოგოთ თანხა?

თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით უამრავი ფრენა ხორციელდება. 2019 წლის 1 აგვისტოდან კი ქუთაისიდანაც შეგვეძლება პირდაპირი რეისით ეინდჰოვენში ჩაფრენა. მთავარია ნიდერლანდების რომელიმე ქალაქის სადგურში მოხვდეთ და შემდეგ სატრანსპორტო სისტემის წყალობით, ქალაქებს უპრობლემოდ მოინახულებთ. გირჩევთ შეიძინოთ OV Chipkaart - ქართული მეტრომანის ანალოგი და თანხა მასზე დარიცხოთ. მისი ყიდვა ნებისმიერ რკინიგზის სადგურზე შეგიძლიათ. ამ ბარათით შეძლებთ მატარებლის სადგურებზე შესვლას, გამოსვლის დროს კი ისევ გაატარებთ, რათა მგზავრობის ღირებულება დაფიქსირდეს და ჩამოიჭრას შესაბამისი თანხა.



არ შეიძინოთ ერთჯერათი ბილეთები, გაცილებით ძვირია და მოუხერხებელი!


გამოიყენეთ აპლიკაცია „9292“, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგიძლიათ აირჩიოთ ქალაქების სადგურები და პროგრამა გიჩვენებთ დროს, პლატფორმის ნომერსა და მგზავრობის ღირებულებას. ასევე, შეგიძლიათ ჯგუფური ბილეთი შეიძინოთ, მინიმუმ 4 ადამიანისაგან შემდგარი და დაზოგოთ მგზავრობის თანხა. მაგალითად, ამსტერდამიდან როტერდამში წასასვლელად OV Chipkaart-ზე მინიმუმ 16 ევრო გჭირდებათ, 4-წევრიანი ჯგუფური ბილეთის შეძენის შემთხვევაში 8 ევროს გადაიხდით, 7 წევრზე კი 5 ევროს. მათი შეძენა ელექტრონულად შეგიძლიათ ვებგვერდზე- www.ns.nl.



  • აუცილებლად სანახავი ადგილები

ნიდერლანდები მხოლოდ ამსტერდამი არ არის. კომფორტული მატარებლით გაემგზავრეთ უტრეხტში, ჰააგაში, როტერდამში, მაასტრიხტში... უტრეხტი პატარა ამსტერდამია, თუმცა, ნაკლებად ქაოტურია. ამ ქალაქში, გირჩევთ, უბრალოდ, დაივიწყოთ დროისა და რუკის არსებობა და დაიკარგოთ. დაათვალიერეთ არქიტექტურა, დააკვირდით უფარდო ფანჯრებს და მოუსმინეთ ქუჩის ხელოვანებს...



აუცილებლად ეწვიეთ ამსტერდამისა და ჰააგის მუზეუმებს. ბილეთების ფასი საკმაოდ ძვირია და სამწუხაროდ, არანაირი შეღავათი არ ვრცელდება. გირჩევთ, გადმოწეროთ აპლიკაციები, რომლებიც გიდის ფუნქციას შეასრულებენ, თითოეულ მუზეუმს თავისი აპლიკაცია აქვს. აუცილებლად ნახეთ მუზეუმები - Rijksmuseum, Van Gogh, Heineken Experience და მადამ ტუსოს სალონი.



წითელი ფარნების კვარტალი - ის ადგილია, რომელიც ამსტერდამს მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან ყველაზე მეტად გამოარჩევს, ე.წ. ქოფიშოფებითა და წითლად განათებულ ფანჯარაში მდგომი სექსუალური ქალებით სავსე ქუჩა. დააგემოვნეთ Vlaams Friteshuis-ის ფრი, 1.5 ევრო ღირს და უგემრიელესია! საღამო კი Hills Street Blues ბარში გაატარეთ, რომელიც არხზე დგას და ულამაზესი ხედი აქვს.




  • სად შეგიძლიათ ღამის გათევა?

თუ მეგობრებთან ერთად ხართ, Airbnb საუკეთესო ვარიანტია, ბინები ხელმისაწვდომია როგორც ცენტრში, ასევე გარეუბნებში. საოჯახო ტიპის სასტუმროებშიც შეგიძლიათ დარჩეთ, მაგრამ აუცილებელია რამდენიმე კვირით ადრე დაჯავშვნა.


თუ მარტო მოგზაურობთ ან მხოლოდ ორნი, შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტით - couchsurfing. არაერთხელ გამომიყენებია და ვურჩევ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვინც თავგადასავლების ძიებაში არიან და ადგილობრივი კულტურის შეგრძნება ბოლომდე სურთ.


ამ აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ მოძებნოთ ჰოლანდიელები ან ნიდერლანდებში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც გიმასპინძლებენ რამდენიმე ღამით და არანაირი თანხის გადახდას არ გთხოვენ. ამისთვის უბრალოდ, გადმოწერეთ აპლიკაცია, შექმენით თქვენი პროფილი და მოძებნეთ კეთილი და საინტერესო ადამიანები.



  • სად უნდა იყიდოთ პროდუქტები?

ნიდერლანდებში არსებობს ერთი გერმანული სუპერმარკეტი -LiDL, რომელიც ძალიან იაფია და გირჩევთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ყვითელ წრეში ამოტვიფრული ლურჯი ასოები და ყველაფერი იქ შეიძინოთ.


ასე რომ, ჩაალაგეთ ბარგი და ეწვიეთ ამ მაგიურ ქვეყანას, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია აქვს და დიდი ხნით შეუძლია თქვენში საოცარი განწყობის შენარჩუნება!



რჩევები იტალიაში მოგზაურებისთვის

აპულიის რეგიონი იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი იონიის ზღვა. შესაბამისად, ზაფხული ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ აპულიას და მის ზღვისპირა ქალაქებს ესტუმროთ. თანაც, საქართველოდან იტალიის მიმართულებით, აგვისტოში Wizz Air ახალი მიმართულებით (ქუთაისი-ბარი) რეისების შესრულებას იწყებს.



  • აუცილებლად სანახავი ადგილები

აუცილებლად სანახავი ქალაქებია - ბარი, ლეჩე, პოლინიანო ა მარე და ალბერობელი. ბარი აპულიის ცენტრალური ქალაქია, რომელიც ბოლო ოცი წელია განვითარდა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდა, მანამდე რეგიონი და განსაკუთრებით ეს ქალაქი, იტალიის მაფიას ჰყავდა "შეპყრობილი" და ქუჩებში სიარულიც კი საშიში იყო.


ბარში აუცილებლად უნდა მოინახულოთ ძველი ქალაქი, გაისეირნოთ ზღვისპირას და საღამოს დრო გაატაროთ ცენტრალურ მოედანზე, სადაც შეხვდებით უამრავ ახალგაზრდას და დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს. ბარიდან შესაძლებელია მატარებლით წახვიდეთ ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქალაქში, რეკომენდაციას გავუწევდი პოლინიანო ა მარეს, რომელიც პირდაპირ ზღვის პირასაა გაშენებული და ზაფხულში განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.



  • რა უნდა გასინჯოთ

აპულიაში შეგიძლიათ ჭამოთ უგემრიელესი საჭმელი, თანაც იტალიის სხვა რეგიონებთან შედარებით ბევრად იაფად. აუცილებლად გასინჯეთ ნაყინი (ჯელატო) ნებისმიერ სანაყინეში ძალიან კარგ ნაყინს შემოთავაზებენ! დააგემოვნეთ ორაგულის ბურგერი ფისტით, ასევე პასტა orecchiette, ფოკაჩა და დახურული პიცა (Panzerotti).



  • სად შეგიძლიათ ღამის გათევა?

წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში ჰოსტელები ძვირი არ არის, მაგრამ გირჩევთ, გამოიყენეთ couchsurfing, რომელიც ფულის დაზოგვის და ახალი ნაცნობების შეძენის კარგი საშუალებაა. აპულიელები ძალიან სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან, ამიტომ თუ ამ სერვისს აირჩევთ საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ. უბრალოდ გადმოწერეთ აპლიკაცია, შექმენით თქვენი პროფილი და მოძებნეთ კეთილი და საინტერესო ადამიანები!



  • როგორ დავგეგმოთ მარშრუტი და დავზოგოთ თანხა?

იტალიაში რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ყოველთვის გქონდეთ ონლაინ ბილეთი. ამ შემთხვევაში გადაიხდით ნაკლებს, პლუს არ მოგიწევთ სადგურზე მათი გატარება, რაც ადგილზე ბილეთის ყიდვის შემთხვევაში აუცილებელია და შეიძლება სიჩქარეში დაგავიწყდეთ, რაზეც საკმაოდ დიდი ჯარიმებია.


იტალიაში არის სხვადასხვა სახის მატარებლები:


  • Regionale Veloce - როდესაც გექნებათ ამ მატარებლის ონლაინ ბილეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ 4 საათის განმავლობაში. მაგ. თუ ბილეთი მაქვს 13:00-ზე, შემიძლია 17:00-ზე მიმავალ მატარებელს გავყვე.
  • ინტერსითი - შედარებით სწრაფია და მასზეც იგივე წესი მოქმედებს. მაგრამ თუ გაქვთ Regionale-ს ბილეთი, ვერ იმგზავრებთ ინტერსითით. ბილეთების ფასი შეიძლება შეიცვალოს და იმ დღის ბილეთი გაცილებით ძვირი ღირდეს, ვიდრე ერთი კვირით ადრე ნაყიდი.
  • frecciabianca; frecciarossa; frecciargento - მაღალი კლასის და სწრაფი მატარებლებია. ამ შემთხვევაში ზუსტად თქვენს დროს უნდა გამოცხადდეთ სადგურზე. ამ მატარებლების ბილეთების ფასი მუდმივად იცვლება. მაგ: თუ 1 თვით ადრე ბილეთს 15 ევროდ იყიდით, 1 დღით ადრე 50 ევრო ან მეტი დაგიჯდებათ.


გაითვალისწინეთ: იტალიაში, სახელმწიფო მუზეუმები ყოველი თვის პირველ კვირას არის უფასო. მაგ, თუ 3 აგვისტო არის კვირა, შესაბამისად ის თვის პირველი კვირაა და ამ დროს შეგიძლიათ სახელმწიფო მუზეუმები უფასოდ დაათვალიეროთ.


რჩევები უნგრეთში, ბუდაპეშტში მოგზაურებისთვის


ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი და იაფი ქალაქი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.



ბუდაპეშტი მდინარე დუნაით გაყოფილი ქალაქია, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ ევროპული არქიტექტურითა და გემრიელი სამზარეულოთი. პეშტი უფრო ახალია და ხმაურიანი, როგორც ამბობენ უფრო ცოცხალი, მაგრამ თუ სიძველის მოყვარული ხართ, ბუდას მხარე თქვენი ადგილია. ძველი ევროპული არქიტექტურა და თვალისმომჭრელი ხედები განწყობაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას!


სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ, აეროპორტიდან ბუდაპეშტის ცენტრში გამოსვლა, ძალიან მარტივია და ორი გზით არის შესაძლებელი: ერთი სწრაფი და შედარებით ძვირი, მეორე - იაფი და ნელი.


ავტობუსი #100E, რომლის გაჩერებაც ჩამოფრენის გეითის გამოსასვლელშია, სულ რაღაც 4 გაჩერებაში მიგიყვანთ ცენტრში. სამგზავრო ბილეთს გაჩერების წინ მდგარ კიოსკში ყიდულობთ, რომლის ფასიც 900 ფორინტია (9 ლარი), ხოლო ავტობუსი #200E, რომელიც ასევე ჩამოფრენის გეითის წინ გაჩერებიდან გამოდის, დაახლოებით 3,50 ლარად მიგიყვანთ ცენტრში.


ჩაფრენისთანავე, ფულს ნუ დაახურდავებთ აეროპორტში! კურსი დაბალია, და უმჯობესია, ცენტრში მდებარე ვალუტის ჯიხურები გამოიყენოთ. ხოლო თუ ბილეთების საყიდელი ფული გჭირდებათ, მხოლოდ მცირე რაოდენობა დაახურდავეთ აეროპორტში ან შეგიძლიათ ბილეთების კიოსკში გადაიხადოთ ბარათით.



  • აუცილებლად სანახავი ადგილები

მოემზადეთ და თქვენი მოგზაურობა აუცილებლად დაიწყეთ ბუდას ციხე-ქალაქიდან. ამ უბანში მდებარეობს სამეფო სასახლე, ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა ბასტიონი და ფუნიკულიორი.


მე-13 საუკუნეში აშენებული კომპლექსი, ისტორიული ციხე-ქალაქია და იქ მისასვლელად ორი გზა შეგიძლიათ გამოიყენოთ - ფეხით მიხვიდეთ, ან დეაკ ფერენს ტერეს გაჩერებიდან (ცენტრალური გაჩერება) გამოიყენოთ #16 ავტობუსი. ქალაქის ღირშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოსაა და ფეხითაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ, თუ ტრანპორტით გადაადგილება გირჩევნიათ, არ დაგავიწყდეთ ბილეთის შეძენა, რადგან კონტროლიორები მუდმივად ამოწმებენ და ჯარიმა ძალიან მაღალია.



ბუდას ციხე-ქალაქის ნახვისა და ბუდაპეშტის ზედა ხედით დატკბობის შემდეგ, შეგიძლიათ იქვე მდებარე ჯაჭვის ხიდი ნახოთ, რომელიც 1849 წელს აშენდა და პირველი ხიდია, რომელმაც ქალაქის ორი მხარე ერთმანეთს დააკავშირა.


გარდა ამისა, გთავზობთ TOP ადგილებს, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ ევროპის ამ ულამაზეს ქალაქში:


  1. წმინდა სტეფანეს ბაზილიკა
  2. პარლამენტის შენობა
  3. ფეხსაცმელების მემორიალი
  4. ჯაჭვის ხიდი
  5. ბუდას ციხე-ქალაქი;
  6. ციტადელა
  7. ბაზარი
  8. ზიმპლა კერტი
  9. რკინიგზის სადგური
  10. მარგარეტის კუნძული
  11. და რა თქმა უნდა, გმირთა მოედანი!

ზემოთ ჩამოთლილი ადგილების ნახვის შემდეგ, ალბათ მოგშივდებათ კიდეც, ბუდაპეშტის გემრიელი სამზარეულოს კერძები კი ასე გამოიყურება:


ხორცის წვნიანი, გულ(ი)აში - განსაკუთრებით მათ მოეწონებათ ვინც ხორცის მოყვარულია. ხორცის წვნიანს ცხარე წიწაკისა და პომიდვრის სოუსით თუ გასინჯავთ, უკეთ გაიგებთ მის შესანიშნავ გემოს. ის ქალაქის არაერთ ადგილზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ.


წვნიანის შემდეგ, თუ დესერტის გასინჯვაც მოგინდებათ, არ დაგავიწყდეთ, რომ უნგრეთი განთქმულია Kurtoskalacs დამზადებით და ის ქალაქის ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ იპოვნოთ.



თუ უცხო სამზარეულოს დაგემოვნება არ გიყვართ და ტრადიციულის ან ნაცნობი საკვების გასინჯვა გირჩევნიათ, მაშინ შეგიძლიათ მარიკა ბებოს (ნეინის) ბურგერების კაფეს ეწვიოთ. პეშტის მხარეს მდებარე მარიკა ნეინის ბურგერები, ადგილობრივებში ძალიან ცნობილია და მას ყოველდღე არაერთი სტუმარი სტუმრობს. რა გამოარჩევს მის ბურგერებს სხვებისგან? როგორც მარიკა ნეინი ამბობს, მისი ბურგერები ადგილზე მზადდება და ყველა პროდუქტი ახალია, რადგან ის თვითონ ყიდულობს ყოვედღიურად ინგრედიენტებს ბაზარში.


ბუდაპეშტი ასევე ცნობილი ღამის ცხოვრებით და არაერთი შესანიშნავი კლუბი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პეშტის მხარეს, ცნობილ „Ruin Pubs” უბანში, სადაც დროს შესანიშნავად გაატარებთ - და ბოლოს, კეთილი იყოს შენი მობრძანება უნგრეთში/ Isten hozott Magyarországon!



ავტორები: მარიამ მორჩაძე; გაგა გვენეტაძე; გენო ქუტაშვილი


როგორ შეხვდნენ მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი სკანდალის შემდეგ ერთმანეთს პირველად  - შეხვედრის ამსახველი ფოტოები

ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად 2020-ის პირველი სუპერ მთვარე, რომლის პიკიც დღესაა  - "ჯანმრთელობის თემა ყველაზე საყურადღებო იქნება"

როგორი ჩაცმულები დადიან გოგონები სკოლაში და როგორ პირობებში უწევთ სწავლა - ფოტოები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან