სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ქართულ ტაძარში ტუალეტს აშენებენ - რა ფოტოებს ავრცელებს ისტორიკოსი
ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ქართულ ტაძარში ტუალეტს აშენებენ - რა ფოტოებს ავრცელებს ისტორიკოსი

ის­ტო­რი­კო­სი ბუბა კუ­და­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ტაო-კლარ­ჯეთ­ში X სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ ტა­ძარ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტუ­ა­ლეტს აკე­თე­ბენ, რის­თვი­საც ად­გილ­ზე უკვე მი­ტა­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლა. ის­ტო­რი­კო­სი ამის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლებს:

"სა­გან­გა­შო, ყოვ­ლად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და ყოვ­ლად გა­უ­გე­ბა­რი სი­ახ­ლე ტაო-კლარ­ჯე­თი­დან!

X სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ტაძ­რის – დო­ლის­ყა­ნის კა­რიბ­ჭე­ში ტუ­ა­ლე­ტი შენ­დე­ბა! ფო­ტო­ე­ბი ეს წუ­თია გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. კა­რიბ­ჭე­ში უკვე ამო­თხრი­ლია ორ­მო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რკი­ნის ცხა­უ­რი­თაა და­ფა­რუ­ლი (ზედ ქვე­ბი აყ­რია). ჩა­ლა­გე­ბუ­ლია მი­ლე­ბი, ტა­ძარ­ში შე­ტა­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლა და დღე-დღე­ზე ალ­ბათ ბე­ტონ­საც და­ას­ხა­მენ.

აქა­უ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის (უყუ­რა­დღე­ბო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი თუ გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი) უამ­რა­ვი ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ იმე­დის მომ­ცე­მი იყო ტენ­დენ­ცია, რომ ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ძალ­ზე შემ­ცირ­და. ის, რაც ახლა დო­ლის­ყა­ნა­ში ხდე­ბა, სრუ­ლი­ად და­უ­ჯე­რე­ბე­ლია!

21-ე სა­უ­კუ­ნეა, 2019 წე­ლია და ტაო-კლარ­ჯე­თის ძეგ­ლე­ბის დიდი ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა უკვე კარ­გა ხა­ნია კარ­გად ეს­მით ჩვენს თურქ კო­ლე­გებ­სა და ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს. იმე­დი მაქვს, სას­წრა­ფოდ შე­წყდე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი" - წერს კუ­და­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ის­ტო­რი­კო­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო თურ­ქეთ­ში, პი­რა­დად ესა­უბ­რა ელჩს გია ჯან­ჯღა­ვას, რო­მე­ლიც სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას შე­უდ­გა.

AMBEBI.GE ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს თურ­ქეთ­ში გი­ორ­გი ჯან­ჯღა­ვას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მე-10 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ტაძ­რის, დო­ლის­ყა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნო სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­წყე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა თურ­ქუ­ლი მხა­რეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყდა.

„იქ იყო რა­ღაც ქმე­დე­ბე­ბი, მაგ­რამ აღ­მო­ფხვრი­ლია და აღარ მოხ­დე­ბა არაფ­რის მონ­ტა­ჟი, აშე­ნე­ბა ან გა­კე­თე­ბა. რო­გორც კი ბა­ტო­ნი ბუბა კუ­და­ვას მიერ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, და­ვუ­კავ­შირ­დით, ვკი­თხეთ დე­ტა­ლე­ბი. შემ­დეგ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის და­ნა­ყო­ფებს, კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ად­გი­ლობ­რივ მეს­ვე­უ­რებს. ისი­ნი ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ, გა­ეც­ნენ და სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყდა.

თურ­ქულ­მა მხა­რემ გა­მო­ხა­ტა კე­თი­ლი ნება და ამ­გვა­რი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ. ეს არის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ნე­ბის­მი­ე­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგლის ხე­ლის ხლე­ბა, რა თქმა უნდა, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვაა. თურ­ქუ­ლი მხა­რეც და­ე­ლა­პა­რა­კა და ჩვენც და­ვუ­კავ­შირ­დით ად­გილ­ზე სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულს და მან აღ­ნიშ­ნა, რომ შე­წყვე­ტი­ლია სა­მუ­შა­ო­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ჯან­ჯღა­ვამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ნუკრი
0

ასეთ საქმეებზე რო მოვიცალოთ ძირითადათ არა?

ავტორი:

ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ქართულ ტაძარში ტუალეტს აშენებენ - რა ფოტოებს ავრცელებს ისტორიკოსი

ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ქართულ ტაძარში ტუალეტს აშენებენ - რა ფოტოებს ავრცელებს ისტორიკოსი

ისტორიკოსი ბუბა კუდავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ქართულ ტაძარში საზოგადოებრივ ტუალეტს აკეთებენ, რისთვისაც ადგილზე უკვე მიტანილია შესაბამისი მასალა. ისტორიკოსი ამის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს:

"საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან!

X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება! ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ.

აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა. ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია!

21-ე საუკუნეა, 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს. იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები" - წერს კუდავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ისტორიკოსის ინფორმაციით, მან საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს საელჩო თურქეთში, პირადად ესაუბრა ელჩს გია ჯანჯღავას, რომელიც საკითხის მოგვარებას შეუდგა.

AMBEBI.GE ინფორმაციის დასადასტურებლად საქართველოს ელჩს თურქეთში გიორგი ჯანჯღავას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მე-10 საუკუნის ქართული ტაძრის, დოლისყანის ტერიტორიაზე უკანონო სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იყო, თუმცა თურქული მხარესთან მოლაპარაკების შედეგად, ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყდა.

„იქ იყო რაღაც ქმედებები, მაგრამ აღმოფხვრილია და აღარ მოხდება არაფრის მონტაჟი, აშენება ან გაკეთება. როგორც კი ბატონი ბუბა კუდავას მიერ ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დავუკავშირდით, ვკითხეთ დეტალები. შემდეგ ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კულტურის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს, კულტურის სამსახურის ადგილობრივ მესვეურებს. ისინი ადგილზე მივიდნენ, გაეცნენ და სამუშაოები შეწყდა.

თურქულმა მხარემ გამოხატა კეთილი ნება და ამგვარი უკანონო ქმედებების წინააღმდეგ წავიდნენ. ეს არის არქიტექტურული ძეგლი თურქეთის ტერიტორიაზე და ნებისმიერი არქიტექტურული ძეგლის ხელის ხლება, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა. თურქული მხარეც დაელაპარაკა და ჩვენც დავუკავშირდით ადგილზე სოფლის რწმუნებულს და მან აღნიშნა, რომ შეწყვეტილია სამუშაოები“, - აღნიშნა ჯანჯღავამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.