პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზივი: ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 85 წლის მოხუცის შვილიშვილი დააკავეს
ექსკლუზივი: ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 85 წლის მოხუცის შვილიშვილი დააკავეს

AMBEBI.GE-სა და "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ომარ გამ­ყრე­ლი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი და­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს. ახალ­გაზ­რდა ბიჭს გა­მო­ძი­ე­ბა ცეცლ­სას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბა (სსკ-ის 236-ე მუხ­ლი).

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 3 მა­ისს მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ ად­გილ­ზე სრო­ლა ორი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან კი ამ ეტაპ­ზე ამო­ღე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

"ამ გა­რე­მო­ე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბას და­მა­ტე­ბით ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ა­ში და სო­ფელ ყან­და­უ­რას მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ში გა­ჩე­ნილ კი­თხვებს, ო.გ.-ს მე­ო­რე შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ის შე­საძ­ლოა იყოს ამ საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში, გან­ვმარ­ტავთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში და­ფიქ­სირ­და, რომ ო.გ.-ს - მე­ო­რე შვილ­მა 1 მა­ისს, ანუ ტრა­გე­დი­ამ­დე 2 დღით ადრე გა­ნუ­ცხა­და ოჯახს, რომ რუ­სეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, თუმ­ცა მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თა არ უფიქ­სირ­დე­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით, ის არ გა­მო­სუ­ლა მათ­თან კონ­ტაქ­ტზე და მათ არ აქვთ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად. საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მელ­თა დას­კვნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას მის­ცემს გა­მო­ძი­ე­ბას, საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ფარ­გლებ­ში ყან­და­უ­რა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეტა­პობ­რი­ვად მი­აწ­ვდის მაქ­სი­მა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს შსს-ში.

VIDEO: და­კა­ვე­ბუ­ლი 85 წლის ბრალ­დე­ბუ­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი და სრო­ლა 2 სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი­დან: რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბია ყან­და­უ­რა­ში 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 3 მა­ისს, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 85 წლის მა­მა­კაც­მა შვი­ლი, რძა­ლი და ორი მე­ზო­ბე­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა, 76 წლის ცოლი კი დაჭ­რა. 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა.

85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძის წი­ნაღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 236-ე მუხ­ლი და­ე­მა­ტა, რაც გუ­ლის­ხმობს ცეცლ­სას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ექსკლუზივი: ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 85 წლის მოხუცის შვილიშვილი დააკავეს

ექსკლუზივი: ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 85 წლის მოხუცის შვილიშვილი დააკავეს

AMBEBI.GE-სა და "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დაკავა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაგვიდასტურეს. ახალგაზრდა ბიჭს გამოძიება ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა-ტარებას ედავება (სსკ-ის 236-ე მუხლი).

როგორც ცნობილია, სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი.

"ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს - მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად. საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს შსს-ში.

VIDEO: დაკავებული 85 წლის ბრალდებულის შვილიშვილი და სროლა 2 სხვადასხვა იარაღიდან: რა ახალი გარემოებებია ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეში

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, 76 წლის ცოლი კი დაჭრა. 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.

85 წლის ომარ გამყრელიძის წინაღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს