სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის რამდენიმე საათიანი დაკითხვა დასრულდა. მან სუს-ის შენობა უკვე დატოვა.
როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ყველა კითხვას უპასუხეს. მისივე ინფორმაციით, დღეს მაჩალიკაშვილმა მოისმინა აუდიო ჩანაწერიც, რომელიც სუს-მა გაავრცელა და „გარკვეული შენიშვნებიც გააკეთა“.