ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთ ახალ მოადგილედ, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში დავით თვალაბეიშვილი დაინიშნა. ცნობისთვის, თვალაბეიშვილი აქამდე "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს, მანამდე კი "გაზისა და ნავთობის კორპორაციის" გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ თვალაბეიშვილი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელედ ითვლებოდა.
რაც შეეხება მის ქონებას, 2019 წლის 28 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 87 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 34 442.65 ლარი, 101 508,64 დოლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 16 500 ევრო ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, გასულ წელს ქონების გადასახადის სახით თვალაბეიშვილმა 3 085,58 ლარი გადაიხადა. დავით თვალაბეიშვილი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს...წაიკითხეთ სრულად