მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია ყველაზე სანდო მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში - კვლევის შედეგები და საინტერესო დეტალები გამარჯვებულის შესახებ
რომელია ყველაზე სანდო მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში - კვლევის შედეგები და საინტერესო დეტალები გამარჯვებულის შესახებ

ყვე­ლა­ზე სან­დო მულ­ტიპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფოდ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ და­სა­ხელ­და. ასე­თია გა­მო­კი­თხვის შე­დე­გი, რო­მე­ლიც Facebook ჯგუფ­ში „ვი­საც რე­ზი­დენ­ტუ­რა ადარ­დებს“ ჩა­ტარ­და. ეს არის 7 000-მდე წევ­რის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი არი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­თა 30.7%-მა ყვე­ლა­ზე სან­დო მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კად „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ და­ა­სა­ხე­ლა. კვლე­ვა ჩა­ტარ­და 22/02/2019 – 22/03/2019 პე­რი­ოდ­ში, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მკვლე­ვა­რის, ექი­მი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გის ვა­სილ ხა­ჩი­აშ­ვი­ლის მიერ.

რო­გორ მო­ა­ხერ­ხა „ნიუ ჰო­პი­ტალსმა“, რომ ყვე­ლა­ზე სან­დო კლი­ნი­კად და­სა­ხელ­და და რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ხდის მას სან­დოდ? - ამ კი­თხვე­ბით „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ დი­რექ­ტორს გი­ორ­გი რა­მიშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

რით არის „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ გა­მორ­ჩე­უ­ლი კლი­ნი­კა და რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით შეძ­ლო გა­მარ­ჯვე­ბა?

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რა თქმა უნდა, პა­ცი­ენ­ტე­ბის აზრი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად არა­ნაკ­ლებ გვი­ხა­რია კო­ლე­გე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბაც. ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გით, რო­მელ­საც თა­ვი­სი მი­ზე­ზი, რა თქმა უნდა, აქვს.

პა­ცი­ენ­ტმა კარ­გი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი რომ მი­ი­ღოს, კლი­ნი­კა სამ აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბას უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს: პა­ცი­ენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­მოც­დი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს და კლი­ნი­კა­ში პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­თუ­ლო­ბა - ჩვენ სა­მი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ და ვფიქ­რობ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს წარ­მა­ტე­ბას რა­საც კო­ლე­გე­ბის და პა­ცი­ენ­ტე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა ჰქვია.

მოგ­ვი­ყე­ვით „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ, რა გა­ნა­პი­რო­ბებს მის უნი­კა­ლუ­რო­ბას?

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მხრივ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლია - 250 სა­წო­ლი­ა­ნი კლი­ნი­კის ყო­ვე­ლი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა შექ­მნი­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად და იმ პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მენ­ლად, სა­დაც გა­მოც­დი­ლი პერ­სო­ნა­ლი სა­უ­კე­თე­სოდ შეძ­ლებს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას.

ეს არის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით აშე­ნე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია ვენ­ტი­ლა­ცი­ის და სივ­რცე­ებ­ში წნე­ვე­ბის მარ­თვის, გათ­ბო­ბა-გაგ­რი­ლე­ბის, სტე­რი­ლუ­რი ჰა­ე­რის ნა­კა­დე­ბის კონ­ტრო­ლის, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი სის­ტე­მე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო წყლის, ჟანგბა­დის წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მე­ბით, რო­მო­დე­ნი­მე ავ­ტო­ნო­მი­უ­რი დე­ნის წყა­რო­თი, წყლის მო­მა­რა­გე­ბი­თა და მრა­ვა­ლი სხვა. კლი­ნი­კა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტე­ნი­ა­ნო­ბა. კლი­ნი­კა­ში თი­თო­ე­ულ სივ­რცეს გა­აჩ­ნია ჰაერ-ცვლის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სხვა­დას­ხვა სივ­რცის ჰა­ე­რის არე­ვა არ ხდე­ბა. სა­დაც სა­ჭი­როა, მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, პე­დი­ატ­რი­ულ პა­ლა­ტებ­ში შექ­მნი­ლია უარ­ყო­ფი­თი წნე­ვა, შე­დე­გად, ნაკ­ლე­ბია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ერთი პა­ცი­ენ­ტის ინ­ფექ­ცია მე­ო­რეს გა­და­ე­დოს.

გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ვენ­ტი­ლა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვი­საც. ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა სივ­რცე­ე­ბის იზო­ლი­რე­ბა არა მხო­ლოდ ცე­ცხლის­გან, არა­მედ კვამ­ლის­გა­ნაც. დე­ტექ­ტო­რე­ბის მიერ კვამ­ლის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე დე­ტექ­ცი­ის შემ­დგომ, სარ­თუ­ლებს შო­რის წყდე­ბა ჰა­ე­რის მი­მოს­ვლა და ხდე­ბა მა­ღა­ლი წნე­ვით ჰა­ე­რის მი­წო­დე­ბა სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გა­სას­ვლე­ლებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ლიფ­ტე­ბის უსაფრ­თხო მუ­შა­ო­ბა იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც ევა­უ­კა­ცი­ის­თვის არის გა­მო­ყო­ფი­ლი.

თქვენ ახ­სე­ნეთ უარ­ყო­ფი­თი წნე­ვა პა­ლა­ტებ­ში. რას ნიშ­ნავს ეს და რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

კლი­ნი­კის თი­თო­ე­ულ სივ­რცე­ში იმარ­თე­ბა წნე­ვა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ოთა­ხი­დან, რო­მელ­შიც ვირუ­სუ­ლი და გა­დამ­დე­ბი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა, ჰა­ე­რი გა­მო­დის არა გა­რეთ, დე­რე­ფან­ში, არა­მედ - იწო­ვე­ბა გა­რეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ო­პე­რა­ცი­ო­სა და საპ­რო­ცე­დუ­როს, ეს სივ­რცე­ე­ბი რი­თია გა­მორ­ჩე­უ­ლი?

ახალ შე­ნო­ბა­ში 4 სა­ო­პე­რა­ციო გან­თავ­სდა და სა­ერ­თო ჯამ­ში 14 ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ო­პე­რა­ციო გვაქვს. თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში სტე­რი­ლუ­რი ჰა­ე­რის კონ­ტრო­ლი ხდე­ბა. სო­პე­რა­ცი­ო­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ფილტრე­ბი ფილტრავს ჰა­ე­რის უმ­ცი­რეს ნანო ნა­წი­ლა­კებ­საც კი და ჭე­რი­დან სტე­რი­ლუ­რი ფარ­დის სა­ხით ეფი­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტსა და სა­ო­პე­რა­ციო არეს. ესე­თი ტი­პის სის­ტე­მე­ბი ბევ­რგან არის და­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი პუნ­ქტი - თუ რო­გორ ხდე­ბა ამ სის­ტე­მე­ბის კონ­ტრო­ლი. ჩვენ­თან ეს ხდე­ბა ევ­რო­პი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ. ისი­ნი ზო­მა­ვენ, რამ­დე­ნად სწო­რად არის და­ყე­ნე­ბუ­ლი წნე­ვე­ბი, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სად ხდე­ბა სტე­რი­ლუ­რი ჰა­ე­რის მი­წო­დე­ბა და რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად ხდე­ბა არას­ტე­რი­ლუ­რი ნა­წი­ლა­კე­ბის ფილტრე­ბის მიერ შე­კა­ვე­ბა. მათ მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნე­ბი არის გა­რან­ტია იმი­სა, რომ სტე­რი­ლო­ბა ჩვენს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში და­ცუ­ლია. ზო­გა­დად, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აშშ-სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ვი­ძენთ.

კლი­ნი­კის წარ­მა­ტე­ბის კი­დევ ერთ მი­ზე­ზად მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და­ა­სა­ხე­ლეთ. ვინ არი­ან „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ექი­მე­ბი?

ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის და დამ­ხმა­რე­ე­ბის ძლი­ე­რი გუნ­დი მარ­თლაც ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბია. გვყავს ევ­რო­პი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბიც: გა­სულ წელს ჩვენს გუნდს შე­მო­უ­ერ­თდა ლიტ­ვე­ლი პრო­ფე­სო­რი, ოტო-რინო-ლა­რინ­გო­ლო­გის პრო­ფე­სო­რი სა­უ­ლი­უს ვა­იტ­კუ­სი, რო­მე­ლიც ატა­რებს ურ­თუ­ლეს ქი­რურ­გი­ულ პრო­ცე­დუ­რებს. ოპე­რა­ცი­ებს ატა­რე­ბენ ასე­ვე თვა­ლის ქი­რურ­გე­ბი ჩე­ხე­თი­დან, ხორ­ვა­ტი­ი­დან, ლიტ­ვი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან. პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტებს ქი­რურ­გი­ულ დახ­მა­რე­ბას მი­უნ­ხე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ქი­რურ­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მისი კო­ლე­გე­ბი აღ­მო­უ­ჩე­ნენ. ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბი ჩვენს კლი­ნი­კა­ში სას­წავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვი­ან - მათი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის ფას­და­უ­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რია. უნდა ისიც ით­ქვას, რომ ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი ორ­მხრი­ვია, და თი­თო­ნაც ბევ­რს სწავ­ლო­ბენ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბი­სა­გან.

კლი­ნი­კა­ში ექი­მე­ბი მტკი­ცე­ბით ფაქ­ტებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ მე­დი­ცი­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, რაც პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის დროს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბას, ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას მო­ი­ცავს. კლი­ნი­კა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­მე­დი­ცი­ნო ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია თი­თო­ე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა (სა­მე­დი­ცი­ნო და არა­სა­მე­დი­ცი­ნო) მი­სალ­მე­ბით და­წყე­ბუ­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვით და პა­ცი­ენ­ტის გა­წე­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - დად­გე­ნი­ლი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით შეს­რულ­დეს და ამით და­ცუ­ლი იყოს პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა და მიღ­წე­ულ იქ­ნას სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო შე­დე­გი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რომელია ყველაზე სანდო მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში - კვლევის შედეგები და საინტერესო დეტალები გამარჯვებულის შესახებ

რომელია ყველაზე სანდო მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში - კვლევის შედეგები და საინტერესო დეტალები გამარჯვებულის შესახებ

ყველაზე სანდო მულტიპროფილურ საავადმყოფოდ „ნიუ ჰოსპიტალსი“ დასახელდა. ასეთია გამოკითხვის შედეგი, რომელიც Facebook ჯგუფში „ვისაც რეზიდენტურა ადარდებს“ ჩატარდა. ეს არის 7 000-მდე წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელშიც სამედიცინო განათლების მქონე პირები არიან გაწევრიანებული. კვლევის მონაწილეთა 30.7%-მა ყველაზე სანდო მრავალპროფილურ კლინიკად „ნიუ ჰოსპიტალსი“ დაასახელა. კვლევა ჩატარდა 22/02/2019 – 22/03/2019 პერიოდში, დამოუკიდებელი მკვლევარის, ექიმი ანესთეზიოლოგის ვასილ ხაჩიაშვილის მიერ.

როგორ მოახერხა „ნიუ ჰოპიტალსმა“, რომ ყველაზე სანდო კლინიკად დასახელდა და რა კრიტერიუმები ხდის მას სანდოდ? - ამ კითხვებით „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორს გიორგი რამიშვილს მივმართეთ.

რით არის „ნიუ ჰოსპიტალსი“ გამორჩეული კლინიკა და რა უპირატესობებით შეძლო გამარჯვება?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გამოკითხვის შედეგები ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პაციენტების აზრი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამავდროულად არანაკლებ გვიხარია კოლეგების პოზიტიური შეფასებაც. ძალიან ამაყები ვართ მიღებული შედეგით, რომელსაც თავისი მიზეზი, რა თქმა უნდა, აქვს.

პაციენტმა კარგი სამედიცინო სერვისი რომ მიიღოს, კლინიკა სამ აუცილებელ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა, გამოცდილი სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს და კლინიკაში პროცესების გამართულობა - ჩვენ სამივე მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ ეს განაპირობებს წარმატებას რასაც კოლეგების და პაციენტების ნდობის მოპოვება ჰქვია.

მოგვიყევით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინფრასტრუქტურის შესახებ, რა განაპირობებს მის უნიკალურობას?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ინფრასტრუქტურის მხრივ ამიერკავკასიაში ნამდვილად გამორჩეულია - 250 საწოლიანი კლინიკის ყოველი კვადრატული მეტრის ინფრასტრუქტურა შექმნილია პაციენტების უსაფრთხოების დასაცავად და იმ პირობების შესაქმენლად, სადაც გამოცდილი პერსონალი საუკეთესოდ შეძლებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

ეს არის ევროპული სტანდარტით აშენებული საავადმყოფო, რომელიც აღჭურვილია ვენტილაციის და სივრცეებში წნევების მართვის, გათბობა-გაგრილების, სტერილური ჰაერის ნაკადების კონტროლის, სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემებით, სამედიცინო წყლის, ჟანგბადის წარმოების ავტომატური სისტემებით, რომოდენიმე ავტონომიური დენის წყაროთი, წყლის მომარაგებითა და მრავალი სხვა. კლინიკაში ავტომატურად მუდმივად კონტროლდება ტემპერატურა და ტენიანობა. კლინიკაში თითოეულ სივრცეს გააჩნია ჰაერ-ცვლის რეგულირების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სივრცის ჰაერის არევა არ ხდება. სადაც საჭიროა, მაგალითისათვის, პედიატრიულ პალატებში შექმნილია უარყოფითი წნევა, შედეგად, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ერთი პაციენტის ინფექცია მეორეს გადაედოს.

განცალკევებული ვენტილაცია მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოებისთვისაც. ხანძრის შემთხვევაში ავტომატურად ხდება სივრცეების იზოლირება არა მხოლოდ ცეცხლისგან, არამედ კვამლისგანაც. დეტექტორების მიერ კვამლის ადრეულ სტადიაზე დეტექციის შემდგომ, სართულებს შორის წყდება ჰაერის მიმოსვლა და ხდება მაღალი წნევით ჰაერის მიწოდება საევაკუაციო გასასვლელებში და შესაბამისად, ლიფტების უსაფრთხო მუშაობა იმ დროის განმავლობაში რაც ევაუკაციისთვის არის გამოყოფილი.

თქვენ ახსენეთ უარყოფითი წნევა პალატებში. რას ნიშნავს ეს და რატომ არის მნიშვნელოვანი?

კლინიკის თითოეულ სივრცეში იმართება წნევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოთახიდან, რომელშიც ვირუსული და გადამდები სენით დაავადებული პაციენტი იმყოფება, ჰაერი გამოდის არა გარეთ, დერეფანში, არამედ - იწოვება გარეთ.

რაც შეეხება საოპერაციოსა და საპროცედუროს, ეს სივრცეები რითია გამორჩეული?

ახალ შენობაში 4 საოპერაციო განთავსდა და საერთო ჯამში 14 ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საოპერაციო გვაქვს. თითოეულ მათგანში სტერილური ჰაერის კონტროლი ხდება. სოპერაციოში დაყენებული ფილტრები ფილტრავს ჰაერის უმცირეს ნანო ნაწილაკებსაც კი და ჭერიდან სტერილური ფარდის სახით ეფინება პაციენტსა და საოპერაციო არეს. ესეთი ტიპის სისტემები ბევრგან არის დაყენებული, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი პუნქტი - თუ როგორ ხდება ამ სისტემების კონტროლი. ჩვენთან ეს ხდება ევროპიდან ჩამოყვანილი სერტიფიცირებული პროფესიონალების მიერ. ისინი ზომავენ, რამდენად სწორად არის დაყენებული წნევები, რამდენად საკმარისად ხდება სტერილური ჰაერის მიწოდება და რამდენად ადეკვატურად ხდება არასტერილური ნაწილაკების ფილტრების მიერ შეკავება. მათ მიერ გაცემული დასკვნები არის გარანტია იმისა, რომ სტერილობა ჩვენს საოპერაციოში დაცულია. ზოგადად, საოპერაციოების აღჭურვილობას აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ვიძენთ.

კლინიკის წარმატების კიდევ ერთ მიზეზად მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი დაასახელეთ. ვინ არიან „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმები?

ექიმების, ექთნების და დამხმარეების ძლიერი გუნდი მართლაც ჩვენი წარმატების გასაღებია. გვყავს ევროპიდან მოწვეული ექიმებიც: გასულ წელს ჩვენს გუნდს შემოუერთდა ლიტველი პროფესორი, ოტო-რინო-ლარინგოლოგის პროფესორი საულიუს ვაიტკუსი, რომელიც ატარებს ურთულეს ქირურგიულ პროცედურებს. ოპერაციებს ატარებენ ასევე თვალის ქირურგები ჩეხეთიდან, ხორვატიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან. პატარა პაციენტებს ქირურგიულ დახმარებას მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი და მისი კოლეგები აღმოუჩენენ. ევროპელი კოლეგები ჩვენს კლინიკაში სასწავლო საქმიანობასაც ეწევიან - მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდა კოლეგებისათვის ფასდაუდებელი სამსახურია. უნდა ისიც ითქვას, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ გამოცდილების გაზიარების პროცესი ორმხრივია, და თითონაც ბევრს სწავლობენ ჩვენი გამოცდილი ექიმებისაგან.

კლინიკაში ექიმები მტკიცებით ფაქტებზე დამყარებულ მედიცინით ხელმძღვანელობენ, რაც პაციენტის მკურნალობის დროს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობას, ამერიკისა და ევროპის პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გაზიარებას მოიცავს. კლინიკაში ფუნქციონირებს სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომლის მიზანია თითოეული პროცედურა (სამედიცინო და არასამედიცინო) მისალმებით დაწყებული, სამედიცინო ჩარევით და პაციენტის გაწერით დამთავრებული - დადგენილი პროტოკოლის მიხედვით შესრულდეს და ამით დაცული იყოს პაციენტის უსაფრთხოება და მიღწეულ იქნას საუკეთესო სამკურნალო შედეგი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი