პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტექ. ინსპექტირების ყალბი დოკუმენტები "ყვითელ ავტობუსებზე" - დაკავებულია 4 ადამიანი
ტექ. ინსპექტირების ყალბი დოკუმენტები "ყვითელ ავტობუსებზე" - დაკავებულია 4 ადამიანი

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა თბი­ლის­ში, ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის სამი ცენ­ტრის 4 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა ავ­ტო­მან­ქა­ნებ­თან ერ­თად, ყალ­ბი და­დე­ბი­თი დას­კვნე­ბი „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის“ კუთ­ვნილ, ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თავ "ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სებ­ზეც" გა­ი­ცა.

AMBEBI.GE-მ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მი­მარ­თა, სა­დაც გვი­თხრეს, რომ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წელს შეგ­როვ­და, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის მოხ­და ფაქ­ტი, ან ხში­რია თუ არა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის­გან თავი შე­ი­კა­ვეს.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხურ­საც", სა­დაც გან­გვი­მარ­ტეს, რომ ამის შე­სა­ხებ მე­დი­ი­დან გა­ი­გეს და ოფი­ცი­ა­ლუ­რად მათ უწყე­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ შე­სუ­ლა.

ერთი თვის წინ, კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ბორ­დი­ურ­ზე ავარ­და. ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ის წერ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მუხ­რუ­ჭებ­მა არ და­ი­ჭი­რა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

კი­დევ ერთი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში სამი თვის წინ მოხ­და - წყნეთ­ში მი­მა­ვა­ლი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სი და­გორ­და და ხე­ებს შე­ე­ჯა­ხა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­ბუსს სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მამ უმტყუ­ნა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ამ ადა­მი­ა­ნებს გა­უ­მარ­თლათ, რომ გა­დარ­ჩნენ.

თუ ამ შემ­თხვე­ვებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და ვნა­ხავთ, რომ ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სებ­ზე ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ი­ცა და ეს და­ა­დას­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბამ, საქ­მე იმა­ზე რთუ­ლად ყო­ფი­ლა, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რი“ მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ მო­ი­თხო­ვა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ცე­მა ავ­ტო­ბუ­სებ­ზე?

ექ­სპერ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა, უმე­ტე­სად სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბის, გა­მო­ნა­ბოლ­ქვის, სა­ჭის მარ­თვის სის­ტე­მის პრობ­ლე­მებ­ზე ხდე­ბა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სწო­რედ ეს პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპე­ტი­რე­ბის სის­ტე­მა­ში ბევ­რი ხარ­ვე­ზია და იგი მუ­შა­ობს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს შეს­თა­ვა­ზებს. მისი თქმით, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერთი და იმა­ვე პრობ­ლე­მის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბილს სხვა­დას­ხვა ცენ­ტრში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი დას­კვნა აუ­ღია. ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რომ თუ კი ერ­თმა ცენ­ტრმა მას და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მის­ცა, მე­ო­რე ცენ­ტრში მან ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ვერ გა­ი­ა­რა.

"უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი არის ის, რომ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა ვერ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­თა­ნა­დოდ. ზო­გი­ერთ მან­ქა­ნას გავ­ლი­ლი აქვს ინ­სპექ­ტი­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც იგი­ვე შე­დე­გი გვაქვს. მე­ო­რეს მხრივ - ჩვენ ვხე­დავთ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ მი­დი­ან ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად. კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა არის პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე დიდი ხარ­ვე­ზი ამ შემ­თხვე­ვა­ში.

ასე­ვე, არ გა­ი­მარ­თა რე­ფორ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი - სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი, თუ რა­ტომ იწყე­ბა ინ­სპექ­ტი­რე­ბა, რა­ტომ არის ამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის გამო, შე­დე­გე­ბი, თუ რა მოყ­ვე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­უ­მარ­თავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გა­ნე­მარ­ტა" - აცხა­დებს და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი.

„ეკო ტრან­სპორტ ცენ­ტრის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ვასო ურუ­შა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სა­ჭი­როა მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და სის­ტე­მის დახ­ვე­წა, მათ შო­რის სა­კა­ნონ­მდებ­ლო კუ­თხი­თაც.

"ამ კონ­კრე­ტულ ფაქტს რაც შე­ე­ხე­ბა, თუ მარ­თლაც მოხ­და, გა­მო­დის, რომ ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მას­თან გვქო­ნია საქ­მე. რად­გან გა­ყალ­ბე­ბას არ მო­ი­თხოვ­და მძღო­ლი, მის ინ­ტე­რეს­ში ეს არ შე­დის და არ­ცაა ამას­თან შე­ხე­ბა­ში, გა­მო­დის, რომ კომ­პა­ნი­ამ მო­ი­თხო­ვა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლე­ბი ამა თუ იმ ნა­წი­ლებს ნა­თხოვ­რო­ბენ სა­გან­გე­ბოდ ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თვის, გა­დი­ან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და შემ­დეგ უბ­რუ­ნე­ბენ მე­პატ­რო­ნე­ებს. ეს ვერ კონ­ტროლ­დე­ბა.

მეტი მო­ნი­ტო­რინ­გია სა­ჭი­რო. თუნ­დაც რო­დე­საც აკ­რე­დი­ტა­ცი­ას გას­ცემს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ცენ­ტრებ­ზე, უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს, რო­გორ იცა­ვენ ისი­ნი ამ მი­ნი­ჭე­ბულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ას, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ. სა­ჭი­როა ასე­ვე, ტექ­ნი­კუ­რი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის და­ნერგვა, რა­ზეც არის სა­უ­ბა­რი" - აღ­ნიშ­ნა ვა­სილ ურუ­შძემ.

ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის საგ­ზაო ტრან­სპორ­ტს მო­ე­თხო­ვე­ბა. პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა მსუ­ბუ­ქი და მი­საბ­მე­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის 60 ლარი, ხოლო სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის - 100 ლარი ღირს.

თუ ინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლი­სას ავ­ტო­მო­ბილს აღ­მო­აჩ­ნდა ხარ­ვე­ზი, მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მფლო­ბელს ეძ­ლე­ვა 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე, შა­ბათ-კვი­რის ჩათ­ვლით. თუ ამ ვა­და­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­სპექ­ტი­რე­ბა იგი­ვე ცენ­ტრში და იმ ნა­წილ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, სა­დაც ხარ­ვე­ზი და­ფიქ­სირ­და, მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა.

რა მოწ­მდე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას?

ინ­სპექ­ტი­რე­ბა მო­ი­ცავს შემ­დეგ ელე­მენ­ტებს: სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია; სა­მუხ­რუ­ჭო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა; სა­ჭით მარ­თვის სის­ტე­მა; ხილ­ვა­დო­ბა; ფა­რე­ბი, შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა; ღერ­ძე­ბი, თვლე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი და და­კი­დე­ბა; შასი და მისი შე­მად­გენ­ლე­ბი; უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა.

ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პე­რი­ო­დუ­ლო­ბა

სამ­გზავ­რო (8 ად­გი­ლის ზე­მოთ, მძრო­ლის გარ­და) კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ერთი წლის შემ­დეგ გა­დი­ან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს, ხოლო გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ოთხი წლის შემ­დეგ - წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტეს­ტი­რე­ბის დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის ვა­და­ში, ანუ 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით სი­ა­რუ­ლი არ იკ­რძა­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 25 თე­ბერ­ვლის­თვის პირ­ვე­ლა­დი ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა სულ 109 416-მა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ი­ა­რა, სა­ი­და­ნაც 61% -66 401 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა და­ხარ­ვეზ­და. ვარ­გი­სი იყო 43 015, ანუ სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 39%.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ტექ. ინსპექტირების ყალბი დოკუმენტები "ყვითელ ავტობუსებზე" - დაკავებულია 4 ადამიანი

ტექ. ინსპექტირების ყალბი დოკუმენტები "ყვითელ ავტობუსებზე" - დაკავებულია 4 ადამიანი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, ტექინსპექტირების სამი ცენტრის 4 თანამშრომელი დააკავა ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გასაღების ბრალდებით. უწყების ინფორმაციით, სხვა ავტომანქანებთან ერთად, ყალბი დადებითი დასკვნები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ "ყვითელ ავტობუსებზეც" გაიცა.

AMBEBI.GE-მ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებები წელს შეგროვდა, თუმცა კონკრეტულად როდის მოხდა ფაქტი, ან ხშირია თუ არა მსგავსი შემთხვევა, კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავეს.

ჩვენ დავუკავშირდით "თბილისის სატრანსპორტო სამსახურსაც", სადაც განგვიმარტეს, რომ ამის შესახებ მედიიდან გაიგეს და ოფიციალურად მათ უწყებაში ინფორმაცია ჯერ არ შესულა.

ერთი თვის წინ, კრწანისის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. ინციდენტის ამსახველი ფოტოები საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, სავარაუდოდ, მუხრუჭებმა არ დაიჭირა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა თბილისში სამი თვის წინ მოხდა - წყნეთში მიმავალი ყვითელი ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ამ ადამიანებს გაუმართლათ, რომ გადარჩნენ.

თუ ამ შემთხვევებს გავითვალისწინებთ და ვნახავთ, რომ ყვითელ ავტობუსებზე ტექნიკური დათვალიერების ყალბი დოკუმენტები გაიცა და ეს დაადასტურა გამოძიებამ, საქმე იმაზე რთულად ყოფილა, ვიდრე წარმოგვიდგენია. „თბილისის სატრანსპორტო სამსახური“ მერიის დაქვემდებარებაშია. საინტერესოა, ვინ მოითხოვა ყალბი დოკუმენტების გაცემა ავტობუსებზე?

ექსპერტების ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტები და ავტომობილის გაუმართაობაზე თვალის დახუჭვა, უმეტესად სამუხრუჭე სისტემების გაუმართაობის, გამონაბოლქვის, საჭის მართვის სისტემის პრობლემებზე ხდება. მათი ინფორმაციით, ავტომობილების უმრავლესობას სწორედ ეს პრობლემები აქვს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტექნიკური ინსპეტირების სისტემაში ბევრი ხარვეზია და იგი მუშაობს რეკომენდაციებზე, რომელსაც შესაბამის უწყებებს შესთავაზებს. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე პრობლემის მქონე ავტომობილს სხვადასხვა ცენტრში სხვადასხვანაირი დასკვნა აუღია. ექსპერტი ამბობს, რომ თუ კი ერთმა ცენტრმა მას დადებითი შეფასება მისცა, მეორე ცენტრში მან ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა.

"უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ კანონის აღსრულება ვერ მიმდინარეობს სათანადოდ. ზოგიერთ მანქანას გავლილი აქვს ინსპექტირება, მაგრამ მაინც იგივე შედეგი გვაქვს. მეორეს მხრივ - ჩვენ ვხედავთ, რომ ავტომობილის მძღოლები საერთოდ არ მიდიან ინსპექტირების გასავლელად. კანონის აღსრულება არის პირველი და ყველაზე დიდი ხარვეზი ამ შემთხვევაში.

ასევე, არ გაიმართა რეფორმისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი - სოციალური კამპანიები, თუ რატომ იწყება ინსპექტირება, რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი. ავადობის მაჩვენებლის ზრდა, ჰაერის დაბინძურების გამო, შედეგები, თუ რა მოყვება სატრანსპორტო საშუალების გაუმართავ მდგომარეობაში გადაადგილებას, საზოგადოებას არ განემარტა" - აცხადებს დავით მესხიშვილი.

„ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ საჭიროა მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება და სისტემის დახვეწა, მათ შორის საკანონმდებლო კუთხითაც.

"ამ კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, თუ მართლაც მოხდა, გამოდის, რომ ძალიან დიდ პრობლემასთან გვქონია საქმე. რადგან გაყალბებას არ მოითხოვდა მძღოლი, მის ინტერესში ეს არ შედის და არცაა ამასთან შეხებაში, გამოდის, რომ კომპანიამ მოითხოვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ამა თუ იმ ნაწილებს ნათხოვრობენ საგანგებოდ ტექნიკური დათვალიერებისთვის, გადიან დათვალიერებას და შემდეგ უბრუნებენ მეპატრონეებს. ეს ვერ კონტროლდება.

მეტი მონიტორინგია საჭირო. თუნდაც როდესაც აკრედიტაციას გასცემს ეკონომიკის სამინისტრო ცენტრებზე, უნდა აკონტროლებდეს, როგორ იცავენ ისინი ამ მინიჭებულ აკრედიტაციას, როგორ მუშაობენ. საჭიროა ასევე, ტექნიკური დამთვალიერებლების გადამზადების ერთიანი სისტემის დანერგვა, რაზეც არის საუბარი" - აღნიშნა ვასილ ურუშძემ.

ტექნიკური ინსპექტირების გავლა გარკვეული პერიოდულობით ყველა კატეგორიის საგზაო ტრანსპორტს მოეთხოვება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი ღირს.

თუ ინსპექტირების გავლისას ავტომობილს აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება იგივე ცენტრში და იმ ნაწილზე ჩატარდება, სადაც ხარვეზი დაფიქსირდა, მომსახურება უფასოა.

რა მოწმდება ტექნიკური ინსპექტირებისას?

ინსპექტირება მოიცავს შემდეგ ელემენტებს: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; უარყოფითი ზემოქმედება.

ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა

სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძროლის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ გადიან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ - წელიწადში ორჯერ.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში, ანუ 30 დღის განმავლობაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 25 თებერვლისთვის პირველადი ტექინსპექტირება სულ 109 416-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 61% -66 401 ავტოსატრანსპორტო საშუალება დახარვეზდა. ვარგისი იყო 43 015, ანუ საერთო რაოდენობის 39%.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ