Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტა წელს გაუფასურების რეკორდს ხსნის
რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტა წელს გაუფასურების რეკორდს ხსნის

1 დო­ლა­რი 2,73 ლარი - ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ­მა გაც­ვლით­მა კურ­სმა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მიმ­დი­ნა­რე წელს გა­უ­ა­რე­სე­ბის რე­კორ­დი მოხ­სნა.

რა­ტომ უფა­სურ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა იმ ფონ­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზამ­თარ­თან შე­და­რე­ბით ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი იზ­რდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ბრუნ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბაც უნდა გა­ი­ზარ­დოს? - კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ ეკო­ნო­მი­კურ ექ­სპერ­ტებს მი­მარ­თა.

ეკო­ნო­მის­ტმა ზვი­ად ხორ­გუ­აშ­ვილ­მა სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში იმის გან­სა­ზღვრა თუ რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ლა­რის კურ­სის და­ცე­მა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ტუ­რიზ­მის, სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის, ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, ამ­ბობს რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია.

"შემ­ცი­რე­ბუ­ლია ტემ­პი ტუ­რიზ­მში, ამავდრო­უ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ში, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა­ში გვაქვს კლე­ბა. ექ­სპორ­ტის ზრდის ტემ­პია შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, სა­ერ­თო ჯამ­ში რომ შევ­ხე­დოთ, კონ­კრე­ტუ­ლად რამ იქო­ნია გავ­ლე­ნა ამის თქმა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდს რომ შევ­ხე­დოთ, გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გვაქვს არას­წო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა. რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ არ შე­მო­დის იმ­დე­ნი დო­ლა­რი, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა ერ­თის მხრივ იმის­თვის, რომ ლარი იყოს სტა­ბი­ლუ­რი და მე­ო­რეს მხრივ, რომ არა მხო­ლოდ სტა­ბი­ლუ­რი იყოს, არა­მედ გამ­ყარ­დეს კი­დეც" - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მის­ტმა.

VIDEO: რა­ტომ გა­უ­ფა­სურ­და ლარი? - ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის რყე­ვის შე­საძ­ლო ფაქ­ტო­რე­ბი

გან­სხვა­ვე­ბულ მო­ნა­ცე­მებს აფიქ­სი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი. თუ ვნა­ხავთ ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის წლი­ურ რა­ო­დე­ნო­ბას, 2018 წელს წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 60 ათა­სით არის გაზ­რდი­ლი, გაზ­რდი­ლია ექ­სპორ­ტის რა­ო­დე­ნო­ბაც.

მა­გა­ლი­თად, 2018 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლომ ექ­სპორტზე 286 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია გა­ი­ტა­ნა, მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში კი აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მი 321 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სფე­რო­ში კი კლე­ბა ნამ­დვი­ლად ფიქ­სირ­დე­ბა - თუ 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მი­ლი­არდ 800 მი­ლი­ონ­ზე მეტი იყო 2018 წელს აღ­ნიშ­ნულ­მა რი­ცხვმა მი­ლი­არდ 200 ათა­სამ­დე და­იკ­ლო.

ზვი­ად ხორ­გუ­აშ­ვი­ლი ლა­რის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი გა­უ­ა­რე­სე­ბის მთა­ვარ მი­ზეზს მა­ინც სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში ხე­დავს.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შერ­ბი­ლე­ბა და გა­უქ­მე­ბა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო და და­ა­ზა­რა­ლა კერ­ძო სექ­ტო­რი. ვგუ­ლის­ხმობ სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში მი­ღე­ბულ უკა­ნას­კნელ რე­გუ­ლა­ცი­ებს - სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში, სატ­რან­სპორ­ტო სექ­ტორ­ში, თუნ­დაც ტაქ­სებ­სა და გან­ვა­დე­ბა­ზე მი­ღე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს. ამ ყვე­ლა­ფერ­მა და­ა­ზა­რა­ლა კერ­ძო სექ­ტო­რი და ეს ჩანს მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ში, სამ­შე­ნებ­ლო, სა­ფი­ნან­სო და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორ­შიც, შემ­ცი­რე­ბა გვაქვს მა­შინ, რო­დე­საც ესე­ნი ყვე­ლა­ზე ზრდა­დი სექ­ტო­რე­ბი იყო" - გან­მარ­ტა ეკო­ნო­მის­ტმა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი" გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე, ლა­რის არ­სე­ბულ კურსს, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უკავ­ში­რებს:

"ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი არის ის, რომ დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­კუ­თა­რი ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა, ექ­სპორ­ტის ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ კვლავ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვართ მთა­ვარ სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რებ­ზე - რა იქ­ნე­ბა მათ ეკო­ნო­მი­კა­ში, რა მოხ­დე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად ქმნის პრობ­ლე­მებს, რო­გორც კურსთან, ასე­ვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გა­უ­ფა­სუ­რე­ბი­სა, არის სწო­რედ ის, რომ ჩვენ ზედ­მე­ტად მო­წყვლა­დე­ბი ვართ სხვა­და­სახ­ვა სა­გა­რეო შო­კე­ბი­სად­მი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის სტრუქ­ტუ­რით" - გან­მარ­ტა კე­პუ­ლა­ძემ, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს რომ ლა­რის კურსს ბა­ზა­რი და­ა­რე­გუ­ლი­რებს.

უკა­ნას­კნელ დღებ­ში ლა­რის კურ­სის სა­გან­გა­შო ვარ­დნას ეკო­ნო­მი­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მი­ნის­ტრმა იმ პრო­ცესს, რო­მელ­საც თვალს უკვე მე­ო­თხე წე­ლია ვა­დევ­ნებთ, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რყე­ვა უწო­და და გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ ის თა­ვი­სით დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა:

"ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ პა­რა­მეტ­რებს თვალ­ყურს და არც ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფაქ­ტო­რის ცვლი­ლე­ბა არ გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე გა­უ­ფა­სუ­რე­ბას­თან გვქონ­დეს საქ­მე. ეკო­ნო­მი­კა იზ­რდე­ბა, მარ­ტში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, 6%-იანი ზრდა გვქონ­და, ექ­სპორ­ტი იზ­რდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად საქ­მე გვაქვს მოკ­ლე­ვა­დი­ან რყე­ვას­თან, რო­მე­ლიც თა­ვი­სით დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტა წელს გაუფასურების რეკორდს ხსნის

რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტა წელს გაუფასურების რეკორდს ხსნის

1 დოლარი 2,73 ლარი - ეროვნული ვალუტის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში, მიმდინარე წელს გაუარესების რეკორდი მოხსნა.

რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ზამთართან შედარებით ტურისტების ნაკადი იზრდება და შესაბამისად, ბრუნვაში არსებული დოლარის მოცულობაც უნდა გაიზარდოს? - კითხვებით AMBEBI.GE-მ ეკონომიკურ ექსპერტებს მიმართა.

ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა საუბარში განმარტა, რომ მოკლევადიან პერიოდში იმის განსაზღვრა თუ რით არის განპირობებული ლარის კურსის დაცემა, რთული სათქმელია, რადგან გამოქვეყნებული არ არის უკანასკნელი მონაცემები ტურიზმის, საბიუჯეტო ხარჯების, ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით. თუმცა, ამბობს რომ ბოლო პერიოდში ყველა ამ მიმართულებით ვითარება გაუარესებულია.

"შემცირებულია ტემპი ტურიზმში, ამავდროულად სერიოზული პრობლემები გვაქვს ინვესტიციებში, ინვესტიციების შემოდინებაში გვაქვს კლება. ექსპორტის ზრდის ტემპია შემცირებული.

თუმცა, საერთო ჯამში რომ შევხედოთ, კონკრეტულად რამ იქონია გავლენა ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდს რომ შევხედოთ, გაუფასურების ტენდენცია გრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. რაც გამოიხატება იმაში, რომ არ შემოდის იმდენი დოლარი, რამდენიც საჭიროა ერთის მხრივ იმისთვის, რომ ლარი იყოს სტაბილური და მეორეს მხრივ, რომ არა მხოლოდ სტაბილური იყოს, არამედ გამყარდეს კიდეც" - განაცხადა ეკონომისტმა.

VIDEO: რატომ გაუფასურდა ლარი? - ეროვნული ვალუტის რყევის შესაძლო ფაქტორები

განსხვავებულ მონაცემებს აფიქსირებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. თუ ვნახავთ ტურისტული ნაკადის წლიურ რაოდენობას, 2018 წელს წინა წლებთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 60 ათასით არის გაზრდილი, გაზრდილია ექსპორტის რაოდენობაც.

მაგალითად, 2018 წლის მარტში საქართველომ ექსპორტზე 286 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქცია გაიტანა, მიმდინარე წლის მარტში კი აღნიშნული მონაცემი 321 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიციების სფეროში კი კლება ნამდვილად ფიქსირდება - თუ 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მილიარდ 800 მილიონზე მეტი იყო 2018 წელს აღნიშნულმა რიცხვმა მილიარდ 200 ათასამდე დაიკლო.

ზვიად ხორგუაშვილი ლარის პერმანენტული გაუარესების მთავარ მიზეზს მაინც საფინანსო სექტორში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეგულაციებში ხედავს.

"აუცილებელია იმ რეგულაციების შერბილება და გაუქმება, რომელიც მთავრობამ მიიღო და დააზარალა კერძო სექტორი. ვგულისხმობ საფინანსო სექტორში მიღებულ უკანასკნელ რეგულაციებს - სამშენებლო სექტორში, სატრანსპორტო სექტორში, თუნდაც ტაქსებსა და განვადებაზე მიღებულ რეგულაციებს. ამ ყველაფერმა დააზარალა კერძო სექტორი და ეს ჩანს მათ შორის ეკონომიკურ ზრდაში, სამშენებლო, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორშიც, შემცირება გვაქვს მაშინ, როდესაც ესენი ყველაზე ზრდადი სექტორები იყო" - განმარტა ეკონომისტმა.

"საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი" გიორგი კეპულაძე, ლარის არსებულ კურსს, საქართველოს ეკონომიკის სავაჭრო პარტნიორებზე დამოკიდებულებას უკავშირებს:

"ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დღემდე საქართველომ ვერ მოახერხა საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირება, ექსპორტის ბაზრების დივერსიფიცირება და სამწუხაროდ კვლავ დამოკიდებულები ვართ მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე - რა იქნება მათ ეკონომიკაში, რა მოხდება, რაც თავისთავად ქმნის პრობლემებს, როგორც კურსთან, ასევე ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით.

მთავარი მიზეზი გაუფასურებისა, არის სწორედ ის, რომ ჩვენ ზედმეტად მოწყვლადები ვართ სხვადასახვა საგარეო შოკებისადმი, რაც გამოწვეულია ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურით" - განმარტა კეპულაძემ, რომელიც მიიჩნევს რომ ლარის კურსს ბაზარი დაარეგულირებს.

უკანასკნელ დღებში ლარის კურსის საგანგაშო ვარდნას ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი ნათია თურნავაც გამოეხმაურა. მინისტრმა იმ პროცესს, რომელსაც თვალს უკვე მეოთხე წელია ვადევნებთ, მოკლევადიანი რყევა უწოდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის თავისით დასტაბილურდება:

"ძალიან ყურადღებით ვადევნებთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თვალყურს და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაიმე გაუფასურებასთან გვქონდეს საქმე. ეკონომიკა იზრდება, მარტში ძალიან მაღალი, 6%-იანი ზრდა გვქონდა, ექსპორტი იზრდება, შესაბამისად საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ