სენაკის მეორე საჯარო სკოლის 24 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს. ბავშვების ასაკი 10-11 წელია.
„პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავიდან 4-5 ბავშვის მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, დანარჩენები უფრო სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. მათ სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ“, - აცხადებენ საავადმყოფოში.
მათივე ცნობით, მოსწავლეები საავადმყოფოში ზუგდიდიდან გამოძახებული ტოქსიკოლოგის ჩასვლამდე დარჩებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.