პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩმა" საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა - "პროსტიტუციაც, არის პატიოსანი შრომა!"
"გირჩმა" საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა - "პროსტიტუციაც, არის პატიოსანი შრომა!"

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "გირ­ჩის" ოფის­ში "სა­ზე­ი­მოდ" გა­იხ­სნა სა­როს­კი­პო - ამ აქ­ტით ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას მო­ი­თხოვს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით "გირჩმა" და­არ­ღვია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 254-ე მუხ­ლი (პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა), თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მზად არი­ან და­კა­ვე­ბის­თვი­საც.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თვაც გა­ავ­რცე­ლა:

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვეს სამი სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე, რო­მელ­თაც ბრა­ლად ედე­ბათ პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ფარ­თის გა­და­ცე­მა.

ეს არ არის პირ­ვე­ლი ასე­თი შემ­თხვე­ვა. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სის­ტე­მა სექს-ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თულ პი­რებს არ მი­იჩ­ნევს ადა­მი­ა­ნე­ბად, ექ­ცე­ვა რო­გორც მო­ნებს და მათ, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როდ იყე­ნებს. ამა­ვე დროს, ამ ქვე­ყა­ნა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი, ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბი­სა თუ რა­ი­მე ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მის გა­და­ფარ­ვის მიზ­ნით, ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ამ ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჯა­რო ტე­რორს. შე­დე­გად, სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­ყიდ­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ, ისე­ვე, რო­გორც მათი ოჯა­ხე­ბი, რჩე­ბი­ან შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე და ხდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­კი­ცხვის სა­გა­ნი.

VIDEO: "გირ­ჩის" სა­როს­კი­პო - რო­გო­რია ოთა­ხი, რო­მე­ლიც ოფის­ში მო­ა­წყვეს?

არ არ­სე­ბობს რა­ი­მე თვი­სობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სას­ტუმ­რო­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სხვა სას­ტუმ­რო­ებს შო­რის - ნე­ბის­მი­ერ სას­ტუმ­რო­ში შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ ფა­სი­ა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბით. მე­ტიც, ნე­ბის­მი­ე­რი ბიძა, რო­მე­ლიც ძმის­შვილს და­უ­ფი­ნან­სებს სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბას და ნე­ბის­მი­ე­რი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც მე­გო­ბარს და­უთ­მობს ბი­ნას ფა­სი­ა­ნი სექ­სის­თვის, კრი­მი­ნა­ლია დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად.

ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ, რომ ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს ძა­ლა­დო­ბას და ეფუძ­ნე­ბა ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­თან­ხმე­ბას, მათ შო­რის, პროს­ტი­ტუ­ცი­აც, არის პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მა!

ერ­თა­დერ­თი გზა, რომ და­ვას­რუ­ლოთ დღე­ვან­დე­ლი ტრა­გი­კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია, ამა­ვე დროს, და­ვიც­ვათ სექს-ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბის­გან, მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის­გან, ისე­ვე რო­გორც, მო­ვახ­დი­ნოთ სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, აივ-შიდსის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია, არის პროს­ტი­ტუ­ცი­ის სრუ­ლი ლე­გა­ლი­ზა­ცია.

ამი­ტომ ჩვენ დღეს, სა­ჯა­როდ და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად, გირ­ჩის ოფი­სის ერთ ნა­წილ­ში, ვხსნით სა­როს­კი­პოს. ჩვე­ნი ფარ­თის და­ქი­რა­ვე­ბა შე­ეძ­ლე­ბა ყვე­ლას, სპე­ცი­ა­ლუ­რად ფა­სი­ა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სა­ათ­ში 49 ლა­რი­სა და 90 თეთ­რის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში. ჩვე­ნი სა­როს­კი­პოს სა­ხელ­წო­დე­ბაა „პი­ო­ნე­რი“ და მისი სპონ­სო­რია სექს-სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზია „კიკუ“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით ჩვენ ვარ­ღვევთ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 254-ე მუხ­ლის (პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა), მე-3 ნა­წილს: „ამ მუხ­ლის პირ­ვე­ლი ან მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა (პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სათ­ვის ად­გი­ლის ან სა­ცხოვ­რებ­ლის გა­და­ცე­მა), ჩა­დე­ნი­ლი:

ა) წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ;ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან ექვს წლამ­დე“.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს არ­ჩე­ვა­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი - ან უნდა დაგ­ვა­პა­ტიმ­რონ მთე­ლი გირ­ჩი, ან უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ ამ მუხ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი და შე­წყვი­ტონ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა" - ნათ­ქვა­მია გირ­ჩის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სიმართლე მწარეა-არ დაბლოკოთ
1

მამაშა გირჩო ჯაფარიძე, მე არ ვიცი ოჯახი გაქვს თუ არა,მაგრამ თუ გყავს მეუღლე იმისი "თეთრი შურით" მშურს, რა "ვაჟკაცი" ყოლია გვერდით, აფსუს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"გირჩმა" საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა - "პროსტიტუციაც, არის პატიოსანი შრომა!"

"გირჩმა" საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა - "პროსტიტუციაც, არის პატიოსანი შრომა!"

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ოფისში "საზეიმოდ" გაიხსნა საროსკიპო - ამ აქტით ორგანიზაცია საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზაციას მოითხოვს. აღნიშნული ქმედებით "გირჩმა" დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი (პროსტიტუციის ხელშეწყობა), თუმცა ამბობენ, რომ მზად არიან დაკავებისთვისაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ხელისუფლებისადმი მიმართვაც გაავრცელა:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ დააკავეს სამი სასტუმროს მეპატრონე, რომელთაც ბრალად ედებათ პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემა.

ეს არ არის პირველი ასეთი შემთხვევა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სისტემა სექს-ინდუსტრიაში ჩართულ პირებს არ მიიჩნევს ადამიანებად, ექცევა როგორც მონებს და მათ, სხვა ადამიანების საწინააღმდეგოდ, ინფორმაციის წყაროდ იყენებს. ამავე დროს, ამ ქვეყანაში, ხელისუფლებები, ძალის დემონსტრირებისა თუ რაიმე ხმაურიანი პოლიტიკური თემის გადაფარვის მიზნით, ხშირად მიმართავენ ამ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების საჯარო ტერორს. შედეგად, სექსუალური მომსახურების გაყიდვით დაკავებული ადამიანები, რომელთაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ისევე, როგორც მათი ოჯახები, რჩებიან შემოსავლის გარეშე და ხდებიან საზოგადოებრივი გაკიცხვის საგანი.

VIDEO: "გირჩის" საროსკიპო - როგორია ოთახი, რომელიც ოფისში მოაწყვეს?

არ არსებობს რაიმე თვისობრივი განსხვავება დაკავებული ადამიანების სასტუმროებსა და საქართველოში არსებულ სხვა სასტუმროებს შორის - ნებისმიერ სასტუმროში შეიძლება ადამიანები სარგებლობდნენ ფასიანი სექსუალური მომსახურებით. მეტიც, ნებისმიერი ბიძა, რომელიც ძმისშვილს დაუფინანსებს სექსუალური მომსახურების მიღებას და ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც მეგობარს დაუთმობს ბინას ფასიანი სექსისთვის, კრიმინალია დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა საქმიანობა, რომელიც არ შეიცავს ძალადობას და ეფუძნება ზრდასრულ ადამიანებს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას, მათ შორის, პროსტიტუციაც, არის პატიოსანი შრომა!

ერთადერთი გზა, რომ დავასრულოთ დღევანდელი ტრაგიკომიკური სიტუაცია, ამავე დროს, დავიცვათ სექს-ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ძალადობისგან, მათ შორის, პირველ რიგში, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენების მხრიდან ძალადობისგან, ისევე როგორც, მოვახდინოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, აივ-შიდსის გავრცელების პრევენცია, არის პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია.

ამიტომ ჩვენ დღეს, საჯაროდ და დემონსტრაციულად, გირჩის ოფისის ერთ ნაწილში, ვხსნით საროსკიპოს. ჩვენი ფართის დაქირავება შეეძლება ყველას, სპეციალურად ფასიანი სექსუალური მომსახურების მიღების მიზნით, საათში 49 ლარისა და 90 თეთრის საფასურის გადახდის შემთხვევაში. ჩვენი საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“ და მისი სპონსორია სექს-სათამაშოების მაღაზია „კიკუ“.

აღნიშნული ქმედებით ჩვენ ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის (პროსტიტუციის ხელშეწყობა), მე-3 ნაწილს: „ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა), ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“.

ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმრონ მთელი გირჩი, ან უნდა გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი და შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა" - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"რუსები ბიძინას ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო" - მიხეილ სააკაშვილი

"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაზე