"უკვე დროა, რომ Facebook-ი დაიშალოს" - ამ მოსაზრებამდე არა სოციალური ქსელის რომელიმე რიგითი მომხმარებელი, არამედ თავად Facebook-ის თანადამფუძნებელი კრის ჰიუზი მივიდა.
New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ერთი ადამიანის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი, რაც ამერიკის როგორც სახელმწიფოს ღირებულებებსა და პრინციპებსაც კი ეწინააღმდეგება.
"მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებისდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს - Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი იყენებს ყოველდღიურად. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან, ვიდრე მაკონტროლებლის, რადგან გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა ცუკერბერგს აქვს, ფლობს რა ხმის მიცემის უფლების 60%-იან პაკეტს.
აქედან გამომდინარე მარკს დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ ააწყონ Facebook-ის ალგორითმი იმისთვის, რომ განსაზღვრონ, რას დაინახავენ მომხმარებლები მათ news feed-ზე, კონფიდენციალურობის რომელი პარამეტრების გამოყენება შეუძლიათ და რომელი მესიჯების წაშლა შეუძლიათ.
ის ადგენს წესებს, რომლებიც განსაზღვრავს, რა არის ძალადობრივი საუბარი და რომელი უბრალოდ, შეურაცხმყოფელი და მას კონკურენტის ჩამოშორება მისი შეძენით, დაბლოკვით ან დაკოპირებით შეუძლია.
მარკი კარგი ადამიანია, თუმცა ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ მან კომპანიის ზრდას შესწირა მომხმარებელთა უსაფრთხოება" - წერს სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი სტატიაში წაიკითხეთ ვრცლად