სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირია ონკოლოგიურ დაავადებებსა და საოჯახო ქიმიას შორის?- ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
რა კავშირია ონკოლოგიურ დაავადებებსა და საოჯახო ქიმიას შორის?- ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის, კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. მას იწ­ვევს გა­რე­მო, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ, საკ­ვე­ბი, რო­მელ­საც ვი­ღებთ, ნივ­თე­ბი, რო­მელ­თაც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­ყე­ნებთ. მსოფ­ლი­ო­ში ყო­ვე­ლი მე­ექ­ვსე ადა­მი­ა­ნი სიმ­სივ­ნით იღუ­პე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წელს სულ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის კი­ბოს 8731 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. კი­ბოს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 56-57% აღი­რი­ცხა ქა­ლებ­ში, 44-43% - კა­ცებ­ში. სიმ­სივ­ნით 2017 წელს 6545 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ალ­ბათ, ბევ­რის­თვის სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შად სუ­ლაც არ მო­ი­ზა­რე­ბა, მაგ­რამ ის შე­იძ­ლე­ბა ნამ­დვილ ღა­მის კო­შა­მა­რა­დაც კი იქ­ცეს თუ დავ­ფიქ­რდე­ბით იმა­ზე, რომ ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­სა თუ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში ვი­ყე­ნებთ, კი­ბოს გა­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს. ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ჭურ­ჭლის და ტა­ნაც­მლის სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, საპ­ნე­ბი, მა­თეთ­რებ­ლე­ბი და სხვა სა­ო­ჯა­ხო ქი­მია შე­ი­ცავს ისეთ კარ­ცე­ნო­გე­ნურ და ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც სწო­რედ კი­ბოს იწ­ვევს.

მეც­ნი­ე­რე­ბი ერ­თხმად თან­ხმდე­ბი­ან, რომ ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია რო­გორც გა­რე­მოს­თვის, ისე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი კი ჭურ­ჭლის სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, რად­გან ის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ორგვა­რად ხვდე­ბა. ერთი მხრივ, ის ხვდე­ბა კან­ზე და აღ­წევს ორ­გა­ნიზ­მში. მე­ო­რე მხრივ კი, თეფ­შებ­სა და სხვა ჭურ­ჭელ­ზე დარ­ჩე­ნილ ქი­მი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ადა­მი­ა­ნი საკ­ვებ­თან ერ­თად იღებს. რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი ხან­გრძლი­ვია, შე­დე­გად ხში­რად ვი­თარ­დე­ბა ისე­თი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რიც კი­ბოა.

ასე­ვეა ტან­საც­მლის სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც. მათი ნარ­ჩე­ნე­ბი თით­ქმის ყო­ველ­თვის რჩე­ბა ტან­საც­მელ­ზე და მათი ტა­რე­ბი­სას კან­ზე სხვა­დას­ხვა ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დე­ნენ. რიგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა. ტან­საც­მელ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ორ­გა­ნიზ­მში შე­წო­ვის შე­დე­გად ისე­თი­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დენს, რო­გორ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­სუნ­თქვით ან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტით. ამავდრო­უ­ლად, ის ზრდის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებ­საც და ჰორ­მო­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებს უწყობს ხელს.

ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფუნ­ქცია გა­რე­ცხვა, გა­თეთ­რე­ბა, გაწ­მენ­დაა, ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არაა და სწო­რედ ამი­ტომ მწარ­მო­ებ­ლე­ბი და­უ­ფიქ­რებ­ლად ამა­ტე­ბენ ტოქ­სი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ უკე­თე­სი შე­დე­გი მი­ი­ღონ. ამ დროს კი არ ფიქ­რო­ბენ იმ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რაც ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ხან­გრძლივ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

სა­ა­გენ­ტო­ე­ბის livelovefruit.com-ისა და www.eposts.co-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა­ზე მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

Formaldehyde

ეს ნივ­თი­ე­რე­ბა იწ­ვევს თვა­ლის, ცხვი­რი­სა და ყე­ლის წვის შეგ­რძნე­ბას, ხვე­ლას, ცე­მი­ნე­ბას და კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. სიმ­სივ­ნის კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ის ადა­მი­ა­ნურ კარ­ცე­ნო­გე­ნად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

Sulphuric Acid

ეს ნივ­თი­ე­რე­ბაც არის კარ­ცე­ნო­გე­ნუ­რი და ის ცნო­ბი­ლია რო­გორც ხორ­ხის კი­ბოს, სა­სუნ­თქი გზე­ბის კი­ბოს და პნევ­მო­ნი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.

Cocamide

ეს არის ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებს ამა­ტე­ბენ იმი­ტომ, რომ მას ქაფი ჰქონ­დეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­დუსტრი­ულ ქი­მი­კატს ქო­ქო­სის ზე­თის გა­და­მუ­შა­ვე­ბით იღე­ბენ. თუმ­ცა უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ მას შე­იძ­ლე­ბა მავ­ნე ეფექ­ტი ჰქონ­დეს, რო­დე­საც მისი შემ­ცვე­ლო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. სწო­რედ ამი­ტომ შეც­დო­მაა, რო­დე­საც სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებს წარ­მოქ­მნი­ლი ქა­ფის მი­ხედ­ვით აფა­სე­ბენ. რე­ა­ლუ­რად ის პრო­დუქ­ტია კარ­გი, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბი ქა­ფით მოგ­ცემთ კარგ შე­დეგს.

Chlorine

ეს არის ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­სუფ­თა­ვე­ბი­სა და გა­თეთ­რე­ბის ძლი­ერ ეფექტს იძ­ლე­ვა. თუმ­ცა ამან შე­იძ­ლე­ბა მო­წამ­ვლამ­დე ან სხვა უა­რეს შე­დე­გამ­დეც მიგ­ვიყ­ვა­ნოს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ და არა მხო­ლოდ ამ ნივ­თი­ე­რე­ბის­თვის ზო­მი­ე­რე­ბა და­ცუ­ლი იყოს პრო­დუქ­ცი­ა­ში.

ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბი მავ­ნეა და სა­ო­ჯა­ხო ქი­მია სე­რი­ო­ზულ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს, არა­ერ­თი კვლე­ვი­თაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. აშშ-ში 1500 ქალ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ის დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად იყე­ნე­ბენ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებს, მკერ­დის კი­ბო­თი უფრო ხში­რად ავად­დე­ბი­ან, ვიდ­რე ისი­ნი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ იყე­ნე­ბენ გა­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბებს.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ხმა­რე­ბი­დან ამო­ღე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბო­ბენ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბას და სა­კუ­თარ ნა­წარმ­ში აღ­ნიშ­ნულ მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს არ იყე­ნე­ბენ. ამი­ტომ ეცა­დეთ ყო­ველ­თვის წი­კი­თხოთ სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა და შე­არ­ჩი­ოთ ისე­თი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ან სა­ერ­თოდ არ შე­ი­ცავს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­ფუთ­ვა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი იყოს, რომ ეკო პრო­დუქ­ტია და მას­ზე ეკო ნიშ­ნე­ბიც აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სა­რე­ცხის სა­შუ­ა­ლე­ბას ნე­იტ­რა­ლუ­რი, ნაკ­ლე­ბად გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი სუნი ჰქონ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა კავშირია ონკოლოგიურ დაავადებებსა და საოჯახო ქიმიას შორის?- ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

რა კავშირია ონკოლოგიურ დაავადებებსა და საოჯახო ქიმიას შორის?- ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მას იწვევს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, საკვები, რომელსაც ვიღებთ, ნივთები, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი სიმსივნით იღუპება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს სულ რეგისტრირებული იყო ყველა ლოკალიზაციის კიბოს 8731 ახალი შემთხვევა. კიბოს ახალი შემთხვევების 56-57% აღირიცხა ქალებში, 44-43% - კაცებში. სიმსივნით 2017 წელს 6545 ადამიანი დაიღუპა.

ალბათ, ბევრისთვის საოჯახო საქმიანობა ჯანმრთელობისთვის საშიშად სულაც არ მოიზარება, მაგრამ ის შეიძლება ნამდვილ ღამის კოშამარადაც კი იქცეს თუ დავფიქრდებით იმაზე, რომ ქიმიური საშუალებები, რომელსაც სამზარეულოსა თუ სააბაზანოში ვიყენებთ, კიბოს გაჩენისა და განვითარების პროვოცირებას იწვევს. ბოლო პერიოდში სამეცნიერო წრეებში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჭურჭლის და ტანაცმლის სარეცხი საშუალებები, საპნები, მათეთრებლები და სხვა საოჯახო ქიმია შეიცავს ისეთ კარცენოგენურ და ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც სწორედ კიბოს იწვევს.

მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ქიმიური საშუალებების აქტიური გამოყენება ზიანის მომტანია როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებული საფრთხის შემცველი კი ჭურჭლის სარეცხი საშუალებებია, რადგან ის ადამიანის ორგანიზმში ორგვარად ხვდება. ერთი მხრივ, ის ხვდება კანზე და აღწევს ორგანიზმში. მეორე მხრივ კი, თეფშებსა და სხვა ჭურჭელზე დარჩენილ ქიმიურ საშუალებებს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს. როდესაც ეს პროცესი ხანგრძლივია, შედეგად ხშირად ვითარდება ისეთი მომაკვდინებელი დაავადება, როგორიც კიბოა.

ასევეა ტანსაცმლის სარეცხი საშუალებებიც. მათი ნარჩენები თითქმის ყოველთვის რჩება ტანსაცმელზე და მათი ტარებისას კანზე სხვადასხვა ზემოქმედებას ახდენენ. რიგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ტანსაცმელზე დატოვებული ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმში შეწოვის შედეგად ისეთივე ცვლილებების პროვოცირებას ახდენს, როგორსაც აღნიშნული ქიმიური საშუალება ჩვეულებრივად შესუნთქვით ან პირდაპირი კონტაქტით. ამავდროულად, ის ზრდის ენდოკრინოლოგიური დაავადებების განვითარების რისკებსაც და ჰორმონალურ ცვლილებებს უწყობს ხელს.

ქიმიური საშუალებების ფუნქცია გარეცხვა, გათეთრება, გაწმენდაა, ადვილი ნამდვილად არაა და სწორედ ამიტომ მწარმოებლები დაუფიქრებლად ამატებენ ტოქსიკურ საშუალებებს, რომ უკეთესი შედეგი მიიღონ. ამ დროს კი არ ფიქრობენ იმ გართულებებზე, რაც ამ ნივთიერებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს.

სააგენტოების livelovefruit.com-ისა და www.eposts.co-ის ინფორმაციით, სარეცხ საშუალებებში შემავალი ყველაზე მავნე ნივთიერებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

Formaldehyde

ეს ნივთიერება იწვევს თვალის, ცხვირისა და ყელის წვის შეგრძნებას, ხველას, ცემინებას და კანის გაღიზიანებას. სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ის ადამიანურ კარცენოგენად არის დასახელებული.

Sulphuric Acid

ეს ნივთიერებაც არის კარცენოგენური და ის ცნობილია როგორც ხორხის კიბოს, სასუნთქი გზების კიბოს და პნევმონიტის გამომწვევი მიზეზი.

Cocamide

ეს არის ნივთიერება, რომელსაც სარეცხ საშუალებებს ამატებენ იმიტომ, რომ მას ქაფი ჰქონდეს. აღნიშნულ ინდუსტრიულ ქიმიკატს ქოქოსის ზეთის გადამუშავებით იღებენ. თუმცა უკანასკნელი კვლევები ადასტურებს, რომ მას შეიძლება მავნე ეფექტი ჰქონდეს, როდესაც მისი შემცველობა ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ შეცდომაა, როდესაც სარეცხ საშუალებებს წარმოქმნილი ქაფის მიხედვით აფასებენ. რეალურად ის პროდუქტია კარგი, რომელიც ნაკლები ქაფით მოგცემთ კარგ შედეგს.

Chlorine

ეს არის ნივთიერება, რომელიც გასუფთავებისა და გათეთრების ძლიერ ეფექტს იძლევა. თუმცა ამან შეიძლება მოწამვლამდე ან სხვა უარეს შედეგამდეც მიგვიყვანოს. აუცილებელია, რომ ამ და არა მხოლოდ ამ ნივთიერებისთვის ზომიერება დაცული იყოს პროდუქციაში.

ის, რომ აღნიშნული ნივთიერები მავნეა და საოჯახო ქიმია სერიოზულ დაავადებებს იწვევს, არაერთი კვლევითაა დადასტურებული. აშშ-ში 1500 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის დიასახლისები, რომლებიც მუდმივად იყენებენ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებს, მკერდის კიბოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ გასუფთავების თანამედროვე საშუალებებს.

თანამედროვე სამყაროში ქიმიური საშუალებების ხმარებიდან ამოღება წარმოუდგენელია. რეალურად არსებობენ კეთილსინდისიერი მწარმოებლებიც, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ პროდუქციის შემადგენლობას და საკუთარ ნაწარმში აღნიშნულ მავნე ნივთიერებებს არ იყენებენ. ამიტომ ეცადეთ ყოველთვის წიკითხოთ სარეცხი საშუალებების შემადგენლობა და შეარჩიოთ ისეთი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მავნე ნივთიერებებს მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს. აუცილებელია, შეფუთვაზე მითითებული იყოს, რომ ეკო პროდუქტია და მასზე ეკო ნიშნებიც აღინიშნებოდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარეცხის საშუალებას ნეიტრალური, ნაკლებად გამაღიზიანებელი სუნი ჰქონდეს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის