პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აეროპორტში ქალმა მითხრა: შე ბინძურო, რას ერჩი, იმ ანგელოზივით ქალსო" - რას ჰყვება "ჩცდ"-ს მსახიობი, რომელმაც სერიალში მაკა ანჯაფარიძის ცხოვრება შეცვალა
"აეროპორტში ქალმა მითხრა: შე ბინძურო, რას ერჩი, იმ ანგელოზივით ქალსო" - რას ჰყვება "ჩცდ"-ს მსახიობი, რომელმაც სერიალში მაკა ანჯაფარიძის ცხოვრება შეცვალა

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ამ პერ­სო­ნა­ჟის გა­მო­ჩე­ნით მაკა ან­ჯა­ფა­რი­ძის ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ავთო ბოც­ვა­ძეს­თან უსი­ა­მოვ­ნო დი­ა­ლოგს მა­კას დის­კრე­დი­ტა­ცია მოჰ­ყვა - პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­უვრცე­ლეს... ავთო ბოც­ვა­ძე დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა. როლს მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ალა­ვი­ძე თა­მა­შობს, რო­მე­ლიც 5 წელი უკ­რა­ი­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, სა­დაც ცნო­ბილ სე­რი­ა­ლებ­ში იღებ­დნენ, რამ­დე­ნი­მე ფილმშიც გა­და­ი­ღეს.

"5 სე­რი­ალ­ში ვი­თა­მა­შე. საკ­მა­ოდ კარგ მსა­ხი­ო­ბებ­თან, მაგ­რამ ახლა ჩა­მო­ვე­დი, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფერს მა­ინც შენს ქვე­ყა­ნა­ში საქ­მის კე­თე­ბა ჯო­ბია... თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად მე და გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი აქაც ვმუ­შა­ობ­დით ფილ­მებ­ზე. სამი მხატ­ვრუ­ლი, სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი გა­და­ვი­ღეთ და 2 მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი", - გვე­უბ­ნე­ბა დი­მიტ­რი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­დი­უ­სე­რი­ცაა და რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, წარ­სულ­ში ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ყო­ფი­ლა.

- რას გვე­ტყვი როლ­ზე, რო­მე­ლიც "ჩცდ"-ში გაქვს?

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს, რად­გან ასე­თი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟი არ მი­თა­მა­შია და, რა თქმა უნდა, სა­მუ­შაო ამ მხრი­ვაც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან“ რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ არ ვთან­ხმდე­ბო­დი, რად­გა­ნაც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია, დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, შეც­დო­მა არ მო­გი­ვი­დეს, მერე „ფე­ხის ად­გმა“ ხე­ლახ­ლა გა­ჭირ­დე­ბა. მოკ­ლედ, რად­გან „ჩცდ“-ში ჩემი პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა იყო, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე... უახ­ლო­ეს სე­რი­ა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა მე­ტად, თუ ვინ არის ჩემი პერ­სო­ნა­ჟი.

- ანუ ავთო ბოც­ვა­ძე „გა­იხ­სნე­ბა“, ახ­ლოს გა­ვი­გებთ, ვინ არის?

- გა­იხ­სნე­ბა თუ დას­რულ­დე­ბა მისი ამ სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნა, ეს არ ვიცი, მაგ­რამ ამ რო­ლით მე უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ...

- ვინ არის რე­ა­ლუ­რად ეს კაცი?

- დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

- ბად­რი კო­ლი­ას მო­ად­გი­ლე?

- მთლად ასეც არ არის, უფრო კო­ლი­ას კა­ცია უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში. მო­ად­გი­ლე ხომ ძი­რი­თა­დად რა­ღაც სა­კი­თხე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და მომ­გვა­რე­ბე­ლია. უფ­რო­სი სამ­სა­ხუ­რის სა­ხეა, მო­ად­გი­ლე - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მებს აგ­ვა­რებს და ესეც აგ­ვა­რებს...

- რა არის ეს უარ­ყო­ფი­თი როლი შენ­თვის?

- ცოტა სხვა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თია და რთუ­ლი იყო მისი მორ­გე­ბა. როცა პირ­ვე­ლად უნი­ჭი­ე­რეს მსა­ხი­ობ ნინო კას­რა­ძეს, ანუ მაკა ან­ჯა­ფა­რი­ძის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს შევ­ხვდი, ნი­ნომ მი­თხრა, - რაღა შენ აგარ­ჩი­ეს ამ ცუდ როლ­ზეო?.. თა­მა­შის შემ­დეგ ქუ­ჩა­შიც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, ჩემ­სკენ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით და­იძ­რნენ... იყო ასე­თიც - აე­რო­პორ­ტში კი­ე­ვი­დან რომ ჩა­მოვფრინ­დი, ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მაკ­ვირ­დე­ბო­და და სა­ხე­ზე აგ­რე­სია რომ გა­მო­ეკ­ვე­თა, მივ­ხვდი, მო­ვი­დო­და და რა­ღა­ცას მე­ტყო­და და ასეც მოხ­და. „შე ბინ­ძუ­რო, რას ერჩი იმ ან­გე­ლო­ზი­ვით ქალს, რა­ტომ უვრცე­ლებ ჩა­ნა­წე­რებ­სო?“ - მი­თხრა.

- ეს მსა­ხი­ო­ბის გა­მარ­ჯვე­ბაა. ე.ი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რებ­ლამ­დე კარ­გად მი­ი­ტა­ნე...

- კი, მეც ასე ვფიქ­რობ. ე.ი. კარ­გი გა­მო­ვი­და და ამ საქ­მე­ში დიდი წვლი­ლი გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას, ნინო კას­რა­ძეს და სცე­ნა­რისტ ქეთი დევ­და­რი­ანს მი­უ­ძღვით. ამ ჯგუფ­თან მუ­შა­ო­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. დიდი ხა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დიდ ჯგუფ­თან არ მი­მუ­შა­ვია, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის მუ­შა­ო­ბით. მერე, როცა რე­ჟი­სო­რი ზუს­ტად გაძ­ლევს და­ვა­ლე­ბას, მსა­ხი­ო­ბის­თვი­საც როლი ად­ვი­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

- ნინო კას­რა­ძის პარტნი­ო­რო­ბა ად­ვი­ლია?

- ეს იყო ბედ­ნი­ე­რე­ბა. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ნი­ნოს­თან მო­მი­წევ­და თა­მა­ში. იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იყო და ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ში ვი­ყა­ვი, რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მა­ვი­წყდე­ბო­და, ტექ­სტი რომ უნდა მეთ­ქვა...

მარ­თა­ლია, თა­ნა­ტო­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ მე თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გვი­ან ჩა­ვა­ბა­რე, მა­შინ ნინო უკვე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი იყო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლე­ბი ჰქონ­და ნა­თა­მა­შე­ბი. ამი­ტომ, ვი­მე­ო­რებ, მას­თან პარტნი­ო­რო­ბით, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში“ მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას შე­სა­ნიშ­ნავ მსა­ხი­ო­ბებ­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ­გან ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი იყო და ის წლე­ბი ჩემ­თვის დიდი მას­ტერკლა­სი აღ­მოჩ­ნდა, უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რის­თი­საც რე­ჟი­სორ ლე­ვან წუ­ლა­ძის მად­ლო­ბე­ლი ვარ.

მოკ­ლედ, სა­ო­ცარ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად მი­თა­მა­შია, მაგ­რამ ნი­ნოს­თან ეს შეხ­ვედ­რა, ამ სე­რი­ალ­ში, ხომ ვამ­ბობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. როცა ასე­თი რან­გის მსა­ხი­ო­ბი დგას, შენც მყა­რად ხარ და აქვე უნდა ვთქვა, რომ ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი, დათო დვა­ლიშ­ვი­ლიც და­ე­მა­ტა - ამ დო­ნის მსა­ხი­ო­ბებ­თან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვედ­რა სა­ო­ცა­რია - იმ­პულსს სწო­რად გაძ­ლე­ვენ.

- სე­რი­ა­ლი ასა­ხავს ცხოვ­რე­ბას და მისი ავ­ტო­რე­ბი შე­ეხ­ნენ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ თე­მა­საც. რას იტყვი ამ სა­კი­თხზე?

- ამ როლ­ზე ხე­ლის მო­კი­დე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მა­ყუ­რებ­ლის­თვის და­მე­ნა­ხე­ბი­ნა, რო­გო­რი არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­გორ არ უნდა ჩაძ­ვრეს სხვის ცხოვ­რე­ბა­ში, ჩა­ყოს ცხვი­რი და შე­ვი­დეს სა­ძი­ნე­ბელ­ში. თუკი როლი გა­მო­მი­ვი­და, მა­გას რა სჯო­ბია? ფაქ­ტია, რომ ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ვი­მე­ო­რებ, მი­ზა­ნი ის არის, მა­ყუ­რე­ბელს გა­ვა­გე­ბი­ნო ჩემი პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხზე. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მა­ინც სხვა­ნა­ი­რად იგებს და ამის მა­გა­ლი­თე­ბიც გი­თხა­რით.

მოკ­ლედ, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ში­ნე­ლე­ბაა, ამა­ზე მეტი სა­ზი­ზღრო­ბა არ არ­სე­ბობს, ამაზ­რზე­ნია. რო­დე­საც ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, არც ვუს­მენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­შინ­ვე ვბლო­კავ, ჩე­მამ­დე არ ვუშ­ვებ, რომ მო­ვი­დეს. ამის გამო სახ­ლში ტე­ლე­ვი­ზო­რიც არ მაქვს. ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი და­კარ­გეს, ერ­თმა­ნეთს გა­მარ­ჯო­ბას აღარ ვე­უბ­ნე­ბით, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მეა... 1999 წელს გერ­მა­ნი­ა­ში მოვ­ხვდი და ვი­ღაც გამ­ვლელ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა გა­მარ­ჯო­ბა მი­ი­თხრა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ღამე მი­სურ­ვა. ასე­თი რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იშ­ვი­ა­თი გახ­და, რა­ზეც ძა­ლი­ან გული მტკი­ვა. იმას უყუ­რე­ბენ, ვის რო­გო­რი ფე­რის საც­ვა­ლი აც­ვია, ვინ ვის­თან დაძ­ვრე­ბა, ნაც­ვლად იმი­სა, ერ­თმა­ნეთს გვერ­დში და­ვუდ­გეთ და ქვე­ყა­ნა წინ წა­ვი­დეს.

არა­და, შე­მოვ­ლი­ლი მაქვს ევ­რო­პა და ასე­თი მა­გა­რი ქვე­ყა­ნა არ­სა­დაა. სი­ლა­მა­ზით, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით - ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მინ­და, რომ „და­ლაგ­დეს“. ამას ყვე­ლა უნდა ვე­ცა­დოთ.

ბო­ლოს კი მინ­და, რომ იმ პერ­სო­ნაჟს, რო­მე­ლიც მე შევ­ქმე­ნი, მა­ყუ­რე­ბელ­მა სწო­რად შე­ხე­დოს და პირ­და­პირ არ მი­ი­ღონ ყვე­ლა­ფე­რი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"აეროპორტში ქალმა მითხრა: შე ბინძურო, რას ერჩი, იმ ანგელოზივით ქალსო" - რას ჰყვება "ჩცდ"-ს მსახიობი, რომელმაც სერიალში მაკა ანჯაფარიძის ცხოვრება შეცვალა

"აეროპორტში ქალმა მითხრა: შე ბინძურო, რას ერჩი, იმ ანგელოზივით ქალსო" - რას ჰყვება "ჩცდ"-ს მსახიობი, რომელმაც სერიალში მაკა ანჯაფარიძის ცხოვრება შეცვალა

"ჩემი ცოლის დაქალებში" ამ პერსონაჟის გამოჩენით მაკა ანჯაფარიძის ცხოვრება შეიცვალა. ავთო ბოცვაძესთან უსიამოვნო დიალოგს მაკას დისკრედიტაცია მოჰყვა - პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი გაუვრცელეს... ავთო ბოცვაძე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა. როლს მსახიობი დიმიტრი ალავიძე თამაშობს, რომელიც 5 წელი უკრაინაში მოღვაწეობდა, სადაც ცნობილ სერიალებში იღებდნენ, რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს.

"5 სერიალში ვითამაშე. საკმაოდ კარგ მსახიობებთან, მაგრამ ახლა ჩამოვედი, რადგანაც ყველაფერს მაინც შენს ქვეყანაში საქმის კეთება ჯობია... თუმცა პარალელურად მე და გიორგი მეგრელიშვილი აქაც ვმუშაობდით ფილმებზე. სამი მხატვრული, სრულმეტრაჟიანი ფილმი გადავიღეთ და 2 მოკლემეტრაჟიანი", - გვეუბნება დიმიტრი, რომელიც მსახიობობის პარალელურად პროდიუსერიცაა და როგორც შევიტყვეთ, წარსულში ერთ-ერთი ჟურნალის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ყოფილა.

- რას გვეტყვი როლზე, რომელიც "ჩცდ"-ში გაქვს?

- ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, რადგან ასეთი უარყოფითი პერსონაჟი არ მითამაშია და, რა თქმა უნდა, სამუშაო ამ მხრივაც საინტერესო აღმოჩნდა. „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ ვთანხმდებოდი, რადგანაც ქართველი მაყურებელი გემოვნებიანია, დიდი სიფრთხილეა საჭირო, შეცდომა არ მოგივიდეს, მერე „ფეხის ადგმა“ ხელახლა გაჭირდება. მოკლედ, რადგან „ჩცდ“-ში ჩემი პირველი გამოჩენა იყო, დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე... უახლოეს სერიაში გამოჩნდება მეტად, თუ ვინ არის ჩემი პერსონაჟი.

- ანუ ავთო ბოცვაძე „გაიხსნება“, ახლოს გავიგებთ, ვინ არის?

- გაიხსნება თუ დასრულდება მისი ამ სერიალში გამოჩენა, ეს არ ვიცი, მაგრამ ამ როლით მე უკმაყოფილო არ ვარ...

- ვინ არის რეალურად ეს კაცი?

- დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

- ბადრი კოლიას მოადგილე?

- მთლად ასეც არ არის, უფრო კოლიას კაცია უშიშროების სამსახურში. მოადგილე ხომ ძირითადად რაღაც საკითხების შემსრულებელი და მომგვარებელია. უფროსი სამსახურის სახეა, მოადგილე - ადამიანი, რომელიც პრობლემებს აგვარებს და ესეც აგვარებს...

- რა არის ეს უარყოფითი როლი შენთვის?

- ცოტა სხვანაირი ხასიათია და რთული იყო მისი მორგება. როცა პირველად უნიჭიერეს მსახიობ ნინო კასრაძეს, ანუ მაკა ანჯაფარიძის როლის შემსრულებელს შევხვდი, ნინომ მითხრა, - რაღა შენ აგარჩიეს ამ ცუდ როლზეო?.. თამაშის შემდეგ ქუჩაშიც რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა, ჩემსკენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაიძრნენ... იყო ასეთიც - აეროპორტში კიევიდან რომ ჩამოვფრინდი, ერთი ქალბატონი მაკვირდებოდა და სახეზე აგრესია რომ გამოეკვეთა, მივხვდი, მოვიდოდა და რაღაცას მეტყოდა და ასეც მოხდა. „შე ბინძურო, რას ერჩი იმ ანგელოზივით ქალს, რატომ უვრცელებ ჩანაწერებსო?“ - მითხრა.

- ეს მსახიობის გამარჯვებაა. ე.ი პერსონაჟი მაყურებლამდე კარგად მიიტანე...

- კი, მეც ასე ვფიქრობ. ე.ი. კარგი გამოვიდა და ამ საქმეში დიდი წვლილი გიორგი ლიფონავას, ნინო კასრაძეს და სცენარისტ ქეთი დევდარიანს მიუძღვით. ამ ჯგუფთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი ხანია, საქართველოში ასეთ დიდ ჯგუფთან არ მიმუშავია, აღფრთოვანებული ვარ, მათი დამოკიდებულებით, თითოეული წევრის მუშაობით. მერე, როცა რეჟისორი ზუსტად გაძლევს დავალებას, მსახიობისთვისაც როლი ადვილი გასაკეთებელია.

- ნინო კასრაძის პარტნიორობა ადვილია?

- ეს იყო ბედნიერება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნინოსთან მომიწევდა თამაში. იმდენად საინტერესო იყო და ისეთ შთაბეჭდილებებში ვიყავი, რომ ვუყურებდი, მავიწყდებოდა, ტექსტი რომ უნდა მეთქვა...

მართალია, თანატოლები ვართ, მაგრამ მე თეატრალურ უნივერსიტეტში გვიან ჩავაბარე, მაშინ ნინო უკვე რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო და მნიშვნელოვანი როლები ჰქონდა ნათამაშები. ამიტომ, ვიმეორებ, მასთან პარტნიორობით, ძალიან გამიმართლა... მიუხედავად იმისა, რომ „თეატრალურ სარდაფში“ მოღვაწეობისას შესანიშნავ მსახიობებთან მქონდა ურთიერთობა, მათგან ყველა ვარსკვლავი იყო და ის წლები ჩემთვის დიდი მასტერკლასი აღმოჩნდა, უზარმაზარი გამოცდილება მივიღე, რისთისაც რეჟისორ ლევან წულაძის მადლობელი ვარ.

მოკლედ, საოცარ მსახიობებთან ერთად მითამაშია, მაგრამ ნინოსთან ეს შეხვედრა, ამ სერიალში, ხომ ვამბობ, მნიშვნელოვანი იყო. როცა ასეთი რანგის მსახიობი დგას, შენც მყარად ხარ და აქვე უნდა ვთქვა, რომ ალეკო ბეგალიშვილი, დათო დვალიშვილიც დაემატა - ამ დონის მსახიობებთან გადასაღებ მოედანზე შეხვედრა საოცარია - იმპულსს სწორად გაძლევენ.

- სერიალი ასახავს ცხოვრებას და მისი ავტორები შეეხნენ ფარული ჩანაწერების გავრცელების გახმაურებულ თემასაც. რას იტყვი ამ საკითხზე?

- ამ როლზე ხელის მოკიდებისას მნიშვნელოვანი იყო, მაყურებლისთვის დამენახებინა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, როგორ არ უნდა ჩაძვრეს სხვის ცხოვრებაში, ჩაყოს ცხვირი და შევიდეს საძინებელში. თუკი როლი გამომივიდა, მაგას რა სჯობია? ფაქტია, რომ ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. ვიმეორებ, მიზანი ის არის, მაყურებელს გავაგებინო ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა ზოგიერთი მაინც სხვანაირად იგებს და ამის მაგალითებიც გითხარით.

მოკლედ, ფარული ჩანაწერები საშინელებაა, ამაზე მეტი საზიზღრობა არ არსებობს, ამაზრზენია. როდესაც ასეთ ინფორმაციები ვრცელდება, არც ვუსმენ, სოციალურ ქსელში მაშინვე ვბლოკავ, ჩემამდე არ ვუშვებ, რომ მოვიდეს. ამის გამო სახლში ტელევიზორიც არ მაქვს. ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული დაკარგეს, ერთმანეთს გამარჯობას აღარ ვეუბნებით, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმეა... 1999 წელს გერმანიაში მოვხვდი და ვიღაც გამვლელმა ადგილობრივმა გამარჯობა მიითხრა, აღფრთოვანებული ვიყავი და მშვიდობიანი ღამე მისურვა. ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში იშვიათი გახდა, რაზეც ძალიან გული მტკივა. იმას უყურებენ, ვის როგორი ფერის საცვალი აცვია, ვინ ვისთან დაძვრება, ნაცვლად იმისა, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ქვეყანა წინ წავიდეს.

არადა, შემოვლილი მაქვს ევროპა და ასეთი მაგარი ქვეყანა არსადაა. სილამაზით, დამოკიდებულებით - ძალიან მიყვარს. მინდა, რომ „დალაგდეს“. ამას ყველა უნდა ვეცადოთ.

ბოლოს კი მინდა, რომ იმ პერსონაჟს, რომელიც მე შევქმენი, მაყურებელმა სწორად შეხედოს და პირდაპირ არ მიიღონ ყველაფერი...

"ულამაზესი...გოგო-ბებო" - ნინო ნადირაძემ შვილიშვილთან ერთად, საზოგადოება აღაფრთოვანა

"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი წარმატება - ქართველი პიანისტი ფრანგული საიუველირო ბრენდ Cartier-ის ელჩი გახდა