პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყვავილებიანი ნივთების შექმნა შვილის დაღუპვის მერე დავიწყე..." - ულამაზესი ნამუშევრები, რომელსაც ლევან თედიაშვილის მეუღლე ქმნის
"ყვავილებიანი ნივთების შექმნა შვილის დაღუპვის მერე დავიწყე..." - ულამაზესი ნამუშევრები, რომელსაც ლევან თედიაშვილის მეუღლე ქმნის

ნანა მჭედ­ლიშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ექიმ-ოფ­თალ­მო­ლო­გი გახ­ლავთ. ათე­უ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და ამ პრო­ფე­სი­ით და ხატ­ვით ახ­ლაც ვერ ხა­ტავს, თუმ­ცა თუ მის ნა­მუ­შევ­რებს და­ათ­ვა­ლი­ე­რებთ, ამას ვერც იფიქ­რებთ და მერ­წმუ­ნეთ, აღ­ფრთო­ვან­დე­ბით კი­დეც, გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვი­საც ყვა­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს. ქალ­ბა­ტო­ნი ნანა კე­რა­მი­კუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რი გახ­ლავთ. ქარ­თველ მხატ­ვარ­თა 3 კა­ტა­ლოგ­შია შე­სუ­ლი მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

- სა­გა­რე­ჯო­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ექი­მე­ბის ოჯა­ხი­დან ვარ - მშობ­ლე­ბი, ბი­ძე­ბი, ბი­ცო­ლე­ბი - ყვე­ლა­ნი ექი­მე­ბი იყ­ვნენ და არც მე და არც ჩემს დებს სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არას­დროს გვი­ფიქ­რია. მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ვარ, ქი­რურ­გი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფ­თალ­მო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ვი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ამ ნა­მუ­შევ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას.

- ფა­ი­ფურ­ზე მუ­შა­ო­ბამ რო­დის ან რა­ტომ გა­გი­ტა­ცათ?

- ად­რი­დან­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და ყვა­ვი­ლე­ბი და ხე­დავთ, ჩემს სახ­ლში რამ­დე­ნი ფა­ი­ფუ­რის ნივ­თია, რო­მელ­ზე­დაც სწო­რედ ყვა­ვი­ლე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. ამ კო­ლექ­ცი­ას წლე­ბის მან­ძილ­ზე ვაგ­რო­ვებ­დი. პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რომ ავი­ღე, პირ­ვე­ლი ნივ­თი მა­შინ ვი­ყი­დე სა­კო­მი­სიო მა­ღა­ზი­ა­ში. მერე სხვე­ბიც მო­მეხ­მარ­ნენ კო­ლექ­ცი­ის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­ი­ფურ­ზე მუ­შა­ო­ბით გა­ტა­ცე­ბას, ჩემი შვი­ლის, ვა­ხოს და­ღუპ­ვის შემ­დეგ და­ვი­წყე ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი ნივ­თე­ბის შექ­მნა და თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა. ლე­ვა­ნი მოს­კოვ­ში იყო, ბე­სომ იმ ზა­ფხულს ჩა­ა­ბა­რა და ამე­რი­კა­ში სწავ­ლობ­და. აქ მხო­ლოდ მე და ლე­ვა­ნის ბი­ძაშ­ვი­ლი ქალი ვი­ყა­ვით, ერთი სი­ტყვით, რთუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და. ჩემი კო­ლექ­ცი­ის შემ­ყუ­რემ გა­დავ­წყვი­ტე, თვი­თონ გა­მე­კე­თე­ბი­ნა მსგავ­სი ნივ­თე­ბი. პო­ლი­ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სი­ლი­კა­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე იყო მა­ნა­ნა კე­კე­ლი­ძე, რო­მელ­მაც ამიხ­სნა, რო­გორ უნდა მე­მუ­შა­ვა თი­ხა­ზე. სხვე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ, გა­მო­საწ­ვა­ვი ღუ­მე­ლი მი­შო­ვეს და თვი­თონ­ვე და­მი­მონ­ტა­ჟეს. გა­ვი­და ერთი წელი, თა­ვი­დან პა­ტარ-პა­ტა­რა ნივ­თე­ბით და­ვი­წყე, მერე უფრო დიდ მას­შტა­ბებ­ზეც გა­და­ვე­დი და ადრე თუ ერთ სიბ­რტყე­ში ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ესეც დავ­ხვე­წე. ერთხე­ლაც მა­ნა­ნას ვუ­თხა­რი, არ გა­ინ­ტე­რე­სებს, რას ვა­კე­თებ, მოდი და და­ათ­ვა­ლი­ე­რე-მეთ­ქი. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ახლა უკვე აღარ მომ­წონს.

- თქვენ გარ­და თუ აკე­თებს ვინ­მე მსგავს ნა­მუ­შევ­რებს?

- ამ­ბო­ბენ, არა­ვინ აკე­თებ­სო. არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­ულ ნა­წილს ას­ხა­მენ ფორ­მა­ში. აქ კი თი­თო­ე­უ­ლი ფო­თო­ლი ჩემი გა­მო­ძერ­წი­ლია. გერ­მა­ნი­ა­ში მე­ი­სე­ნის ქარ­ხა­ნა­ში ვი­ყა­ვი და და­ვათ­ვა­ლი­ე­რე. დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, იქ მე­მუ­შა­ვა.

- გა­მო­ფე­ნებ­ში ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დით, რო­გორც ვიცი...

- პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა 1998 წელს მქონ­და, რო­დე­საც ჩემი მე­უღ­ლე - ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი 50 წლის გახ­და. მას წიგ­ნი მი­ვუ­ძღვე­ნი და ამ წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე პირ­ვე­ლად გა­მოვ­ფი­ნე ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბიც. გა­მო­ფე­ნა მქონ­და გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, თურ­ქეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ჩე­ხეთ­ში. 20 ნა­მუ­შე­ვა­რი ბულ­გა­რეთ­ში, გა­მო­ფე­ნი­დან და­ი­კარ­გა, აღარ და­მიბ­რუ­ნეს. გერ­მა­ნი­ა­ში, გა­მო­ფე­ნა­ზე ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნემ რომ გა­ნა­ცხა­და, ეს ფა­ი­ფუ­რი­აო, ყვე­ლა გან­ცვიფ­რდა, თურ­მე ჰერ­ბა­რი­უ­მი ეგო­ნათ, მარ­თლაც იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი და ცო­ცხა­ლი ჩან­და ყვა­ვი­ლე­ბი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც ცის­ფერ გა­ლე­რე­ა­ში გა­მარ­თუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა იყო. მი­ხა­რო­და და მიკ­ვირ­და, რომ ეს მე შევ­ძე­ლი.

- მი­თხა­რით, რომ არა ეს ტრა­გე­დია, ალ­ბათ არც ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­იქ­მნე­ბო­დაო.

- ღმერ­თმა რა­ღა­ცა წა­მარ­თვა, სა­მა­გი­ე­როდ, სხვა რა­მით და­მა­ჯილ­დო­ვა, ასე მგო­ნია. ფა­ი­ფუ­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არ ვიცი, რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი. თი­ხას უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია მი­აქვს, თან სხვა რა­მე­ზე ხარ გა­დარ­თუ­ლი და ფიქ­რის­თვის ნაკ­ლე­ბი დრო გრჩე­ბა.

- შე­გიძ­ლი­ათ, რამე გვი­თხრათ ვა­ხო­ზე?

- ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი ბიჭი იყო ვახო, სა­დაც მი­ვი­დო­და, სულ სი­ცილ-კის­კი­სის ხმა ის­მო­და იქ. ადა­მი­ა­ნებ­თან იო­ლად ურ­თი­ერ­თობ­და, სა­ოც­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნიც იყო. ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. მა­ნამ­დე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში აბა­რებ­და, კარ­გად ხა­ტავ­და, დღე­საც მაქვს მისი ნა­ხა­ტე­ბი შე­ნა­ხუ­ლი. რო­დე­საც ვა­ხო­ზე ვფიქ­რობ, ვცდი­ლობ ფიქ­რი შევ­წყვი­ტო, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა გავ­გიჟ­დე. ჩემი მე­ო­რე ვაჟი - ბესო ძა­ლი­ან და­ი­ჩაგ­რა და გა­მო­იც­ვა­ლა ვა­ხოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სულ სხვა­ნა­ი­რად ლაღი იყო და და­ით­რგუ­ნა, ძა­ლი­ან და­აკ­ლდა ძმა. ახლა მხო­ლოდ მის­თვის ვცდი­ლობ, ფეხ­ზე ვიდ­გე. მას კარ­გი ოჯა­ხი ჰყავს და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ. ვახო ისე დავ­კრძა­ლეთ, ბე­სოს არც კი გა­ვა­გე­ბი­ნეთ. ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ­დი, რომ არა­ფე­რი წა­მოს­ცდე­ნო­დათ. არ მინ­დო­და, მე­ო­რე შვი­ლიც და­მე­კარ­გა. რა ხდე­ბაო, რა­ღა­ცას ეჭ­ვობ­და და კი­თხუ­ლობ­და, მაგ­რამ ვე­უბ­ნე­ბო­დი, მალე შენ­თან მოვ­დი­ვარ, ამე­რი­კა­ში და ვა­ხოს რომ რამე ცუდი და­მარ­თო­და, მანდ ხომ არ წა­მო­ვი­დო­დი-მეთ­ქი? ორი­ვე მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­და-მეთ­ქი ომი­დან, ვა­ტყუ­ებ­დი. ბესო მა­შინ 17 წლის იყო, პირ­ველ კურ­სზე სწავ­ლობ­და. მარ­ტო ვერ გა­უმკლავ­დე­ბო­და ამ დარდს. დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ წა­ვე­დი, თვითმფრი­ნა­ვი­დან რო­გორც ჩა­მო­ვე­დი, შავი შარ­ფი მო­ვიხ­სე­ნი, რომ არ შე­ში­ნე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ვუ­თხა­რი და ცოტა ხანს დავ­რჩი მას­თან...

- თქვენ ვინ გი­თხრათ, რო­გორ გა­ი­გეთ?

- ლე­ვან­მა მო­ას­ვე­ნა სახ­ლში. 1993 წელს მოხ­და ეს ამ­ბა­ვი, 23 სექ­ტემ­ბერს... იმ დი­ლას ურე­კია ვა­ხოს, მაგ­რამ კა­ბე­ლი იყო გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი და ვერ ვე­ლა­პა­რა­კე. იმ თვითმფრი­ნა­ვით უნდა წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, ბა­ბუ­შე­რა­ში რომ აა­ფეთ­ქეს. და­ბომბვა რომ და­ი­წყო, ბარ­ძა­ყის არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა ნამ­სხვრე­ვი და სის­ხლდე­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა ლე­ვან­მა, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს. ამ დროს მე აე­რო­პორ­ტში დავ­რბო­დი და თვითმფრი­ნა­ვებს ვხვდე­ბო­დი და ვა­ცი­ლებ­დი თბი­ლის­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ყვავილებიანი ნივთების შექმნა შვილის დაღუპვის მერე დავიწყე..." - ულამაზესი ნამუშევრები, რომელსაც ლევან თედიაშვილის მეუღლე ქმნის

"ყვავილებიანი ნივთების შექმნა შვილის დაღუპვის მერე დავიწყე..." - ულამაზესი ნამუშევრები, რომელსაც ლევან თედიაშვილის მეუღლე ქმნის

ნანა მჭედლიშვილი პროფესიით ექიმ-ოფთალმოლოგი გახლავთ. ათეული წლების მანძილზე მუშაობდა ამ პროფესიით და ხატვით ახლაც ვერ ხატავს, თუმცა თუ მის ნამუშევრებს დაათვალიერებთ, ამას ვერც იფიქრებთ და მერწმუნეთ, აღფრთოვანდებით კიდეც, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ყვავილები ძალიან უყვარს. ქალბატონი ნანა კერამიკული ასოციაციისა და მხატვართა კავშირის წევრი გახლავთ. ქართველ მხატვართა 3 კატალოგშია შესული მისი ნამუშევრები.

- საგარეჯოში დავიბადე და გავიზარდე. ექიმების ოჯახიდან ვარ - მშობლები, ბიძები, ბიცოლები - ყველანი ექიმები იყვნენ და არც მე და არც ჩემს დებს სხვა პროფესიაზე არასდროს გვიფიქრია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვარ, ქირურგი და წლების განმავლობაში ოფთალმოლოგიურ ცენტრში განყოფილების გამგე ვიყავი. სხვათა შორის, ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა ამ ნამუშევრებზე მუშაობისას.

- ფაიფურზე მუშაობამ როდის ან რატომ გაგიტაცათ?

- ადრიდანვე განსაკუთრებულად მიყვარდა ყვავილები და ხედავთ, ჩემს სახლში რამდენი ფაიფურის ნივთია, რომელზედაც სწორედ ყვავილებია გამოსახული. ამ კოლექციას წლების მანძილზე ვაგროვებდი. პირველი ხელფასი რომ ავიღე, პირველი ნივთი მაშინ ვიყიდე საკომისიო მაღაზიაში. მერე სხვებიც მომეხმარნენ კოლექციის გამრავალფეროვნებაში. რაც შეეხება ფაიფურზე მუშაობით გატაცებას, ჩემი შვილის, ვახოს დაღუპვის შემდეგ დავიწყე ყვავილებიანი ნივთების შექმნა და თიხაზე მუშაობა. ლევანი მოსკოვში იყო, ბესომ იმ ზაფხულს ჩააბარა და ამერიკაში სწავლობდა. აქ მხოლოდ მე და ლევანის ბიძაშვილი ქალი ვიყავით, ერთი სიტყვით, რთული პერიოდი მქონდა. ჩემი კოლექციის შემყურემ გადავწყვიტე, თვითონ გამეკეთებინა მსგავსი ნივთები. პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე იყო მანანა კეკელიძე, რომელმაც ამიხსნა, როგორ უნდა მემუშავა თიხაზე. სხვებიც დამეხმარნენ, გამოსაწვავი ღუმელი მიშოვეს და თვითონვე დამიმონტაჟეს. გავიდა ერთი წელი, თავიდან პატარ-პატარა ნივთებით დავიწყე, მერე უფრო დიდ მასშტაბებზეც გადავედი და ადრე თუ ერთ სიბრტყეში ვაკეთებდი ყველაფერს, მუშაობის პროცესში ესეც დავხვეწე. ერთხელაც მანანას ვუთხარი, არ გაინტერესებს, რას ვაკეთებ, მოდი და დაათვალიერე-მეთქი. ძალიან მოეწონა. ჩემი პირველი ნამუშევრები ახლა უკვე აღარ მომწონს.

- თქვენ გარდა თუ აკეთებს ვინმე მსგავს ნამუშევრებს?

- ამბობენ, არავინ აკეთებსო. არიან პროფესიონალები, რომლებიც თითოეულ ნაწილს ასხამენ ფორმაში. აქ კი თითოეული ფოთოლი ჩემი გამოძერწილია. გერმანიაში მეისენის ქარხანაში ვიყავი და დავათვალიერე. დიდი სურვილი მქონდა, იქ მემუშავა.

- გამოფენებში ხშირად მონაწილეობდით, როგორც ვიცი...

- პირველი გამოფენა 1998 წელს მქონდა, როდესაც ჩემი მეუღლე - ლევან თედიაშვილი 50 წლის გახდა. მას წიგნი მივუძღვენი და ამ წიგნის პრეზენტაციაზე პირველად გამოვფინე ჩემი ნამუშევრებიც. გამოფენა მქონდა გერმანიაში, საფრანგეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. 20 ნამუშევარი ბულგარეთში, გამოფენიდან დაიკარგა, აღარ დამიბრუნეს. გერმანიაში, გამოფენაზე ხელოვნებათმცოდნემ რომ განაცხადა, ეს ფაიფურიაო, ყველა განცვიფრდა, თურმე ჰერბარიუმი ეგონათ, მართლაც იმდენად ეფექტური და ცოცხალი ჩანდა ყვავილები. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ცისფერ გალერეაში გამართული პერსონალური გამოფენა იყო. მიხაროდა და მიკვირდა, რომ ეს მე შევძელი.

- მითხარით, რომ არა ეს ტრაგედია, ალბათ არც ეს ნამუშევრები შეიქმნებოდაო.

- ღმერთმა რაღაცა წამართვა, სამაგიეროდ, სხვა რამით დამაჯილდოვა, ასე მგონია. ფაიფური რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, როგორ ვიქნებოდი. თიხას უარყოფითი ენერგია მიაქვს, თან სხვა რამეზე ხარ გადართული და ფიქრისთვის ნაკლები დრო გრჩება.

- შეგიძლიათ, რამე გვითხრათ ვახოზე?

- ძალიან მხიარული ბიჭი იყო ვახო, სადაც მივიდოდა, სულ სიცილ-კისკისის ხმა ისმოდა იქ. ადამიანებთან იოლად ურთიერთობდა, საოცრად პასუხისმგებლიანიც იყო. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მანამდე სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, კარგად ხატავდა, დღესაც მაქვს მისი ნახატები შენახული. როდესაც ვახოზე ვფიქრობ, ვცდილობ ფიქრი შევწყვიტო, თორემ შეიძლება გავგიჟდე. ჩემი მეორე ვაჟი - ბესო ძალიან დაიჩაგრა და გამოიცვალა ვახოს გარდაცვალების შემდეგ, სულ სხვანაირად ლაღი იყო და დაითრგუნა, ძალიან დააკლდა ძმა. ახლა მხოლოდ მისთვის ვცდილობ, ფეხზე ვიდგე. მას კარგი ოჯახი ჰყავს და ამით ბედნიერი ვარ. ვახო ისე დავკრძალეთ, ბესოს არც კი გავაგებინეთ. ყველას ვაფრთხილებდი, რომ არაფერი წამოსცდენოდათ. არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა. რა ხდებაო, რაღაცას ეჭვობდა და კითხულობდა, მაგრამ ვეუბნებოდი, მალე შენთან მოვდივარ, ამერიკაში და ვახოს რომ რამე ცუდი დამართოდა, მანდ ხომ არ წამოვიდოდი-მეთქი? ორივე მშვიდობით დაბრუნდა-მეთქი ომიდან, ვატყუებდი. ბესო მაშინ 17 წლის იყო, პირველ კურსზე სწავლობდა. მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამ დარდს. დაკრძალვის შემდეგ წავედი, თვითმფრინავიდან როგორც ჩამოვედი, შავი შარფი მოვიხსენი, რომ არ შეშინებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვუთხარი და ცოტა ხანს დავრჩი მასთან...

- თქვენ ვინ გითხრათ, როგორ გაიგეთ?

- ლევანმა მოასვენა სახლში. 1993 წელს მოხდა ეს ამბავი, 23 სექტემბერს... იმ დილას ურეკია ვახოს, მაგრამ კაბელი იყო გაფუჭებული და ვერ ველაპარაკე. იმ თვითმფრინავით უნდა წამოსულიყვნენ, ბაბუშერაში რომ ააფეთქეს. დაბომბვა რომ დაიწყო, ბარძაყის არტერიაში მოხვდა ნამსხვრევი და სისხლდენით გარდაიცვალა. საავადმყოფოში წაიყვანა ლევანმა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს. ამ დროს მე აეროპორტში დავრბოდი და თვითმფრინავებს ვხვდებოდი და ვაცილებდი თბილისში...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ