პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორები არიან კირჩხიბი, მორიელი და თევზები -  წყლის  სტიქიის  ზოდიაქოს  ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები
როგორები არიან კირჩხიბი, მორიელი და თევზები -  წყლის  სტიქიის  ზოდიაქოს  ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები

წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზო­დი­აქს ნიშ­ნე­ბის ჯე­რიც დად­გა... მოდი გა­ვიც­ნოთ, რო­გო­რე­ბი არი­ან კირჩხი­ბე­ბი, მო­რი­ე­ლე­ბი და თევ­ზე­ბი.

კირჩხი­ბი

კირჩხიბ­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტია, რო­მე­ლიც არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი თა­ვის, არა­მედ ყვე­ლა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის დაც­ვას გა­ი­ძუ­ლებთ. თქვე­ნი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, სწო­რედ ეს ინ­სტიქ­ტია. გა­მუდ­მე­ბით სან­გრებს თხრით.

იმ­დე­ნად ად­ვი­ლად მო­წყვლა­დი ხართ, ად­ვი­ლად ტრავ­მი­რე­ბა­დი, შიგ­ნით იშ­ვი­ა­თად უშ­ვებთ ვინ­მეს. სა­ოც­რად ფა­ქი­ზი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გაქვთ. თქვე­ნი სული ნამ­დვი­ლი ნაკ­რძა­ლია, სა­დაც უცხო ფე­ხის ერთი არას­წო­რი დად­გმაც უკუქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბის კას­კადს იწ­ვევს. სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა. თქვენც გარ­შე­მო კა­ა­ტინ­გა შე­მო­ირ­ტყით, რო­მელ­ში შეს­ვლის ნე­ბარ­თვა­საც თით­ქმის არა­სო­დეს გას­ცემთ, ძა­ლით კი ვე­რა­ვინ აღ­წევს.

ამ­ბო­ბენ, თვა­ლე­ბი სუ­ლის სარ­კე­აო და თქვენ ამ გა­მოთ­ქმის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა ხართ. სა­ოც­რად ღრმა და მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი გაქვთ, ძი­რი­თა­დად წყლი­ა­ნი და სა­ოც­რად სევ­დი­ა­ნი. მათ­ში იმ­დე­ნი იდუ­მა­ლე­ბაა, იმ­დე­ნი ამო­ცა­ნა… მათ­ში მთე­ლი სამ­ყა­როა, მთე­ლი გა­ლაქ­ტი­კაა პა­ტარ-პა­ტა­რა სამ­ყა­რო­ე­ბით.

ხა­სი­ა­თი მთვა­რის ფა­ზე­ბი­ვით გეც­ვლე­ბათ. შე­გიძ­ლი­ათ იყოთ უზო­მოდ მხი­ა­რუ­ლიც და უსაშ­ვე­ლოდ მე­ლან­ქო­ლი­უ­რიც. სა­შინ­ლად ემო­ცი­უ­რი და მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით, რო­მე­ლიც სულ­ში ხე­ლე­ბის ფა­თურს ვერ იტანს. ერ­თდრო­უ­ლად ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დიც ხართ, მო­უს­ვე­ნა­რიც და თა­ნაც მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბე­ბიც გჩ­ვე­ვი­ათ. ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ხში­რად გიჩ­ნდე­ბათ. ეჩ­ვე­ვით და დათ­მო­ბა გი­ჭირთ. ვერ იტანთ გან­შო­რე­ბებს და რა მა­წან­წა­ლაც არ უნდა იყოთ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, მა­ინც რა­ღაც­ნა­ი­რად სიმ­შვი­დის გან­ცდა გე­უფ­ლე­ბათ.

არ შე­იძ­ლე­ბა კირჩხიბ­თან არ ვახ­სე­ნოთ მისი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბიც. გუდ­მე­ნი წერ­და, კირჩხი­ბი ბედ­ნი­ე­რი მა­შინ არის, როცა მა­ცი­ვა­რი სავ­სე აქ­ვსო. გურ­მა­ნი ხართ… შე­საძ­ლოა კუ­რო­სა­ვით ბევ­რს არც სჭამ­დეთ, მაგ­რამ სავ­სე მა­ცი­ვა­რი – უსაფრ­თხო­ე­ბაა, გა­რან­ტია… "პური ჩვე­ნი არ­სო­ბი­სა"…. თქვე­ნი სახ­ლი ხომ თქვე­ნი ცი­ხე­სი­მაგ­რეა, ცი­ხე­სი­მაგ­რე კი საკ­ვე­ბის, მა­რა­გის გა­რე­შე, ცი­ხე­სი­მაგ­რე არ არის…. გჭირ­დე­ბათ საყ­რდე­ნი, ფეს­ვე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბა. ეძებთ გა­რე­მოს, სა­დაც და­ცუ­ლად იგ­რძნობთ თავს, ამი­ტომ ახ­ლობ­ლებს შო­რის, ოჯა­ხურ გა­რე­მო­სა და მშობ­ლი­ურ სივ­რცე­ში უფრო ბედ­ნი­ე­რი ხართ, ვიდ­რე ახალ გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან. ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს სიმ­ყუდ­რო­ვეს არ­ჩევთ.

სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­იჩ­ნე­ვა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში კირჩხი­ბი ოჯა­ხის, სამ­შობ­ლოს, ის­ტო­რი­ის მცვე­ლის სიმ­ბო­ლოდ. თქვენ პა­ტივს სცემთ წი­ნაპ­რებს, წარ­სულს… გიყ­ვართ ან­ტიკ­ვა­რე­ბი, სუ­ვე­ნი­რე­ბი, ფო­ტო­ე­ბი… ყვე­ლა­ფე­რი, რაც მო­გო­ნე­ბებს აღ­ძრავს.

შე­საძ­ლოა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი მეხ­სი­ე­რე­ბა გქონ­დეთ, დე­ტა­ლე­ბის დო­ნე­ზეც კი იხ­სე­ნებ­დეთ ფრაგ­მენ­ტებს ღრმა ბავ­შვო­ბი­დან. შე­საძ­ლოა მე­დი­უ­მუ­რი უნა­რე­ბიც გქონ­დეთ – სხვა ადა­მი­ა­ნებს გრძნობ­დეთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინ­ტუ­ი­ცი­ის წყა­ლო­ბით, ყო­ველ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე "იცით" ვინ რას წარ­მო­ად­გენს, ვის რა უდევს შიგ­ნით. თქვენ ასე, "უმი­ზე­ზოდ" შე­გიძ­ლი­ათ არ გა­გიჩ­ნდეთ ან გა­გიჩ­ნდეთ ვინ­მეს­თან ნაც­ნო­ბო­ბის სურ­ვი­ლი, რად­გან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შეს­ვლამ­დე გექ­მნე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გიჩ­ნდე­ბათ სიმ­პა­ტი­ე­ბი, ან ან­ტი­პა­ტი­ე­ბი და რო­გორც წესი, იშ­ვი­ა­თად სცდე­ბით პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­ში.

გაქვთ თვით­გა­მო­ხატ­ვის პრობ­ლე­მა. ხში­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად წარ­მო­ა­ჩენთ სა­კუ­თარ თავს. მი­უ­ხე­და­ვად მზრუნ­ვე­ლი ბუ­ნე­ბი­სა, ცოტა უხა­სი­ა­თოს და უჟ­მუ­რის რე­პუ­ტა­ცი­აც კი შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ, თუმ­ცა ეს ნა­წი­ლობ­რივ რუ­კის და­ნარ­ჩენ ას­პექ­ტებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

თქვე­ნი უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღი­ა­რე­ბის­კენ, სტა­ტუ­სის­კენ ის­წრაფ­ვით, თუმ­ცა შე­საძ­ლოა ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი არ გქონ­დეთ, ამი­ტომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ ისევ ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზე ორი­ენ­ტირ­დე­ბით. გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ნიჭი. თქვენ ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გი მსმე­ნე­ლი ხართ და თა­ნაც ერთი ჯა­დოქ­რო­ბა მუ­დამ თან გდევთ – როცა ვინ­მე სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე გე­სა­უბ­რე­ბათ, თქვენ შე­იძ­ლე­ბა არა­ფე­რი თქვათ, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნი თა­ვად მი­ვი­დეს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზამ­დე.

სა­ოც­რად ემ­პა­თი­უ­რი ხართ, მი­წე­ბე­ბუ­ლი, კირჩხი­ბი დე­დობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბის სიმ­ბო­ლო­ცაა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად სა­შინ­ლად გა­უ­ცხო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა გე­მარ­თე­ბო­დეთ. პა­რა­დოქ­სია, არა? დღეს პა­ტა­რა რა­მე­ზე პა­ნი­კა­ში ვარ­დე­ბით, ის­ტე­რი­კას აწყობთ, ცრემ­ლებს აღ­ვარ­ღვა­რებთ, გულს იხეთ­ქავთ, ხვალ კი შე­გიძ­ლი­ათ უცებ გა­მო­ე­თი­შოთ ყვე­ლა­ფერს, ჩა­კე­ტოთ ყვე­ლა არხი, შეძ­ვრეთ ნა­ჭუჭ­ში და შექ­მნათ ილუ­ზია, რომ თით­ქოს არა­ფერს გრძნობთ, ვე­რა­ფერს ხე­დავთ, არა­ფე­რი იცით… რაა? რამე ხდე­ბა? მე რა შუ­ა­ში ვარ? სა­ერ­თოდ ვინ ხართ? რა­ტომ უნდა მა­დარ­დებ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი? – ეს თავ­დაც­ვაა… ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი ინ­გრე­ვა, თქვენ კი თქვენს ბა­კან­ში შე­ყუ­ჟულ­ხართ, ყუ­რებ­ში ბამ­ბე­ბი ჩა­გი­დი­ათ და თვა­ლე­ბი გაქვთ და­ხუ­ჭუ­ლი… არ იღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, უარს აცხა­დებთ აღ­ქმა­ზე… იმი­ტომ, რომ ფიქ­რობთ ამის გულ­თან მი­ტა­ნა გა­გა­ნად­გუ­რებთ…

რა ხდე­ბა, როცა თავს გეს­ხმი­ან? პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია ძი­რი­თა­დად უკან­და­ხე­ვაა, რად­გან ჯერ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა შე­ის­წავ­ლოთ და მო­ბი­ლიზ­დეთ… თუმ­ცა ეს მეტ­წი­ლად მა­ინც იმ კედ­ლე­ბის სიმ­ყა­რე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გარ­შე­მო რომ იშე­ნებთ ბავ­შვო­ბი­დან… გძულთ უხე­შო­ბა, პირ­ვე­ლი შე­ტე­ვა­ზე იშ­ვი­ა­თად გა­და­დი­ხართ, მაგ­რამ თუკი ცუ­დად შე­გე­ხოთ ვინ­მე, ეკ­ლებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად შე­ა­ხევს ხელს...

შე­საძ­ლოა მა­ნი­პუ­ლა­ტო­რო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­საც ფლობ­დეთ და თა­ვის მსხვერ­პლად გა­მოყ­ვა­ნის, თა­ვის შე­ცო­დე­ბის გზი­თაც კი აღ­წევ­დეთ სა­წა­დელს. ეს უკვე გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა პირ­და­პირ კონფრონ­ტა­ცი­ას რომ ერი­დე­ბით, ეს ფაქ­ტია.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ძა­ლი­ან გუ­ლი­თა­დი ადა­მი­ა­ნი ხართ და თქვენს გვერ­დით ყოფ­ნაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, ოღონდ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი კარგ ხა­სი­ათ­ზე ბრძან­დე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ფხუ­კი­ა­ნი, ბუ­ტია და ცოტა ბუ­ზღუ­ნაც ხართ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ ვინც გიყ­ვართ, იმ ადა­მი­ა­ნებს სულს ანაც­ვა­ლებთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ира
2

Квелафер симартлна

რომანი
2

რაც წერია ყველაფერი სიმართლეა.

ავტორი:

როგორები არიან კირჩხიბი, მორიელი და თევზები -  წყლის  სტიქიის  ზოდიაქოს  ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები

როგორები არიან კირჩხიბი, მორიელი და თევზები -  წყლის  სტიქიის  ზოდიაქოს  ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები

წყლის სტიქიის წარმომადგენელი ზოდიაქს ნიშნების ჯერიც დადგა... მოდი გავიცნოთ, როგორები არიან კირჩხიბები, მორიელები და თევზები.

კირჩხიბი

კირჩხიბში ყველაზე ძლიერი თვითგადარჩენის ინსტიქტია, რომელიც არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა საყვარელი ადამიანის დაცვას გაიძულებთ. თქვენი მამოძრავებელი ძალა, სწორედ ეს ინსტიქტია. გამუდმებით სანგრებს თხრით.

იმდენად ადვილად მოწყვლადი ხართ, ადვილად ტრავმირებადი, შიგნით იშვიათად უშვებთ ვინმეს. საოცრად ფაქიზი შინაგანი სამყარო გაქვთ. თქვენი სული ნამდვილი ნაკრძალია, სადაც უცხო ფეხის ერთი არასწორი დადგმაც უკუქცევადი პროცესების კასკადს იწვევს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. თქვენც გარშემო კაატინგა შემოირტყით, რომელში შესვლის ნებართვასაც თითქმის არასოდეს გასცემთ, ძალით კი ვერავინ აღწევს.

ამბობენ, თვალები სულის სარკეაო და თქვენ ამ გამოთქმის ნათელი დადასტურება ხართ. საოცრად ღრმა და მეტყველი თვალები გაქვთ, ძირითადად წყლიანი და საოცრად სევდიანი. მათში იმდენი იდუმალებაა, იმდენი ამოცანა… მათში მთელი სამყაროა, მთელი გალაქტიკაა პატარ-პატარა სამყაროებით.

ხასიათი მთვარის ფაზებივით გეცვლებათ. შეგიძლიათ იყოთ უზომოდ მხიარულიც და უსაშველოდ მელანქოლიურიც. საშინლად ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სულში ხელების ფათურს ვერ იტანს. ერთდროულად ძალიან ცვალებადიც ხართ, მოუსვენარიც და თანაც მიჯაჭვულობებიც გჩვევიათ. ემოციური დამოკიდებულებები ხშირად გიჩნდებათ. ეჩვევით და დათმობა გიჭირთ. ვერ იტანთ განშორებებს და რა მაწანწალაც არ უნდა იყოთ, სახლში დაბრუნებისას, მაინც რაღაცნაირად სიმშვიდის განცდა გეუფლებათ.

არ შეიძლება კირჩხიბთან არ ვახსენოთ მისი გასტრონომიული ინტერესებიც. გუდმენი წერდა, კირჩხიბი ბედნიერი მაშინ არის, როცა მაცივარი სავსე აქვსო. გურმანი ხართ… შესაძლოა კუროსავით ბევრს არც სჭამდეთ, მაგრამ სავსე მაცივარი – უსაფრთხოებაა, გარანტია… "პური ჩვენი არსობისა"…. თქვენი სახლი ხომ თქვენი ციხესიმაგრეა, ციხესიმაგრე კი საკვების, მარაგის გარეშე, ციხესიმაგრე არ არის…. გჭირდებათ საყრდენი, ფესვები, უსაფრთხოება. ეძებთ გარემოს, სადაც დაცულად იგრძნობთ თავს, ამიტომ ახლობლებს შორის, ოჯახურ გარემოსა და მშობლიურ სივრცეში უფრო ბედნიერი ხართ, ვიდრე ახალ გაცნობილ ადამიანებთან. ხალხმრავალ ადგილებს სიმყუდროვეს არჩევთ.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიიჩნევა ასტროლოგიაში კირჩხიბი ოჯახის, სამშობლოს, ისტორიის მცველის სიმბოლოდ. თქვენ პატივს სცემთ წინაპრებს, წარსულს… გიყვართ ანტიკვარები, სუვენირები, ფოტოები… ყველაფერი, რაც მოგონებებს აღძრავს.

შესაძლოა იმდენად ძლიერი მეხსიერება გქონდეთ, დეტალების დონეზეც კი იხსენებდეთ ფრაგმენტებს ღრმა ბავშვობიდან. შესაძლოა მედიუმური უნარებიც გქონდეთ – სხვა ადამიანებს გრძნობდეთ. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე "იცით" ვინ რას წარმოადგენს, ვის რა უდევს შიგნით. თქვენ ასე, "უმიზეზოდ" შეგიძლიათ არ გაგიჩნდეთ ან გაგიჩნდეთ ვინმესთან ნაცნობობის სურვილი, რადგან ურთიერთობაში შესვლამდე გექმნებათ წარმოდგენა. დანახვისთანავე გიჩნდებათ სიმპატიები, ან ანტიპატიები და როგორც წესი, იშვიათად სცდებით პირველ შთაბეჭდილებაში.

გაქვთ თვითგამოხატვის პრობლემა. ხშირად არაადეკვატურად წარმოაჩენთ საკუთარ თავს. მიუხედავად მზრუნველი ბუნებისა, ცოტა უხასიათოს და უჟმურის რეპუტაციაც კი შეიძლება გქონდეთ, თუმცა ეს ნაწილობრივ რუკის დანარჩენ ასპექტებზეა დამოკიდებული.

თქვენი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ქვეცნობიერ დონეზე საზოგადოებრივი აღიარებისკენ, სტატუსისკენ ისწრაფვით, თუმცა შესაძლოა ამის პოტენციალი არ გქონდეთ, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ისევ შინაგან სამყაროზე ორიენტირდებით. გამოიყენეთ თქვენი ფსიქოლოგიური ნიჭი. თქვენ ხომ ყველაზე კარგი მსმენელი ხართ და თანაც ერთი ჯადოქრობა მუდამ თან გდევთ – როცა ვინმე საკუთარ პრობლემებზე გესაუბრებათ, თქვენ შეიძლება არაფერი თქვათ, მაგრამ ის ადამიანი თავად მივიდეს პრობლემის გადაჭრის გზამდე.

საოცრად ემპათიური ხართ, მიწებებული, კირჩხიბი დედობრივი მზრუნველობის სიმბოლოცაა, მაგრამ ამავდროულად საშინლად გაუცხოება შეიძლება გემართებოდეთ. პარადოქსია, არა? დღეს პატარა რამეზე პანიკაში ვარდებით, ისტერიკას აწყობთ, ცრემლებს აღვარღვარებთ, გულს იხეთქავთ, ხვალ კი შეგიძლიათ უცებ გამოეთიშოთ ყველაფერს, ჩაკეტოთ ყველა არხი, შეძვრეთ ნაჭუჭში და შექმნათ ილუზია, რომ თითქოს არაფერს გრძნობთ, ვერაფერს ხედავთ, არაფერი იცით… რაა? რამე ხდება? მე რა შუაში ვარ? საერთოდ ვინ ხართ? რატომ უნდა მადარდებდეს ეს ყველაფერი? – ეს თავდაცვაა… ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, თქვენ კი თქვენს ბაკანში შეყუჟულხართ, ყურებში ბამბები ჩაგიდიათ და თვალები გაქვთ დახუჭული… არ იღებთ ინფორმაციას, უარს აცხადებთ აღქმაზე… იმიტომ, რომ ფიქრობთ ამის გულთან მიტანა გაგანადგურებთ…

რა ხდება, როცა თავს გესხმიან? პირველი რეაქცია ძირითადად უკანდახევაა, რადგან ჯერ ყველაფერი კარგად უნდა შეისწავლოთ და მობილიზდეთ… თუმცა ეს მეტწილად მაინც იმ კედლების სიმყარეზეა დამოკიდებული, გარშემო რომ იშენებთ ბავშვობიდან… გძულთ უხეშობა, პირველი შეტევაზე იშვიათად გადადიხართ, მაგრამ თუკი ცუდად შეგეხოთ ვინმე, ეკლებზე აუცილებლად შეახევს ხელს...

შესაძლოა მანიპულატორობის ხელოვნებასაც ფლობდეთ და თავის მსხვერპლად გამოყვანის, თავის შეცოდების გზითაც კი აღწევდეთ საწადელს. ეს უკვე განვითარების დონეზეა დამოკიდებული, თუმცა პირდაპირ კონფრონტაციას რომ ერიდებით, ეს ფაქტია.

საერთო ჯამში, ძალიან გულითადი ადამიანი ხართ და თქვენს გვერდით ყოფნაც ძალიან სასიამოვნოა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კარგ ხასიათზე ბრძანდებით. შეიძლება ფხუკიანი, ბუტია და ცოტა ბუზღუნაც ხართ, მაგრამ სამაგიეროდ ვინც გიყვართ, იმ ადამიანებს სულს ანაცვალებთ. წაიკითხეთ სრულად