პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სახლში ცხოვრობს ლადო კახაძე - "უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება!"
როგორ სახლში ცხოვრობს ლადო კახაძე - "უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება!"

"უმ­თავ­რე­სია კომ­ფორ­ტი და უსაფრ­თხო­ე­ბა! უსაფრ­თხო­ე­ბა­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას ვგუ­ლის­ხმობ! კომ­ფორ­ტი თა­ვად უნდა შექ­მნა და ეს დან­გრე­ულ სახ­ლშიც კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი! ნივ­თე­ბი ად­ვი­ლად მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს!" - გვი­თხრა ექიმ­მა, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, მწე­რალ­მა და პუბ­ლი­ცის­ტმა ლადო კა­ხა­ძემ... მან თა­ვი­სი სახ­ლი­დან ის ის­ტო­რი­უ­ლი ნივ­თე­ბი გაგ­ვაც­ნო, რომ­ლე­ბიც მის­თვის უდი­დე­სი სა­გან­ძუ­რია.

- ოჯახ­ში მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი არ ცხოვ­რობს, რამ­დე­ნი­მე წევ­რის­გან შედ­გე­ბა და სახ­ლი რომ ყვე­ლამ თა­ვის ჭკუ­ა­ზე გა­და­ა­წყოს, ასე არ გა­მო­ვა! ამი­ტო­მაც უნდა იყოს სა­ერ­თო ნიშ­ნულ­ზე შე­თან­ხმე­ბა. მთა­ვა­რია, სახ­ლში ეს­თე­ტი­კა, სი­სუფ­თა­ვე იყოს და­ცუ­ლი! ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სახ­ლი ძვე­ლია თუ ახა­ლი! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ის ნივ­თე­ბი მოვ­ლი­ლი, რომ­ლე­ბიც შენ გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან! ახლა უფრო ღია ტი­პის სახ­ლე­ბია, მაგ­რამ მე ტრა­დი­ცი­ულ სახ­ლში გა­ვი­ზარ­დე და იგი­ვე რიტ­მში ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას!

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კა გაქვთ...

- წიგ­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია! მარ­თა­ლია დღეს კომ­პი­უ­ტე­რი ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ წიგნ­თან დაჯ­დო­მას სულ სხვა ხიბ­ლი აქვს! ალ­ბათ ჩვენ სხვა­ნა­ი­რად გაგვზარ­დეს და ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია, რომ კა­ბი­ნე­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი! ჩვენ­ში ასეა რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბა. შთა­მო­მავ­ლო­ბა ტო­ვებს და გა­და­დის ხე­ლი­დან ხელ­ში... მახ­სოვს ძა­ლი­ან დიდი გა­ჭირ­ვე­ბა რომ იყო, ხალ­ხს გა­მოჰ­ქონ­და წიგ­ნე­ბი და ბუ­კი­ნის­ტებ­თან აბა­რებ­დნენ. მათ­თვის იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბის შე­ლე­ვა, პირ­და­პირ სი­ცო­ცხლე და­აკ­ლდათ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­წუ­ხა­როდ ჩემს ირ­გვლი­ვაც იყ­ვნენ... ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი წიგ­ნია! თუ ღი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი კი­დევ ავ­ტო­რის მიერ არის ნა­ჩუ­ქა­რი, ის ხომ სა­ერ­თოდ ენით აუ­წე­რე­ლი გან­ძია!

- მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი რო­გორ უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი?

- რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნე, ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სია კომ­ფორ­ტი და უსაფრ­თხო­ე­ბა! უსაფრ­თხო­ე­ბა­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას ვგუ­ლის­ხმობ! კომ­ფორ­ტი თა­ვად უნდა შექ­მნა და ეს დან­გრე­ულ სახ­ლშიც კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი! ნივ­თე­ბი ად­ვი­ლად მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს! სტუ­მა­რი ღვთი­საა და ამი­ტო­მაც სტუ­მა­რი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მო­ვი­დეს და მა­შინ თუ და­ი­წყე სახ­ლის და­ლა­გე­ბა, კარ­გად ყო­ფი­ლა საქ­მე... სახ­ლი მუდ­მი­ვად მოვ­ლი­ლი უნდა იყოს! მი­სა­ღე­ბიც ასე უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი! კარ­გად გა­ნა­თე­ბუ­ლი და სტუმ­რის მი­სა­ღე­ბად მომ­ზა­დე­ბუ­ლი! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

როგორ სახლში ცხოვრობს ლადო კახაძე - "უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება!"

როგორ სახლში ცხოვრობს ლადო კახაძე - "უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება!"

"უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება! უსაფრთხოებაში ჰიგიენური ნორმების დაცვას ვგულისხმობ! კომფორტი თავად უნდა შექმნა და ეს დანგრეულ სახლშიც კი არის შესაძლებელი! ნივთები ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს!" - გვითხრა ექიმმა, საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა და პუბლიცისტმა ლადო კახაძემ... მან თავისი სახლიდან ის ისტორიული ნივთები გაგვაცნო, რომლებიც მისთვის უდიდესი საგანძურია.

- ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი არ ცხოვრობს, რამდენიმე წევრისგან შედგება და სახლი რომ ყველამ თავის ჭკუაზე გადააწყოს, ასე არ გამოვა! ამიტომაც უნდა იყოს საერთო ნიშნულზე შეთანხმება. მთავარია, სახლში ესთეტიკა, სისუფთავე იყოს დაცული! ჰიგიენური ნორმები უნდა იყოს დაცული მაქსიმალურად და არ აქვს მნიშვნელობა, სახლი ძველია თუ ახალი! აუცილებლად უნდა იყოს ის ნივთები მოვლილი, რომლებიც შენ გემსახურებიან! ახლა უფრო ღია ტიპის სახლებია, მაგრამ მე ტრადიციულ სახლში გავიზარდე და იგივე რიტმში ვაგრძელებ ცხოვრებას!

- არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა გაქვთ...

- წიგნის გარეშე ცხოვრება ძალიან ძნელია! მართალია დღეს კომპიუტერი ბევრ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ წიგნთან დაჯდომას სულ სხვა ხიბლი აქვს! ალბათ ჩვენ სხვანაირად გაგვზარდეს და ამიტომაც მიმაჩნია, რომ კაბინეტი განსხვავებულად უნდა იყოს მოწყობილი! ჩვენში ასეა რომ ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში გროვდება. შთამომავლობა ტოვებს და გადადის ხელიდან ხელში... მახსოვს ძალიან დიდი გაჭირვება რომ იყო, ხალხს გამოჰქონდა წიგნები და ბუკინისტებთან აბარებდნენ. მათთვის იმდენად რთული იყო საყვარელი წიგნების შელევა, პირდაპირ სიცოცხლე დააკლდათ. ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ჩემს ირგვლივაც იყვნენ... ყველაზე დიდი საჩუქარი წიგნია! თუ ღირებული წიგნი კიდევ ავტორის მიერ არის ნაჩუქარი, ის ხომ საერთოდ ენით აუწერელი განძია!

- მისაღები ოთახი როგორ უნდა იყოს მოწყობილი?

- როგორც ზემოთ ვახსენე, ჩემთვის უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება! უსაფრთხოებაში ჰიგიენური ნორმების დაცვას ვგულისხმობ! კომფორტი თავად უნდა შექმნა და ეს დანგრეულ სახლშიც კი არის შესაძლებელი! ნივთები ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს! სტუმარი ღვთისაა და ამიტომაც სტუმარი შეიძლება ნებისმიერ დროს შემოვიდეს და მაშინ თუ დაიწყე სახლის დალაგება, კარგად ყოფილა საქმე... სახლი მუდმივად მოვლილი უნდა იყოს! მისაღებიც ასე უნდა იყოს გათვალისწინებული! კარგად განათებული და სტუმრის მისაღებად მომზადებული! წაიკითხეთ სრულად

რაჭა-ლეჩხუმში უკვე 80 მიტოვებული სახლი გაიყიდა - რატომ გაორმაგდა სახლების ფასი?

ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე

"მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ?" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, სერიალზე, ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებაზე