მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაარჩინა უკრაინელმა ქართველი თანამებრძოლი სიცოცხლის ფასად - "ბაბუა წლები ეძებდა ანატოლის ოჯახს და 70 წლის შემდეგ, მე ვიპოვე"
როგორ გადაარჩინა უკრაინელმა ქართველი თანამებრძოლი სიცოცხლის ფასად - "ბაბუა წლები ეძებდა ანატოლის ოჯახს და 70 წლის შემდეგ, მე ვიპოვე"

კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სის­ხლისმღვრე­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბი­დან 75 წელი გა­ვი­და...

დღემ­დე სა­კა­მა­თოა, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნი­დან იმ რა­ო­დე­ნო­ბის მებ­რძო­ლის გაწ­ვე­ვა - ომის წლებ­ში ქვეყ­ნი­დან 700 000 ადა­მი­ა­ნი გა­იწ­ვი­ეს, მათ­გან 300 000-ზე მეტი ბრძო­ლის ველ­ზე და­ე­ცა. ამას ემა­ტე­ბა, გერ­მა­ნე­ლე­ბის მხა­რეს მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი...

ერთი სი­ტყვით, ორ ბო­რო­ტე­ბას შო­რის ომში, ორი­ვე მხა­რეს მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი წილი სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ...

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია AMBEBI.GE მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში გა­ფან­ტუ­ლი იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნეთ, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნუ­რი ამ­ბე­ბი ისევ და ისევ გრძელ­დე­ბა...

გი­ორ­გი შენ­გე­ლია AMBEBI.GE-სთან სა­კუ­თა­რი ბა­ბუ­ის, ამ­ბრო­სი შენ­გე­ლი­ას ამ­ბავს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც 1944 წელს 22 წლის უკ­რა­ი­ნელ­მა თა­ნა­მებ­რძოლ­მა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად იხ­სნა... ომის ქარ­ცე­ცხლს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და მხსნე­ლის ოჯახს მად­ლო­ბის სათ­ქმე­ლად, თუმ­ცა, ვერ იპო­ვა... თით­ქმის 75 წლის შემ­დეგ, შენ­გე­ლი­ას შვი­ლიშ­ვილ­მა ბა­ბუ­ის საქ­მე გა­აგ­რძე­ლა და უკ­რა­ი­ნე­ლი ანა­ტო­ლი ნე­დაშ­კოვ­სკის ოჯა­ხი იპო­ვა...

გი­ორ­გი შენ­გე­ლია გვიყ­ვე­ბა:

"ბა­ბუა - ამ­ბრო­სი შენ­გე­ლია, პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი იყო. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი რომ და­ი­წყო, ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და და იქი­დან წა­ვი­და ფრონტზე. იქ ყოფ­ნი­სას ყო­ველ­დღი­ურ ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებ­და: რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, შე­ტე­ვას რო­გორ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, ან პი­რი­ქით - იგე­რი­ებ­დნენ...

1944 წლის 31 მარ­ტის ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი ჰქონ­და: "დღეს ჩემი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა ანა­ტო­ლი ნე­დაშ­კოვ­სკიმ და თა­ვად და­ი­ღუ­პა..." და­ვინ­ტე­რეს­დი და ამ კონ­კრე­ტულ ეპი­ზოდ­ზე ცოტა მეტი გა­ვარ­კვიე. ბა­ბუა მე­ტყვი­ამფრქვე­ვე იყო. ის და მისი გა­დამ­რჩე­ნე­ლი უკ­რი­ა­ნე­ლი, 606-ე მსრო­ლე­ლი პოლ­კის 317 დი­ვი­ზი­ა­ში მსა­ხუ­რობ­დნენ.

იმ დღეს, ანუ 31 მარტს, ტყვი­ამფრქვე­ვით ერ­თმა­ნე­თის ახ­ლოს თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ებს ამაგ­რებ­დნენ - ერ­თმა­ნეთს აზღვევ­დნენ... ბა­ბუ­ას პო­ზი­ცი­ის ცვლი­ლე­ბი­სას, მას ანა­ტო­ლი ნე­დაშ­კოვ­სკი აზღვევ­და, რა დრო­საც მას სნა­ი­პე­რის ტყვია მოხ­ვდა - ამ­ბრო­სი შენ­გე­ლია სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად გა­და­არ­ჩი­ნა, ბა­ბუ­ას კი, ტყვი­ამ ქუდ­ში გა­უ­ა­რა...

მარ­ცხნი­დან პირ­ვე­ლი დგას ანა­ტო­ლი ნე­დაშ­კოვ­სკი

- რო­გორ იპო­ვეთ ბა­ბუ­ის მხსნე­ლის ოჯა­ხი?

- რო­დე­საც ბა­ბუა გარ­და­იც­ვა­ლა, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მისი გა­დამ­რჩე­ნე­ლის ოჯახს ეძებ­და. ამას­თან, წლე­ბის შემ­დეგ ვნა­ხე ბა­ბუ­ას მი­მო­წე­რა უკ­რა­ი­ნა­ში, ჟი­ტო­მი­რის მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან, - ნე­დაშ­კოვ­სკის ოჯახს ეძებ­და, მაგ­რამ ვერ უპო­ვია, რა­საც ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და...

ამ­ბრო­სი შენ­გე­ლია ისე გარ­და­იც­ვა­ლა, დარ­დი საფ­ლავ­ში ჩაჰ­ყვა და ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და. ოც­ნე­ბად ჰქონ­და, მისი გა­დამ­რჩე­ნე­ლის ოჯა­ხი გა­ეც­ნო და და­მე­გობ­რე­ბო­და... წლე­ბის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნე­ტით გა­ვაგ­რძე­ლე ბა­ბუ­ას და­წყე­ბუ­ლი საქ­მე - უკ­რა­ი­ნე­ლი ანა­ტო­ლის ახ­ლობ­ლებს ვე­ძებ­დი. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი უკ­რა­ი­ნე­ლი ანა­ტო­ლი ნე­დაშ­კოვ­სკი ვი­პო­ვე, რომ­ლე­ბიც ასე­ვე 1944 წლის მარ­ტში და­ი­ღუპ­ნენ.

ამ­ბრო­სი შენ­გე­ლია

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ერთ-ერ­თმა უკ­რა­ი­ნულ­მა არ­ქივ­მა ჩემს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივს, ბო­რის დუდ­ჩენ­კოს, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გარ­დაც­ვლილ­თა საფ­ლა­ვებს ეძებს და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხებს აწ­ვდის. ინ­ტერ­ნე­ტით გავცვა­ლეთ ინ­ფორ­მა­ცია, ბა­ბუ­ას შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი, მისი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ნო­მე­რი მი­ვა­წო­დე.

რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, ბო­რი­სი და­მი­კავ­შირ­და და არა­ერ­თი დო­კუ­მენ­ტის შეს­წავ­ლი­სა და ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­და, - ბა­ბუა ბერ­დი­ჩევ­სკის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დმიტ­როვ­კა­ში და­ბა­დე­ბულ­მა, 22 წლის ანა­ტო­ლი ნე­დაშ­კოვ­სკიმ გა­და­არ­ჩი­ნა, რო­მე­ლიც ხმელ­ნიც­კის ოლ­ქის, დუ­ნა­ე­ვოც­კის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ გო­ლო­ზუ­ბინ­ცის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს... ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მისი, ბო­რის დუდ­ჩენ­კო რომ არა, დღემ­დე ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვიქ­ნე­ბო­დი!

- რო­გორც ვიცი, ამ ეპი­ზოდ­ზე უკ­რა­ი­ნულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ სი­უ­ჟე­ტიც მო­ამ­ზა­და...

- დიახ, ად­გი­ლობ­რივ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია “ინ­ტერ­მა” მო­ამ­ზა­და სი­უ­ჟე­ტი და მე და ჩემი ნა­თე­სა­ვი - მსა­ხი­ო­ბი რე­ვაზ ნა­სი­ძე ჩაგ­ვწე­რა, რო­მელ­მაც მხატ­ვრულ ტე­ლე­სე­რი­ალ “ქერჩში” ბა­ბუ­ას როლი შე­ას­რუ­ლა. სხვა­თა­შო­რის, სე­რი­ალ­ში არის ასე­თი ეპი­ზო­დი, თით­ქოს ანა­ტო­ლი ნე­დაშ­კოვ­სკის საფ­ლა­ვიც იპო­ვეს.

მარ­თა­ლია, ქერ­ჩის ბრძო­ლა, 1942 წელს მოხ­და, ანა­ტო­ლი კი - 1944-ში გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ფილ­მის­თვის სწო­რედ ეს ამ­ბა­ვი იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თან “ქერჩში” ანა­ტო­ლი ნე­დაშ­კოვ­სკი ნახ­სე­ნე­ბია, რის­თვი­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი დარ­ჩნენ...

- ანა­ტო­ლის ოჯახს თუ და­უ­კავ­შირ­დით?

- დიახ და ეს ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, მით უფრო, რომ ამ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ არ იცოდ­ნენ, არ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა მათი ნა­თე­სა­ვი, თა­ვად მას ოჯა­ხი არ ჰყო­ლია, 22 წლის იყო და ეტყო­ბა, ვერ მო­ას­წრო. ძმის­შვი­ლე­ბი ჰყავს და ჩემ­თვის თუნ­დაც ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მათ სცოდ­ნო­დათ, რომ ანა­ტო­ლი გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა და თა­ნა­მებ­რძო­ლის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო... თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს ბა­ბუ­ას აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა იყო, მის ოჯახს სცოდ­ნო­და...

ინ­ტერ­ნე­ტით ვე­სა­უბ­რეთ მის ძმის­შვილ­სა და შვი­ლიშ­ვილს - გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მის­მენ­დნენ. ვუ­თხა­რი, მინ­დო­და, რომ ეს გცოდ­ნო­დათ, თქვე­ნი წი­ნა­პა­რი გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა, მან მე და ჩემს ოჯახს სი­ცო­ცხლე გვა­ჩუ­ქა და მინ­და ერ­თმა­ნე­თის­თვის ახ­ლობ­ლე­ბი ვი­ყოთ, ვი­მე­გობ­როთ-მეთ­ქი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­პა­ტი­ჟე. მით უფრო, რომ რო­გორც ბა­ბუ­ას ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ის და ანა­ტო­ლი მე­გობ­რობ­დნენ...

ძმის­შვი­ლი ასაკ­შია და მისი შვი­ლი შემ­პირ­და, რომ ჩა­მო­ვა თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად და მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვიყ­ვან ბა­ბუ­ას ნამ­დვილ საფ­ლავ­ზე...

- რას ნიშ­ნავს “ნამ­დვილ საფ­ლავ­ზე?”

- ბა­ბუა შვიდ­ჯერ იყო დაჭ­რი­ლი. ერთხელ, ნო­ვო­რო­სი­ის­კის მცი­რე მი­წა­ზე ბრძო­ლი­სას, იმ­დე­ნად მძი­მედ დაჭ­რი­ლა, მკვდა­რი ეგო­ნათ და და­ღუ­პულ­თა სი­ა­ში ჩა­წე­რეს... 1987 წელს ჩა­სუ­ლა ნო­ვო­რო­სი­ის­კში და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ა­ლურ და­ფა­ზე სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი და გვა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღად ის დროა მი­თი­თე­ბუ­ლი, როცა და­იჭ­რა...

რე­ა­ლუ­რად კი 1989 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მე მა­შინ 5 წლის ვი­ყა­ვი და თურ­მე სულ დარ­დობ­და - არ გა­ვახ­სენ­დე­ბიო.

ამ­ბრო­სი და გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ე­ბი

ეტყო­ბა, რო­გორ­ღაც ცდი­ლობ­და ჩემ­თვის თავი და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა და შეძ­ლო კი­დეც - ცხა­დად მახ­სოვს, რო­გორ დამ­სვა მის­გან ზურ­გით და “სუ­ლი­კოს” მიმ­ღე­რო­და და მეც მას­წავ­ლი­და. დღემ­დე, რო­დე­საც ამ სიმ­ღე­რას ვის­მენ, ყო­ველ­თვის ბა­ბუა მახ­სენ­დე­ბა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორ გადაარჩინა უკრაინელმა ქართველი თანამებრძოლი სიცოცხლის ფასად - "ბაბუა წლები ეძებდა ანატოლის ოჯახს და 70 წლის შემდეგ, მე ვიპოვე"

როგორ გადაარჩინა უკრაინელმა ქართველი თანამებრძოლი სიცოცხლის ფასად - "ბაბუა წლები ეძებდა ანატოლის ოჯახს და 70 წლის შემდეგ, მე ვიპოვე"

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა...

დღემდე საკამათოა, რამდენად გამართლებული იყო საქართველოსნაირი პატარა ქვეყნიდან იმ რაოდენობის მებრძოლის გაწვევა - ომის წლებში ქვეყნიდან 700 000 ადამიანი გაიწვიეს, მათგან 300 000-ზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა. ამას ემატება, გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართველები...

ერთი სიტყვით, ორ ბოროტებას შორის ომში, ორივე მხარეს მყოფი ქართველები თავიანთი წილი საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ...

უკვე რამდენიმე წელია AMBEBI.GE მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაფანტული იმ ქართველების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. ამ დროის განმავლობაში, არაერთი ემოციური ისტორია მოვისმინეთ, თუმცა, ადამიანური ამბები ისევ და ისევ გრძელდება...

გიორგი შენგელია AMBEBI.GE-სთან საკუთარი ბაბუის, ამბროსი შენგელიას ამბავს იხსენებს, რომელიც 1944 წელს 22 წლის უკრაინელმა თანამებრძოლმა საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა... ომის ქარცეცხლს გადარჩენილი ქართველი წლების განმავლობაში ეძებდა მხსნელის ოჯახს მადლობის სათქმელად, თუმცა, ვერ იპოვა... თითქმის 75 წლის შემდეგ, შენგელიას შვილიშვილმა ბაბუის საქმე გააგრძელა და უკრაინელი ანატოლი ნედაშკოვსკის ოჯახი იპოვა...

გიორგი შენგელია გვიყვება:

"ბაბუა - ამბროსი შენგელია, პროფესიით ისტორიკოსი იყო. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დამთავრებული ჰქონდა და იქიდან წავიდა ფრონტზე. იქ ყოფნისას ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა: როგორ გადაადგილდებოდნენ, შეტევას როგორ ახორციელებდნენ, ან პირიქით - იგერიებდნენ...

1944 წლის 31 მარტის ჩანაწერებში ჩანიშნული ჰქონდა: "დღეს ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა ანატოლი ნედაშკოვსკიმ და თავად დაიღუპა..." დავინტერესდი და ამ კონკრეტულ ეპიზოდზე ცოტა მეტი გავარკვიე. ბაბუა მეტყვიამფრქვევე იყო. ის და მისი გადამრჩენელი უკრიანელი, 606-ე მსროლელი პოლკის 317 დივიზიაში მსახურობდნენ.

იმ დღეს, ანუ 31 მარტს, ტყვიამფრქვევით ერთმანეთის ახლოს თავიანთ პოზიციებს ამაგრებდნენ - ერთმანეთს აზღვევდნენ... ბაბუას პოზიციის ცვლილებისას, მას ანატოლი ნედაშკოვსკი აზღვევდა, რა დროსაც მას სნაიპერის ტყვია მოხვდა - ამბროსი შენგელია საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა, ბაბუას კი, ტყვიამ ქუდში გაუარა...

მარცხნიდან პირველი დგას ანატოლი ნედაშკოვსკი

- როგორ იპოვეთ ბაბუის მხსნელის ოჯახი?

- როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, პატარა ვიყავი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ომის დასრულების შემდეგ, მისი გადამრჩენელის ოჯახს ეძებდა. ამასთან, წლების შემდეგ ვნახე ბაბუას მიმოწერა უკრაინაში, ჟიტომირის მილიციის განყოფილებასთან, - ნედაშკოვსკის ოჯახს ეძებდა, მაგრამ ვერ უპოვია, რასაც ძალიან განიცდიდა...

ამბროსი შენგელია ისე გარდაიცვალა, დარდი საფლავში ჩაჰყვა და ეს ძალიან მაწუხებდა. ოცნებად ჰქონდა, მისი გადამრჩენელის ოჯახი გაეცნო და დამეგობრებოდა... წლების შემდეგ, ინტერნეტით გავაგრძელე ბაბუას დაწყებული საქმე - უკრაინელი ანატოლის ახლობლებს ვეძებდი. ამ დროის განმავლობაში, არაერთი უკრაინელი ანატოლი ნედაშკოვსკი ვიპოვე, რომლებიც ასევე 1944 წლის მარტში დაიღუპნენ.

ამბროსი შენგელია

გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთმა უკრაინულმა არქივმა ჩემს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ერთ-ერთ ადგილობრივს, ბორის დუდჩენკოს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა საფლავებს ეძებს და მათ შესახებ ინფორმაციას ოჯახებს აწვდის. ინტერნეტით გავცვალეთ ინფორმაცია, ბაბუას შესახებ არსებული ყველა მონაცემი, მისი სამხედრო ნაწილის ნომერი მივაწოდე.

რაღაც დროის შემდეგ, ბორისი დამიკავშირდა და არაერთი დოკუმენტის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დაზუსტებული ინფორმაცია მომაწოდა, - ბაბუა ბერდიჩევსკის რაიონის სოფელ დმიტროვკაში დაბადებულმა, 22 წლის ანატოლი ნედაშკოვსკიმ გადაარჩინა, რომელიც ხმელნიცკის ოლქის, დუნაევოცკის რაიონში, სოფელ გოლოზუბინცის საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს... ძალიან მადლიერი ვარ მისი, ბორის დუდჩენკო რომ არა, დღემდე ძიების პროცესში ვიქნებოდი!

- როგორც ვიცი, ამ ეპიზოდზე უკრაინულმა ტელეკომპანიამ სიუჟეტიც მოამზადა...

- დიახ, ადგილობრივმა ტელეკომპანია “ინტერმა” მოამზადა სიუჟეტი და მე და ჩემი ნათესავი - მსახიობი რევაზ ნასიძე ჩაგვწერა, რომელმაც მხატვრულ ტელესერიალ “ქერჩში” ბაბუას როლი შეასრულა. სხვათაშორის, სერიალში არის ასეთი ეპიზოდი, თითქოს ანატოლი ნედაშკოვსკის საფლავიც იპოვეს.

მართალია, ქერჩის ბრძოლა, 1942 წელს მოხდა, ანატოლი კი - 1944-ში გარდაიცვალა, მაგრამ ფილმისთვის სწორედ ეს ამბავი იყო მნიშვნელოვანი, თან “ქერჩში” ანატოლი ნედაშკოვსკი ნახსენებია, რისთვისაც უკრაინელები ძალიან მადლიერი დარჩნენ...

- ანატოლის ოჯახს თუ დაუკავშირდით?

- დიახ და ეს ძალიან ემოციური იყო, მით უფრო, რომ ამ ისტორიის შესახებ არ იცოდნენ, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა ვითარებაში დაიღუპა მათი ნათესავი, თავად მას ოჯახი არ ჰყოლია, 22 წლის იყო და ეტყობა, ვერ მოასწრო. ძმისშვილები ჰყავს და ჩემთვის თუნდაც ადამიანურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ სცოდნოდათ, რომ ანატოლი გმირულად დაიღუპა და თანამებრძოლის გადარჩენა შეძლო... თუნდაც იმიტომ, რომ ეს ბაბუას აუხდენელი ოცნება იყო, მის ოჯახს სცოდნოდა...

ინტერნეტით ვესაუბრეთ მის ძმისშვილსა და შვილიშვილს - გაოგნებული მისმენდნენ. ვუთხარი, მინდოდა, რომ ეს გცოდნოდათ, თქვენი წინაპარი გმირულად დაიღუპა, მან მე და ჩემს ოჯახს სიცოცხლე გვაჩუქა და მინდა ერთმანეთისთვის ახლობლები ვიყოთ, ვიმეგობროთ-მეთქი და საქართველოში დავპატიჟე. მით უფრო, რომ როგორც ბაბუას ჩანაწერებიდან ირკვევა, ის და ანატოლი მეგობრობდნენ...

ძმისშვილი ასაკშია და მისი შვილი შემპირდა, რომ ჩამოვა თავის ოჯახთან ერთად და მაშინ აუცილებლად წავიყვან ბაბუას ნამდვილ საფლავზე...

- რას ნიშნავს “ნამდვილ საფლავზე?”

- ბაბუა შვიდჯერ იყო დაჭრილი. ერთხელ, ნოვოროსიისკის მცირე მიწაზე ბრძოლისას, იმდენად მძიმედ დაჭრილა, მკვდარი ეგონათ და დაღუპულთა სიაში ჩაწერეს... 1987 წელს ჩასულა ნოვოროსიისკში და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფაზე საკუთარი სახელი და გვარი აღმოაჩინა. გარდაცვალების თარიღად ის დროა მითითებული, როცა დაიჭრა...

რეალურად კი 1989 წელს გარდაიცვალა, მე მაშინ 5 წლის ვიყავი და თურმე სულ დარდობდა - არ გავახსენდებიო.

ამბროსი და გიორგი შენგელიები

ეტყობა, როგორღაც ცდილობდა ჩემთვის თავი დაემახსოვრებინა და შეძლო კიდეც - ცხადად მახსოვს, როგორ დამსვა მისგან ზურგით და “სულიკოს” მიმღეროდა და მეც მასწავლიდა. დღემდე, როდესაც ამ სიმღერას ვისმენ, ყოველთვის ბაბუა მახსენდება...

პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დღეიდან ღია სივრცეში ქორწილისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის  100-მდე ადამიანის თავშეყრა ნებადართულია

ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"