პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაჩალიკაშვილის მეუღლე - "ჩემს მეუღლეს პოლიციის თანამშრომელი ეუბნებოდა, ხომ მოგეცი იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, წადი და შური იძიეო"
მაჩალიკაშვილის მეუღლე - "ჩემს მეუღლეს პოლიციის თანამშრომელი ეუბნებოდა, ხომ მოგეცი იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, წადი და შური იძიეო"

ჩემს მე­უღ­ლეს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ეუბ­ნე­ბო­და, "თუ კაცი ხარ, პარ­ლა­მენ­ტთან რა­ტომ დგა­ხარ, შური იძიე, მე ხომ მო­გე­ცი იმ სპეც­რაზ­მე­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი, წადი და შენი შვი­ლის გამო შური იძი­ეო", - ამის შე­სა­ხებ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის დე­დამ, მე­დი­კო მარ­გოშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მარ­გოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს შუ­რის­ძი­ე­ბის­კენ ქის­ტე­ბის ნა­წი­ლიც მო­უ­წო­დებ­და.

„ჩემს მე­უღ­ლეს არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ აქვს ჩა­დე­ნი­ლი. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია პარ­ლა­მენ­ტის წინ ათე­ნებს და აღა­მებს, იმ ქარ­ბუქ­ში, წვი­მა­ში, იცით რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. თუ ამის ჩამ­დე­ნი იყო, იმას ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის... ვი­ცით ქის­ტე­ბის შუ­რის­ძი­ე­ბა - მანდ ნუ დგა­ხარ პარ­ლა­მენ­ტის წინ, შენი შვი­ლის­თვის შური იძი­ეო. ქის­ტე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლიც - „თუ კაცი ხარ პარ­ლა­მენ­ტთან რა­ტომ დგა­ხარ შური იძიე, მე ხომ მო­გე­ცი იმ სპეც­რაზ­მე­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი, წა­მო­დი და შენი შვი­ლის გამო შური იძი­ეო“. პირ­და­პირ ასე უთხრა, მაგ­რამ ჩემს მე­უღ­ლეს არ უნ­დო­და გამ­ხდა­რი­ყო მკვლე­ლი, რო­გორც ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა. ჩემს მე­უღ­ლეს უნ­დო­და სა­მარ­თლი­ა­ნად, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში და­ე­სა­ჯა თა­ვი­სი შვი­ლის მკვლე­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, უშუ­ა­ლოდ მისი შვი­ლის დაჭ­რის მო­მენ­ტში სუს-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სოსო გო­გაშ­ვი­ლი არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მარ­გოშ­ვი­ლის თქმით, გო­გაშ­ვი­ლი ხე­ო­ბა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ვი­და.

„ერთ კი­თხვას და­ვუს­ვამ­დი სოსო გო­გაშ­ვილს, ჩემს ად­გი­ლას წარ­მო­იდ­გი­ნოს თავი, შუ­ა­ღა­მი­სას რომ მო­გიც­ვივ­დნენ სახ­ლში და ერ­თა­დერ­თი ვა­ჟიშ­ვი­ლი ჩა­გი­ცხრი­ლონ, შენ რას გა­ა­კე­თებ­დი სოსო გო­გაშ­ვი­ლო? იმი­ტომ ვე­უბ­ნე­ბი, რომ კა­ცია. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ეგ აქ არის ნამ­ყო­ფი თუ ხე­ო­ბა­ში, დამ­გეგ­მა­ვი რომ ეგ არის, ხელ­მძღვა­ნე­ლი რომ ეგ იყო, ყვე­ლამ ვი­ცით. დამ­გეგ­მა­ვია გო­გაშ­ვი­ლი, მა­გან და­გეგ­მა ეს სპე­ცო­პე­რა­ცია. გო­გაშ­ვი­ლი ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის დროს, ვიცი, არ იყო ხე­ო­ბა­ში. გო­გაშ­ვი­ლი იყო სა­დღაც 10 სა­ა­თის­თვის... მე­ზობ­ლის კა­რი­დან რომ გა­მოვ­ვარ­დი, ჩემი შვი­ლის ნახ­ვას ვი­თხოვ­დი, მა­შინ თი­თის დაქ­ნე­ვით... ზუს­ტად გო­გაშ­ვი­ლია, ვი­ცა­ნი, „კურ­ტკაც“ მახ­სოვს რა ფე­რის „კურ­ტკა“ ეცვა, ზუს­ტი აღ­ნა­გო­ბაც“, - გა­ნა­ცხა­და მე­დი­კო მარ­გოშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მაჩალიკაშვილის მეუღლე - "ჩემს მეუღლეს პოლიციის თანამშრომელი ეუბნებოდა, ხომ მოგეცი იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, წადი და შური იძიეო"

მაჩალიკაშვილის მეუღლე - "ჩემს მეუღლეს პოლიციის თანამშრომელი ეუბნებოდა, ხომ მოგეცი იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, წადი და შური იძიეო"

ჩემს მეუღლეს პოლიციის თანამშრომელი ეუბნებოდა, "თუ კაცი ხარ, პარლამენტთან რატომ დგახარ, შური იძიე, მე ხომ მოგეცი იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, წადი და შენი შვილის გამო შური იძიეო", - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მარგოშვილმა აღნიშნა, მალხაზ მაჩალიკაშვილს შურისძიებისკენ ქისტების ნაწილიც მოუწოდებდა.

„ჩემს მეუღლეს არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი. წელიწადნახევარია პარლამენტის წინ ათენებს და აღამებს, იმ ქარბუქში, წვიმაში, იცით რა მდგომარეობაში. თუ ამის ჩამდენი იყო, იმას ჰქონდა შესაძლებლობაც, მოსახლეობის ნაწილის... ვიცით ქისტების შურისძიება - მანდ ნუ დგახარ პარლამენტის წინ, შენი შვილისთვის შური იძიეო. ქისტები ეუბნებოდნენ და პოლიციის თანამშრომელიც - „თუ კაცი ხარ პარლამენტთან რატომ დგახარ შური იძიე, მე ხომ მოგეცი იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, წამოდი და შენი შვილის გამო შური იძიეო“. პირდაპირ ასე უთხრა, მაგრამ ჩემს მეუღლეს არ უნდოდა გამხდარიყო მკვლელი, როგორც ეს ხელისუფლებაა. ჩემს მეუღლეს უნდოდა სამართლიანად, კანონის ფარგლებში დაესაჯა თავისი შვილის მკვლელები“, - განაცხადა მარგოშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში, უშუალოდ მისი შვილის დაჭრის მომენტში სუს-ის მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი არ იმყოფებოდა. მარგოშვილის თქმით, გოგაშვილი ხეობაში მოგვიანებით ჩავიდა.

„ერთ კითხვას დავუსვამდი სოსო გოგაშვილს, ჩემს ადგილას წარმოიდგინოს თავი, შუაღამისას რომ მოგიცვივდნენ სახლში და ერთადერთი ვაჟიშვილი ჩაგიცხრილონ, შენ რას გააკეთებდი სოსო გოგაშვილო? იმიტომ ვეუბნები, რომ კაცია. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ეგ აქ არის ნამყოფი თუ ხეობაში, დამგეგმავი რომ ეგ არის, ხელმძღვანელი რომ ეგ იყო, ყველამ ვიცით. დამგეგმავია გოგაშვილი, მაგან დაგეგმა ეს სპეცოპერაცია. გოგაშვილი ჩემი შვილის მკვლელობის დროს, ვიცი, არ იყო ხეობაში. გოგაშვილი იყო სადღაც 10 საათისთვის... მეზობლის კარიდან რომ გამოვვარდი, ჩემი შვილის ნახვას ვითხოვდი, მაშინ თითის დაქნევით... ზუსტად გოგაშვილია, ვიცანი, „კურტკაც“ მახსოვს რა ფერის „კურტკა“ ეცვა, ზუსტი აღნაგობაც“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ