პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთიდან ფქვილით დატვირთულ მანქანას გამოყოლილი პატარა ბიჭი პატრიარქმა აღზარდა - დღეს ის მსოფლიოში წარმატებული მომღერალია
კახეთიდან ფქვილით დატვირთულ მანქანას გამოყოლილი პატარა ბიჭი პატრიარქმა აღზარდა - დღეს ის მსოფლიოში წარმატებული მომღერალია

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის და­ვით სუმ­ბა­ძის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა ზღა­პარს უფრო ჰგავს. იგი ბევ­რის­თვის იმის მა­გა­ლი­თია, თუ რო­გორ არ უნდა შე­უ­შინ­დეს ადა­მი­ა­ნი დაბ­რკო­ლე­ბებს, მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. და­ვით სუმ­ბა­ძე წარ­მო­შო­ბით თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვარ­დი­სუბ­ნი­დან არის... მან ბევ­რი იბ­რძო­ლა, რომ დღეს მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს და მის სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ას AMBEBI.GE-სთან ჰყვე­ბა:

- გვი­ამ­ბეთ თვენს ბავ­შვო­ბა­ზე...

- არა­ერ­თხელ მაქვს მო­ყო­ლი­ლი ჩემი ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ და ვფიქ­რობ, ამის გა­მე­ო­რე­ბა კი­დევ ბევ­რჯერ სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­მი­წევს, რათა ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყოს. რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტეს ნა­წილს, არც მე მქონ­და დალ­ხე­ნი­ლი და ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა! სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან შე­მიყ­ვარ­და და შემ­დეგ იყო საკ­მა­ოდ დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი იმის­თვის, რომ მეს­წავ­ლა და მი­მეღ­წია ჩემი მიზ­ნის­თვის, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა ქვია...

- თუ არ ვცდე­ბი, მამა სიმ­ღე­რას გიშ­ლი­დათ, ეს პრო­ფე­სია არ სურ­და...

- არა, ასე არ იყო... მამა ხელს მიშ­ლი­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სას­წავ­ლებ­ლად მარ­ტო წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან 90-იანი წლე­ბი იყო და თბი­ლი­სი რის­კე­ბით სავ­სე ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბო­და. ისე კი მა­მას დე­დას­თან ერ­თად სურ­და, რომ გავმხდა­რი­ყა­ვი ის, ვინც დღეს ვარ...

- მშობ­ლი­უ­რი კა­ხე­თი­დან თბი­ლის­ში პუ­რის ფქვი­ლით დატ­ვირ­თულ მან­ქა­ნას რა­ტომ გა­მო­ყე­ვით?

- დიახ, ნამ­დვი­ლად ასე იყო, რად­გან გზის თან­ხაც კი არ მქონ­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ვი­ღაც კე­თილ­მა კაც­მა პუ­რის ფქვი­ლით დატ­ვირ­თულ მან­ქა­ნას გა­მო­მა­ყო­ლა. ახლა ღი­მი­ლით მახ­სენ­დე­ბა ის მოგ­ზა­უ­რო­ბა, თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი სულ მთლად თეთ­რი ვი­ყა­ვი, ფქვილ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი...

- პატ­რი­არ­ქთან რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- უწ­მინ­დეს­თან მოხ­ვედ­რა სას­წა­უ­ლი იყო, რა­მაც ჩემი დე­და­ქა­ლაქ­ში სას­წავ­ლებ­ლად გად­მოს­ვლა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა. და­უ­ვი­წყა­რია მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი 10 წელი, რა პე­რი­ოდ­შიც საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წიე... მე­ო­რე მა­მა­სა­ვით მყავ­და! საკ­ვე­ბით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით. მისი ნა­ჩუ­ქა­რი 3500 ევ­რო­ი­ა­ნი მარ­კო ლუ­ჩის პალ­ტო დღე­საც მაქვს...

- პატ­რი­არ­ქს ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს...

- დიახ... "და­ვი­ღა­ლე უფა­ლო" და "უფა­ლო შე­მი­წყა­ლენ" ბო­ბოყ­ვა­თის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მე და­მა­წე­რი­ნა. მკარ­ნა­ხობ­და ნო­ტებს და მე ფურ­ცელ­ზე ვწერ­დი …

- ალ­ბათ თქვენს შვილს ილია მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვით...

- ჩემს შვილ უწ­მი­დეს­მა სა­ხე­ლი თა­ვად და­არ­ქვა... ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და, და­ვუ­რე­კე, რომ კარ­გი სი­ახ­ლე მე­უ­წყე­ბი­ნა და იმის გამო, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო მი­უნ­ხენ­ში, თან­მხლებ­მა პირ­მა მი­თხრა, რომ იმ წუთ­ში სა­უ­ბარს ვერ შეძ­ლებ­და და აუ­ცი­ლებ­ლად და­მი­რე­კავ­და. ერთი კვი­რის შემ­დეგ რე­კავს უწ­მინ­დე­სი, რო­დე­საც მის ზარს უკვე აღარც კი ვე­ლო­დი და მე­კი­თხე­ბა ყვე­ლა­ფერს: ბავ­შვის სიგ­რძეს, სი­გა­ნეს, წო­ნას, დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბას და შემ­დეგ მკი­თხა, ბავ­შვს რას ვარ­ქმევ­დი. მე ვუ­თხა­რი, რომ ორი სა­ხე­ლი მქონ­და შერ­ჩე­უ­ლი - ნოე და ილია და რო­მელ­ზეც მა­კურ­თხებ­და, იმას და­ვარ­ქმევ­დი. მან თქვა, ღმერ­თმა და­ლო­ცოს პა­ტა­რა ილი­აო.

- ისევ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, რო­გორ და­ი­წყო სამ­შობ­ლო­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი?

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რში, ოპე­რა "და­ის­ში" არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­ბი­უ­ტი მქონ­და, სა­დაც მალ­ხა­ზის მთა­ვა­რი პარ­ტია შე­ვას­რუ­ლე. შემ­დეგ სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე ოდე­სის ოპე­რის თე­ატ­რში, სა­დაც ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე...

- რო­გორ აე­წყო სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა?

- გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რია! თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ ის, რომ გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წიე! მქონ­და არა­ერ­თი სპექ­ტაკ­ლი ბორ­დოს სა­ო­პე­რო თე­ატ­რში, სა­დაც საკ­მა­ოდ დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბით გა­მოვ­დი­ვარ დღემ­დე. 2015-2016 წლებ­ში, ანუ ორი წელი ზე­დი­ზედ რო­ბერტ მა­სა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ო­პე­რო კონ­კურ­სის ლა­უ­რი­ა­ტი გავ­ხდი.

- რო­გო­რია სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- ჩავ­წე­რე ალ­ბო­მი, სა­დაც შე­სუ­ლია 10 იტა­ლი­უ­რი, ფრან­გუ­ლი, რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბიც... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ალ­ბომ­ში ბი­ძა­ჩე­მის, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, ნუგ­ზარ სუმ­ბა­ძე-თუ­შიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რაა შე­სუ­ლი. საკ­მა­ოდ ბევ­რი სოლო კონ­ცერ­ტე­ბი მაქვს, რაც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა იმა­ში, რომ ჩემი ნი­ჭის, ხმის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­მეხ­დი­ნა... მყავს ახა­ლი აგენ­ტი და მეტი წარ­მა­ტე­ბე­ბის­თვის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი მაქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კა­რი­ე­რა­ში ტემ­პის დაგ­დე­ბა უკუს­ვლას ნიშ­ნავს, რის უფ­ლე­ბა­საც ჩემს თავს არ მივ­ცემ!

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცინო
2

დიდება უფალს. ჯანმრთელობა ჩვენს პატრიარქს და წარმატება მომღერალს.

ირინა ტაბატაძე
3

წარმატებებს გისურვებთ, კახელო ნიჭიერო ახალგაზრდავ! მიხარია, რომ ამხელა კარიერა გაგიკეთებიათ, ასახელეთ ოჯახი და ჩვენი პატრიარქის ამაგი არ დაივიწყეთ, გაგიმარჯოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

კახეთიდან ფქვილით დატვირთულ მანქანას გამოყოლილი პატარა ბიჭი პატრიარქმა აღზარდა - დღეს ის მსოფლიოში წარმატებული მომღერალია

კახეთიდან ფქვილით დატვირთულ მანქანას გამოყოლილი პატარა ბიჭი პატრიარქმა აღზარდა - დღეს ის მსოფლიოში წარმატებული მომღერალია

წარმატებული საოპერო მომღერლის დავით სუმბაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ზღაპარს უფრო ჰგავს. იგი ბევრისთვის იმის მაგალითია, თუ როგორ არ უნდა შეუშინდეს ადამიანი დაბრკოლებებს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე. დავით სუმბაძე წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდან არის... მან ბევრი იბრძოლა, რომ დღეს მსოფლიოში წარმატებული საოპერო მომღერალი ყოფილიყო. ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს და მის საოცარ ისტორიას AMBEBI.GE-სთან ჰყვება:

- გვიამბეთ თვენს ბავშვობაზე...

- არაერთხელ მაქვს მოყოლილი ჩემი ბავშვობის შესახებ და ვფიქრობ, ამის გამეორება კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით მომიწევს, რათა ჩემი გამოცდილება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო იყოს. როგორც ხელოვანი ადამიანების უმეტეს ნაწილს, არც მე მქონდა დალხენილი და ია-ვარდით მოფენილი გზა! სიმღერა ძალიან პატარა ასაკიდან შემიყვარდა და შემდეგ იყო საკმაოდ დიდი სირთულეები იმისთვის, რომ მესწავლა და მიმეღწია ჩემი მიზნისთვის, რასაც საერთაშორისო მომღერლის კარიერა ქვია...

- თუ არ ვცდები, მამა სიმღერას გიშლიდათ, ეს პროფესია არ სურდა...

- არა, ასე არ იყო... მამა ხელს მიშლიდა, რომ დედაქალაქში სასწავლებლად მარტო წამოვსულიყავი, რადგან 90-იანი წლები იყო და თბილისი რისკებით სავსე ქალაქად ითვლებოდა. ისე კი მამას დედასთან ერთად სურდა, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ...

- მშობლიური კახეთიდან თბილისში პურის ფქვილით დატვირთულ მანქანას რატომ გამოყევით?

- დიახ, ნამდვილად ასე იყო, რადგან გზის თანხაც კი არ მქონდა, რომ დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვსულიყავი. ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც კეთილმა კაცმა პურის ფქვილით დატვირთულ მანქანას გამომაყოლა. ახლა ღიმილით მახსენდება ის მოგზაურობა, თბილისში ჩამოსული სულ მთლად თეთრი ვიყავი, ფქვილში ამოვლებული...

- პატრიარქთან როგორ აღმოჩნდით?

- უწმინდესთან მოხვედრა სასწაული იყო, რამაც ჩემი დედაქალაქში სასწავლებლად გადმოსვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. დაუვიწყარია მასთან გატარებული 10 წელი, რა პერიოდშიც საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მივაღწიე... მეორე მამასავით მყავდა! საკვებით, მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით. მისი ნაჩუქარი 3500 ევროიანი მარკო ლუჩის პალტო დღესაც მაქვს...

- პატრიარქს ხელოვნება ძალიან უყვარს...

- დიახ... "დავიღალე უფალო" და "უფალო შემიწყალენ" ბობოყვათის რეზიდენციაში მე დამაწერინა. მკარნახობდა ნოტებს და მე ფურცელზე ვწერდი …

- ალბათ თქვენს შვილს ილია მის პატივსაცემად დაარქვით...

- ჩემს შვილ უწმიდესმა სახელი თავად დაარქვა... ბავშვი რომ დაიბადა, დავურეკე, რომ კარგი სიახლე მეუწყებინა და იმის გამო, რომ საავადმყოფოში იყო მიუნხენში, თანმხლებმა პირმა მითხრა, რომ იმ წუთში საუბარს ვერ შეძლებდა და აუცილებლად დამირეკავდა. ერთი კვირის შემდეგ რეკავს უწმინდესი, როდესაც მის ზარს უკვე აღარც კი ველოდი და მეკითხება ყველაფერს: ბავშვის სიგრძეს, სიგანეს, წონას, დედის ჯანმრთელობას და შემდეგ მკითხა, ბავშვს რას ვარქმევდი. მე ვუთხარი, რომ ორი სახელი მქონდა შერჩეული - ნოე და ილია და რომელზეც მაკურთხებდა, იმას დავარქმევდი. მან თქვა, ღმერთმა დალოცოს პატარა ილიაო.

- ისევ თქვენს საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, როგორ დაიწყო სამშობლოში წარმატებები?

- კონსერვატორიის დამთავრებისთანავე თბილისის ოპერის თეატრში, ოპერა "დაისში" არაჩვეულებრივი დებიუტი მქონდა, სადაც მალხაზის მთავარი პარტია შევასრულე. შემდეგ სტაჟირება გავიარე ოდესის ოპერის თეატრში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე...

- როგორ აეწყო საერთაშორისო წარმატებული კარიერა?

- გასაკეთებელი კიდევ ბევრია! თუმცა შემიძლია გითხრათ ის, რომ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე! მქონდა არაერთი სპექტაკლი ბორდოს საოპერო თეატრში, სადაც საკმაოდ დიდი წარმატებებით გამოვდივარ დღემდე. 2015-2016 წლებში, ანუ ორი წელი ზედიზედ რობერტ მასადის საერთაშორისო საოპერო კონკურსის ლაურიატი გავხდი.

- როგორია სამომავლო გეგმები?

- ჩავწერე ალბომი, სადაც შესულია 10 იტალიური, ფრანგული, რუსული და ქართული სიმღერებიც... ბედნიერი ვარ, რომ ამ ალბომში ბიძაჩემის, ძალიან ცნობილი კომპოზიტორის, ნუგზარ სუმბაძე-თუშიშვილის სიმღერაა შესული. საკმაოდ ბევრი სოლო კონცერტები მაქვს, რაც ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ჩემი ნიჭის, ხმის და შესაძლებლობების რეალიზება მომეხდინა... მყავს ახალი აგენტი და მეტი წარმატებებისთვის საკმაოდ სერიოზული გეგმები მაქვს. მოგეხსენებათ, კარიერაში ტემპის დაგდება უკუსვლას ნიშნავს, რის უფლებასაც ჩემს თავს არ მივცემ!