პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამადეო მოდილიანი - ცნობილი მხატვრის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება და საოცარი სიყვარულის ისტორია
ამადეო მოდილიანი - ცნობილი მხატვრის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება და საოცარი სიყვარულის ისტორია

„შენს თვა­ლებს სწო­რედ მა­შინ დავ­ხა­ტავ, როცა შენს სულს შე­ვიც­ნობ“, - ცოტა თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩვენს შო­რის, ვინც ამ ფრა­ზის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა არ იცის.

მხო­ლოდ 35 წელი იცხოვ­რა, უმე­ტე­სად უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თუმ­ცა სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თე­ბიც სველ ტი­ლოს­თან, საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბი­სას გა­ა­ტა­რა. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა კი ძი­რი­თა­დად, მხატ­ვრის საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი­სა და მუ­ზის - ჟანა ები­უ­ტერ­ნის პორ­ტრე­ტე­ბით არის ცნო­ბი­ლი. მე-20 სა­უ­კუ­ნის, ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სტი­ლი კი იმ­დე­ნად ავ­თენ­ტუ­რია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, მისი ხელ­წე­რა ვერ იცნო - გრძე­ლი, ოვა­ლუ­რი სახე, ნუ­შის თვა­ლე­ბი, ვარ­დის­ფე­რი ფერ­თა გამა, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ლურ­ჯი და წაბ­ლის­ფე­რი და გრძე­ლი, მომრგვა­ლე­ბუ­ლი კი­სე­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად კი უზო­მო სევ­და­სა და მხატ­ვრის ტრა­გი­კულ ცხოვ­რე­ბას გა­მო­სა­ხავს.

ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი 1884 წელს ებ­რა­ელ-სე­ფარ­დე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ოჯა­ხი იტა­ლი­ა­ში, კერ­ძოდ, ტოს­კა­ნა­ში ცხოვ­რობ­და, ამა­დეო იგი­ვე იე­დი­დია მო­დი­ლი­ა­ნი კი მე­ო­თხე შვი­ლი იყო. ამა­დე­ოს ოჯა­ხი ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დი­და, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა - შე­ში­თა და ნახ­ში­რით ვაჭ­რო­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი აღარ იყო.

ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის დედა, ევ­გე­ნია გარ­სე­ნი ფრან­გუ­ლი ენის სწავ­ლე­ბი­თა და თარ­გმნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. დე­დის ზე­გავ­ლე­ნით, ფრან­გუ­ლი ენის შეს­წავ­ლა ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნიმ მცი­რე ასაკ­ში და­ი­წყო და სა­ბო­ლო­ოდ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნა­დაც და­ე­უფ­ლა.

მხატ­ვა­რი იტა­ლი­ა­ში გა­ი­ზარ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და. მისი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­გუ­რა ჟანა ები­უ­ტერ­ნი იყო, რომ­ლის ხა­სი­ა­თი­თა და გა­რეგ­ნო­ბით მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლია შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო კი რაც ჟა­ნა­სა და ამა­დე­ოს აკავ­ში­რებთ, სიკ­ვდი­ლია, რად­გან ყვე­ლა ის­ტო­რია, რაც მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ იწყე­ბა, მხატ­ვრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რად ჟანა ები­უ­ტერ­ნის თვით­მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ო­რე დღეს 8 თვის ორ­სუ­ლი ჟანა, რო­მე­ლიც ჯერ 22 წლი­საც არ იყო, შე­ნო­ბის მე-5 სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა. დღეს ის ქმრის - ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის გვერ­დით არის დაკ­რძა­ლუ­ლი.

ახალ­გაზ­რდა ქალ­მა მხატ­ვრის ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. როცა ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნიმ ჟანა ები­უ­ტერნ­თან შეხ­ვედ­რა და­ი­წყო, მხატ­ვრის გა­რე­მოც­ვას ეს მო­რი­გი ხან­მოკ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა ეგო­ნა, თუმ­ცა ასე არ მოხ­და, წყვი­ლი მალე და­ქორ­წინ­და. ჟანა ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნი და კო­ლა­რო­სის აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი იყო. მოდი (მო­დი­ლი­ა­ნი) ჟა­ნას სწო­რედ კო­ლა­რო­სის აკა­დე­მი­ა­ში შეხ­ვდა, როცა შე­ნო­ბას ინ­სპი­რა­ცი­ის­თვის ეს­ტუმ­რა. სკულპ­ტო­რი და მო­დის მე­გო­ბა­რი, ჰანა ორ­ლო­ვა კი წყვილს ერ­თმა­ნე­თის გაც­ნო­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

მათი შეხ­ვედ­რა 1917 წლის გა­ზა­ფხულ­ზე შედ­გა, როცა ჟანა სულ რა­ღაც 19 წლის იყო. მისი მომ­ხიბლვლე­ლი სახე, ბზინ­ვა­რე, მიმ­ზიდ­ვე­ლად შეკ­რუ­ლი თმა ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის­თვის და­უ­ვი­წყა­რი აღ­მოჩ­ნდა.

ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი­სა და ჟანა ები­უ­ტერნს 1919 წელს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ამის შემ­დეგ კი ისე­დაც სევ­დი­ა­ნი და მე­ლან­ქო­ლი­უ­რი ჟანა კი­დევ უფრო გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გახ­და. მას მო­დი­ლი­ა­ნი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ცდი­ლობ­და, ალ­კოჰო­ლი­სა და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან ეხ­სნა. ახალ­გაზ­რდა ჟანა ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ უშე­დე­გოდ.

ჟა­ნას მშობ­ლე­ბი თა­ვი­ანთ შვი­ლებს აღ­მერ­თებ­დნენ, მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო სურ­დათ. ამი­ტომ, 14 წლით უფ­როს, არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე კაც­თან მის ქორ­წი­ნე­ბას და­დე­ბი­თად არ შეხ­ვდნენ.

წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბამ­დე, 1916 წლით თა­რიღ­დე­ბა ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის მიერ ფან­ქრით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტი - ჟანა, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი და მისი ჟანა ცხოვ­რობ­დნენ ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის ორო­თა­ხი­ან, ცივ ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში მდე­ბა­რე­ობ­და. ბი­ნას ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი სა­მუ­შაო სივ­რცე­დაც იყე­ნებ­და.

ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი 1920 წლის 24 იან­ვარს, 20:50 სა­ათ­ზე და­ი­ღუ­პა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჟა­ნას­თვის ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­მას­თან და ძმას­თან ერ­თად მი­ვი­და. მას შემ­დეგ, რაც ჟა­ნას ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნეს, შე­ვი­და ოთახ­ში, სა­დაც მისი ცხე­და­რი ეს­ვე­ნა, დიდ­ხანს უყუ­რა, თუმ­ცა არ­ცერ­თი ცრემ­ლი არ გად­მო­უგ­დია და მძი­მე სუ­რა­თის­თვის არც ზურ­გი შე­უქ­ცე­ვია. კა­რის­კენ ზურ­გით მი­ი­წევ­და, მის­მა მე­გობ­რებ­მა კი იჩ­ქა­რეს და ახალ­გაზ­რდა ქალი ოთა­ხი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ორ­სულ ჟა­ნას მარ­ტოს არ ტო­ვებ­დნენ. მას არც მა­მის სახ­ლში მი­მა­ვალს უტი­რია, არა­ფე­რი უთ­ქვამს. და­ღა­მე­ბულს, და­სა­ძი­ნებ­ლად ყვე­ლა სა­კუ­თარ ოთახ­ში შე­ვი­და, ჟა­ნას მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად მხო­ლოდ მისი ძმა, ან­დრე ფხიზ­ლობ­და და დის მდგო­მა­რე­ო­ბას პე­რი­ო­დუ­ლად ამოწ­მებ­და. ოთახ­ში შე­სულ ან­დრეს ჟანა ერ­თსა და იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში - ფან­ჯა­რას­თან მდგო­მი და მდუ­მა­რე ხვდე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხი ში­შობ­და, სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კილ ჟა­ნას ემო­ცი­ურ ფონ­ზე ის არ ჩა­ე­დი­ნა, რა­ზეც ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად სა­უბ­რობ­და... გამ­თე­ნი­ი­სას ან­რეს ჩა­ე­ძი­ნა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გვერ­დი­თა ფან­ჯრის გა­ღე­ბის ხმამ გა­მო­ა­ფხიზ­ლა, ოთახ­ში სწრა­ფად შე­ვარ­და, თუმ­ცა უკვე გვი­ა­ნი იყო.

დე­დის­თვის მძი­მე წუ­თე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ან­დრემ გა­და­წყვი­ტა, ჟა­ნას და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლი სახ­ლის­თვის გა­ე­რი­დე­ბი­ნა და დი­ლის 04:00 სა­ათ­ზე მუ­შებს ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის სტუ­დი­ა­ში წა­ა­ღე­ბი­ნა.

ჟანა მე­ო­რე დღეს, დი­ლის 08:00 სა­ათ­ზე პა­რი­ზის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში დაკ­რძა­ლეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი ნეშ­ტი მხატ­ვრის გვერ­დით გა­და­ას­ვე­ნეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ რა ბედი ეწია ამა­დეო მოდ­ლი­ა­ნი­სა და ჟანა ები­უ­ტერ­ნის შვილს - ჟანა მო­დი­ლი­ანს.

ის ამა­დე­ოს დე­ი­დამ, მარ­გა­რი­ტამ აიყ­ვა­ნა და გა­ზარ­და. ჟა­ნამ კი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­მის ბი­ოგ­რა­ფი­ის მომ­ზა­დე­ბა­სა და გა­მო­ცე­მას მი­უ­ძღვნა. მისი წიგ­ნი - „მო­დი­ლი­ა­ნი: ადა­მი­ა­ნი და მითი“ 1958 წელს იტა­ლი­ურ ენა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, 1961 წელს კი ინ­გლი­სუ­რად ითარ­გმნა. წიგნ­მა მკი­თხველ­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. ის ერ­თდრო­უ­ლად მხატ­ვრის ტრა­გიზ­მით სავ­სე ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დებ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას ეხე­ბა.

თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, რემ­ბრან­დტის ან სხვა უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ, აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კან­ვას­ზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვი­რის პა­ლიტ­რის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით ჯერ მხატ­ვრე­ბი ირ­ჩე­ვა, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

ხალ­ხის რჩე­უ­ლი 4 მხატ­ვრის: ვან გო­გის, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, კლოდ მო­ნე­სა და სალ­ვა­დორ და­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი უკვე გა­მო­ვი­და გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად. 20 მა­ი­სი­დან მათ რი­ცხვს ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის სამი რეპ­რო­დუქ­ცი­აც შე­ე­მა­ტა. „დე­დი­ეს პორ­ტრე­ტი“, „ჟანა ები­უ­ტერ­ნი“ და „მწო­ლი­ა­რე შიშ­ვე­ლი ქალი“ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მისი შე­ძე­ნა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­სა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბ­ლუს­ში" შე­უძ­ლი­ათ.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ვებგ­ვერდს:

https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარ­ე­კოთ ნო­მერ­ზე: 2 19 60 13

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ამადეო მოდილიანი - ცნობილი მხატვრის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება და საოცარი სიყვარულის ისტორია

ამადეო მოდილიანი - ცნობილი მხატვრის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება და საოცარი სიყვარულის ისტორია

„შენს თვალებს სწორედ მაშინ დავხატავ, როცა შენს სულს შევიცნობ“, - ცოტა თუ მოიძებნება ჩვენს შორის, ვინც ამ ფრაზის ავტორის ვინაობა არ იცის.

მხოლოდ 35 წელი იცხოვრა, უმეტესად უმძიმეს პირობებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, თუმცა სიცოცხლის ბოლო წუთებიც სველ ტილოსთან, საყვარელი საქმის კეთებისას გაატარა. მისი შემოქმედება კი ძირითადად, მხატვრის საყვარელი ქალისა და მუზის - ჟანა ებიუტერნის პორტრეტებით არის ცნობილი. მე-20 საუკუნის, ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის განუმეორებელი სტილი კი იმდენად ავთენტურია, რომ შეუძლებელია, მისი ხელწერა ვერ იცნო - გრძელი, ოვალური სახე, ნუშის თვალები, ვარდისფერი ფერთა გამა, განუმეორებელი ლურჯი და წაბლისფერი და გრძელი, მომრგვალებული კისერი. ეს ყველაფერი ერთად კი უზომო სევდასა და მხატვრის ტრაგიკულ ცხოვრებას გამოსახავს.

ამადეო მოდილიანი 1884 წელს ებრაელ-სეფარდების ოჯახში დაიბადა. ოჯახი იტალიაში, კერძოდ, ტოსკანაში ცხოვრობდა, ამადეო იგივე იედიდია მოდილიანი კი მეოთხე შვილი იყო. ამადეოს ოჯახი ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, მათი საქმიანობა - შეშითა და ნახშირით ვაჭრობა მომგებიანი აღარ იყო.

ფინანსური პრობლემების გამო ამადეო მოდილიანის დედა, ევგენია გარსენი ფრანგული ენის სწავლებითა და თარგმნით იყო დაკავებული. დედის ზეგავლენით, ფრანგული ენის შესწავლა ამადეო მოდილიანიმ მცირე ასაკში დაიწყო და საბოლოოდ, საფუძვლიანადაც დაეუფლა.

მხატვარი იტალიაში გაიზარდა, დაახლოებით, 14 წლის განმავლობაში კი პარიზში ცხოვრობდა. მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფიგურა ჟანა ებიუტერნი იყო, რომლის ხასიათითა და გარეგნობით მხატვრის შემოქმედების უმეტესი ნაწილია შთაგონებული. ყველაზე სამწუხარო კი რაც ჟანასა და ამადეოს აკავშირებთ, სიკვდილია, რადგან ყველა ისტორია, რაც მათი ურთიერთობის შესახებ იწყება, მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრად ჟანა ებიუტერნის თვითმკვლელობას უკავშირდება. ცნობილი ფაქტია, რომ ამადეო მოდილიანის გარდაცვალების მეორე დღეს 8 თვის ორსული ჟანა, რომელიც ჯერ 22 წლისაც არ იყო, შენობის მე-5 სართულიდან გადახტა. დღეს ის ქმრის - ამადეო მოდილიანის გვერდით არის დაკრძალული.

ახალგაზრდა ქალმა მხატვრის ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. როცა ამადეო მოდილიანიმ ჟანა ებიუტერნთან შეხვედრა დაიწყო, მხატვრის გარემოცვას ეს მორიგი ხანმოკლე ურთიერთობა ეგონა, თუმცა ასე არ მოხდა, წყვილი მალე დაქორწინდა. ჟანა ახალგაზრდა ხელოვანი და კოლაროსის აკადემიის სტუდენტი იყო. მოდი (მოდილიანი) ჟანას სწორედ კოლაროსის აკადემიაში შეხვდა, როცა შენობას ინსპირაციისთვის ესტუმრა. სკულპტორი და მოდის მეგობარი, ჰანა ორლოვა კი წყვილს ერთმანეთის გაცნობაში დაეხმარა.

მათი შეხვედრა 1917 წლის გაზაფხულზე შედგა, როცა ჟანა სულ რაღაც 19 წლის იყო. მისი მომხიბლვლელი სახე, ბზინვარე, მიმზიდველად შეკრული თმა ამადეო მოდილიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.

ამადეო მოდილიანისა და ჟანა ებიუტერნს 1919 წელს ქალიშვილი შეეძინათ. ამის შემდეგ კი ისედაც სევდიანი და მელანქოლიური ჟანა კიდევ უფრო გულჩათხრობილი გახდა. მას მოდილიანი ძალიან უყვარდა და ცდილობდა, ალკოჰოლისა და ნარკოდამოკიდებულებისგან ეხსნა. ახალგაზრდა ჟანა ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უშედეგოდ.

ჟანას მშობლები თავიანთ შვილებს აღმერთებდნენ, მათთვის საუკეთესო სურდათ. ამიტომ, 14 წლით უფროს, არცთუ სახარბიელო რეპუტაციის მქონე კაცთან მის ქორწინებას დადებითად არ შეხვდნენ.

წყვილის ქორწინებამდე, 1916 წლით თარიღდება ამადეო მოდილიანის მიერ ფანქრით შესრულებული პორტრეტი - ჟანა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ცნობილი მხატვარი და მისი ჟანა ცხოვრობდნენ ამადეო მოდილიანის ოროთახიან, ცივ ბინაში, რომელიც პარიზში მდებარეობდა. ბინას ამადეო მოდილიანი სამუშაო სივრცედაც იყენებდა.

ამადეო მოდილიანი 1920 წლის 24 იანვარს, 20:50 საათზე დაიღუპა. საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ჟანასთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ის საავადმყოფოში მამასთან და ძმასთან ერთად მივიდა. მას შემდეგ, რაც ჟანას ამადეო მოდილიანის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს, შევიდა ოთახში, სადაც მისი ცხედარი ესვენა, დიდხანს უყურა, თუმცა არცერთი ცრემლი არ გადმოუგდია და მძიმე სურათისთვის არც ზურგი შეუქცევია. კარისკენ ზურგით მიიწევდა, მისმა მეგობრებმა კი იჩქარეს და ახალგაზრდა ქალი ოთახიდან გაიყვანეს.

ტრაგედიის შემდეგ ორსულ ჟანას მარტოს არ ტოვებდნენ. მას არც მამის სახლში მიმავალს უტირია, არაფერი უთქვამს. დაღამებულს, დასაძინებლად ყველა საკუთარ ოთახში შევიდა, ჟანას მდგომარეობის გასაკონტროლებლად მხოლოდ მისი ძმა, ანდრე ფხიზლობდა და დის მდგომარეობას პერიოდულად ამოწმებდა. ოთახში შესულ ანდრეს ჟანა ერთსა და იმავე მდგომარეობაში - ფანჯარასთან მდგომი და მდუმარე ხვდებოდა. სავარაუდოდ, ოჯახი შიშობდა, სუიციდისკენ მიდრეკილ ჟანას ემოციურ ფონზე ის არ ჩაედინა, რაზეც ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობდა... გამთენიისას ანრეს ჩაეძინა. მოულოდნელად, გვერდითა ფანჯრის გაღების ხმამ გამოაფხიზლა, ოთახში სწრაფად შევარდა, თუმცა უკვე გვიანი იყო.

დედისთვის მძიმე წუთების თავიდან ასაცილებლად, ანდრემ გადაწყვიტა, ჟანას დასახიჩრებული სხეული სახლისთვის გაერიდებინა და დილის 04:00 საათზე მუშებს ამადეო მოდილიანის სტუდიაში წააღებინა.

ჟანა მეორე დღეს, დილის 08:00 საათზე პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში დაკრძალეს, მოგვიანებით კი მისი ნეშტი მხატვრის გვერდით გადაასვენეს.

საინტერესოა, ამ ტრაგედიის შემდეგ რა ბედი ეწია ამადეო მოდლიანისა და ჟანა ებიუტერნის შვილს - ჟანა მოდილიანს.

ის ამადეოს დეიდამ, მარგარიტამ აიყვანა და გაზარდა. ჟანამ კი მთელი ცხოვრება მამის ბიოგრაფიის მომზადებასა და გამოცემას მიუძღვნა. მისი წიგნი - „მოდილიანი: ადამიანი და მითი“ 1958 წელს იტალიურ ენაზე გამოქვეყნდა, 1961 წელს კი ინგლისურად ითარგმნა. წიგნმა მკითხველში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ის ერთდროულად მხატვრის ტრაგიზმით სავსე ცხოვრების ეპიზოდებსა და შემოქმედებას ეხება.

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით ჯერ მხატვრები ირჩევა, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.

ხალხის რჩეული 4 მხატვრის: ვან გოგის, ლეონარდო და ვინჩის, კლოდ მონესა და სალვადორ დალის რეპროდუქციები უკვე გამოვიდა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. 20 მაისიდან მათ რიცხვს ამადეო მოდილიანის სამი რეპროდუქციაც შეემატა. „დედიეს პორტრეტი“, „ჟანა ებიუტერნი“ და „მწოლიარე შიშველი ქალი“ მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად პრესის გავრცელების ჯიხურებსა და წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:

https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი