კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ საქციელით შეურაცხყოფასაც კი ვაყენებთ გარდაცვლილს" - როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ჩვეულებებს
"ამ საქციელით შეურაცხყოფასაც კი ვაყენებთ გარდაცვლილს" - როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ჩვეულებებს

ეკ­ლე­სია გვას­წავ­ლის, რომ მიც­ვა­ლე­ბულს გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან­ვე სჭირ­დე­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბა, რაც მის­თვის დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბით უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს. ადა­მი­ანს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღარ ძა­ლუძს სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა და მთლი­ა­ნად ახ­ლობ­ლებს არის მინ­დო­ბი­ლი. მარ­თა­ლია, არც ერთი ჭი­რი­სუ­ფა­ლი არ ტო­ვებს გარ­დაც­ვლილ ახ­ლო­ბელს მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე - დაკ­რძალ­ვამ­დეც და დაკ­რძალ­ვის შემ­დე­გაც აღას­რუ­ლებს მის­თვის სხვა­დას­ხვა წესს, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­ში მრა­ვა­ლი ისე­თი ჩვე­უ­ლე­ბა დამ­კვიდ­რდა, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა წმინ­და ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბას, თუმ­ცა ზო­გი­ერთ მათ­გან­ში მარ­თლაც დევს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მარ­ცვა­ლი...

იმის გა­სარ­კვე­ვად, რო­მელ წეს-ჩვე­უ­ლე­ბა­თა აღ­სრუ­ლე­ბა არ არის მარ­თე­ბუ­ლი მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის და რომ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა აღ­ვას­რუ­ლოთ, სა­უ­ბა­რი ზედა დი­მის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარს, მამა იო­ა­ნე ყუ­რაშ­ვილს ვთხო­ვეთ.

- სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში არ­სე­ბობს წესი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის საფ­ლავ­ში ტან­საც­მლის, სა­ა­თის, სარ­კის, სა­ვარ­ცხლი­სა თუ სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის ჩა­ტა­ნე­ბი­სა. რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას ამ ჩვე­უ­ლე­ბის მი­მართ?

- ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლი ერთი ხელი ახა­ლი, სუფ­თა სა­მო­სით იმო­სე­ბა, რაც სიმ­ბო­ლუ­რად სი­სუფ­თა­ვი­სა და სის­პე­ტა­კის შე­სა­მო­სელს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ხელ­ში კი მი­ე­ცე­მა ჯვა­რი, ნიშ­ნად იმი­სა, რომ ის იყო ქრის­ტი­ა­ნი და ჯვარ­ცმუ­ლი მა­ცხოვ­რის რწმე­ნა­ში მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა. ამა­ვე დროს ჯვა­რი იმა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ გარ­დაც­ვლი­ლი სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მის ჟამს ჯვრით ხელ­ში აღ­დგე­ბა მკვდრე­თით.

საფ­ლავ­ში ლპო­ბა­დი და ჟან­გვა­დი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის ჩა­ტა­ნე­ბა, რო­მელ­თაც, ცხა­დია, გარ­დაც­ვლი­ლი ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ი­ყე­ნებს, - და­კარ­გუ­ლი მად­ლია, რო­მე­ლიც შეგ­ვეძ­ლო გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხელ­ზე მო­წყა­ლე­ბის სა­ხით გაგ­ვე­ცა. ეკ­ლე­სი­უ­რი მო­ძღვრე­ბით, ამ­გვა­რი მო­წყა­ლე­ბის გა­ღე­ბით მოხ­ვე­ჭი­ლი მად­ლი მი­ე­წე­რე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის სულს და ღვთის წი­ნა­შე გა­სა­მარ­თლებ­ლად წა­ად­გე­ბა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს ეს ტრა­დი­ცია...

- ეს წარ­მარ­თუ­ლი გად­მო­ნაშ­თია: ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე ხალ­ხს სწამ­და, რომ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი სა­ი­ქი­ო­ში გა­ნაგ­რძობ­და ხორ­ცი­ელ სი­ცო­ცხლეს, ამი­ტო­მაც საფ­ლავ­ში უამ­რავ ნივთს აყო­ლებ­დნენ.

- ვიდ­რე ჯერი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის შე­მოს­ვა­ზე მიდ­გე­ბა, ხდე­ბა მისი სხე­უ­ლის გან­ბა­ნა...

- ეს უპირ­ვე­ლე­სი რამ არის, რაც გარ­დაც­ვლი­ლის­თვის უნდა აღ­სრულ­დეს: ქრის­ტი­ა­ნე­ბი მა­ში­ნაც კი მო­წი­წე­ბი­თა და მოკ­რძა­ლე­ბით უნდა მო­ე­პყრონ ადა­მი­ა­ნის სხე­ულს - სუ­ლიწ­მინ­დის ტა­ძარს, რო­დე­საც უსუ­ლოდ ას­ვე­ნია და ხრწნა მო­ე­ლის. კო­რინ­თელ­თა მი­მართ მი­წე­რი­ლი პირ­ვე­ლი ეპის­ტო­ლეს თა­ნახ­მად, ეს მკვდა­რი, ხრწნა­დი სხე­უ­ლი კვლავ აღ­დგე­ბა და უხრწნე­ლო­ბი­თა და უკ­ვდა­ვე­ბით შე­ი­მო­სე­ბა სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მის ჟამს.

გარ­დაც­ვლი­ლის გან­ბა­ნით გა­მოვ­ხა­ტავთ სურ­ვილს, რომ მე­ო­რედ მოს­ვლის ჟამს იგი სუ­ლი­თა და ხორ­ცით გან­წმენ­დი­ლი წარ­დგეს შე­მოქ­მე­დის წი­ნა­შე.

უმ­ჯო­ბე­სია, გან­ბა­ნა ეკ­ლე­სი­უ­რად, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით მცხოვ­რებ­მა პირ­მა შე­ას­რუ­ლოს.

- ჩვენ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე ჭი­რი­სუ­ფალ­მა თავი უნდა ანე­ბოს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს. გა­მარ­თლე­ბუ­ლია თუ არა ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით?

- ძვე­ლად ქრის­ტი­ა­ნე­ბი ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს მისი სუ­ლის სა­ო­ხად სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბას უთ­მობ­დნენ და, ცხა­დია, სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის დრო აღარ რჩე­ბო­დათ. შე­საძ­ლოა, სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ის შე­ხე­დუ­ლე­ბაც, თით­ქოს ჭი­რი­სუ­ფალს ყო­ველ­გვა­რი საქ­მის კე­თე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა. ძვე­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბის ხა­ნი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­ში მე­ზობ­ლე­ბის მიერ სა­დი­ლის მი­ტა­ნის წე­სიც.

- მი­სა­ღე­ბია თუ არა პა­ნაშ­ვი­დებ­ზე და დაკ­რძალ­ვის დღეს სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა?

- პა­ნაშ­ვი­დებ­ზე და დაკ­რძალ­ვის დღეს სა­სურ­ვე­ლია სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბი იგა­ლო­ბე­ბო­დეს. ამის­თვის შე­იძ­ლე­ბა ტაძ­რი­დან მო­ვიყ­ვა­ნოთ მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დი, ხოლო თუ ამას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ, სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რი გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის პი­რით აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ დას­ვე­ნე­ბა?

- გარ­დაც­ვლი­ლი უთუ­ოდ პი­რით აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ უნდა და­ვას­ვე­ნოთ, რად­გან სწო­რედ აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ვე­ლო­დე­ბით უფ­ლის მე­ო­რედ მოს­ვლას, მაგ­რამ თუ სახ­ლის მდე­ბა­რე­ო­ბის გამო ან სხვა რამ მი­ზე­ზით ამის გა­კე­თე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გარ­დაც­ვლი­ლი და­ვას­ვე­ნოთ პი­რით სამ­ხრე­თი­სა­კენ, რად­გან სა­კურ­თხე­ველ­ში გარ­და­მოხ­სნა სა­ხით სამ­ხრე­თის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლი პი­რით და­სავ­ლე­თის­კენ იყოს დას­ვე­ნე­ბუ­ლი - ეს იქ­ნე­ბა ებ­რა­ელ­თა სჯუ­ლის შეს­რუ­ლე­ბა, რო­მელ­თა სა­კურ­თხე­ვე­ლიც და­სავ­ლე­თის მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს.

- არ­სე­ბობს შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე კენ­ტი რა­ო­დე­ნო­ბის ყვა­ვი­ლი უნდა შე­ვი­ძი­ნოთ. გა­მარ­თლე­ბუ­ლია თუ არა ეს ეკ­ლე­სი­უ­რი მო­ძღვრე­ბით და სა­ზო­გა­დოდ, რა­ტომ არის მი­ღე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლის ცხედ­რის ყვა­ვი­ლე­ბი­თა და გვირ­გვი­ნე­ბით შემ­კო­ბა?

- მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ძი­ნოთ იმ­დე­ნი ყვა­ვი­ლი, რამ­დე­ნის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გვაქვს, რად­გან კენ­ტი­ცა და ლუ­წიც უფ­ლი­საა. ქრის­ტი­ა­ნე­ბი ძველ­თა­გან­ვე გა­მო­ხა­ტავ­დნენ სიმ­ბო­ლურ კავ­შირს სან­თლის დან­თე­ბი­სას: წმინ­და სა­მე­ბის სა­ხელ­ზე სამ სან­თელს ან­თებ­დნენ, ან­გე­ლოზ­თა ცხრა და­სის სა­ხელ­ზე - ცხრას და ა.შ., ამი­ტომ კენ­ტმა რი­ცხვმა გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა და ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან ლუწი გან­დევ­ნა, თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, უფ­ლი­საა კენ­ტიც და ლუ­წიც. თუ არ­სე­ბობს წმინ­და სა­მე­ბა, ან­გე­ლოზ­თა ცხრა დასი, სა­მა­გი­ე­როდ, გვაქვს ოთხი სა­ხა­რე­ბა, გვყავს თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლი და ა.შ. ამ­დე­ნად, აზრი იმის შე­სა­ხებ, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კენ­ტი რა­ო­დე­ნო­ბის ყვა­ვი­ლის შე­ძე­ნა, ეკ­ლე­სი­ურ სწავ­ლე­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ყვა­ვი­ლე­ბი და გვირ­გვი­ნე­ბი კი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სი­მარ­თლის გვირ­გვინს, რო­მე­ლიც ღვთის წი­ნა­შე გა­მარ­თლე­ბულ ადა­მი­ანს მო­ე­ლის ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში.

- ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რომ გარ­დაც­ვლი­ლის თავ­თით ან­თე­ბუ­ლი კან­დე­ლი­სა და კე­ლაპტ­რის დად­გმა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ადა­თია, მაგ­რამ რა დატ­ვირ­თვა აქვს ამ წესს?

- სი­ნათ­ლე, ნა­თე­ლი, რო­მელ­საც სან­თე­ლი და კან­დე­ლი გა­მოს­ცემს, სიმ­ბო­ლუ­რად მა­რა­დი­ულ სუ­ლი­ერ ნა­თელს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ამას­თა­ნა­ვე, კან­დე­ლი და სან­თე­ლი უფალ­თან სი­ახ­ლო­ვის, მას­თან ლოც­ვით დამ­ყა­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი­სა და სა­სო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამ­დე­ნად, გარ­დაც­ვლი­ლის თავ­თით დად­გმუ­ლი ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი და კან­დე­ლი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნი იყო, ჰქონ­და სი­ახ­ლო­ვე უფალ­თან, მას­ზე ამ­ყა­რებ­და სა­სო­ე­ბას და სწამ­და მა­რა­დი­უ­ლი ნათ­ლის - სა­სუ­ფევ­ლის - არ­სე­ბო­ბა.

ჩვენც, ჩვე­ნი მხრივ, გარ­დაც­ვლი­ლის თავ­თით კე­ლაპტ­რი­სა და კან­დე­ლის დან­თე­ბით გა­მოვ­ხა­ტავთ სურ­ვილს, რომ მის­მა სულ­მა და­ი­ვა­ნოს ზე­ცი­ურ სა­სუ­ფე­ველ­ში, სა­დაც მა­რა­დი­უ­ლი ნა­თე­ლია.

- რა მიზ­ნით იდ­გმე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის თავ­თით ღვი­ნო, ზეთი და ხორ­ბა­ლი?

- ღვი­ნო და ზეთი წმინ­და შე­სა­წირს წარ­მო­ად­გენს. ასე­ვე წმინ­და შე­სა­წი­რია პური, ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი და ხორ­ცი­ე­ლი მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი, პური არ­სო­ბი­სა. ხორ­ბა­ლი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზეც, რომ ამ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბამ გა­მო­ი­ღო გარ­კვე­უ­ლი ნა­ყო­ფი. გარ­და ამი­სა, ამ­გვა­რად ვა­ღი­ა­რებთ, რომ გვწამს გარ­დაც­ვლი­ლის მკვდრე­თით აღ­დგო­მი­სა: ხორ­ბა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­თე­სოს, რათა შემ­დეგ ამო­ვი­დეს, აღ­მო­ცენ­დეს; ასე­ვე აღ­დგე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლის ჟამს.

- არ­სე­ბობს წე­სიც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე მის­თვის ღა­მის­თე­ვი­სა...

- ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, წარ­მარ­თთა­გან დევ­ნის ჟამს, ქრის­ტეს მიმ­დევ­რებს ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სის აღ­სრუ­ლე­ბა მა­ლუ­ლად უხ­დე­ბო­დათ. ქრის­ტი­ა­ნი რომ გარ­და­იც­ვლე­ბო­და, მას ჩუ­მად მი­ას­ვე­ნებ­დნენ მშვიდ და უსაფრ­თხო ად­გი­ლას, ჯერ გა­ა­პა­ტი­ოს­ნებ­დნენ, შემ­დეგ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უკი­თხავ­დნენ ფსალ­მუ­ნებს და ლო­ცუ­ლობ­დნენ მისი სუ­ლის­თვის, დი­ლით კი მი­წას მი­ა­ბა­რებ­დნენ. თან­და­თან ეს სა­ყო­ველ­თაო წე­სად იქცა და მას შემ­დე­გაც აღეს­რუ­ლე­ბო­და, რაც ქრის­ტი­ა­ნებს აღმსა­რებ­ლო­ბის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. ამ­დე­ნად, დაკ­რძალ­ვამ­დე გარ­დაც­ვლი­ლის­თვის ღა­მის­თე­ვა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბელ სარ­წმუ­ნო­ე­ბას, მაგ­რამ ამ დროს ცხე­დარ­თან შეკ­რე­ბი­ლი ახ­ლობ­ლე­ბი უნდა ლო­ცუ­ლობ­დნენ მისი სუ­ლის სა­ო­ხად - კი­თხუ­ლობ­დნენ ფსალ­მუ­ნებ­სა და სხვა ლოც­ვებს, რად­გან მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­შია გა­მარ­თლე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლის­თვის ღა­მის­თე­ვა. ამა­ვე დროს, ღა­მით სიმ­შვი­დეა და ჭი­რი­სუ­ფალთ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, მშვი­დად და უშფოთვე­ლად ილო­ცონ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლის­თვის, რაც უდი­დე­სი მად­ლია, ხოლო თუ ღა­მის­თე­ვი­სას გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი თავს იქ­ცე­ვენ სა­უბ­რით ან სხვა რამ გა­სარ­თობს მი­მარ­თა­ვენ დრო­ის მო­საკ­ლა­ვად, ასე­თი რამ ეკ­ლე­სი­ის­თვის, ცხა­დია, მი­უ­ღე­ბე­ლია. გარ­დაც­ვლი­ლის სულ­საც შე­წევ­ნის ნაც­ვლად ვამ­ძი­მებთ.

- რო­დის უნდა მოხ­დეს წე­სის აგე­ბა?

- მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის წე­სის აგე­ბა ხდე­ბა დაკ­რძალ­ვის დღეს ან წინა სა­ღა­მოს. წე­სის აგე­ბის დროს ღვთის­მსა­ხუ­რი, რო­მელ­საც უფ­ლი­სა­გან მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ხელ­მწი­ფე­ბა ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბა-არ­მი­ტე­ვე­ბი­სა, გარ­დაც­ვლილს უხ­სნის მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზას, ანი­ჭებს ცოდ­ვა­თა უკა­ნას­კნელ მი­ტე­ვე­ბას და ლოც­ვე­ბი­თა და ფსალ­მუ­ნე­ბით უწევს შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ღვთის წი­ნა­შე.

- რა­ტომ იკურ­თხე­ბა წე­სის აგე­ბის დროს მიწა?

- თუ წე­სის სრუ­ლი დაც­ვით ვი­მოქ­მე­დებთ, საფ­ლა­ვი უნდა იკურ­თხოს დაკ­რძალ­ვის დროს, რათა და­ცუ­ლი იყოს ბო­როტ ძალ­თა ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ყო­ვე­ლი­ვე უკე­თუ­რე­ბის­გან, მაგ­რამ რაკი ყვე­ლას არა აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ღვთის­მსა­ხუ­რი საფ­ლავ­ზეც წა­იყ­ვა­ნოს და აკურ­თხე­ბი­ნოს, წმინ­და ეკ­ლე­სი­ის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლია მი­წის კურ­თხე­ვა წე­სის აგე­ბის დროს, რო­მელ­საც, ნიშ­ნად საღ­მრთო გან­გე­ბუ­ლე­ბი­სად­მი მორ­ჩი­ლე­ბი­სა: "მიწა ხარ და მი­წად მი­ი­ქეც", - მღვდლის კურ­თხე­ვით ჯვრის სა­ხით და­აყ­რის სა­სახ­ლეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბე­ლი. სა­სურ­ვე­ლია, ეს წესი ეკ­ლე­სი­უ­რად მცხოვ­რებ­მა მა­მა­კაც­მა შე­ას­რუ­ლოს. ასე­თი წე­სით დაკ­რძა­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნის საფ­ლა­ვი ნა­კურ­თხად ით­ვლე­ბა.

საფ­ლა­ვის კურ­თხე­ვა, წე­სით, ყო­ველ­წლი­უ­რად უნდა ხდე­ბო­დეს. ეს, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, საფ­ლავს და გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულს ბო­როტ ძალ­თა ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა­გან და­ი­ცავს.

- რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ეკ­ლე­სი­ას გა­მოს­ვე­ნე­ბის დროს აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა რი­ტუ­ა­ლის მი­მართ? მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს გა­მოს­ვე­ნე­ბი­სას სა­სახ­ლის კარ­ზე მი­ჯა­ხუ­ნე­ბა, თეფ­ში­სა და კვერ­ცხის გა­ტე­ხა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ტახ­ტის გარ­შე­მო სამ­ჯერ შე­მო­ტა­რე­ბა და სხვა...

- სახ­ლის კარ­ზე სა­სახ­ლის მი­ჯა­ხუ­ნე­ბა რომ უმარ­თე­ბუ­ლო და ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ქმე­დე­ბაა, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ჩანს. ასე­თი საქ­ცი­ე­ლით შე­უ­რა­ცხყო­ფა­საც კი ვა­ყე­ნებთ გარ­დაც­ვლილს. არც თეფ­შის გა­ტე­ხას აქვს რა­ი­მე რე­ლი­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კვერ­ცხის გა­ტე­ხას, მას შე­იძ­ლე­ბა შემ­დე­გი ახ­სნა მო­ვუ­ძებ­ნოთ: კვერ­ცხი მა­რა­დი­უ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ არის მიჩ­ნე­უ­ლი, მარ­თლმორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნებს კი გვწამს სუ­ლის მა­რა­დი­უ­ლი არ­სე­ბო­ბი­სა და იმე­დი გვაქვს, რომ გარ­დაც­ვლილს ხორ­ცი­ე­ლი სიკ­ვდი­ლით კი არ და­უს­რუ­ლე­ბია არ­სე­ბო­ბა, არა­მედ მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­ვი­და. რო­გორც ჩანს, კვერ­ცხი, რო­გორც მა­რა­დი­უ­ლო­ბის სიმ­ბო­ლო, ხალ­ხმა მიც­ვა­ლე­ბულ­თა სა­ხელ­საც და­უ­კავ­ში­რა, თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია, თუ მას დაკ­რძალ­ვის დროს არ გავ­ტეხთ, რად­გან საზ­რდე­ლი იმის­თვის გვეძ­ლე­ვა, რომ ვიხ­მი­ოთ ან უპო­ვარ­ნი და­ვა­პუ­როთ, ასე­თი ქმე­დე­ბის დროს გა­ტე­ხილ კვერ­ცხს კი აწ­მენ­დენ, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად ათავ­სე­ბენ და ყრი­ან. გა­მო­დის, რომ ფუ­ჭად იკარ­გე­ბა.

- სა­ერ­თოდ, რო­გორ ხდე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სის თა­ნახ­მად გარ­დაც­ვლი­ლის ცხედ­რის გა­მოს­ვე­ნე­ბა?

- წე­სით, გარ­დაც­ვლი­ლის გა­მოს­ვე­ნე­ბი­სას უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ ღვთის­მსა­ხუ­რი, რო­მე­ლიც აღას­რუ­ლებს ყვე­ლა იმ წესს, რო­მელ­თა აღ­სრუ­ლე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხედ­რის გა­მოს­ვე­ნე­ბის დროს - აკ­მევს ცხედ­რის გარ­შე­მო, ნიშ­ნად იმი­სა, რომ გარ­დაც­ვლი­ლის სული საკ­მევ­ლის კვამ­ლის მსგავ­სად ადის ღმერ­თთან, გა­და­იხ­დის პა­ნაშ­ვიდს და სხვა. თუკი გარ­დაც­ვლი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში, ე.ი. იყო მრევ­ლი, უმ­ჯო­ბე­სია, მის­თვის ყვე­ლა წესი მის­მა სუ­ლი­ერ­მა მო­ძღვარ­მა შე­ას­რუ­ლოს.

ცხედ­რის გა­მოს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მგა­ლო­ბელ­თა თან­ხლე­ბით ღვთის­მსა­ხუ­რი გარ­დაც­ვლილს სა­საფ­ლა­ომ­დეც მი­ა­ცი­ლებს, სა­დაც აკურ­თხებს საფ­ლავს და ცხედ­რის სა­მა­რე­ში ჩას­ვე­ნე­ბის წინ შე­ას­რუ­ლებს ლი­ტი­ას, სა­მა­რე­ში ჩას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სა­სახ­ლეს ჯვრის სა­ხით მო­აყ­რის მი­წას სი­ტყვე­ბით: "მიწა ხარ და მი­წად­ვე მი­ი­ქეც", მო­ას­ხამს კან­დე­ლის ზეთს და მო­აყ­რის საკ­მევ­ლის ფერ­ფლს, ნიშ­ნად მი­წა­ზე ჩამ­ქრა­ლი სი­ცო­ცხლი­სა.

- ეკ­ლე­სი­უ­რია თუ არა წესი სა­მა­რე­ში ჩას­ვე­ნე­ბამ­დე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ამ­ბორ­ყო­ფი­სა?

- მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ამ­ბორ­ყო­ფა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ეკ­ლე­სიო წე­სებს. ეს არის უკა­ნას­კნე­ლი ამ­ბო­რი ანუ გა­მო­თხო­ვე­ბა გარ­დაც­ვლილ ახ­ლო­ბელ­თან, რო­მელ­საც ფი­ზი­კუ­რად ვე­ღარ ვი­ხი­ლავთ ამ სხე­ულ­ში - სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მის ჟამს მკვდრე­თით აღ­მდგარ ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ გან­სუ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლე­ბი. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ამ­ბორ­ყო­ფა, წე­სით, უნდა შეს­რულ­დეს გა­ლო­ბით: "მო­ვე­დით, უკა­ნას­კნე­ლად ამ­ბორ-ვყოთ მიც­ვა­ლე­ბულს, ვმად­ლობ­დეთ ღმერ­თსა". რაც შე­ე­ხე­ბა ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბას, თით­ქოს თუ გარ­დაც­ვლილს ვე­ამ­ბო­რე­ბით, სიზ­მარ­ში ვე­ღარ ვი­ხი­ლავთ, ეს ცრურ­წმე­ნაა, ყო­ველ­გვარ რე­ლი­გი­ურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი. ეკ­ლე­სია სა­ერ­თოდ კრძა­ლავს სიზ­მარ­თა და­ჯე­რე­ბას და გვაფრ­თხი­ლებს, რომ არ მი­ვენ­დოთ, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ცი­ოთ მას.

- რას გვე­ტყვით გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხელ­ზე მომ­ზა­დე­ბულ ქელეხ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ქელე­ხის სუფ­რა არის მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე გა­ღე­ბუ­ლი მო­წყა­ლე­ბის ერთ-ერთი სახე. ის გა­მო­ხა­ტავს ჭი­რი­სუფ­ლის სურ­ვილს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე და­ა­პუ­რონ ადა­მი­ა­ნე­ბი - ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი თუ დაკ­რძალ­ვა­ზე მი­სუ­ლი სხვა სტუმ­რე­ბი. მას­ზე ხში­რად მი­დი­ან უპო­ვარ­ნი და გა­სა­ჭირ­ში მყოფ­ნი, რო­მელ­თა და­პუ­რე­ბაც კი­დევ უფრო დიდი მად­ლია გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის­თვის. ამას­თა­ნა­ვე, ქელე­ხის სუფ­რა­ზე იხ­სე­ნი­ე­ბენ ახალ­შეს­ვე­ნე­ბულს და მის­თვის შენ­დო­ბას ითხო­ვენ ღვთის­გან. ასე­ვე იხ­სე­ნი­ე­ბენ სხვა გარ­დაც­ვლი­ლებს და ლო­ცა­ვენ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლებს. ასე რომ, გარ­დაც­ვლი­ლის დაკ­რძალ­ვის დღეს ქელე­ხის გა­დახ­და არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ეკ­ლე­სი­ურ წე­სებს, მთა­ვა­რია, სუფ­რა არ გაგ­რძელ­დეს დიდ­ხანს და მას­თან მსხდო­მებ­მა არ გა­ნი­ხი­ლონ ყო­ფი­თი სა­კი­თხე­ბი. ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია ქელე­ხის სუფ­რა­ზე დათ­რო­ბა. ასეთ ქმე­დე­ბებს მოჰ­ყვე­ბა შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი, რაც გარ­დაც­ვლილს შე­უ­რა­ცხყოფს.

- ქრის­ტი­ა­ნუ­ლია თუ არა წესი დაკ­რძალ­ვი­დან მე­სა­მე დღეს საფ­ლავ­ზე გას­ვლი­სა?

- დაკ­რძალ­ვი­დან მე­სა­მე დღეს საფ­ლავ­ზე გას­ვლის ტრა­დი­ცია მა­ცხოვ­რის მკვდრე­თით აღ­დგო­მის პე­რი­ო­დი­დან უნდა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს: ჯვარ­ცმუ­ლი მა­ცხოვ­რის დაკ­რძალ­ვი­დან სწო­რედ მე­სა­მე დღეს მი­ვიდ­ნენ მის სა­მარხთან მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დე­ბი. ვიდ­რე ჭი­რი­სუ­ფა­ლი საფ­ლავ­ზე გავა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ღვთის­მსა­ხურს ეკ­ლე­სი­ა­ში ან შინ აღას­რუ­ლე­ბი­ნოს გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი. გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მე­ცხრე დღეს სული მე­ო­რედ წარ­დგე­ბა უფ­ლის სამ­სჯავ­რო­ზე, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მიჰ­ყავთ ჯო­ჯო­ხეთ­ში და მის ყვე­ლა სა­ში­ნე­ლე­ბას ჭვრეტს, ამი­ტომ გარ­დაც­ვლი­ლის სულს სჭირ­დე­ბა შე­წევ­ნა და მე­ო­ხე­ბა, რა­საც სწო­რედ ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ აღ­ვლე­ნი­ლი პა­ნაშ­ვი­დის სა­შუ­ა­ლე­ბით იღებს და არა მის საფ­ლავ­ზე გას­ვლით, თუმ­ცა, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ამ დღეს არც საფ­ლავ­ზე გას­ვლა იკ­რძა­ლე­ბა, სა­დაც კი­დევ ერთხელ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ გარ­დაც­ვლილს და უფალს მის შენ­დო­ბას შევ­თხოვთ.

- სა­ჭი­როა თუ არა გარ­დაც­ვლი­ლის სა­წოლ­ზე მისი ტა­ნი­სა­მო­სის და­წყო­ბა ორ­მო­ცამ­დე და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლის ყო­ფილ ოთახ­ში ან­თე­ბუ­ლი ნა­თუ­რის და­ტო­ვე­ბა?

- გარ­დაც­ვლი­ლის სა­მო­სი­სა და ნივ­თე­ბის ორ­მო­ცამ­დე სა­წოლ­ზე და­წყო­ბა სრუ­ლი­ად არ გახ­ლავთ სა­ჭი­რო. უმ­ჯო­ბე­სია, ისი­ნი მო­წყა­ლე­ბის სა­ხით გავ­ცეთ. ასე­ვე არ არის სა­ჭი­რო გარ­დაც­ვლი­ლის სა­წო­ლის გვერ­დით საკ­ვე­ბის და­წყო­ბა. საკ­ვე­ბი მა­გი­და­ზე კი არ უნდა და­ვა­ლა­გოთ და შემ­დეგ ჩვენ­ვე კი არ უნდა მი­ვირ­თვათ, არა­მედ მი­ვუ­ტა­ნოთ გა­ჭირ­ვე­ბულს და და­ვა­პუ­როთ. სწო­რედ ამ­გვა­რად შე­ვე­წე­ვით გარ­დაც­ვლი­ლის სულს. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე მო­წყა­ლე­ბის გა­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­მო­ცამ­დე. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ოთახ­ში ან­თე­ბუ­ლი ნა­თუ­რის და­ტო­ვე­ბას, ამ ჩვე­უ­ლე­ბას არა­ვი­თა­რი რე­ლი­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა არ გა­აჩ­ნია. გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხელ­ზე ორ­მო­ცი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გვენ­თოს კან­დე­ლი.

- არ­სე­ბობს აზრი, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის საფ­ლა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად ორ­მო­ცამ­დე უნდა მო­ე­წყოს. მარ­თე­ბუ­ლია თუ არა ეს მო­საზ­რე­ბა? სა­ერ­თოდ, რო­გორ უნდა მო­ე­წყოს საფ­ლა­ვი?

- აზრი, თით­ქოს საფ­ლა­ვი ორ­მო­ცამ­დე უნდა მო­ე­წყოს, ცრურ­წმე­ნაა და ყო­ველ­გვარ რე­ლი­გი­ურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. მისი მო­წყო­ბა შე­იძ­ლე­ბა ორ­მო­ცამ­დეც და ორ­მო­ცის შემ­დე­გაც, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, საფ­ლა­ვი წმინ­და ად­გი­ლია, სა­დაც სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მამ­დე გა­ნის­ვე­ნებს გარ­დაც­ვლი­ლის ნეშ­ტი, ამი­ტომ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბაც სჭირ­დე­ბა. საფ­ლა­ვი ამ­გვა­რად უნდა მო­ე­წყოს: შე­მო­ი­ღო­ბოს, რათა პი­რუ­ტყვმა არ და­ა­ბინ­ძუ­როს - სა­ჭი­რო არ არის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ლი­თო­ნე­ბი­თა და ქვე­ბით შე­მო­ღობ­ვა, უმ­ჯო­ბე­სია, ის თან­ხა, რო­მე­ლიც მათ შე­ძე­ნას უნდა მოხ­მარ­დეს, გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხელ­ზე მო­წყა­ლე­ბის სა­ხით გა­ი­ცეს; საფ­ლავ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­მარ­თოს ნა­კურ­თხი ჯვა­რი, შე­იძ­ლე­ბა, და­ი­დოს მომცრო ქვაც, რო­მელ­ზეც გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, გამ­შვე­ნე­ბუ­ლი იყოს ყვა­ვი­ლე­ბი­თა და მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბით.

- არ­სე­ბობს ჩვე­უ­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ხსე­ნე­ბი­სას ღვი­ნო­ში პუ­რის ჩა­წო­ბი­სა. ზოგ­ჯერ ღვი­ნოს პურ­ზე ან საფ­ლავ­ზე ღვრი­ან...

- გარ­დაც­ვლი­ლის ხსე­ნე­ბი­სას ღვი­ნო­ში პუ­რის ჩა­წო­ბა ან ღვი­ნის პურ­ზე დაწ­ვე­თე­ბა სიმ­ბო­ლუ­რია. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბით გარ­დაც­ვლი­ლის­თვის ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბის სურ­ვილს გა­მოვ­ხა­ტავთ. ღვი­ნის საფ­ლავ­ზე დაღ­ვრა კი მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის.

- რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ეკ­ლე­სი­ას საფ­ლავ­ზე საზ­რდე­ლის გა­ტა­ნი­სა და სუფ­რის გაშ­ლის მი­მართ?

- ეკ­ლე­სია არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის საფ­ლავ­ზე გას­ვლას, რად­გან ამით ადა­მი­ა­ნი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ახ­სოვს თა­ვი­სი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი და ზრუ­ნავს მის საფ­ლავ­ზეც, სა­დაც სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მამ­დე გა­ნის­ვე­ნებს გარ­დაც­ვლი­ლის ნეშ­ტი. საფ­ლავ­ზე წას­ვლი­სას არ იკ­რძა­ლე­ბა საზ­რდე­ლი­სა და სასმლის წა­ღე­ბაც, თუკი იმ მიზ­ნით მიგ­ვაქვს, რომ კი­დევ ერთხელ მო­ვიხ­სე­ნი­ოთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი, შე­სან­დო­ბა­რი გა­ვუგ­ზავ­ნოთ მას და მცი­რე საზ­რდე­ლიც ვიხ­მი­ოთ. ასეთ დროს ჭი­რი­სუფ­ლებ­თან ხში­რად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც მი­დი­ან, რო­მელ­თა და­პუ­რე­ბაც უდი­დე­სი მად­ლია მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლის­თვის. მთა­ვა­რია, საფ­ლავ­ზე გას­ვლა არ გას­ცდეს ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებს - არ მოჰ­ყვეს მემ­თვრა­ლე­ო­ბა, ღრე­ო­ბა და ა.შ.

- ქრის­ტი­ა­ნუ­ლია თუ არა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე წლის­თა­ვამ­დე სამი ცხვრის დაკ­ვლის ტრა­დი­ცია?

- ცხვა­რი შე­იძ­ლე­ბა და­იკ­ლას გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხელ­ზე, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. თუკი ჭი­რი­სუ­ფალს არა აქვს ცხვრის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­უძ­ლია, სა­ერ­თოდ არ დაკ­ლას, ამით გარ­დაც­ვლი­ლის სულს არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე ცხვრის დაკ­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხალ­ხში ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბაც არ­სე­ბობს: გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის­თვის ვერ­ძი, მა­მა­ლი ცხვა­რი უნდა და­იკ­ლას, ქა­ლის სა­ხელ­ზე კი დე­და­ლიო, რაც ყო­ველ­გვარ რე­ლი­გი­ურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია.

სა­ერ­თოდ, გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხელ­ზე ცხვრის დაკ­ვლა არც წლის­თა­ვამ­დე იკ­რძა­ლე­ბა და არც წლის­თა­ვის შემ­დეგ. თუკი ჭი­რი­სუ­ფალს ცხვრის შე­ძე­ნის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ეს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა სურმანიძე
0

მაინტერესებს მუსლიმანის დაკრძალვა თუ შეიძლება ქრისტიანის სასაფლაოში.

 

თამაზი
0

საინტერესოა რომელ ღვთისმსახურს აქვს მინიჭებული ცოდვების მიტევება-არმიტევება როცა წერილი ამბობს: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთისა, ღმერთისა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ამ საქციელით შეურაცხყოფასაც კი ვაყენებთ გარდაცვლილს" - როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ჩვეულებებს

"ამ საქციელით შეურაცხყოფასაც კი ვაყენებთ გარდაცვლილს" - როგორ უყურებს ეკლესია მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ჩვეულებებს

ეკლესია გვასწავლის, რომ მიცვალებულს გარდაცვალების დღიდანვე სჭირდება მზრუნველობა, რაც მისთვის დადგენილი წესების აღსრულებით უნდა გამოიხატოს. ადამიანს გარდაცვალების შემდეგ აღარ ძალუძს საკუთარ თავზე ზრუნვა და მთლიანად ახლობლებს არის მინდობილი. მართალია, არც ერთი ჭირისუფალი არ ტოვებს გარდაცვლილ ახლობელს მზრუნველობის გარეშე - დაკრძალვამდეც და დაკრძალვის შემდეგაც აღასრულებს მისთვის სხვადასხვა წესს, მაგრამ ეკლესიური ცხოვრების უგულებელყოფის შედეგად წლების განმავლობაში ჩვენში მრავალი ისეთი ჩვეულება დამკვიდრდა, რომლებიც ეწინააღმდეგება წმინდა ეკლესიის სწავლებას, თუმცა ზოგიერთ მათგანში მართლაც დევს ჭეშმარიტების მარცვალი...

იმის გასარკვევად, რომელ წეს-ჩვეულებათა აღსრულება არ არის მართებული მიცვალებულთათვის და რომლები შეიძლება აღვასრულოთ, საუბარი ზედა დიმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა იოანე ყურაშვილს ვთხოვეთ.

- საქართველოს ყველა კუთხეში არსებობს წესი მიცვალებულისთვის საფლავში ტანსაცმლის, საათის, სარკის, სავარცხლისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩატანებისა. როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ ჩვეულების მიმართ?

- ქრისტიანული წესის თანახმად, გარდაცვლილი ერთი ხელი ახალი, სუფთა სამოსით იმოსება, რაც სიმბოლურად სისუფთავისა და სისპეტაკის შესამოსელს განასახიერებს, ხელში კი მიეცემა ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ ის იყო ქრისტიანი და ჯვარცმული მაცხოვრის რწმენაში მყოფი გარდაიცვალა. ამავე დროს ჯვარი იმაზეც მიანიშნებს, რომ გარდაცვლილი საყოველთაო აღდგომის ჟამს ჯვრით ხელში აღდგება მკვდრეთით.

საფლავში ლპობადი და ჟანგვადი საყოფაცხოვრებო ნივთების ჩატანება, რომელთაც, ცხადია, გარდაცვლილი ვერაფერში გამოიყენებს, - დაკარგული მადლია, რომელიც შეგვეძლო გარდაცვლილის სახელზე მოწყალების სახით გაგვეცა. ეკლესიური მოძღვრებით, ამგვარი მოწყალების გაღებით მოხვეჭილი მადლი მიეწერება გარდაცვლილის სულს და ღვთის წინაშე გასამართლებლად წაადგება.

- საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია...

- ეს წარმართული გადმონაშთია: ქრისტიანობამდე ხალხს სწამდა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი საიქიოში განაგრძობდა ხორციელ სიცოცხლეს, ამიტომაც საფლავში უამრავ ნივთს აყოლებდნენ.

- ვიდრე ჯერი მიცვალებულის შემოსვაზე მიდგება, ხდება მისი სხეულის განბანა...

- ეს უპირველესი რამ არის, რაც გარდაცვლილისთვის უნდა აღსრულდეს: ქრისტიანები მაშინაც კი მოწიწებითა და მოკრძალებით უნდა მოეპყრონ ადამიანის სხეულს - სულიწმინდის ტაძარს, როდესაც უსულოდ ასვენია და ხრწნა მოელის. კორინთელთა მიმართ მიწერილი პირველი ეპისტოლეს თანახმად, ეს მკვდარი, ხრწნადი სხეული კვლავ აღდგება და უხრწნელობითა და უკვდავებით შეიმოსება საყოველთაო აღდგომის ჟამს.

გარდაცვლილის განბანით გამოვხატავთ სურვილს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს იგი სულითა და ხორცით განწმენდილი წარდგეს შემოქმედის წინაშე.

უმჯობესია, განბანა ეკლესიურად, ქრისტიანული წესების დაცვით მცხოვრებმა პირმა შეასრულოს.

- ჩვენში მიიჩნევენ, რომ გარდაცვლილის დაკრძალვამდე ჭირისუფალმა თავი უნდა ანებოს საოჯახო საქმეებს. გამართლებულია თუ არა ეს შეხედულება ეკლესიური სწავლებით?

- ძველად ქრისტიანები ოჯახის წევრის გარდაცვალებისას დროის უმეტეს ნაწილს მისი სულის საოხად საეკლესიო წესების შესრულებას უთმობდნენ და, ცხადია, საოჯახო საქმიანობისთვის დრო აღარ რჩებოდათ. შესაძლოა, სწორედ აქედან მომდინარეობდეს ის შეხედულებაც, თითქოს ჭირისუფალს ყოველგვარი საქმის კეთება ეკრძალება. ძველი ქრისტიანობის ხანიდან მომდინარეობს გარდაცვლილის ოჯახში მეზობლების მიერ სადილის მიტანის წესიც.

- მისაღებია თუ არა პანაშვიდებზე და დაკრძალვის დღეს სამგლოვიარო მუსიკის შესრულება?

- პანაშვიდებზე და დაკრძალვის დღეს სასურველია საეკლესიო საგალობლები იგალობებოდეს. ამისთვის შეიძლება ტაძრიდან მოვიყვანოთ მგალობელთა გუნდი, ხოლო თუ ამას ვერ მოვახერხებთ, საეკლესიო საგალობლების ჩანაწერი გამოვიყენოთ.

- აუცილებელია თუ არა მიცვალებულის პირით აღმოსავლეთისკენ დასვენება?

- გარდაცვლილი უთუოდ პირით აღმოსავლეთისკენ უნდა დავასვენოთ, რადგან სწორედ აღმოსავლეთიდან ველოდებით უფლის მეორედ მოსვლას, მაგრამ თუ სახლის მდებარეობის გამო ან სხვა რამ მიზეზით ამის გაკეთება ვერ ხერხდება, შესაძლებელია, გარდაცვლილი დავასვენოთ პირით სამხრეთისაკენ, რადგან საკურთხეველში გარდამოხსნა სახით სამხრეთისკენაა მიმართული.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გარდაცვლილი პირით დასავლეთისკენ იყოს დასვენებული - ეს იქნება ებრაელთა სჯულის შესრულება, რომელთა საკურთხეველიც დასავლეთის მხარეს მდებარეობს.

- არსებობს შეხედულება, რომ მიცვალებულის სახელზე კენტი რაოდენობის ყვავილი უნდა შევიძინოთ. გამართლებულია თუ არა ეს ეკლესიური მოძღვრებით და საზოგადოდ, რატომ არის მიღებული გარდაცვლილის ცხედრის ყვავილებითა და გვირგვინებით შემკობა?

- მიცვალებულის სახელზე შეგვიძლია შევიძინოთ იმდენი ყვავილი, რამდენის შეძენის სურვილი და შესაძლებლობაც გვაქვს, რადგან კენტიცა და ლუწიც უფლისაა. ქრისტიანები ძველთაგანვე გამოხატავდნენ სიმბოლურ კავშირს სანთლის დანთებისას: წმინდა სამების სახელზე სამ სანთელს ანთებდნენ, ანგელოზთა ცხრა დასის სახელზე - ცხრას და ა.შ., ამიტომ კენტმა რიცხვმა გარკვეული უპირატესობა მოიპოვა და ადამიანის ცნობიერებიდან ლუწი განდევნა, თუმცა, ვიმეორებ, უფლისაა კენტიც და ლუწიც. თუ არსებობს წმინდა სამება, ანგელოზთა ცხრა დასი, სამაგიეროდ, გვაქვს ოთხი სახარება, გვყავს თორმეტი მოციქული და ა.შ. ამდენად, აზრი იმის შესახებ, რომ მიცვალებულის სახელზე აუცილებელია კენტი რაოდენობის ყვავილის შეძენა, ეკლესიურ სწავლებას არ შეესაბამება. ყვავილები და გვირგვინები კი განასახიერებს სიმართლის გვირგვინს, რომელიც ღვთის წინაშე გამართლებულ ადამიანს მოელის ცათა სასუფეველში.

- ადვილი მისახვედრია, რომ გარდაცვლილის თავთით ანთებული კანდელისა და კელაპტრის დადგმა ქრისტიანული ადათია, მაგრამ რა დატვირთვა აქვს ამ წესს?

- სინათლე, ნათელი, რომელსაც სანთელი და კანდელი გამოსცემს, სიმბოლურად მარადიულ სულიერ ნათელს განასახიერებს. ამასთანავე, კანდელი და სანთელი უფალთან სიახლოვის, მასთან ლოცვით დამყარებული კავშირისა და სასოების საშუალებაა. ამდენად, გარდაცვლილის თავთით დადგმული ანთებული სანთელი და კანდელი დასტურია იმისა, რომ ეს ადამიანი ქრისტიანი იყო, ჰქონდა სიახლოვე უფალთან, მასზე ამყარებდა სასოებას და სწამდა მარადიული ნათლის - სასუფევლის - არსებობა.

ჩვენც, ჩვენი მხრივ, გარდაცვლილის თავთით კელაპტრისა და კანდელის დანთებით გამოვხატავთ სურვილს, რომ მისმა სულმა დაივანოს ზეციურ სასუფეველში, სადაც მარადიული ნათელია.

- რა მიზნით იდგმება გარდაცვლილის თავთით ღვინო, ზეთი და ხორბალი?

- ღვინო და ზეთი წმინდა შესაწირს წარმოადგენს. ასევე წმინდა შესაწირია პური, ადამიანის სულიერი და ხორციელი მასაზრდოებელი, პური არსობისა. ხორბალი მიანიშნებს იმაზეც, რომ ამ ადამიანის ცხოვრებამ გამოიღო გარკვეული ნაყოფი. გარდა ამისა, ამგვარად ვაღიარებთ, რომ გვწამს გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგომისა: ხორბალი აუცილებლად უნდა დაითესოს, რათა შემდეგ ამოვიდეს, აღმოცენდეს; ასევე აღდგება ყველა ადამიანი სიკვდილის შემდეგ, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს.

- არსებობს წესიც მიცვალებულის დაკრძალვამდე მისთვის ღამისთევისა...

- ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, წარმართთაგან დევნის ჟამს, ქრისტეს მიმდევრებს ყველა ქრისტიანული წესის აღსრულება მალულად უხდებოდათ. ქრისტიანი რომ გარდაიცვლებოდა, მას ჩუმად მიასვენებდნენ მშვიდ და უსაფრთხო ადგილას, ჯერ გააპატიოსნებდნენ, შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში უკითხავდნენ ფსალმუნებს და ლოცულობდნენ მისი სულისთვის, დილით კი მიწას მიაბარებდნენ. თანდათან ეს საყოველთაო წესად იქცა და მას შემდეგაც აღესრულებოდა, რაც ქრისტიანებს აღმსარებლობის სრული თავისუფლება მიეცათ. ამდენად, დაკრძალვამდე გარდაცვლილისთვის ღამისთევა არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ სარწმუნოებას, მაგრამ ამ დროს ცხედართან შეკრებილი ახლობლები უნდა ლოცულობდნენ მისი სულის საოხად - კითხულობდნენ ფსალმუნებსა და სხვა ლოცვებს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია გამართლებული გარდაცვლილისთვის ღამისთევა. ამავე დროს, ღამით სიმშვიდეა და ჭირისუფალთ საშუალება ეძლევათ, მშვიდად და უშფოთველად ილოცონ მიცვალებულის სულისთვის, რაც უდიდესი მადლია, ხოლო თუ ღამისთევისას გარდაცვლილის ახლობლები თავს იქცევენ საუბრით ან სხვა რამ გასართობს მიმართავენ დროის მოსაკლავად, ასეთი რამ ეკლესიისთვის, ცხადია, მიუღებელია. გარდაცვლილის სულსაც შეწევნის ნაცვლად ვამძიმებთ.

- როდის უნდა მოხდეს წესის აგება?

- მიცვალებულისთვის წესის აგება ხდება დაკრძალვის დღეს ან წინა საღამოს. წესის აგების დროს ღვთისმსახური, რომელსაც უფლისაგან მინიჭებული აქვს ხელმწიფება ცოდვათა მიტევება-არმიტევებისა, გარდაცვლილს უხსნის მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზას, ანიჭებს ცოდვათა უკანასკნელ მიტევებას და ლოცვებითა და ფსალმუნებით უწევს შუამდგომლობას ღვთის წინაშე.

- რატომ იკურთხება წესის აგების დროს მიწა?

- თუ წესის სრული დაცვით ვიმოქმედებთ, საფლავი უნდა იკურთხოს დაკრძალვის დროს, რათა დაცული იყოს ბოროტ ძალთა ზემოქმედებისა და ყოველივე უკეთურებისგან, მაგრამ რაკი ყველას არა აქვს იმის საშუალება, რომ ღვთისმსახური საფლავზეც წაიყვანოს და აკურთხებინოს, წმინდა ეკლესიის მიერ დაშვებულია მიწის კურთხევა წესის აგების დროს, რომელსაც, ნიშნად საღმრთო განგებულებისადმი მორჩილებისა: "მიწა ხარ და მიწად მიიქეც", - მღვდლის კურთხევით ჯვრის სახით დააყრის სასახლეს მიცვალებულის რომელიმე ახლობელი. სასურველია, ეს წესი ეკლესიურად მცხოვრებმა მამაკაცმა შეასრულოს. ასეთი წესით დაკრძალული ადამიანის საფლავი ნაკურთხად ითვლება.

საფლავის კურთხევა, წესით, ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს. ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საფლავს და გარდაცვლილის სხეულს ბოროტ ძალთა ზემოქმედებისაგან დაიცავს.

- რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას გამოსვენების დროს აღსრულებული სხვადასხვა რიტუალის მიმართ? მხედველობაში მაქვს გამოსვენებისას სასახლის კარზე მიჯახუნება, თეფშისა და კვერცხის გატეხა, მიცვალებულის ტახტის გარშემო სამჯერ შემოტარება და სხვა...

- სახლის კარზე სასახლის მიჯახუნება რომ უმართებულო და ეკლესიისთვის მიუღებელი ქმედებაა, გარეგნულადაც ჩანს. ასეთი საქციელით შეურაცხყოფასაც კი ვაყენებთ გარდაცვლილს. არც თეფშის გატეხას აქვს რაიმე რელიგიური დანიშნულება. რაც შეეხება კვერცხის გატეხას, მას შეიძლება შემდეგი ახსნა მოვუძებნოთ: კვერცხი მარადიულობის სიმბოლოდ არის მიჩნეული, მართლმორწმუნე ქრისტიანებს კი გვწამს სულის მარადიული არსებობისა და იმედი გვაქვს, რომ გარდაცვლილს ხორციელი სიკვდილით კი არ დაუსრულებია არსებობა, არამედ მარადისობაში გადავიდა. როგორც ჩანს, კვერცხი, როგორც მარადიულობის სიმბოლო, ხალხმა მიცვალებულთა სახელსაც დაუკავშირა, თუმცა უმჯობესია, თუ მას დაკრძალვის დროს არ გავტეხთ, რადგან საზრდელი იმისთვის გვეძლევა, რომ ვიხმიოთ ან უპოვარნი დავაპუროთ, ასეთი ქმედების დროს გატეხილ კვერცხს კი აწმენდენ, საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ათავსებენ და ყრიან. გამოდის, რომ ფუჭად იკარგება.

- საერთოდ, როგორ ხდება ქრისტიანული წესის თანახმად გარდაცვლილის ცხედრის გამოსვენება?

- წესით, გარდაცვლილის გამოსვენებისას უნდა მივიყვანოთ ღვთისმსახური, რომელიც აღასრულებს ყველა იმ წესს, რომელთა აღსრულებაც აუცილებელია ცხედრის გამოსვენების დროს - აკმევს ცხედრის გარშემო, ნიშნად იმისა, რომ გარდაცვლილის სული საკმევლის კვამლის მსგავსად ადის ღმერთთან, გადაიხდის პანაშვიდს და სხვა. თუკი გარდაცვლილი იმყოფებოდა ეკლესიის წიაღში, ე.ი. იყო მრევლი, უმჯობესია, მისთვის ყველა წესი მისმა სულიერმა მოძღვარმა შეასრულოს.

ცხედრის გამოსვენების შემდეგ მგალობელთა თანხლებით ღვთისმსახური გარდაცვლილს სასაფლაომდეც მიაცილებს, სადაც აკურთხებს საფლავს და ცხედრის სამარეში ჩასვენების წინ შეასრულებს ლიტიას, სამარეში ჩასვენების შემდეგ სასახლეს ჯვრის სახით მოაყრის მიწას სიტყვებით: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც", მოასხამს კანდელის ზეთს და მოაყრის საკმევლის ფერფლს, ნიშნად მიწაზე ჩამქრალი სიცოცხლისა.

- ეკლესიურია თუ არა წესი სამარეში ჩასვენებამდე მიცვალებულის ამბორყოფისა?

- მიცვალებულის ამბორყოფა არ ეწინააღმდეგება საეკლესიო წესებს. ეს არის უკანასკნელი ამბორი ანუ გამოთხოვება გარდაცვლილ ახლობელთან, რომელსაც ფიზიკურად ვეღარ ვიხილავთ ამ სხეულში - საყოველთაო აღდგომის ჟამს მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებს ექნებათ განსულიერებული სხეულები. მიცვალებულის ამბორყოფა, წესით, უნდა შესრულდეს გალობით: "მოვედით, უკანასკნელად ამბორ-ვყოთ მიცვალებულს, ვმადლობდეთ ღმერთსა". რაც შეეხება ხალხში გავრცელებულ შეხედულებას, თითქოს თუ გარდაცვლილს ვეამბორებით, სიზმარში ვეღარ ვიხილავთ, ეს ცრურწმენაა, ყოველგვარ რელიგიურ საფუძველს მოკლებული. ეკლესია საერთოდ კრძალავს სიზმართა დაჯერებას და გვაფრთხილებს, რომ არ მივენდოთ, ყურადღება არ მივაქციოთ მას.

- რას გვეტყვით გარდაცვლილის სახელზე მომზადებულ ქელეხთან დაკავშირებით?

- ქელეხის სუფრა არის მიცვალებულის სახელზე გაღებული მოწყალების ერთ-ერთი სახე. ის გამოხატავს ჭირისუფლის სურვილს, მიცვალებულის სახელზე დააპურონ ადამიანები - ახლო ნათესავები თუ დაკრძალვაზე მისული სხვა სტუმრები. მასზე ხშირად მიდიან უპოვარნი და გასაჭირში მყოფნი, რომელთა დაპურებაც კიდევ უფრო დიდი მადლია გარდაცვლილის სულისთვის. ამასთანავე, ქელეხის სუფრაზე იხსენიებენ ახალშესვენებულს და მისთვის შენდობას ითხოვენ ღვთისგან. ასევე იხსენიებენ სხვა გარდაცვლილებს და ლოცავენ მიცვალებულის ახლობლებს. ასე რომ, გარდაცვლილის დაკრძალვის დღეს ქელეხის გადახდა არ ეწინააღმდეგება ეკლესიურ წესებს, მთავარია, სუფრა არ გაგრძელდეს დიდხანს და მასთან მსხდომებმა არ განიხილონ ყოფითი საკითხები. ასევე დაუშვებელია ქელეხის სუფრაზე დათრობა. ასეთ ქმედებებს მოჰყვება შეუფერებელი საქციელი, რაც გარდაცვლილს შეურაცხყოფს.

- ქრისტიანულია თუ არა წესი დაკრძალვიდან მესამე დღეს საფლავზე გასვლისა?

- დაკრძალვიდან მესამე დღეს საფლავზე გასვლის ტრადიცია მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის პერიოდიდან უნდა მომდინარეობდეს: ჯვარცმული მაცხოვრის დაკრძალვიდან სწორედ მესამე დღეს მივიდნენ მის სამარხთან მენელსაცხებლე დედები. ვიდრე ჭირისუფალი საფლავზე გავა, აუცილებელია, ღვთისმსახურს ეკლესიაში ან შინ აღასრულებინოს გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს სული მეორედ წარდგება უფლის სამსჯავროზე, რომლის შედეგადაც მიჰყავთ ჯოჯოხეთში და მის ყველა საშინელებას ჭვრეტს, ამიტომ გარდაცვლილის სულს სჭირდება შეწევნა და მეოხება, რასაც სწორედ ღვთისმსახურის მიერ აღვლენილი პანაშვიდის საშუალებით იღებს და არა მის საფლავზე გასვლით, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ დღეს არც საფლავზე გასვლა იკრძალება, სადაც კიდევ ერთხელ მოვიხსენიებთ გარდაცვლილს და უფალს მის შენდობას შევთხოვთ.

- საჭიროა თუ არა გარდაცვლილის საწოლზე მისი ტანისამოსის დაწყობა ორმოცამდე და ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილის ყოფილ ოთახში ანთებული ნათურის დატოვება?

- გარდაცვლილის სამოსისა და ნივთების ორმოცამდე საწოლზე დაწყობა სრულიად არ გახლავთ საჭირო. უმჯობესია, ისინი მოწყალების სახით გავცეთ. ასევე არ არის საჭირო გარდაცვლილის საწოლის გვერდით საკვების დაწყობა. საკვები მაგიდაზე კი არ უნდა დავალაგოთ და შემდეგ ჩვენვე კი არ უნდა მივირთვათ, არამედ მივუტანოთ გაჭირვებულს და დავაპუროთ. სწორედ ამგვარად შევეწევით გარდაცვლილის სულს. მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმოცამდე. რაც შეეხება გარდაცვლილის ოთახში ანთებული ნათურის დატოვებას, ამ ჩვეულებას არავითარი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია. გარდაცვლილის სახელზე ორმოცი დღის განმავლობაში უნდა გვენთოს კანდელი.

- არსებობს აზრი, რომ მიცვალებულის საფლავი აუცილებლად ორმოცამდე უნდა მოეწყოს. მართებულია თუ არა ეს მოსაზრება? საერთოდ, როგორ უნდა მოეწყოს საფლავი?

- აზრი, თითქოს საფლავი ორმოცამდე უნდა მოეწყოს, ცრურწმენაა და ყოველგვარ რელიგიურ საფუძველს მოკლებულია. მისი მოწყობა შეიძლება ორმოცამდეც და ორმოცის შემდეგაც, გარდაცვლილის ოჯახის მატერიალური შესაძლებლობის შესაბამისად.

ქრისტიანული თვალსაზრისით, საფლავი წმინდა ადგილია, სადაც საყოველთაო აღდგომამდე განისვენებს გარდაცვლილის ნეშტი, ამიტომ სათანადო ყურადღებაც სჭირდება. საფლავი ამგვარად უნდა მოეწყოს: შემოიღობოს, რათა პირუტყვმა არ დააბინძუროს - საჭირო არ არის ძვირადღირებული ლითონებითა და ქვებით შემოღობვა, უმჯობესია, ის თანხა, რომელიც მათ შეძენას უნდა მოხმარდეს, გარდაცვლილის სახელზე მოწყალების სახით გაიცეს; საფლავზე აუცილებლად უნდა აღიმართოს ნაკურთხი ჯვარი, შეიძლება, დაიდოს მომცრო ქვაც, რომელზეც გარდაცვლილის ვინაობა აღინიშნება. სასურველია, გამშვენებული იყოს ყვავილებითა და მწვანე ნარგავებით.

- არსებობს ჩვეულება გარდაცვლილის ხსენებისას ღვინოში პურის ჩაწობისა. ზოგჯერ ღვინოს პურზე ან საფლავზე ღვრიან...

- გარდაცვლილის ხსენებისას ღვინოში პურის ჩაწობა ან ღვინის პურზე დაწვეთება სიმბოლურია. ამგვარი ქმედებით გარდაცვლილისთვის ცოდვათა მიტევების სურვილს გამოვხატავთ. ღვინის საფლავზე დაღვრა კი მიზანშეწონილი არ არის.

- რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას საფლავზე საზრდელის გატანისა და სუფრის გაშლის მიმართ?

- ეკლესია არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილის ახლობლების საფლავზე გასვლას, რადგან ამით ადამიანი მიანიშნებს, რომ ახსოვს თავისი მიცვალებული და ზრუნავს მის საფლავზეც, სადაც საყოველთაო აღდგომამდე განისვენებს გარდაცვლილის ნეშტი. საფლავზე წასვლისას არ იკრძალება საზრდელისა და სასმლის წაღებაც, თუკი იმ მიზნით მიგვაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ მიცვალებული, შესანდობარი გავუგზავნოთ მას და მცირე საზრდელიც ვიხმიოთ. ასეთ დროს ჭირისუფლებთან ხშირად გაჭირვებული ადამიანებიც მიდიან, რომელთა დაპურებაც უდიდესი მადლია მიცვალებულის სულისთვის. მთავარია, საფლავზე გასვლა არ გასცდეს ზომიერების ფარგლებს - არ მოჰყვეს მემთვრალეობა, ღრეობა და ა.შ.

- ქრისტიანულია თუ არა მიცვალებულის სახელზე წლისთავამდე სამი ცხვრის დაკვლის ტრადიცია?

- ცხვარი შეიძლება დაიკლას გარდაცვლილის სახელზე, მაგრამ აუცილებელი არ არის. თუკი ჭირისუფალს არა აქვს ცხვრის შეძენის საშუალება, შეუძლია, საერთოდ არ დაკლას, ამით გარდაცვლილის სულს არაფერი დააკლდება. მიცვალებულის სახელზე ცხვრის დაკვლასთან დაკავშირებით ხალხში ასეთი შეხედულებაც არსებობს: გარდაცვლილი მამაკაცისთვის ვერძი, მამალი ცხვარი უნდა დაიკლას, ქალის სახელზე კი დედალიო, რაც ყოველგვარ რელიგიურ საფუძველს მოკლებულია.

საერთოდ, გარდაცვლილის სახელზე ცხვრის დაკვლა არც წლისთავამდე იკრძალება და არც წლისთავის შემდეგ. თუკი ჭირისუფალს ცხვრის შეძენის მატერიალური შესაძლებლობა აქვს, ეს ნებისმიერ დროს შეუძლია გააკეთოს. წაიკითხეთ სრულად