სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაქიმიური და ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხელნაკეთი საპნები, რომლებიც უცხოელებს აღაფრთოვანებს
არაქიმიური და ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხელნაკეთი საპნები, რომლებიც უცხოელებს აღაფრთოვანებს

ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ხელ­ნა­კე­თი საპ­ნე­ბი - "კუმ­პა"-ს სა­ხელ­წო­დე­ბით. სულ­ხან-სა­ბას ლექ­სი­კო­ნის თა­ნახ­მად, კუმ­პა ძველ ქარ­თუ­ლად სა­პონს ნიშ­ნავს, სწო­რედ ამი­ტომ შე­ურ­ჩე­ვი­ათ ეს სა­ხე­ლი ბრენ­დის­თვის, რომ­ლის ხა­რის­ხის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო, მას­ში შე­მა­ვა­ლი ბუ­ნებ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტე­ბია. ნინი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი „კუმ­პას“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რია, სწო­რედ მის­გან შე­ვი­ტყვეთ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბე­ბი ხელ­ნა­კე­თი საპ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა და­ნარ­ჩენ­თან ერ­თად, ზი­ანს აყე­ნებს კან­საც. შე­დე­გად კანი სულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, თავს იჩენს ალერ­გია, აკნე, კა­ნის სიმ­შრა­ლე და სხვა მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა. ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი შამ­პუ­ნე­ბი და საპ­ნე­ბი და გა­ვარ­კვი­ეთ, რომ მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ჯე­რე­ბუ­ლია ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, რაც და­მა­ტე­ბით გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია სა­ხის კა­ნის­თვის. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ბუ­ნებ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან დაგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა პრო­დუქ­ტი. ამ საქ­მის უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ თი­თო­ე­უ­ლი საპ­ნის სა­ხე­ო­ბა, ჩვენს მიერ შექ­მნი­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი რე­ცეპ­ტი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­გრე­დი­ე­ტე­ბი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. დღეს­დღე­ო­ბით ბა­ზარ­ზე წარ­დგე­ნი­ლი გვაქვს „კუმ­პას“ 22 სა­ხე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, „ყა­ვის“ კუმ­პა, „წი­წა­კა თამ­ბა­ქო­თი“, „აღ­მო­სავ­ლუ­რი“ და „და­თე­ქი­ლი“ - ეს 4 სა­ხე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სკრა­ბის ეფექ­ტის მქო­ნე საპ­ნე­ბად, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა კვი­რა­ში 1-2-ჯერ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. გარ­და ბუ­ნებ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა, ჩვენ მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ უნი­კა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას - და­თე­ქილ კუმ­პას. თქვე­ნი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი შე­მად­გენ­ლო­ბის სა­პონს, გა­რე­დან შე­მო­ავ­ლე­ბენ 100%-იან მა­ტყლს, ანუ თე­ქას და ის სკრა­ბის ეფექტს შე­ი­ძენს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა მათ­თვის, ვინც აქ­ტი­უ­რად იკე­თებს მა­კი­აჟს, იყე­ნებს ტო­ნა­ლურ კრემს. და­თე­ქი­ლი კუმ­პას წრი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა ღრმად ასუფ­თა­ვებს ფო­რებს და ათა­ვი­სუფ­ლებს მას ჭუ­ჭყის­გან, ამ­გვა­რი მოძ­რა­ო­ბა კან­ზე ხელს უწყობს სის­ხლის მოძ­რა­ო­ბას და მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, კუმ­პას სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის და­სამზდებ­ლად ვი­ყე­ნებთ, ქარ­თულ ბენ­ტო­ნი­ტურ თი­ხას, ღვი­ნოს, აბ­რე­შუ­მის ჭიის ჭუპრს, ფუტკრის ცვილს, შვრი­ას, თაფლს, ვი­რის რძეს - ამ ინ­გრე­დი­ე­ნე­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი კუმ­პა გან­კუთ­ვნი­ლია უპ­რობ­ლე­მო კა­ნის­თვის, მათ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვთ. თუ­თი­ის, იგი­ვე ცინ­კის სა­პო­ნი, გა­მო­ნა­ყა­რის­თვი­საა. კუმ­პას, რო­მე­ლიც 16-ზე მეტ ზეთს შე­ი­ცავს „ლუქ­სი“ და­ვარ­ქვით. გარ­და ზე­ი­თუ­ნის, აბუ­სა­ლა­თი­ნის ზე­თე­ბი­სა ვი­ყე­ნებთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ზე­თე­ბის - ქო­ქო­სის, კა­ნა­ფის, მან­გოს, ნუ­შის, ყუ­რძნის წიპ­წის და სხვა­თა კომ­ბი­ნა­ცა­ი­ას.

- თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თუ გაქვთ?

- კუმ­პას 22 სა­ხე­ო­ბი­დან 20 სა­ხის­თვის, ხოლო 2 სა­ხე­ო­ბა თმის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გა­მომშრა­ლი თმის შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან კა­ნის სტრუქ­ტუ­რას აჯან­სა­ღებს, აღად­გენს და­ზი­ა­ნე­ბულ ღერს, ჰმა­ტებს მო­ცუ­ლო­ბა­სა და ბზინ­ვა­რე­ბას.

- ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბი­საა, თუ შე­მო­გაქვთ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან?

- კიტ­რი, ალოე, სტა­ფი­ლო, ჭინ­ჭა­რი, წი­წა­კა, ჟოლო, ქაც­ვი და სხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოყ­ვა­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბია, ხოლო როცა გვჭირ­დე­ბა აბ­რე­შუ­მის ჭიის ჭუპ­რი, ვი­რის რძე და ა.შ., ამ ინ­გრე­დი­ე­ტებს ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან ვყი­დუ­ლობთ, რაც თა­ვის მხრივ ხელს უწყობს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ზე­თე­ბი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია. თი­თო­ე­ულ სა­პონს აქვს 2-წლი­ა­ნი ვადა, არის ძა­ლი­ან ეკო­ნო­მი­უ­რი, სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო და ჯან­სა­ღი. ჩვენ გვყავს მომ­ხა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, ვა­ფა­სებთ ევ­რო­პი­დან შე­მო­ტა­ნილ, ფრან­გულ კოს­მე­ტი­კას, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ვწონს ქარ­თუ­ლი, რად­გან ამ გა­რე­მო­ზეა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლიო.

- ბავ­შვის ხაზი თუ გაქვთ, ან თუ გეგ­მავთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას?

- ასე კონ­კრე­ტუ­ლად ბავ­შვის ხაზი არ გვაქვს, თუმ­ცა თი­თო­ე­ულ სა­პონ­ში შე­მა­ვა­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტი სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა ბავ­შვის ნაზი კა­ნის­თვის და ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც თა­მა­მად ყი­დუ­ლობს ამ სეგ­მენ­ტის­თვი­საც.

- სად შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნოთ კუმ­პა?

- მა­ღა­ზია „ჯორ­ჯი­ან­ში“, აღ­მა­შე­ნებ­ლის #55. ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი „ჯორ­ჯი­ანს“, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, გა­მოგ­ვე­ტა­ნა ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი ფარ­თო მას­შტა­ბებ­ზე. მად­ლო­ბა "ჯორ­ჯი­ანს", რომ ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს ფას­და­უ­დე­ბელ საქ­მეს უკე­თებს. ეხ­მა­რე­ბა და აძ­ლევს სტი­მულს. ერ­თია, როცა ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხა­რებ­ლის­თვის ქმნი პრო­დუქტს და მე­ო­რეა - რომ ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „ჯორ­ჯი­ა­ნი“ მდე­ბა­რე­ობს ახალ აღ­მა­შე­ნებლზე, ად­გი­ლას, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბის ჰა­ბია. გან­სა­კუთ­რულ ინ­ტე­რესს არა­ბუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ, რად­გან მათ მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ზე­თე­ბის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. თუმ­ცა, ამავდრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით ონ­ლა­ინ შე­ძე­ნა.

ცოტა რამ "ჯორ­ჯი­ან­ზე"

პირ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მა­ღა­ზია „ჯორ­ჯი­ან“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდ­მა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­მა „ბიბ­ლუს­მა“ გახ­სნა. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის #55-ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზია თა­ვი­სი არ­სით უნი­კა­ლუ­რია და ტუ­რის­ტებს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს. რო­გორც „ბიბ­ლუს­ში“ აცხა­დე­ბენ, „ჯორ­ჯი­ან“-ის გახ­სნა ხელს უწყობს არა მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გაც­ნო­ბას, არა­მედ ქარ­თუ­ლი მე­წე­რა­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

თბი­ლის­ში მარ­თლაც რომ გა­მორ­ჩე­ულ მა­ღა­ზი­ა­ში „ჯორ­ჯი­ან“ დაგ­ვხვდე­ბათ ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი, უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი, თაფ­ლი, ქარ­თუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი და სას­მე­ლი, წიგ­ნე­ბი და ა.შ. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მრჩევ­ლის Allwine.ge-ის 500-მდე სა­ხე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნოც თა­ვი­სი სა­დე­გუს­ტა­ციო კუ­თხით, სა­დაც სტუმ­რებს ღვი­ნის უფა­სოდ და­გე­მოვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ეძ­ლე­ვათ. ეს არ არის ად­გი­ლი მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ქარ­თველს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს აქ სტუმ­რო­ბა და ქარ­თუ­ლი სი­ა­მა­ყის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

„ბიბ­ლუს­ში“ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მა­ღა­ზი­ით მათ ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბაც სურთ. „ჯორ­ჯი­ან“ მზა­დაა ითა­ნამ­შრომ­ლოს მათ­თან და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მე­ტად პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ ქარ­თულ­მა ნა­წარმ­მა ნელ-ნელა ფეხი და­იმ­კვიდ­როს უცხო­ურ ბა­ზარ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

არაქიმიური და ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხელნაკეთი საპნები, რომლებიც უცხოელებს აღაფრთოვანებს

არაქიმიური და ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხელნაკეთი საპნები, რომლებიც უცხოელებს აღაფრთოვანებს

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქართულ ბაზარზე არსებობს საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი საპნები - "კუმპა"-ს სახელწოდებით. სულხან-საბას ლექსიკონის თანახმად, კუმპა ძველ ქართულად საპონს ნიშნავს, სწორედ ამიტომ შეურჩევიათ ეს სახელი ბრენდისთვის, რომლის ხარისხის მთავარი საიდუმლო, მასში შემავალი ბუნებრივი კომპონენტებია. ნინი მაჭავარიანი „კუმპას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია, სწორედ მისგან შევიტყვეთ საინტერესო ცნობები ხელნაკეთი საპნების შესახებ.

- მოგეხსენებათ, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა სხვა დანარჩენთან ერთად, ზიანს აყენებს კანსაც. შედეგად კანი სულ გაღიზიანებულია, თავს იჩენს ალერგია, აკნე, კანის სიმშრალე და სხვა მრავალი პრობლემა. ჩვენ შევისწავლეთ ბაზარზე არსებული შამპუნები და საპნები და გავარკვიეთ, რომ მათი უმრავლესობა გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებით, რაც დამატებით გამაღიზიანებელი ფაქტორია სახის კანისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბუნებრივი კომპონენტებისგან დაგვემზადებინა პროდუქტი. ამ საქმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული საპნის სახეობა, ჩვენს მიერ შექმნილი ორიგინალური რეცეპტითა და მრავალფეროვანი ინგრედიეტებითაა დამზადებული. დღესდღეობით ბაზარზე წარდგენილი გვაქვს „კუმპას“ 22 სახეობა. მაგალითად, „ყავის“ კუმპა, „წიწაკა თამბაქოთი“, „აღმოსავლური“ და „დათექილი“ - ეს 4 სახეობა შეიძლება ჩაითვალოს სკრაბის ეფექტის მქონე საპნებად, რომელთა გამოყენება კვირაში 1-2-ჯერ არის მიზანშეწონილი. გარდა ბუნებრივი შემადგენლობისა, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ უნიკალურ საშუალებას - დათექილ კუმპას. თქვენი სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი შემადგენლობის საპონს, გარედან შემოავლებენ 100%-იან მატყლს, ანუ თექას და ის სკრაბის ეფექტს შეიძენს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც აქტიურად იკეთებს მაკიაჟს, იყენებს ტონალურ კრემს. დათექილი კუმპას წრიული მოძრაობა ღრმად ასუფთავებს ფორებს და ათავისუფლებს მას ჭუჭყისგან, ამგვარი მოძრაობა კანზე ხელს უწყობს სისხლის მოძრაობას და მასტიმულირებელია. გარდა ამისა, კუმპას სხვადასხვა სახეობის დასამზდებლად ვიყენებთ, ქართულ ბენტონიტურ თიხას, ღვინოს, აბრეშუმის ჭიის ჭუპრს, ფუტკრის ცვილს, შვრიას, თაფლს, ვირის რძეს - ამ ინგრედიენეტებით დამზადებული კუმპა განკუთვნილია უპრობლემო კანისთვის, მათ დამატენიანებელი ეფექტი აქვთ. თუთიის, იგივე ცინკის საპონი, გამონაყარისთვისაა. კუმპას, რომელიც 16-ზე მეტ ზეთს შეიცავს „ლუქსი“ დავარქვით. გარდა ზეითუნის, აბუსალათინის ზეთებისა ვიყენებთ ძვირად ღირებულ ზეთების - ქოქოსის, კანაფის, მანგოს, ნუშის, ყურძნის წიპწის და სხვათა კომბინაცაიას.

- თმის მოვლის საშუალებები თუ გაქვთ?

- კუმპას 22 სახეობიდან 20 სახისთვის, ხოლო 2 სახეობა თმისთვისაა განკუთვნილი. განსაკუთრებით ეფექტურია დაზიანებული, გამომშრალი თმის შემთხვევაში, რადგან კანის სტრუქტურას აჯანსაღებს, აღადგენს დაზიანებულ ღერს, ჰმატებს მოცულობასა და ბზინვარებას.

- ინგრედიენტები ძირითადად ქართული წარმოებისაა, თუ შემოგაქვთ რომელიმე ქვეყნიდან?

- კიტრი, ალოე, სტაფილო, ჭინჭარი, წიწაკა, ჟოლო, ქაცვი და სხვა საქართველოში მოყვანილი პროდუქტებია, ხოლო როცა გვჭირდება აბრეშუმის ჭიის ჭუპრი, ვირის რძე და ა.შ., ამ ინგრედიეტებს ადგილობრივი მწარმოებლებისგან ვყიდულობთ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. მაღალი ხარისხის ზეთები იმპორტირებულია. თითოეულ საპონს აქვს 2-წლიანი ვადა, არის ძალიან ეკონომიური, სრულიად უსაფრთხო და ჯანსაღი. ჩვენ გვყავს მომხარებლები, რომლებიც ამბობენ, ვაფასებთ ევროპიდან შემოტანილ, ფრანგულ კოსმეტიკას, მაგრამ ყველაზე მეტად მოგვწონს ქართული, რადგან ამ გარემოზეა ადაპტირებულიო.

- ბავშვის ხაზი თუ გაქვთ, ან თუ გეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას?

- ასე კონკრეტულად ბავშვის ხაზი არ გვაქვს, თუმცა თითოეულ საპონში შემავალი ბუნებრივი ინგრედიენტი სრულიად უსაფრთხოა ბავშვის ნაზი კანისთვის და ჩვენი მომხმარებელიც თამამად ყიდულობს ამ სეგმენტისთვისაც.

- სად შეიძლება შევიძინოთ კუმპა?

- მაღაზია „ჯორჯიანში“, აღმაშენებლის #55. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ჯორჯიანს“, რომ საშუალება მოგვცა, გამოგვეტანა ჩვენი პროდუქტი ფართო მასშტაბებზე. მადლობა "ჯორჯიანს", რომ ხელს უწყობს ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას და ქართველ მეწარმეებს ფასდაუდებელ საქმეს უკეთებს. ეხმარება და აძლევს სტიმულს. ერთია, როცა ადგილობრივი მომხარებლისთვის ქმნი პროდუქტს და მეორეა - რომ ტურისტებისთვისაც ხელმისაწვდომია. მოგეხსენებათ, „ჯორჯიანი“ მდებარეობს ახალ აღმაშენებლზე, ადგილას, სადაც ტურისტების ჰაბია. განსაკუთრულ ინტერესს არაბული წარმომავლობის ადამიანები გამოხატავენ, რადგან მათ მცენარეებისა და ზეთების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, ამავდრულად შესაძლებელია ჩვენი ფეისბუქგვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენა.

ცოტა რამ "ჯორჯიანზე"

პირველი ტურისტული მაღაზია „ჯორჯიან“ საქართველოში ყველაზე დიდმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ გახსნა. დავით აღმაშენებლის #55-ში მდებარე მაღაზია თავისი არსით უნიკალურია და ტურისტებს ქართული პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, „ჯორჯიან“-ის გახსნა ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურისტებისათვის ქართული პროდუქციის გაცნობას, არამედ ქართული მეწერამეობის ხელშეწყობას.

თბილისში მართლაც რომ გამორჩეულ მაღაზიაში „ჯორჯიან“ დაგვხვდებათ ქართული ეროვნული სამოსი, უნიკალური ქართული სუვენირები, თაფლი, ქართული ტკბილეული და სასმელი, წიგნები და ა.შ. აქ წარმოდგენილია ქართული ღვინის მრჩევლის Allwine.ge-ის 500-მდე სახეობის უნიკალური ღვინოც თავისი სადეგუსტაციო კუთხით, სადაც სტუმრებს ღვინის უფასოდ დაგემოვნების საშუალებაც ეძლევათ. ეს არ არის ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვის, ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ქართველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს აქ სტუმრობა და ქართული სიამაყის დათვალიერება.

„ბიბლუსში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მაღაზიით მათ ქართველი მეწარმეების წახალისებაც სურთ. „ჯორჯიან“ მზადაა ითანამშრომლოს მათთან და თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პროდუქციის მეტად პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა ნაწარმმა ნელ-ნელა ფეხი დაიმკვიდროს უცხოურ ბაზარზე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი